გადაწყვეტილება №18900/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 24.03.2023
№ დოკუმენტი 18900/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18900/2/2023

24.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 24.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“ 17.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18900/2/2023).

 

დავის საგანი:

1. სალაროს არაგონივრული ნაშთის საწარმოს უფლებამოსილ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა;

2. წილის შესყიდვის მიზნით დამფუძნებლისთვის გადახდილი თანხის (წილის ღირებულება) გაცემულ დივიდენდად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №007-366 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 13.02.2023 წლის №2568 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 137 131 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 47 785

მოგების გადასახადი - 14 861

საშემოსავლო გადასახადი - 32 924

ჯარიმა - 47 785

საურავი - 41 561

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 23.12.2022 წლის №32619 ბრძანება და №007-366 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 13.02.2023 წლის №2568 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. სალაროს არაგონივრული ნაშთის საწარმოს უფლებამოსილ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სააღრიცხვო ინფორმაციის თანახმად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს ყოველი თვის ბოლოს სალაროში უფიქსირდება დიდი ოდენობით ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც იზრდება/მცირდება პერიოდულად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შეადგენს 42 883 ლარს. შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 9) თანახმად, ყოველთვიური სალაროს ფულადი ნაშთიდან განსაზღვრულ იქნა გონივრული ნაშთის ოდენობა (საკასო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით), ხოლო დარჩენილი ნაღდი ფულის ნაშთის ნაწილი, შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით, დაკვალიფიცირდა არაგონივრულ ნაშთად. შემოწმებით, არ გამოვლინდა ისეთი გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც დასაბუთებული იქნებოდა სალაროში არაგონივრული ნაშთის შენახვის საჭიროება. შემოწმებით გაანგარიშებული არაგონივრული ნაშთის ოდენობა, მისი წარმოშობის კალენდარულ თვეში, ჩაითვალა საწარმოს უფლებამოსილ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად. აღნიშნული დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით მოგების გადასახადით, ხოლო იმ პერიოდებში, სადაც სალაროს ნაშთი მცირდება, ჩაითვალა სესხის დაბრუნებად და დარიცხული მოგების გადასახადი დაექვემდებარა ჩათვლას. გაცემული სესხის მიხედვით, გაანგარიშებული სარგებლის თანხა, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და ამავე კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი მოგების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 982 მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-8 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ ნაღდი ფულის ნაშთი გაცემულია საწარმოს დირექტორზე პროცენტიანი სესხით, რაზეც წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებას. შესაბამისად ნაღდი ფულის ნაშთზე დარიცხულ სარგებელს არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ აღნიშნული ფულის ნაშთი განხილულ უნდა იქნას შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №3) შესაბამისად პროცენტიან სესხად და დაიბეგროს მხოლოდ მოგების გადასახადით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცდეს 20 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწებისას დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს ყოველი თვის ბოლოს სალაროში უფიქსირდებოდა დიდი ოდენობით ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც იზრდება/მცირდება პერიოდულად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შეადგენს 42 883 ლარს. შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 9) თანახმად, ყოველთვიური სალაროს ფულადი ნაშთიდან განსაზღვრულ იქნა გონივრული ნაშთის ოდენობა (საკასო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით), ხოლო დარჩენილი ნაღდი ფულის ნაშთის ნაწილი, შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით, დაკვალიფიცირდა არაგონივრულ ნაშთად. შემოწმებით, არ გამოვლინდა ისეთი გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც დასაბუთებული იქნებოდა სალაროში არაგონივრული ნაშთის შენახვის საჭიროება. შემოწმებით გაანგარიშებული არაგონივრული ნაშთის ოდენობა, მისი წარმოშობის კალენდარულ თვეში, ჩაითვალა საწარმოს უფლებამოსილ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად.

იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ სადავო შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას გამოუვლინდა სალაროს არაგონივრული ნაშთი, ამასთან, სალაროს ნაშთის გამოყენება სამეურნეო ოპერაციებში ვერ დგინდება, საგადასახადო ორგანოს მიერ არაგონივრული ფულადი ნაშთის საწარმოს უფლებამოსილ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად ჩათვლა და შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრა მართებულია და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. წილის შესყიდვის მიზნით დამფუძნებლისთვის გადახდილი თანხის (წილის ღირებულება) გაცემულ დივიდენდად განხილვა

