გადაწყვეტილება №21008/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.02.2024
№ დოკუმენტი 21008/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21008/2/2023

27 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 8.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21008/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 30.01.2023 წლის №1239 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 7.07.2023 წლის №066-7 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 30.08.2023 წლის №21245 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 205 044 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 106 231

დღგ - 66 478

საშემოსავლო გადასახადი - 39 753

ჯარიმა - 52 932

საურავი - 45 881

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 14.05.2019 წლის წერილის (№----------) და დადგენილების საფუძველზე, ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 7.12.2016 წლიდან 1.04.2019 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 2020 წლის 30 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

- გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება დიდი ოდენობით ნავთობპროდუქტების შეძენა, რომელზეც გამოწერილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული აქვს ჩათვლები. აღნიშნული საწვავის გარკვეული ნაწილი რეალიზებულია. ხოლო, წარდგენილი საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით, საწვავის ძირითადი ნაწილი „საკუთარი მოხმარების“ შინაარსით ჩამოწერილია შესამოწმებელ პერიოდში. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობა, ასევე შეძენილი საწვავის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი და რეალურობა, რომლის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ საკუთარი მოხმარებისთვის გახარჯული საწვავის ოდენობა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური აქტივობა (სატრანსპორტო გადაზიდვები) არარელევანტურია. შესაბამისად, განხორციელდა საწვავის იმ ნაწილის იდენტიფიცირება, რომლის შესაბამისი შემოსავლები გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 49-ე, 61-ე მუხლებისა და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის შემოსავლები და დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრა შემოწმების ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმებით, კორექტირებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები შესაბამისი პერიოდების მიხედვით. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით, არადოკუმენტური რეალიზაციის ნაწილში გაზრდილი შემოსავალი, რომლის შესაბამისი საკომპენსაციო თანხის მიღება არ აღირიცხება გადასახადის გადამხდელის მიერ, ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე;

- შესამოწმებელ პერიოდში (2019 წელს) გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება გარკვეული შეძენები შპს „----------“ და შპს „----------“, აღნიშნულ შეძენებზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის საფუძველზე განხორციელებულია დღგ-ის ჩათვლა და შესაბამისად, დღგით დასაბეგრი ბრუნვების შემცირება პერიოდების შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ შპს „----------“ და შპს „----------“ არ უფიქსირდებათ საქონლის/მომსახურების მიწოდებისთვის საჭირო საქონლის/მომსახურების შეძენა და მათ მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხა მინიმალურია (ამასთან, ზემოაღნიშნული საგადასახადო ანგარიშფაქტურები დაკორექტირდა - განულდა შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ).

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემცირდა შპს „----------“ და შპს „----------“ მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლილი თანხა. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2020 წლის №37439 ბრძანება და №066-21 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.07.2021 წლის №23343 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

- არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება;

- შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი ფულადი სახსრების ნაშთის კომპანიის პასუხისმგებელ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 19.07.2021 წლის №23343 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 24.12.2021 წლის გადაწყვეტილებით (№14291/2/2021) საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 19 ივლისის №23343 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 2 ნოემბრის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა, დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.11.2021 წლის №006-36 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 7.03.2022 წლის №5738 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 15.07.2022 წელს მიღებული №16124/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 30.01.2023 წლის №1239 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:

- შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 19 ივლისის №23343 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 იანვრის №1239 ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა, აღნიშნულზე შედგა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივლისის დასკვნა, მის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივლისის №066-7 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 30.08.2023 წლის №21245 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე. შემოწმების მიერ წარდგენილი ცხრილების (წარდგენილ ცხრილში ასახული იყო გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული მარშრუტების შესაბამისად (გავლილი მანძილით) გახარჯული საწვავის სავარაუდო ოდენობა) შესწავლის შედეგად გამოიკვეთა გარკვეული უზუსტობები, კერძოდ: ცხრილში ასახულია ის სასაქონლო ზედნადებები, რომელიც გამოწერილია საწვავის შეძენის პერიოდამდე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული, ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების ადგილებს შორის დაფიქსირებული მანძილი, რიგ შემთხვევებში აღემატება, ხოლო რიგ შემთხვევაში ნაკლებია მითითებულ პუნქტებს შორის შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოყენებულ მანძილებთან შედარებით. შემოწმების მიერ განხორციელდა ალტერნატიული გაანგარიშება გადასახადის გადამხდელის მონაცემებზე დაყრდნობით, თუმცა მიღებული შედეგებით საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება.

