გადაწყვეტილება № 27489/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.06.2026
№ დოკუმენტი 27489/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 27489/2/2026

24 ივნისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

მომჩივანი: შპს„------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,12.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----“-ის 3.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27489/2/2026).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშება არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატის ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2026 წლის №032-2 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 14.05.2026 წლის №10673 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 661 307,97 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 355 833,00

დღგ - 112 985,00

საშემოსავლო გადასახადი - 242 848,00

ჯარიმა - 184 600,00

საურავი - 120 874,97

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობაა არასპეციალიზებული საბითუმო ვაჭრობა ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებული საქონლით (ტანსაცმელი და ფეხსაცმელი) ვაჭრობა. გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2024 წლის 27 ნოემბრიდან.

აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2026 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 27.11.2024 წლიდან 1.03.2026 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან. საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე გამოთხოვილი იქნა დოკუმენტაცია, რომელიც არ წარმოადგინა და შესაბამისად დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მიხედვით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 9 თებერვლის №2744 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. გამოირკვა, რომ შპს „------“-ს არ გააჩნია სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი. შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციით დადგინდა, რომ კომპანიას იმპორტის რეჟიმით შემოაქვს სხვადასხვა ტიპის ტანსაცმელი ------ და რეალიზაციას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე. შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ მონაცემთა სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ საქონლის რეალიზაცია ხორციელდებოდა საცალოდ (დოკუმენტის გარეშე), რომელსაც სრულად არ ადეკლარირებს. შესაბამისად გადასახადის გადამხდელის შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, კომპანიის მიერ საცალო რეალიზაციაზე გავრცელებულ იქნა აუდირებული ფასნამატი შესამაბისი ჯგუფების მიხედვით, (საშუალოდ 52%). შედეგად დადგინდა კომპანიის შემოსავალი. შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, გაანგარიშებული სხვაობით გაიზარდა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა. არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ბრუნვა, კერძოდ: შესამოწმებელ პერიოდზე საცალო რეალიზაციით მიღებული შემოსავლის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა აუდირებული ფასნამატი ჯგუფების მიხედვით. აღნიშნული ფასნამატები გავრცელებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე შესაბამისი ჯგუფების მიხედვით და ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, გაანგარიშებული სხვაობით გაიზარდა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პირს დამატებით დაერიცხა გადასახადი.

გადასახადის გადამხდელის შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ ფულის მოძრაობა გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავალს გამოაკლდა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. შემოწმების მიერ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში დადგენილი აღურიცხავი ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2026 წლის №032-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 14.05.2026 წლის №10673 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, კომპანიის მიერ საცალო რეალიზაციაზე გავრცელებულ იქნა აუდირებული ფასნამატი შესამაბისი ჯგუფების მიხედვით (საშუალოდ 52%). შედეგად, დადგინდა კომპანიის შემოსავალი. გადამხდელს დაერიცხა დღგ, ხოლო ფულის განკარგვადი ნაშთი განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

ამასთან, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე ფასნამატის გავრცელებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ საქონლის თვითღირებულება განსაზღვრულ იქნა ინვოისების შესაბამისად, რაზეც გავრცელებულ იქნა აუდირებული ფასნამატი შესამაბისი ჯგუფების მიხედვით. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

1) საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი;

2) არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის ხელფასად განხილვა.

სადავო აქტების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება არის მისი საინვოისო ღირებულება და არა აფასებული ღირებულება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ საბაჟო მიზნებისათვის, იმპორტის გადასახდელების განსაზღვრისათვის. შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები და დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ. კერძოდ, აღებულ იქნა სხვა მსგავსი საწარმოს მიერ მიღებული ბრუნვები.