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შპს „---------“ დამფუძნებელია ფიზიკური პირი ---------- (პ/ნ ----------), რომელიც ამავდროულად წარმოადგენდა შპს „-------- “-ის (ს/ნ---------) დამფუძნებელს (33.3%). 2020 წლის 29 იანვარს შპს „------“ შეიძინა შპს „--------“-ის (ს/ნ --------) 66.7%-იანი წილი, ხოლო 2020 წლის 20 ოქტომბერს შპს „---------“ და --------ეს შორის გაფორმდა გარიგება (პარტნიორთა კრების ოქმი) შპს „-----------“-ის (ს/ნ ----------) 33.3%-იანი წილის ნასყიდობის შესახებ. ნასყიდობის ღირებულება განისაზღვრა 80 000 ლარით. დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე აღნიშნული თანხის გადახდა განხორციელდა შპს „----------“ სალაროდან ნაღდი ფულის გატანის გზით. აღნიშნული ოპერაციის შესწავლა/ანალიზით გამოიკვეთა შემდეგი ფაქტობრივი გარემოება:

ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც სამართლებრივი ინსტრუმენტი, გამოიყენება იმ ტიპის სამეურნეო ოპერაციების გასაფორმებლად, რა დროსაც, საკუთრების საგანზე ხდება მესაკუთრე სუბიექტის (პირის) შეცვლა. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან წილის გამსხვისებელი ფიზიკური პირი ირიბად კვლავ სრულად ფლობს შპს „------------“- ის (ს/ნ -------------) 100%-იან წილს, რეალურად არ ხდება ქონების (წილის) მესაკუთრის ცვლილება.

შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ 2022 წლის 28 ივლისის №20231 ბრძანებისა და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადების დაბეგვრის მიზნებისთვის, განხორციელდა აღნიშნული სამეურნეო ოპერაციის ანალიზი და შეფასება/კვალიფიცირება მისი შინაარსის (ნამდვილი მიზნის) მიხედვით და არა გაცხადებული ფორმის შესაბამისად. შედეგად, ფიზიკური პირზე გადახდილი თანხა (წილის ღირებულება) მიჩნეული იქნა გაცემულ დივიდენდად და შესაბამისად მოგების განაწილებად. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 98-ე, 981 მუხლების მიხედვით, დაერიცხა მოგების გადასახადი. ასევე, განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 981 პირველი ნაწილით, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილით, 130-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ თავდაპირველად შპს „----------“-ის 100%-იანი წილის მფლობელი იყო ფ.პ. --------- (პ/ნ ---------). აღნიშნულ კომპანიას საკუთრებაში გააჩნია ---- რაიონ სოფელ ----- მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 886 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მდგარი 149,17 კ.მ. შენობა-ნაგებობა. 2018 წლის 18 სექტემბერს ფ.პ. ------------ემ საკუთარი სახსრებით მოახდინა შპს „---------“-ის 33,3%-იანი წილის შეძენა 78 500 ლარად. აღნიშნულის შემდეგ 2020 წლის 29 იანვარს შპს „-----“ განახორციელა შპს „---------“-ის 66,7%-იანი წილის შესყიდვა 202 503 ლარად. აღნიშნული მომენტისთვის შპს „----------“-ის მფლობელებს წარმოადგენდნენ ფ.პ. -------- 33,3%-იანი წილით და შპს -------- 66,7%-იანი წილით.

ვინაიდან შპს „---------“-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა წარმოადგენს უფუნქციო ბენზინგსამართ სადგურს, ხოლო შპს ------- საქმიანობაც წარმოადგენს იდენტურს ფ.პ. ----------ის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს „---------“-ის 100% წილის მეპატრონე გამხდარიყო შპს „-------“. შედეგად 2020 წლის 20 ოქტომბერს შპს „-----------“ მიერ შპს „------------“-ისგან შეძენილ იქნა 33.3%-იანი წილი 80 000 ლარად.

აღნიშნული ოპერაციების ანალიზის შედეგად ნათელია, რომ განხორციელდა------რაიონ სოფელ ---------- მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 886 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე მდგარი 149,17 კ.მ. შენობა-ნაგებობის მესაკუთრის ცვლილება. კერძოდ აღნიშნული აქტივი რეალურად შეძენილია ფ.პ. -----------გან შპს----------- მიერ ეტაპობრივად. შედეგად საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებულ პოზიციას 33.3%-იანი წილის ნასყიდობის სანაცვლოდ გადახდილი 80 000 ლარის დივიდენდად განხილვას არ ეთანხმება, ვინაიდან ნასყიდობის მომენტში აღნიშნულ წილს გააჩნდა რეალური ღირებულება არსებული აქტივის სახით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8-91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება. ამავე კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

