გადაწყვეტილება №23435/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.07.2024
№ დოკუმენტი 23435/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23435/2/2024

30 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 6.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23435/2/2024).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 17.04.2024 წლის №225-6 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 19.06.2024 წლის №14323 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 507 905,41 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 306 202

დღგ - 123 978

საშემოსავლო გადასახადი - 182 216

ქონების გადასახადი - 8

ჯარიმა - 153 184

საურავი - 48 519,41

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა რკინა-კავეულით, საღებავებით, ელექტრო ტექნიკით, სხვა საქონელით. ასევე ეწეოდა ხე-ტყის მასალის ყიდვა-გაყიდვას.

აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 11.01.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით.

გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია საბუღალტრო აღრიცხვის მოწესრიგებული სისტემა, მან ვერ წარმოადგინა და ვერც დაადასტურა მასთან ისეთი სააღრიცხვო დოკუმენტაციის არსებობა, რომლის საფუძველზე შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტის შეფასება. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული (მ.შ. დოკუმენტური შეძენების) მონაცემების შედარებისას, ასევე მასთან ჩატარებული სმფ-ების ფაქტიური აღრიცხვის შედეგების გათვალისწინებით, გამოვლინდა არსებითი სხვაობები. ამასთან, საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის 11.01.2024 წლის დადგენილების მიხედვით, რომლის საფუძველზეც დაინიშნა აღნიშნული შემოწმება, დგინდება, რომ საწარმოს ხელმძღვანელი პირების მიერ ყალბი შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებების გამოწერით ხდებოდა ხე-ტყის მასალის რეალიზაცია, რაც დასტურდება გადამხდელის სასაქონლო ზედნადებების პარამეტრების (მ.შ. ტრანსპორტირების საწყისი და საბოლოო მისამართების) შესწავლის საფუძველზეც.

ზემოთაღნიშნული გარემოებების საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. ანალიზი ჩაუტარდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს, მ.შ. დოკუმენტურ შეძენებს და რეალიზაციის დეკლარირებულ მონაცემებს. 2021 წლის სმფ-ების საწყის ნაშთად აღებულ იქნა გადამხდელის მიერ ანგარიშგების პორტალზე (რეპორტალ.გე) ატვირთულ ანგარიშში დაფიქსირებული ღირებულება 315 519 ლარი, რაც თავის მხრივ შესაბამისობაშია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში დაფიქსირებული დოკუმენტური შეძენების და დეკლარირებული რეალიზაციის მონაცემებთან 2018-2020 წლებში. ასევე გათვალისწინებულ იქნა გადამხდელთან 14.11.2023 წელს განხორციელებული სმფ-ების ინვენტარიზაციის მონაცემები და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია კეცხოველის ქ. 133-ში განთავსებულ მაღაზიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურებული სმფ-ების შესახებ (ხანძრის შემთხვევა დადასტურდა შსსსაგან გაცემული ცნობით).

