გადაწყვეტილება №18055/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 22.12.2022
№ დოკუმენტი 18055/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№18055/2/2022

22.12.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------------- (პ/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 22.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------ს 20.10.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18055/2/2022).

 

დავის საგანი:

საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 2.08.2022 წლის №EL177727 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 13.09.2022 წლის №23576 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 1000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

საბაჟო დეპარტამენტის 2.08.2022 წლის №EL177727 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.09.2022 წლის №23576 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: საბაჟო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა (შემდგომ − დავა) განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გაასაჩივროს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

საბაჟო კოდექსის 10-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მატერიალური დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ იგი ჩაჰბარდა პირადად ადრესატს.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოს მიერ პირისთვის მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

შემოსავლების სამსახურის 7.11.2022 წლის №----------21-02 და 8.11.2022 წლის ----------21-04 წერილებით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 13.09.2022 წლის №23576 ბრძანებას მომჩივანი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 26.09.2022 წელს, ამასთან აღნიშნული ბრძანება ჩაბარებული აქვს საფოსტო დაწესებულების მეშვეობით ამავე დღეს. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 17.10.2022 წელი (20-ე დღე იყო კვირა), საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 20.10.2022 წელს, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

მომჩივანთან შემოსავლების ბრძანების 13.09.2022 წლის №23576 გასაჩივრების ვადასთან დაკავშირებით 20.12.2022 წელს იყო კომუნიკაციის მცდელობა საჩივარში მითითებულ ნომერზე, თუმცა მცდელობის მიუხედავად კომუნიკაცია ვერ შედგა. მობილურო ოყო გამორთული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 13.09.2022 წლის №23576 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და ამასთან არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.