გადაწყვეტილება №21554/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21554/2/2023
11 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 11.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21554/2/2023).
დავის საგანი:
დავის განახლება/დაწყება ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 31.08.2022 წლის №007-231 საგადასახადო მოთხოვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 5.04.2023 წლის №007-73 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 29.11.2023 წლის №29518 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 149 357 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 73 171
დღგ - (-10 138)
მოგების გადასახადი - (-9 000)
საშემოსავლო გადასახადი - 92 309
ჯარიმა - 47 170
საურავი - 29 016
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 30 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების მიერ შედგა ფულადი შემოსულობების და განაცემების მოძრაობის ანგარიში და მიღებულ ფულად სახსრებად განიხილა რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით განსაზღვრული თანხები. შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიის უფლებამოსილ პირთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, შესაბამისად შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციას (ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს). აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში, კომპანიას გაწეული აქვს მომსახურება ღირებულებით 369 227 ლარი, ხოლო შემდგომ პერიოდში რაიმე ხარჯის გაწევა არ დასტურდება.
შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, კომპანიის სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 31.08.2022 წლის №22626 ბრძანება და №007-231 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 1.12.2022 წლის №30139 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:
- სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
ბ) განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
გ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარუდგენლობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს არაპირდაპირი მეთოდით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 1.12.2022 წლის №30139 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. დასკვნის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 5.04.2023 წლის №007-73 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
მომჩივანმა, ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო დავის განახლების/დაწყების მოთხოვნით, საჩივრებით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 29.11.2023 წლის №29518 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დააკმაყოფილა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებზე თანდართული 2023 წლის 6 ივლისის სასამართლო განაჩენის შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 29.11.2023 წლის №29518 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №007-73 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან მიმართებით, მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაზე, რომლის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელის მიერ, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელებულა მტკიცებულების/დოკუმენტაციის წარდგენა. შემოწმების ხელთ არსებული დოკუმენტაციის/მტკიცებულებების მიხედვით, შეუძლებელია განისაზღვროს გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯები, კერძოდ: კომპანიის მიერ გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში, მომსახურების შინაარსში, მითითებულია „წიგნების ბეჭდვის“, „დაკაბადონებისა“ და „აწყობის“ მომსახურება, ხოლო კომპანიის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული პირდაპირი ხარჯები ან შესრულებული სამუშაოს მოცულობა იდენტიფიცირებული არ არის. ამასთანავე, საგამოძიებო სამსახურის 2023 წლის 24 თებერვლის №---------- წერილით ირკვევა, რომ სისხლის სამართლის №---------- საქმე, რაც გულისხმობს შპს „----------“ და სხვა პირების მიერ ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება/გამოყენების ფაქტს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით), არსებითი განხილვის მიზნით გადაგზავნილია ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. ზემოაღნიშნული ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, გადაანგარიშების შედეგად, აქტით დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელებულა.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების ან მტკიცებულების საფუძვლით დავის განახლების/დაწყების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 308-ე მუხლზე, 299-ე მუხლის პირველ, მე-4, მე-6 და მე-7 ნაწილებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელი აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის დასკვნას, 2023 წლის 4 აპრილის №7300 ბრძანებას და 5 აპრილის №007-73 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2023 წლის 2 მაისს, ხოლო საჩივარზე თანდართული სასამართლო განაჩენი (საქმე №1/1004-22) გამოცემულია 2023 წლის 6 ივლისს, რომლითაც ---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში.
წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში შესაძლებელია ახლად გამოვლენილი გარემოებებით დავის განახლება/დაწყება, ვინაიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დადგენილია ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება/გამოყენების ფაქტი, რაც ახლად გამოვლენილი ისეთი გარემოებაა, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე. შესაბამისად, ზემოაღნიშნული დოკუმენტების/მტკიცებულებების დროულად წარმოდგენას შესაძლოა გამოეწვია მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება.
ამდენად, წარმოდგენილი გარემოებები/მტკიცებულებები წარმოადგენს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მიხედვით ახლად გამოვლენილი/აღმოჩენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების/დაწყების საფუძველს.
სადავო საკითხთან მიმართებაში, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, ამასთან, აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების პროცესში არ განხორციელდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ სასამართლო განაჩენს, რომლითაც დადგენილია ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება/გამოყენების ფაქტი და შემოსავლების სამსახური მიიჩნევს ახლად გამოვლენილ/აღმოჩენილ გარემოებად, შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებზე თანდართული 2023 წლის 6 ივლისის სასამართლო განაჩენი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
მომჩივნის არგუმენტაცია
ბუღალტრის სამსახურებრივ გულგრილობაზე სასამართლოში მიმდინარეობდა დავა და მიღებული გადაწყვეტილებით, ბუღალტერი ---------- ცნობილი იქნა დამნაშავედ. ახლად აღმოჩენილი გარემოებების (სასამართლო განჩინება) გათვალისწინებით, ითხოვს დავის განახლებას და წარმოების დაწყებას, იმასთან დაკავშირებით, რომ განხორციელდეს შემოწმებით დარიცხული თანხების მიმთვისებელ პირზე დაკისრება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის შესაბამისად:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.
2. დავის განახლების მოთხოვნით დავის განმხილველი ორგანოსათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ მომჩივანს.
3. მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის თანახმად:
1. საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით.
4. პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
6. 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.
7. ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
შემოწმებით დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს გაწეული აქვს მომსახურება 369 227 ლარის ღირებულების, ხოლო შემდგომ პერიოდში რაიმე ხარჯის გაწევა არ დასტურდება. შემოწმებით, ფულადი შემოსულობების და განაცემების მოძრაობის ანგარიშის მიხედვით, მიღებულ ფულად სახსრებად განხილული იქნა რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით განსაზღვრული თანხები. კომპანიის სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი შემოწმებით ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ასევე დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა და შემოსავლების სამსახურის 1.12.2022 წლის №30139 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
ბ) განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
გ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარუდგენლობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს არაპირდაპირი მეთოდით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
ამასთან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 1.12.2022 წლის №30139 ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, გადასახადის გადამხდელს არ განუხორციელებია მტკიცებულებების/დოკუმენტაციის წარდგენა, ხოლო შემოწმების ხელთ არსებული დოკუმენტაციით/მტკიცებულებებით, შეუძლებელი გახდა გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების განსაზღვრა. კერძოდ: კომპანიის მიერ გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მომსახურების შინაარსში მითითებულია „წიგნების ბეჭდვის“, „დაკაბადონებისა“ და „აწყობის“ მომსახურება, ხოლო გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული პირდაპირი ხარჯები ან შესრულებული სამუშაოს მოცულობა იდენტიფიცირებული არ არის. ამასთანავე, საგამოძიებო სამსახურის 2023 წლის 24 თებერვლის №3607/15- 04-09 წერილით გაირკვა, რომ სისხლის სამართლის №---------- საქმე, რაც გულისხმობს შპს „----------“ და სხვა პირების მიერ ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება/გამოყენების ფაქტს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით), არსებითი განხილვის მიზნით გადაგზავნილია ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. ზემოაღნიშნული ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, გადაანგარიშების შედეგად აქტით დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელდა.
ასევე დადგენილია და შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში დაფიქსირებულია, რომ გადასახადის გადამხდელი აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის დასკვნას, 2023 წლის 4 აპრილის №7300 ბრძანებას და 5 აპრილის №007-73 საგადასახადო მოთხოვნას, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2023 წლის 2 მაისს, ხოლო საჩივარზე თანდართული სასამართლო განაჩენი გამოცემულია 2023 წლის 6 ივლისს, რომლითაც ---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დადგენილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება/გამოყენების ფაქტი, წარმოადგენს გამოვლენილ ისეთ გარემოებას, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო აღნიშნული დოკუმენტის/მტკიცებულების დროულად წარდგენას შესაძლოა გამოეწვია მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება, შემოსავლების სამსახურის პოზიცია, რომ მომჩივნის მიერ წარდგენილი გარემოებები/მტკიცებულებები წარმოადგენს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მიხედვით, ახლად გამოვლენილი/აღმოჩენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების/დაწყების საფუძველს, მართებულია.
საქმეში არსებული მასალების, ფაქტობრივ გარემოებების გათვალისწინებით და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ სასამართლო განაჩენზე დაყრდნობით, რომელიც მიიჩნია ახლად გამოვლენილ/აღმოჩენილ გარემოებად და შესაბამისად, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, 2023 წლის 6 ივლისის სასამართლო განაჩენის შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დავის განახლება/დაწყება ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს გაწეული აქვს მომსახურება 369 227 ლარის ღირებულების, ხოლო შემდგომ პერიოდში რაიმე ხარჯის გაწევა არ დასტურდება. შემოწმებით, ფულადი შემოსულობების და განაცემების მოძრაობის ანგარიშის მიხედვით, მიღებულ ფულად სახსრებად განხილული იქნა რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით განსაზღვრული თანხები. კომპანიის სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი შემოწმებით ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ასევე დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა და შემოსავლების სამსახურის 1.12.2022 წლის №30139 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 1.12.2022 წლის №30139 ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, გადასახადის გადამხდელს არ განუხორციელებია მტკიცებულებების/დოკუმენტაციის წარდგენა,ხოლო შემოწმების ხელთ არსებული დოკუმენტაციით/მტკიცებულებებით, შეუძლებელი გახდა გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების განსაზღვრა. კერძოდ: კომპანიის მიერ გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მომსახურების შინაარსში მითითებულია „წიგნების ბეჭდვის“, „დაკაბადონებისა“ და „აწყობის“ მომსახურება, ხოლო გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული პირდაპირი ხარჯები ან შესრულებული სამუშაოს მოცულობა იდენტიფიცირებული არ არის. ამასთანავე, საგამოძიებო სამსახურის 2023 წლის 24 თებერვლის წერილით გაირკვა, რომ სისხლის სამართლის საქმე, რაც გულისხმობს მომჩივანის და სხვა პირების მიერ ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება/გამოყენების ფაქტს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით), არსებითი განხილვის მიზნით გადაგზავნილია ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. ზემოაღნიშნული ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, გადაანგარიშების შედეგად აქტით დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელდა. ასევე დადგენილია და შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში დაფიქსირებულია, რომ გადასახადის გადამხდელი აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის დასკვნას, 2023 წლის 4 აპრილის №7300 ბრძანებას და 5 აპრილის №007-73 საგადასახადო მოთხოვნას, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2023 წლის 2 მაისს, ხოლო საჩივარზე თანდართული სასამართლო განაჩენი გამოცემულია 2023 წლის 6 ივლისს, რომლითაც ბუღალტერი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ სასამართლო განაჩენზე დაყრდნობით, რომელიც მიიჩნია ახლად გამოვლენილ/აღმოჩენილ გარემოებად და შესაბამისად, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, 2023 წლის 6 ივლისის სასამართლო განაჩენის შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“);'299.