ბრძანება N 32217
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 32217
20 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ის (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 8 და 20 ნოემბრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №126) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2023 წლის 8 ნოემბრის №84783/1/2023 და 20 ნოემბრის №85215/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ოქტომბრის №047-37 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს ჯარიმა/საურავის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 მაისის №10010 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 28 აპრილიდან 2023 წლის 2 მაისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 12 ოქტომბრის №25405 ბრძანება და 13 ოქტომბრის №047-37 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 34 189 ლარი, მათ შორის, გადასახადი 9 672 ლარი, ჯარიმა 22 767 ლარი და საურავი 1 750 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
● საგამოძიებო სამსახურის მასალებით ირკვევა, რომ 2023 წლის 19 სექტემბრის აქტის შედგენის თარიღის მდგომარეობით, საწარმოს დირექტორს ------- 2023 წლის 29 მაისის „დადგენილება პირის ბრალდების შესახებ“ წარედგინა ბრალი და ბრალდებაში არსებული მონაცემებით თავს ცნობს დამნაშავედ. საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულება, როგორც კერძო დაკვეთით, ისე სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ტენდერის გზით. შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაცია/დოკუმენტაციას, გადამხდელის მიერ მოწოდებულ დოკუმენტაციას, ბანკის ამონაწერებს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებ-საიტიდან http://procurement.gov.ge/ ამოღებულ დოკუმენტებს. საბანკო ამონაწერებით ირკვევა, რომ საწარმოს დირექტორს გადარიცხული აქვს შემოწმების პერიოდში სხვადასხვა პირებზე მომსახურების/საქონლის შეძენის თანხები, თუმცა შეძენის დამადასტურებელი ხარჯის დოკუმენტები არ გააჩნია. გადარიცხული თანხები, შემოწმებით ჩაითვალა დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტით საფუძველზე. გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
● საგამოძიებო სამსახურის მასალებით ირკვევა, რომ შპს „-------“-ის დირექტორმა ------- დაამზადებინა 2022 წლის 16 სექტემბრით დათარიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა------- სარემონტო სამუშაოების შესახებ, რომ თითქოს შპს „-------“ შპს "-------"-ს გაუწია 58 000 ლარის მომსახურება 2022 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდზე. საწარმომ 2022 წლის 14 ოქტომბერს წარდგენილი დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციით მიიღო 8847.46 ლარის დღგ-ის უსაფუძვლო ჩათვლა, შესამოწმებელი პერიოდის 2022 წლის სექტემბრის თვეზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმებით, საგადასახადო ანგარიშფაქტურის ეა------- სიყალბიდან გამომდინარე, დღგ-ის ჩათვლებიდან (2022 წლის სექტემბრის საანგარიშო პერიოდი) ამოღებულ იქნა 8847.46 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად 4 423 ლარის ოდენობით. აგრეთვე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ეა------- სიყალბიდან გამომდინარე, საწარმო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის შესაბამისად დაჯარმდა ჩათვლილი დღგის თანხის 200%-ის ოდენობით.
● შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გადამხდელს, 2022 წლის მაისის თვეში, არ ჰქონდა ჩათვლილი საწვავის შეძენაზე გადახდილი დღგ 376.03 ლარი. შემოწმებით, 2022 წლის მაისის თვეში, დღგ-ის ჩათვლებიდან ამოღებულ იქნა 332.69 ლარის დღგ-ის თანხა, რადგან წარმოადგენდა წინა პერიოდში მიღებული ავანსის ჩათვლილ თანხას და იწვევდა ჩასათვლელი თანხის გაორმაგებას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლის შესაბამისად, გადამხდელს დაუკორექტირდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხები.
● შემოწმებით, შედარებულ იქნა საწარმოს მიერ მოწოდებული ბუღალტრული პროგრამა ორისი, საბანკო ამონაწერები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით ხელფასის სახით განაცემები/დეკლარაციები. გადამოწმების შედეგად, ბუღალტრული პროგრამა „ორისით“ ვლინდება, რომ საწარმოს დეკლარირებული აქვს დარიცხული ხელფასი 2022 წლის მაისის, ივნისის და ივლისის თვეებში, რომელიც არ არის გაცემული აღნიშნულ პერიოდებში, რაც იწვევს პერიოდის ცვლილებას. შემოწმებით, პირს დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
● საწარმოს დირექტორს -------, საბანკო ამონაწერების მიხედვით, გადარიცხული აქვს შემოწმების პერიოდში სასურსათო მარკეტებში, ------- პირადი მოხმარებისათვის პროდუქტების და სამედიცინო მომსახურების შესაძენად საწარმოს კუთვნილი თანხები. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საწარმოს კუთვნილი თანხები, რომელიც დახარჯულ იქნა ანგარიშვალდებული პირის მიერ არაეკონომიკური საქმიანობისთვის, შემოწმებით ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ------- ხელფასის სახით განაცემად. ამასთან, ვინაიდან, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ პირს, რომელსაც ევალებოდა გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება, რიგ საანგარიშო პერიოდებში არ აქვს წარდგენილი ან/და არასრულყოფილად აქვს წარდგენილი შესაბამისი საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად, პირი დაჯარიმდა 100 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, - იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება – იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, – იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, შემოწმების შედეგად, ვალდებულებები განსაზღვრულია საგამოძიებო ორგანოდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რომლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა წარმოადგენს ფიქტიური გარიგებების შედეგს, ასევე გადასახადის გადამხდელს არასრულად აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული ჯარიმა/საურავი შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს აქტით დარიცხული ჯარიმა/საურავის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ორგანიზაციის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული ჯარიმა/საურავი შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7)