ბრძანება N 24944
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24944
13 ნოემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
---ის (პ/ნ ---)
(ფაქტ. მის.: ---) 2025 წლის 22 ოქტომბრის
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 31 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №91) განიხილა ----ის (პ/ნ ---) №166385/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის 2025 წლის პირველი ივლისის №14519 ბრძანებით განსაზღვრულ ვადას.
მომჩივნის პოზიცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის პირველი ივლისის №14519 ბრძანება არ ჩაბარებია და როდესაც მოიკითხა აღნიშნული ბრძანება, უკვე გასული იყო ბრძანებით მიცემული პირობის შესრულების ვადა. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს 2025 წლის პირველი ივლისის №14519 ბრძანებით განსაზღვრული ვადის აღდგენას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის პირველი ივლისის №14519 ბრძანებით ---ის (პ/ნ ---) №84174/21 საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით, მომჩივანს მიეცა წინადადება №14519 ბრძანების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, დეკლარირების გარეშე გადაადგილებული საქონელი მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში და ამავე ვადაში გადაიხადოს იმპორტის გადასახდელები და შესაბამისი საფასური; ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით დადგინდა, რომ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2025 წლის 8 მაისის №EL284356 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის პირველი ივლისის №14519 ბრძანება მომჩივანს ფოსტის მეშვეობით 2-ჯერ გაეგზავნა საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ და ასევე იურიდიულ მისამართებზე, თუმცა ვინაიდან ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა და მას არ გააჩნია ელექტრონული ვებგვერდი, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის პირველი ივლისის №14519 ბრძანება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით გავრცელდა საჯაროდ 2025 წლის 14 აგვისტოს, ხოლო ამ ვებგვერდზე განთავსებიდან მე-20 დღეს - 2025 წლის 3 სექტემბერს №14519 ბრძანება ჩაითვალა ჩაბარებულად. ამდენად, მომჩივანი ვალდებული იყო შემოსავლების სამსახურის 2025 წლის პირველი ივლისის №14519 ბრძანების ჩაბარებიდან, კერძოდ, 2025 წლის 3 სექტემბრიდან 5 სამუშაო დღის ვადაში - 2025 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, დეკლარირების გარეშე გადაადგილებული საქონელი მოექცია თავისუფალ მიმოქცევაში და ამავე ვადაში გადაეხადა იმპორტის გადასახდელები და შესაბამისი საფასური, რაც არ შეუსრულებია.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ამავე კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილი მიუთითებს, რომ საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.
თუ გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირია, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება შესაძლებელია, თუკი შესრულებულია შემდეგი პირობები:
ა) პირს ორჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;
ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ადრესატი დოკუმენტს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.
ამავე მუხლის მე-11 ნაწილი კი ადგენს, რომ დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ დაინტერესებული მხარე ვალდებულია დაიცვას დადგენილი ვადა, აღნიშნული ვადის დინება დაიწყება მხოლოდ დაინტერესებული მხარისათვის შესაბამისი დოკუმენტის ან ინფორმაციის გადაცემის ან ამ ინფორმაციის ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით.
მე-4 ნაწილის შესაბამისად, კი დაინტერესებული მხარე გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული გარემოებათა აღმოფხვრიდან არა უგვიანეს 15 დღისა. განცხადებას უნდა დაერთოს შესაბამისი დოკუმენტები და მასალები, რომლებიც ადასტურებენ ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობას.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია აღადგინოს დაინტერესებული მხარის მიერ საპატიო მიზეზით გაშვებული, ამავე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადაც, თუ ეს არ არის აკრძალული კანონით და ზიანს არ აყენებს მესამე პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის პირველი ივლისის №14519 ბრძანება ადრესატისთვის ჩაბარებულად იქნა მიჩნეული 2025 წლის 3 სექტემბერს, საიდანაც დაიწყო 5 სამუშაო დღის ვადის ათვლა და რა ვადაშიც მომჩივანს დეკლარირების გარეშე გადაადგილებული საქონელი უნდა მოექცია თავისუფალი მიმოქცევაში და ამავე ვადაში გადაეხადა იმპორტის გადასახდელები და შესაბამისი საფასური.
დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ №14519 ბრძანებით განსაზღვრული პირობა მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამასთან, საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია პოზიცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადის არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით გაშვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ---ს (პ/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის პირველი ივლისის №14519 ბრძანება არ ჩაბარებია და როდესაც მოიკითხა აღნიშნული ბრძანება, უკვე გასული იყო ბრძანებით მიცემული პირობის შესრულების ვადა. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს ბრძანებით განსაზღვრული ვადის აღდგენას.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის პირველი ივლისის №14519 ბრძანება ადრესატისთვის ჩაბარებულად იქნა მიჩნეული 2025 წლის 3 სექტემბერს, საიდანაც დაიწყო 5 სამუშაო დღის ვადის ათვლა და რა ვადაშიც მომჩივანს დეკლარირების გარეშე გადაადგილებული საქონელი უნდა მოექცია თავისუფალი მიმოქცევაში და ამავე ვადაში გადაეხადა იმპორტის გადასახდელები და შესაბამისი საფასური, რაც არ შეუსრულებია.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 44 (10,11).