შემოწმებისას დადგინდა, რომ შპს „---------“ დამფუძნებელია ფიზიკური პირი --------- (პ/ნ --------), რომელიც ამავდროულად წარმოადგენდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) დამფუძნებელს (33.3%). 2020 წლის 29 იანვარს შპს „-------“ შეიძინა შპს „----------“-ის (ს/ნ -----------)

66.7%-იანი წილი, ხოლო 2020 წლის 20 ოქტომბერს შპს „----------“ და --------ეს შორის გაფორმდა გარიგება (პარტნიორთა კრების ოქმი) შპს „---------“-ის (ს/ნ ---------) 33.3%-იანი წილის ნასყიდობის შესახებ.

ნასყიდობის ღირებულება განისაზღვრა 80 000 ლარით. დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე აღნიშნული თანხის გადახდა განხორციელდა შპს „----------“ სალაროდან ნაღდი ფულის გატანის გზით. აღნიშნული ოპერაციის შესწავლა/ანალიზით გამოიკვეთა შემდეგი ფაქტობრივი გარემოება:

ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც სამართლებრივი ინსტრუმენტი, გამოიყენება იმ ტიპის სამეურნეო ოპერაციების გასაფორმებლად, რა დროსაც, საკუთრების საგანზე ხდება მესაკუთრე სუბიექტის (პირის) შეცვლა. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან წილის გამსხვისებელი ფიზიკური პირი ირიბად კვლავ სრულად ფლობს შპს „----------“-ის (ს/ნ -----------) 100%-იან წილს, რეალურად არ ხდება ქონების (წილის) მესაკუთრის ცვლილება.

შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ 2022 წლის 28 ივლისის №20231 ბრძანებისა და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადების დაბეგვრის მიზნებისთვის, განხორციელდა აღნიშნული სამეურნეო ოპერაციის ანალიზი და შეფასება/კვალიფიცირება მისი შინაარსის (ნამდვილი მიზნის) მიხედვით და არა გაცხადებული ფორმის შესაბამისად. შედეგად, ფიზიკური პირზე გადახდილი თანხა (წილის ღირებულება) მიჩნეული იქნა გაცემულ დივიდენდად და შესაბამისად მოგების განაწილებად, რაც დაიბეგრა შესაბამისი გადასახადებით.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შპს „---------“-ის 100%-იანი წილის მფლობელი იყო ფ.პ. ----------- (პ/ნ ----------). კომპანიას საკუთრებაში გააჩნდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 886 კვ.მ. და მასზე მდგარი შენობა-ნაგებობა (ბენზინგასამართი სადგური) - 149,17 კ.მ.. 2018 წლის 18 სექტემბერს ფ.პ. ---------ემ მოახდინა შპს „--------“-ის 33,3%-იანი წილის შეძენა 78 500 ლარად. აღნიშნულის შემდეგ 2020 წლის 29 იანვარს შპს „-------“ განახორციელა შპს „--------“-ის 66,7%-იანი წილის შესყიდვა 202 503 ლარად. 2020 წლის 20 ოქტომბერს შპს „--------“ მიერ ---------გან შეძენილი იქნა შპს „---------“-ის 33.3%-იანი წილი 80 000 ლარად, რომელიც, როგორც ზემოთ აღნიშნა ---------ეს შეძენილი ჰქონდა 2018 წლის 18 სექტემბერს 78 500 ლარად. შპს ------- ბალანსზე დაისვა კონკრეტული აქტივი. წილის უკან არის აქტივი და გამოდის, რომ შპს -------- დივიდენდი გასცა და ამის სანაცვლოდ მიიღო ქონება, რაც ალოგიკურია. შედეგად მიაჩნია, საგადასახადო ორგანოს პოზიცია 33.3%-იანი წილის ნასყიდობის სანაცვლოდ გადახდილი 80 000 ლარის დივიდენდად განხილვის თაობაზე არამართებულია.

მხარეთა არგუმენტაციის, წარმოდგენილი მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, კერძოდ, სამეურნეო ოპერაციის ფორმის შინაარსთან შეუსაბამობის საფუძვლით ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლის და მომჩივნის დასაბეგრი ბაზის ოდენობის განსაზღვრის საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ სადავო საკითხის ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.02.2023 წლის №2568 ბრძანება;

3. საჩივარი მე-2 დავის საგნის ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.