ბრძანება N 12976
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 12976
15 ივნისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2026 წლის 25 მაისის
საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 3 ივნისის სხდომაზე (ოქმი №46) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2026 წლის 25 მაისის №102566/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 28 აპრილის №031-4 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გაანგარიშების ალტერნატიული ცხრილი წარდგენილი ჰქონდა შემოწმებისთვის 2025 წლის 21 თებერვალს, თუმცა მიუხედავად ამისა, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადამხდელის მიერ მაინც მოხდა ცხრილის წარდგენა აუდიტორის პირად მეილზე და არა შემოსავლების სამსახურის სამუშაო სივრცეში (ქლაუდზე), სადაც როგორც წესი უნდა იგზავნებოდეს დიდი ზომის ფაილები. აღნიშნავს, რომ შესაძლოა აუდიტორის პირად მეილზე ატვირთულ ფაილს ნამდვილად ვადა გაუვიდა/არ გაიხსნა, სანამ აუდიტორმა მოახერხა მისი ნახვა, თუმცა ეს არ ცვლის ფაქტს, რომ ზუსტად ანალოგიური ფაილი 2025 წლის 13 თებერვალს ისედაც გაგზავნილი იყო აუდიტორთან. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს სალაროს ნაშთის შემცირება 21 822 ლარით გადამხდელის მიერ წარდგენილი არაპირდაპირი მეთოდის გაანგარიშების ალტერნატიული ცხრილით, სადაც დაკორექტირებულია ჯგუფების (შესქელებული რძე, რძე, ოსპი, მაკარონი, ბრინჯი, წიწიბურა, შაქარი, ზეთი) საქონლის მოძრაობა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 15 აპრილის №7177 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (საჭიროების 15 ივნისი 2026 N 12976 შემთხვევაში დოკუმენტების/მტკიცებულებების ნამდვილობა გადამოწმდეს შესაბამის ორგანოებში) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. არაპირდაპირი მეთოდის გაანგარიშების ალტერნატიული ცხრილი;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში, მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და კონკრეტულად იმ ჯგუფების საქონლის მოძრაობა, რომლებსაც არ ეთანხმება გადასახადი გადამხდელი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესა ბამისი კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 15 აპრილის №7177 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 31 მარტს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 5 475 ლარი, მათ შორის: გადასახადი 3 650 ლარი, ჯარიმა 1 825 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 28 აპრილის №031-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება: საჩივარს ახლავს ----თან (პ/ნ ---) და ---თან (პ/ნ ---) გაფორმებული ფულის გადაცემის აქტები, რომლებიც დათარიღებულია 2023 წლის 28 დეკემბრით. აღნიშნულ აქტებზე ხელმოწერის ნამდვილობა ნოტარიულად დამოწმებულია 2024 წლის 18 ივლისს. აქტებში აღნიშნულია, რომ ფიზიკური პირები №--- ტენდერის ფარგლებში შპს „---ს“ პერიოდულად მიაწვდიან შესაბამისად ვაშლს, კარტოფილს და სტაფილოს ფიქსირებულ ფასებში, რისთვისაც შპს „---მ“ ---ს ავანსის სახით გადაუხადა 5 600 ლარი, ხოლო ---ს 9 000 ლარი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ ---მა (პ/ნ ---) და ---მა (პ/ნ ---) დაადასტურეს 2023 წლის 28 დეკემბერს შპს „---გან“ 5 600 ლარის და 9 000 ლარის ოდენობით თანხების მიღება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კორექტირებას დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხები. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა შემოსავლების სამსახურის ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ელექტრონული ფოსტის საშუალებით 2025 წლის 25 აპრილს გამოგზავნა ინტერნეტ ბმული, სადაც განთავსებული უნდა ყოფილიყო საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. არაპირდაპირი მეთოდის გაანგარიშების ალტერნატიული ცხრილი. აღნიშნულ მისამართზე განთავსებულ ფაილზე წვდომა არ იყო ნებადართული. „Gmail.com“-დან არაერთხელ განხორციელელდა ფაილზე წვდომის უფლების მინიჭების მიზნით შესაბამისი შეტყობინების გაგზავნა, თუმცა ფაილზე წვდომის უფლება არ იქნა მინიჭებული.
შემდგომში ინტერნეტ ბმულის შიგთავსი წაშლილ იქნა. ვინაიდან საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი, საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-5 და მე-6 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.
5. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. არაპირდაპირი მეთოდის გაანგარიშების ალტერნატიული ცხრილი.
საჩივრის ზეპირი განხილვისას განმარტებულ იქნა შემდეგი: - გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გაანგარიშების ალტერნატიული ცხრილი წარდგენილ იქნა შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად 15 დღის ვადაში. აგრეთვე, ზუსტად ანალოგიური ფაილი გაგზავნილი ჰქონდა აუდიტორთან 2025 წლის თებერვალში. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა, ასევე განაცხადა, რომ შემოწმებამ 2021 წლის 1 იანვრის საწყისი ნაშთი განუსაზღვრა ხანდაზმულ პერიოდში შეძენილი საქონლით.
- შემმოწმებელმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2025 წლის თებერვალში გაგზავნილი ცხრილი არ იყო სრულყოფილი, ხოლო სრულყოფილი საქონლის მოძრაობის ცხრილის წარდგენის შემთხვევაში განხორციელდება საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრა. აუდიტორმა ასევე განმარტა, რომ 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საწყისი ნაშთის განსაზღვრისას მონაწილეობა მიიღო 2020 წლის დეკემბრის ბოლო დღეებში შეძენილმა საქონელმა, რომლის რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებიც არ იყო გამოწერილი. ამასთან აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა ბუღალტრული აღრიცხვა და ასევე მოგების გადასახადის ყოველთიურ დეკლარაციაში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი ასახული ჰქონდა 0 ლარის ოდენობით.
ყოველივე ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური 2021 წლის 1 იანვრის თარიღისთვის შემოწმებით განსაზღვრულ საწყის ნაშთთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ ხანდაზმულ პერიოდში შეძენილი საქონლის შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის საწყისი ნაშთის განსაზღვრა და რეალიზებულად განხილვა არამართლზომიერია. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ხანდაზმულ პერიოდში შეძენილი საქონლის შესაბამისად, 2021 წლის 1 იანვრის თარიღისთვის საგადასახადო შემოწმებით/შესწავლით დადგენილი საწყისი ნაშთის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საქონლის მოძრაობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია, ელექტრონული ცხრილის სახით (მეხსიერების ბარათის, CD დისკის ან მეილის მეშვეობით). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ხანდაზმულ პერიოდში შეძენილი საქონლის შესაბამისად, 2021 წლის 1 იანვრის თარიღისთვის საგადასახადო შემოწმებით/შესწავლით დადგენილი საწყისი ნაშთის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
ბ) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საქონლის მოძრაობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია, ელექტრონული ცხრილის სახით (მეხსიერების ბარათის, CD დისკის ან მეილის მეშვეობით);
გ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს სალაროს ნაშთის შემცირება 21 822 ლარით გადამხდელის მიერ წარდგენილი არაპირდაპირი მეთოდის გაანგარიშების ალტერნატიული ცხრილით, სადაც დაკორექტირებულია ჯგუფების (შესქელებული რძე, რძე, ოსპი, მაკარონი, ბრინჯი, წიწიბურა, შაქარი, ზეთი) საქონლის მოძრაობა.
ფაქტობრივი გარემოებები
საჩივარს ახლავს ფულის გადაცემის აქტები, რომლებიც დათარიღებულია 2023 წლის 28 დეკემბრით. აღნიშნულ აქტებზე ხელმოწერის ნამდვილობა ნოტარიულად დამოწმებულია 2024 წლის 18 ივლისს. აქტებში აღნიშნულია, რომ ფიზიკური პირები ტენდერის ფარგლებში მომჩივანს პერიოდულად მიაწვდიან შესაბამისად ვაშლს, კარტოფილს და სტაფილოს ფიქსირებულ ფასებში, რისთვისაც მომჩივანმა ავანსის სახით გადაუხადა 5 600 ლარი და 9 000 ლარი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ პირებმა დაადასტურეს 2023 წლის 28 დეკემბერს მომჩივნისგან 5 600 ლარის და 9 000 ლარის ოდენობით თანხების მიღება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კორექტირებას დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხები.
გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა შემოსავლების სამსახურის ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ელექტრონული ფოსტის საშუალებით 2025 წლის 25 აპრილს გამოგზავნა ინტერნეტ ბმული, სადაც განთავსებული უნდა ყოფილიყო საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. არაპირდაპირი მეთოდის გაანგარიშების ალტერნატიული ცხრილი. აღნიშნულ მისამართზე განთავსებულ ფაილზე წვდომა არ იყო ნებადართული. „Gmail.com“-დან არაერთხელ განხორციელელდა ფაილზე წვდომის უფლების მინიჭების მიზნით შესაბამისი შეტყობინების გაგზავნა, თუმცა ფაილზე წვდომის უფლება არ იქნა მინიჭებული.
შემდგომში ინტერნეტ ბმულის შიგთავსი წაშლილ იქნა. ვინაიდან საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი, საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური 2021 წლის 1 იანვრის თარიღისთვის შემოწმებით განსაზღვრულ საწყის ნაშთთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ ხანდაზმულ პერიოდში შეძენილი საქონლის შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის საწყისი ნაშთის განსაზღვრა და რეალიზებულად განხილვა არამართლზომიერია. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ხანდაზმულ პერიოდში შეძენილი საქონლის შესაბამისად, 2021 წლის 1 იანვრის თარიღისთვის საგადასახადო შემოწმებით/შესწავლით დადგენილი საწყისი ნაშთის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
აგრეთვე, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საქონლის მოძრაობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია, ელექტრონული ცხრილის სახით (მეხსიერების ბარათის, CD დისკის ან მეილის მეშვეობით). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5).