საკითხი შესწავლილ იქნა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე” შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების დანართი №10-ის დებულებებიდან გამომდინარე. კერძოდ, წლების და შინაარსობრივი ნიშნით მოხდა სასაქონლო ჯგუფების გამოყოფა, უპირატესად გადამხდელის დოკუმენტური, ხოლო არარსებობის შემთხვევაში ინვენტარიზაციით დადასტურებული ფასნამატების გამოყვანა და გამოყენება. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე შედგა სმფ-ების მოძრაობის ანგარიში. ანგარიშის შედეგად გამოვლენილი სხვაობა შემოწმების მიერ დაემატა შესამოწმებელი პერიოდების დღგით დასაბეგრ ბრუნვას. პირს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი შემოსავლების, აგრეთვე დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების/განაცემების, საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების და სხვა მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შედგა ფულადი შემოსულობების და განაცემების მოძრაობის ანგარიში. საკითხი შესწავლილ იქნა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე” შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების დანართი №9-ის დებულებებიდან გამომდინარე. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის სალაროში დარჩენილი არაგონივრული ნაშთი განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რომელიც დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 17.04.2024 წლის №225-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.06.2024 წლის №14323 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 13.06.2024 წლის 12:00 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. აგრეთვე სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადამხდელს არ გააჩნია საბუღალტრო აღრიცხვის მოწესრიგებული სისტემა, შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი და ვერ დადასტურდა ისეთი სააღრიცხვო დოკუმენტაციის არსებობა, რომლის საფუძველზე შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, საჩივარზე თანდართული ინფორმაცია გათვალისწინებულია საგადასახადო შემოწმებისას.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შემოწმების აქტის მიხედვით 1.01.2021 წლის მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენს 315 519 ლარს, ხოლო დოკუმენტურად მიღებული და რეალიზებული საქონლის მიხედვით, ფასნამატი არ აღემატება 20%-ს. აღნიშნულის გათვალისწინებით ბევრად შემცირდება დამატებით დარიცხული თანხები, რაც არ იქნა შესწავლილი შემოწმების დროს და კომპანიას არასწორად დაერიცხა თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია საბუღალტრო აღრიცხვის მოწესრიგებული სისტემა, შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი და ვერ დადასტურდა ისეთი სააღრიცხვო დოკუმენტაციის არსებობა, რომლის საფუძველზე შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო შემოწმებით ასევე დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული (მ.შ. დოკუმენტური შეძენების) მონაცემების შედარებისას, ასევე მასთან ჩატარებული სმფ-ების ფაქტიური აღრიცხვის შედეგების გათვალისწინებით, გამოვლინდა არსებითი სხვაობები. 2021 წლის სმფ-ების საწყის ნაშთად აღებულ იქნა გადამხდელის მიერ ანგარიშგების პორტალზე ატვირთულ ანგარიშში დაფიქსირებული ღირებულება 315 519 ლარი, რაც თავის მხრივ შესაბამისობაშია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში დაფიქსირებული დოკუმენტური შეძენების და დეკლარირებული რეალიზაციის მონაცემებთან 2018-2020 წლებში. ასევე გათვალისწინებულ იქნა გადამხდელთან 14.11.2023 წელს განხორციელებული სმფ-ების ინვენტარიზაციის მონაცემები და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ---------- განთავსებულ მაღაზიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურებული სმფ-ების შესახებ (ხანძრის შემთხვევა დადასტურდა შსს-საგან გაცემული ცნობით). შემოწმების მიერ წლების და შინაარსობრივი ნიშნით მოხდა სასაქონლო ჯგუფების გამოყოფა, უპირატესად გადამხდელის დოკუმენტური, ხოლო არარსებობის შემთხვევაში ინვენტარიზაციით დადასტურებული ფასნამატების გამოყვანა და გამოყენება. ამასთან, შემოწმების მიერ, მათ შორის, არაპირდაპირი ანგარიშის მეთოდის გამოყენებით დადგენილი შემოსულობების, აგრეთვე დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების/განაცემების, საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების და სხვა მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შედგა ფულადი შემოსულობების და განაცემების მოძრაობის ანგარიში. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის სალაროში დარჩენილი არაგონივრული ნაშთი განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. პირს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი.

საბჭო აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები და სრულად არ არის აღრიცხული საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრა მართებულია. ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია საბუღალტრო აღრიცხვის მოწესრიგებული სისტემა, შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი და ვერ დადასტურდა ისეთი სააღრიცხვო დოკუმენტაციის არსებობა, რომლის საფუძველზე შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. საგადასახადო შემოწმებით ასევე დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული (მ.შ. დოკუმენტური შეძენების) მონაცემების შედარებისას, ასევე მასთან ჩატარებული სმფ-ების ფაქტიური აღრიცხვის შედეგების გათვალისწინებით, გამოვლინდა არსებითი სხვაობები. 2021 წლის სმფ-ების საწყის ნაშთად აღებულ იქნა გადამხდელის მიერ ანგარიშგების პორტალზე ატვირთულ ანგარიშში დაფიქსირებული ღირებულება 315 519 ლარი, რაც თავის მხრივ შესაბამისობაშია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში დაფიქსირებული დოკუმენტური შეძენების და დეკლარირებული რეალიზაციის მონაცემებთან 2018-2020 წლებში. ასევე გათვალისწინებულ იქნა გადამხდელთან 14.11.2023 წელს განხორციელებული სმფ-ების ინვენტარიზაციის მონაცემები და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია მისამართზე განთავსებულ მაღაზიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურებული სმფ-ების შესახებ (ხანძრის შემთხვევა დადასტურდა შსს-საგან გაცემული ცნობით). შემოწმების მიერ წლების და შინაარსობრივი ნიშნით მოხდა სასაქონლო ჯგუფების გამოყოფა, უპირატესად გადამხდელის დოკუმენტური, ხოლო არარსებობის შემთხვევაში ინვენტარიზაციით დადასტურებული ფასნამატების გამოყვანა და გამოყენება. ამასთან, შემოწმების მიერ, მათ შორის, არაპირდაპირი ანგარიშის მეთოდის გამოყენებით დადგენილი შემოსულობების, აგრეთვე დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების/განაცემების, საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების და სხვა მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შედგა ფულადი შემოსულობების და განაცემების მოძრაობის ანგარიში. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის სალაროში დარჩენილი არაგონივრული ნაშთი განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. პირს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები და სრულად არ არის აღრიცხული საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრა მართებულია. ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა,ბ“); 275.