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 იანვრის №1239 ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტში ელექტრონულად გადაგზავნილი იქნა ყველა ცხრილი და გაანგარიშება სადაც ზუსტად არის ასახული ყველა გადაზიდვის მანძილი და გამოყენებული საწვავის რაოდენობა, მაგრამ აუდიტის დეპარტამენტმა მათთან ერთად არ მოახდინა წარდგენილი დოკუმენტების და გაანგარიშებების შესწავლა და ანალიზი, რის გამოც არ გაითვალისწინა წარდგენილი მონაცემები მანძილის და საწვავის წვის შესახებ და გაანგარიშება და 2023 წლის 4 ივლისის დასკვნაში დააფიქსირა იგივე პოზიცია, კერძოდ აღნიშნა, რომ „გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა გახარჯვის ცხრილი, კერძოდ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ცხრილში ასახულია გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული მარშრუტების შესაბამისად (გავლილი მანძილი) გახარჯული საწვავის სავარაუდო ოდენობა. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ზემოაღნიშნული ინფორმაცია, რომლის საფუძველზე გამოიკვეთა გარკვეული უზუსტობები, კერძოდ წარმოდგენილ ცხრილში ასახული ის სასაქონლო ზედნადებები რომელიც გამოწერილია საწვავის შეძენის პერიოდამდე. გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების ადგილებს შორის დაფიქსირებული მანძილი (გადამხდელის ცხრილის შესაბამისად) რიგ შემთხვევაში აღემატება ხოლო რიგ შემთხვევაში ნაკლებია მითითებულ პუნქტებს შორის შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოყენებულ მანძილებთან შედარებით. შემოწმების მიერ განხორციელდა ალტერნატიული გაანგარიშება გადასახადის გადამხდელის მონაცემებზე დაყრდნობით, თუმცა მიღებული შედეგებით საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას/შემცირებას არ დაექვემდებარა.“

წარმოდგენილ საჩივარს თან ერთვის ცხრილი საწვავის შეძენის და მისი გამოყენების შესახებ. აღნიშნული ცხრილში ასახულია სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით საწვავის შეძენა და მისი გამოყენება დადასტურებულია კომპანიის მიერ გამოწერილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების მონაცემებით, სადაც დაფიქსირებულია ავტომობილის მარკა, მოდელი, სახელმწიფო ნომერი, წვის ნორმა 100 კმ-ზე და მანძილი თუ რამდენი კილომეტრი გაიარა ავტომობილმა. წარდგენილ ცხრილებში (თანდართულია საჩივარზე) ნათლად არის დაფიქსირებული მანძილები ობიექტებს შორის, მანქანის მარკა, 100 კმ-ზე წვის ოდენობა, ხოლო საწვავის შეძენა განხორცილებულია სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტმა არ შეისწავლა და არ გაანალიზა წარდგენილი მონაცემები, ასევე არც დასკვნაში არ დაუფიქსირებია თუ, რომელი მანძილი იყო მეტი ან ნაკლები, ან წვის რა ნორმები გამოიყენა, არამედ ზოგადად დააფიქსირა ზუსტად ის პოზიცია, რაც დაფიქსირებული ჰქონდა შემოწმების აქტში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა გადასახადის გადამხდელის მიერ და რომ არაერთი გადაწყვეტილებაა მიღებული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, მათ შორის შემოსავლების სამსახურის 30.01.2023 წლის №1239 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 19 ივლისის №23343 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

ხოლო, შემოსავლების სამსახურის 19.07.2021 წლის №23343 ბრძანებით:

- არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება;

- შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი ფულადი სახსრების ნაშთის კომპანიის პასუხისმგებელ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

ასევე დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 30.01.2023 წლის №1239 ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას, ხოლო მის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივლისის დასკვნით ირკვევა შემდეგი:

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა საწვავის გახარჯვის ცხრილი, კერძოდ: ცხრილში ასახულია გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული მარშრუტების, შესაბამისად (გავლილი მანძილით) გახარჯული საწვავის სავარაუდო ოდენობა. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ზემოაღნიშნული ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც გამოიკვეთა გარკვეული უზუსტობები, კერძოდ: წარდგენილ ცხრილში ასახულია ის სასაქონლო ზედნადებები, რომელიც გამოწერილია საწვავის შეძენის პერიოდამდე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების ადგილებს შორის დაფიქსირებული მანძილი (გადამხდელის ცხრილის შესაბამისად) რიგ შემთხვევებში აღემატება, ხოლო რიგ შემთხვევაში ნაკლებია მითითებულ პუნქტებს შორის შემოწმების მიერ, არაპირდაპირი მეთოდით გამოყენებულ მანძილებთან შედარებით. შემოწმების მიერ განხორციელდა ალტერნატიული გაანგარიშება გადასახადის გადამხდელის მონაცემებზე დაყრდნობით, თუმცა მიღებული შედეგებით საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას/შემცირებას არ დაექვემდებარა.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს ელექტრონულად გადაეგზავნა ყველა ცხრილი და გაანგარიშება, სადაც ზუსტად არის ასახული ყველა გადაზიდვის მანძილი და გამოყენებული საწვავის რაოდენობა, მაგრამ აუდიტის დეპარტამენტმა მათთან ერთად არ მოახდინა წარდგენილი დოკუმენტების და გაანგარიშებების შესწავლა და ანალიზი, რის გამოც არ გაითვალისწინა წარდგენილი მონაცემები მანძილის, საწვავის წვის შესახებ გაანგარიშება, აუდიტის დეპარტამენტმა არ შეისწავლა და არ გაანალიზა წარდგენილი მონაცემები, ასევე არც დასკვნაში არ დაუფიქსირებია თუ, რომელი მანძილი იყო მეტი ან ნაკლები, ან წვის რა ნორმები გამოიყენა

