ბრძანება N 13796

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 12.06.2024
№ დოკუმენტი 13796
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13796

12 ივნისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2024 წლის 29 მაისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 ივნისის სხდომაზე (ოქმი №60) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 29 მაისის №89937/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 აპრილის №006-190 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს და წარმოდგენილი აქვს თავდაპირველ საჩივარში მითითებული სადავო საკითხები, კერძოდ:

1. აცხადებს, რომ 2019 წლის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში შემოწმების მიერ არ არის გათვალისწინებული 2017-2018 წლებში საწარმოს მიერ დაბეგრილი ავანსის თანხები და ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებით დარიცხული დღგ-ის შემცირებას.

2. არ ეთანხმება ავტოსადგომის შემოწმებით განსაზღვრული ღირებულების საფუძველზე დღგ-ის დარიცხვას. აცხადებს, რომ ავტოსადგომის მყიდველ ფიზიკურ პირს ხელშეკრულება შემმოწმებელთან გაგზავნილი აქვს ორჯერ. კერძოდ, პირველად გაგზავნილია ხელმოუწერელი ხელშეკრულება 14 000 აშშ დოლარის ღრებულებაზე, ხოლო მეორედ გაიგზავნა ხელმოწერილი ხელშეკრულება, რომელშიც ავტოსადგომის ფასი მითითებულია 5 000 ლარი. აღნიშნავს, რომ შემმოწმებელმა იხელმძღვანელა იმ ხელშეკრულებით, რომელიც არ იყო ხელმოწერილი. ამასთან, ავტოსადგომი იყო არაკონდიციური, რაზეც წარადგინა ფოტო-მასალაც, თუმცა არ გაითვალისწინა აუდიტის დეპარტამენტმა.

3. არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრული წმინდა მოგების და სალაროს ნაშთის ოდენობას. აცხადებს, რომ ხარჯებში არ არის გათვალისწინებული სესხზე გადახდილი პროცენტები. რომელიც იფარებოდა როგორც შესამოწმებელ, ასევე, ხანდაზმულ პერიოდებში. მიუთითებს, რომ 2018 წელი დაახლოებით 400 000 ლარის ზარალით სრულდება და არა წმინდა მოგებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №30970 ბრძანების საფუძველზე შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 22 ივნისის, 18 ივლისის და 23 აგვისტოს საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №006-629 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:

„2.პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები გადახდილი სესხის პროცენტებთან დაკავშირებით;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

5. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ივნისის №011-2023-088055 „საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ და 7 ივნისის №011-2646 „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანებებთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;

6. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №30970 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 29 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 25 აპრილის №006-190 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

 პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადამხდელმა წარადგინა მხოლოდ ბუღალტრული პროგრამის ასლი. არ წარუდგენია საბანკო ამონაწერი ან ურთიერთშედარების აქტები თანხის გადახდასთან დაკავშირებით. პროგრამის ასლში არსებული ინფორმაცია აუდიტის დეპარტამენტმა არ მიიჩნია საკმარის მტკიცებულებად, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა გამიჯნულიყო 2019 წლის დღგით დასაბეგრ ბრუნვაში მოხვედრილი, 2017-2018 წლებში მიღებული და დეკლარირებული თანხების სისწორე, ვინაიდან ვერ დასტურდებოდა პროგრამაში აღრიცხული ოპერაციების საფუძველი და წარმოშობის წყარო. გადამხდელთან არაერთი სატელეფონო კომუნიკაციის მიუხედავად, აღნიშნული ინფორმაცია არ ყოფილა წარდგენილი. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.

 მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელმა წარადგინა ავტოსადგომის სურათი, რაც აუდიტის დეპარტამენტმა არ მიიჩნია საკმარის მტკიცებულებად. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.

 მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელმა წარადგინა მხოლოდ ბუღალტრული პროგრამის ასლი. ვერ წარადგინა საბანკო ამონაწერი, გადახდის გრაფიკი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა სესხზე გადახდილი საპროცენტო ხარჯის ნაწილში გათვალისწინება. შეძენილი მიწის ღირებულება (627 000 ლარი) და სესხის პროცენტები, რომლებიც გადაიხადა შესამოწმებელ პერიოდში, შემმოწმებელმა ხარჯების ნაწილში გაითვალისწინა შემოწმების პროცესშივე.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედი „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში – საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მომჩივანი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს. აცხადებს, რომ შემოწმებამ არ გაითვალისწინა ბუღალტრული პროგრამა „ორისის“ ასლი ბანკის ამონაწერების გარეშე და მოითხოვა ბანკის ამონაწერები კომპანიის ხანდაზმულ პერიოდზე. გადამხდელმა მოითხოვა ბანკის ამონაწერები 2010 წლიდან, თუმცა ბანკის მიზეზით დღემდე ვერ მოხდა მისი მიღება და ახლა დაურთო საჩივარს სს „----------“ და სს „----------“ ამონაწერები დანართების სახით ბუღალტრული პროგრამა „ორისის“ ექსელის ფაილთან ერთად. მიუთითებს, რომ საჭიროებისას წარმოადგენს „ორისის“ ასლსაც. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელი ითხოვს წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერ განმარტებაზე, რომლის თანახმად გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია საჭიროებს დამატებით შესწავლას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №30970 ბრძანების აღსრულების მიზნით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცეულებების შესწავლა, რაც აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან შესრულდა, თუმცა დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას, ვინაიდან გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელმა წარადგინა მხოლოდ ავტოსადგომის სურათი, რაც არ იქნა მიჩნეულ საკმარის მტკიცებულებად.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და აღნიშნულ ნაწილში არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მომჩივანი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს. აცხადებს, რომ ბანკებმა დროულად ვერ მიაწოდა ამონაწერები 2010 წლიდან და ახლა დაურთო საჩივარს ბუღალტრული პროგრამა „ორისის“ ექსელის ფაილთან ერთად. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელი ითხოვს წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერ განმარტებაზე, რომლის თანახმად გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია საჭიროებს დამატებით შესწავლას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №30970 ბრძანების აღსრულების მიზნით, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. აცხადებს, რომ 2019 წლის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში შემოწმების მიერ არ არის გათვალისწინებული 2017-2018 წლებში საწარმოს მიერ დაბეგრილი ავანსის თანხები და ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებით დარიცხული დღგ-ის შემცირებას.

