ბრძანება N 22859
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 22859
21 ოქტომბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2025 წლის 3 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 8 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №84) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2025 წლის 3 სექტემბრის №97816/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 აგვისტოს №007-217 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ თანხებს. მიუთითებს, რომ 2021 წელს კომპანიას გააჩნდა გაზის ავტოგასამართი სადგურის აშენების პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს 2025 წლის ბოლომდე. შესაბამისად, კომპანიის დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს აღნიშნული პროექტი, რომელიც შეფასებული იყო 122 400 ლარად, ჩაედოთ კომპანიის კაპიტალში. 2021 წლის 27 ოქტომბერს აღნიშნული თანხა ჩაიდო კომპანიის კაპიტალში, რაზეც არსებობს დამფუძნებელთა კრების ოქმი. შესაბამისად, გადამხდელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხა უნდა ასახულიყო საბალანსო ანგარიშზე N2330 „გრძელვადიანი მოთხოვნები კაპიტალის შევსებაზე", რომლის გატარება გამორჩენილი იყო აუდიტორებზე გადაგზავნილ საბუღალტრო პროგრამაში და მისი ასახვა მოხდა გვიან.
2. გადამხდელი, კეთილსინდისიერებაზე მითითებით, ითხოვს ზემოაღნიშნულის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად შეცდომად/არცოდნად განხილვას და სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 ივნისის №11699 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 5 აგვისტოს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 11 აგვისტოს №18027 ბრძანება და ამავე თარიღის №007-217 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის 21 ოქტომბერი 2025 N 22859 გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 47 463 ლარი, მათ შორის გადასახადი 30 601 ლარი, ჯარიმა 15 301 ლარი და საურავი 1 561 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
შპს ,,---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საწვავით ვაჭრობა. გადასახადის გადამხდელს აქვს ორი ავტოგასამართი სადგური (აგს) სოფელ ---ში და ----ში. ახდენს ორი სახეობის საწვავის რეალიზაციას: ბენზინი რეგულარისა და დიზელის. კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის კაპიტალის საწყის ნაშთად უფიქსირდება 490 700 ლარი, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის 36 000 ლარი. გადამხდელთან 2017 წლის პირველი ივლისიდან 2020 წლის 13 ივლისამდე საანგარიშო პერიოდებზე ჩატარებულია საგადასახადო შემოწმება, რაზეც 2020 წლის 9 დეკემბერს შედგენილია საგადასახადო შემოწმების აქტი. წინა შემოწმებაში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება კაპიტალის ნაშთები, რომელიც განსხვავდება მიმდინარე შემოწმების საბუღალტრო პროგრამის კაპიტალის ნაშთისგან. შემოწმება დაეყრდნო წინა შემოწმების კაპიტალის ნაშთებს და დადგინდა, რომ კაპიტალიდან გატანილი თანხები აღემატება კაპიტალში შენატან თანხებს. აღნიშნული სხვაობის თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე საწარმოს დაერიცხა საშემოსავლოს გადასახადი, ხოლო დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის დაჯარიმდა საქართველს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საწვავით ვაჭრობა ავტოგასამართი სადგურების (აგს) მეშვეობით. საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის კაპიტალის საწყის ნაშთად უფიქსირდება 490 700 ლარი, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის 36 000 ლარი. გადამხდელთან 2017 წლის პირველი ივლისიდან 2020 წლის 13 ივლისამდე საანგარიშო პერიოდებზე ჩატარებულია საგადასახადო შემოწმება, რაზეც 2020 წლის 9 დეკემბერს შედგენილია საგადასახადო შემოწმების აქტი. წინა შემოწმებაში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება კაპიტალის ნაშთი, რომელიც განსხვავდება მიმდინარე შემოწმების საბუღალტრო პროგრამის კაპიტალის ნაშთისგან. შემოწმება დაეყრდნო წინა შემოწმების კაპიტალის ნაშთს და დადგინდა, რომ კაპიტალიდან გატანილი თანხები აღემატება კაპიტალში შენატან თანხებს. აღნიშნული სხვაობის თანხა შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თნახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ თანხებს. გადამხდელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხა უნდა ასახულიყო საბალანსო ანგარიშზე N2330 „გრძელვადიანი მოთხოვნები კაპიტალის შევსებაზე", რომლის გატარება გამორჩენილი იყო აუდიტორებზე გადაგზავნილ საბუღალტრო პროგრამაში და მისი ასახვა მოხდა გვიან.
2. გადამხდელი, კეთილსინდისიერებაზე მითითებით, ითხოვს ზემოაღნიშნულის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად შეცდომად/არცოდნად განხილვას და სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საწვავით ვაჭრობა ავტოგასამართი სადგურების (აგს) მეშვეობით. საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის კაპიტალის საწყის ნაშთად უფიქსირდება 490 700 ლარი, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის 36 000 ლარი. გადამხდელთან 2017 წლის პირველი ივლისიდან 2020 წლის 13 ივლისამდე საანგარიშო პერიოდებზე ჩატარებულია საგადასახადო შემოწმება, რაზეც 2020 წლის 9 დეკემბერს შედგენილია საგადასახადო შემოწმების აქტი. წინა შემოწმებაში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება კაპიტალის ნაშთი, რომელიც განსხვავდება მიმდინარე შემოწმების საბუღალტრო პროგრამის კაპიტალის ნაშთისგან. შემოწმება დაეყრდნო წინა შემოწმების კაპიტალის ნაშთს და დადგინდა, რომ კაპიტალიდან გატანილი თანხები აღემატება კაპიტალში შენატან თანხებს. აღნიშნული სხვაობის თანხა შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 101 (1); 154 (1); 269 (7).