საბჭოს 2023 წლის 8 დეკემბრის სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების საფუძველზე, რომელიც საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტების ანალოგიურია, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის და სადავო საკითხზე მართლზომიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია განხილვის შეჩერება და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან ერთად, წარდგენილი ცხრილის და გაანგარიშებების გავლა.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან მოხდა შეხვედრა და რომ მიიტანა ხელზე ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც დამატებით შესასწავლია და ვარაუდობს, რომ შესაძლებელია არსებობდეს საწვავის ხარჯებში გათვალისწინების შესაძლებლობა. აღნიშნული ხელშეკრულებით ქვეკონტრაქტორი კომპანია მომსახურებას უწევს ტრაქტორით გადასახადის გადამხდელს და ორივე მხარე ადასტურებს ხარჯის გაწევას გადასახადის გადამხდელის მიერ, მაგრამ საკითხი შესასწავლია და წინასწარი შედეგები ჯერ უცნობია.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის პოზიციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულებები, თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის გადაანგარიშების ეტაპზე არსებულის) გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა/განხილვა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 30.08.2023 წლის №21245 ბრძანება;

3. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულებები, თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის გადაანგარიშების ეტაპზე არსებულის) გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა/განხილვა;

4. ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტმა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 30.01.2023 წლის №1239 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა გადასახადის გადამხდელის მიერ და რომ არაერთი გადაწყვეტილებაა მიღებული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, მათ შორის შემოსავლების სამსახურის 30.01.2023 წლის №1239 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 19 ივლისის №23343 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). ხოლო, შემოსავლების სამსახურის 19.07.2021 წლის №23343 ბრძანებით: - არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება; - შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი ფულადი სახსრების ნაშთის კომპანიის პასუხისმგებელ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). ასევე დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 30.01.2023 წლის №1239 ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას, ხოლო მის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივლისის დასკვნით ირკვევა შემდეგი: გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა საწვავის გახარჯვის ცხრილი, კერძოდ: ცხრილში ასახულია გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული მარშრუტების, შესაბამისად (გავლილი მანძილით) გახარჯული საწვავის სავარაუდო ოდენობა. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ზემოაღნიშნული ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც გამოიკვეთა გარკვეული უზუსტობები, კერძოდ: წარდგენილ ცხრილში ასახულია ის სასაქონლო ზედნადებები, რომელიც გამოწერილია საწვავის შეძენის პერიოდამდე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების ადგილებს შორის დაფიქსირებული მანძილი (გადამხდელის ცხრილის შესაბამისად) რიგ შემთხვევებში აღემატება, ხოლო რიგ შემთხვევაში ნაკლებია მითითებულ პუნქტებს შორის შემოწმების მიერ, არაპირდაპირი მეთოდით გამოყენებულ მანძილებთან შედარებით. შემოწმების მიერ განხორციელდა ალტერნატიული გაანგარიშება გადასახადის გადამხდელის მონაცემებზე დაყრდნობით, თუმცა მიღებული შედეგებით საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას/შემცირებას არ დაექვემდებარა. მომჩივანი აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს ელექტრონულად გადაეგზავნა ყველა ცხრილი და გაანგარიშება, სადაც ზუსტად არის ასახული ყველა გადაზიდვის მანძილი და გამოყენებული საწვავის რაოდენობა, მაგრამ აუდიტის დეპარტამენტმა მათთან ერთად არ მოახდინა წარდგენილი დოკუმენტების და გაანგარიშებების შესწავლა და ანალიზი, რის გამოც არ გაითვალისწინა წარდგენილი მონაცემები მანძილის, საწვავის წვის შესახებ გაანგარიშება, აუდიტის დეპარტამენტმა არ შეისწავლა და არ გაანალიზა წარდგენილი მონაცემები, ასევე არც დასკვნაში არ დაუფიქსირებია თუ, რომელი მანძილი იყო მეტი ან ნაკლები, ან წვის რა ნორმები გამოიყენა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულებები, თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის გადაანგარიშების ეტაპზე არსებულის) გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა/განხილვა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5,9); 154; 275; 304(21)