2. არ ეთანხმება ავტოსადგომის შემოწმებით განსაზღვრული ღირებულების საფუძველზე დღგ-ის დარიცხვას. აცხადებს, რომ ავტოსადგომის მყიდველ ფიზიკურ პირს ხელშეკრულება შემმოწმებელთან გაგზავნილი აქვს ორჯერ. კერძოდ, პირველად გაგზავნილია ხელმოუწერელი ხელშეკრულება 14 000 აშშ დოლარის ღრებულებაზე, ხოლო მეორედ გაიგზავნა ხელმოწერილი ხელშეკრულება, რომელშიც ავტოსადგომის ფასი მითითებულია 5 000 ლარი. აღნიშნავს, რომ შემმოწმებელმა იხელმძღვანელა იმ ხელშეკრულებით, რომელიც არ იყო ხელმოწერილი. ამასთან, ავტოსადგომი იყო არაკონდიციური, რაზეც წარადგინა ფოტო-მასალაც, თუმცა არ გაითვალისწინა აუდიტის დეპარტამენტმა.

3. არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრული წმინდა მოგების და სალაროს ნაშთის ოდენობას. აცხადებს, რომ ხარჯებში არ არის გათვალისწინებული სესხზე გადახდილი პროცენტები. რომელიც იფარებოდა როგორც შესამოწმებელ, ასევე, ხანდაზმულ პერიოდებში. მიუთითებს, რომ 2018 წელი დაახლოებით 400 000 ლარის ზარალით სრულდება და არა წმინდა მოგებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადამხდელმა წარადგინა მხოლოდ ბუღალტრული პროგრამის ასლი. არ წარუდგენია საბანკო ამონაწერი ან ურთიერთშედარების აქტები თანხის გადახდასთან დაკავშირებით. პროგრამის ასლში არსებული ინფორმაცია აუდიტის დეპარტამენტმა არ მიიჩნია საკმარის მტკიცებულებად, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა გამიჯნულიყო 2019 წლის დღგით დასაბეგრ ბრუნვაში მოხვედრილი, 2017-2018 წლებში მიღებული და დეკლარირებული თანხების სისწორე, ვინაიდან ვერ დასტურდებოდა პროგრამაში აღრიცხული ოპერაციების საფუძველი და წარმოშობის წყარო. გადამხდელთან არაერთი სატელეფონო კომუნიკაციის მიუხედავად, აღნიშნული ინფორმაცია არ ყოფილა წარდგენილი. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერ განმარტებაზე, რომლის თანახმად გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია საჭიროებს დამატებით შესწავლას.

 მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელმა წარადგინა ავტოსადგომის სურათი, რაც აუდიტის დეპარტამენტმა არ მიიჩნია საკმარის მტკიცებულებად. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი. გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცეულებების შესწავლა, რაც აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან შესრულდა, თუმცა დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას, ვინაიდან გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელმა წარადგინა მხოლოდ ავტოსადგომის სურათი, რაც არ იქნა მიჩნეულ საკმარის მტკიცებულებად.

 მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელმა წარადგინა მხოლოდ ბუღალტრული პროგრამის ასლი. ვერ წარადგინა საბანკო ამონაწერი, გადახდის გრაფიკი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა სესხზე გადახდილი საპროცენტო ხარჯის ნაწილში გათვალისწინება. შეძენილი მიწის ღირებულება (627 000 ლარი) და სესხის პროცენტები, რომლებიც გადაიხადა შესამოწმებელ პერიოდში, შემმოწმებელმა ხარჯების ნაწილში გაითვალისწინა შემოწმების პროცესშივე. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერ განმარტებაზე, რომლის თანახმად გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია საჭიროებს დამატებით შესწავლას.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №30970 ბრძანების აღსრულების მიზნით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და აღნიშნულ ნაწილში არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა,ბ“); 159; 275.

(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“)