მომჩივნისთვის დღემდე უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა მისი იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია და ა.შ. სამწუხაროდ შემოწმების პროცესში და არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია მათთვის არ მიუწოდებიათ, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, რაც ბუნებრივია აბსურდია. ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად: 2. თუ კანონით სხვა რამ არარის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. მათთვის გაუგებარია თუ რატომ აიღო შემმოწმებელმა სხვა კომპანიის ფასნამატი და არ გამოიყენა საცალო რეალიზაციაზე მისი დოკუმენტალური ფასნამატი. ზოგადად არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, სადაც გაცილებით ნაკლები აუდირებული ფასნამატი იქნა გამოყენებული, მაგალითად შპს ,,-----“-ის საგადასახადო შემოწმებისას, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით, შემოწმებით ამ უკანასკნელზე გავრცელდა ფასნამატი 26%. ისმის კითხვა თუ ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე საქონლის ვაჭრობისას ერთ გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება 26%-იანი ფასანამატი, მაშინ რატომ ვრცელდება მეორე გადამხდელზე გაცილებით უფრო მაღალი ფასანამატი? არსებობს ასევე სხვა არაერთი გადაწყვეტილება, სადაც აუდირებული ფასნამატი შეადგენს 12%. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად: საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. შემოწმების პროცესში ფულის ნაშთი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი, ხარჯში კი ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და ბიუჯეტში გადახდები, ხოლო დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. არასწორად იქნა გაანგარიშებული საწარმოს ფასნამატი, რამაც განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთი დადგენა. ასევე არასწორი ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ ,,გროსვა" და არარსებული ფულის 20% ნაცვლად 25% დაბეგვრა.

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 14 მაისის №10673 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2026 წლის №52997-21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან. საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე გამოთხოვილი იქნა დოკუმენტაცია, რომელიც არ წარმოადგინა და შესაბამისად დაჯარიმდა სსკ-ის 279-ე მუხლის მიხედვით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 9 თებერვლის №2744 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. გამოირკვა, რომ შპს „-----“-ს არ გააჩნია სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი. შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციით დადგინდა რომ კომპანიას იმპორტის რეჟიმით შემოაქვს სხვადასხვა ტიპის ტანსაცმელი ------ და რეალიზაციას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე. შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ მონაცემთა სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ საქონლის რეალიზაცია ხორციელდებოდა საცალოდ (დოკუნეტის გარეშე), რომელსაც სრულად არ ადეკლარირებს. შესაბამისად გადასახადის გადამხდელის შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ კომპანიის მიერ საცალო რეალიზაციაზე გავრცელებულ იქნა აუდირებული ფასნამატი შესამაბისი ჯგუფების მიხედვით, (საშუალოდ 52%) შედეგად დადგინდა კომპანიის შემოსავალი. შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, გაანგარიშებული სხვაობით გაიზარდა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელის შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ შემოწმებით ფულის მოძრაობა გაანგარიშდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შემოწმების შედეგად მიღებულ შემოსავალს გამოაკლდა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. შემოწმების მიერ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში დადგენილი აღურიცხავი ნაღდი ფული განხილულ იქნა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით. რის შედეგად დარჩენილი ნაღდი ფულის სხვაობა ჩაითვალა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელის მიერ მაგალითად მოყვანილ სხვა შპს-ის ფასნამატთან დაკავშირებით მოგვახსენებს, რომ შემოწმებასთან დასახელებულ კომპანიას კავშირი არ აქვს.

საბჭო მიუთითებს შემოსავლების სამსახურის 14.05.2026 წლის №10673 ბრძანებაში აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე ფასნამატის გავრცელებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ საქონლის თვითღირებულება განსაზღვრულ იქნა ინვოისების შესაბამისად, რაზეც გავრცელებულ იქნა აუდირებული ფასნამატი შესამაბისი ჯგუფების მიხედვით.

საბჭო მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავალი, სადაც სადავო შემთხვევაში ჩართული იქნა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გამოკლებით. აღნიშნული წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავალს. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის და ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის დარიცხვამდე აყვანილი თანხიდან განხორციელდა მართლზომიერად.

მომჩივანი არ წარმოადგენს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს და საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშება არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატის ოდენობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანმა საგადასახადო შემოწმებისას არ წარადგინა სსკ-ის 70-ე მუხლით მოთხოვნილი დოკუმენტაცია, რის გამოც დაჯარიმდა სსკ-ის 279-ე მუხლით, ხოლო სალაროს შემოწმებით ნაღდი ფულის ნაშთი არ აღმოაჩნდა. მონაცემთა ბაზების ანალიზით დადგინდა, რომ კომპანიას იმპორტირებული ტანსაცმელი ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციაში გაჰქონდა საცალოდ, პირველადი საგადასახადო დოკუმენტების გარეშე და შემოსავლებს სრულად არ ადეკლარირებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ, სსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე, გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი და ინვოისებით დადგენილ საქონლის თვითღირებულებაზე გაავრცელა საშუალოდ 52%-იანი აუდირებული ფასნამატი, რის შედეგადაც გამოვლენილი სხვაობით გაიზარდა დღგ-ით 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა. პერიოდის ბოლოს სალაროში დადგენილი აღურიცხავი ნაღდი ფულის სხვაობა სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73;101;154