ბრძანება N 2574

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.02.2023
№ დოკუმენტი 2574
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 2574

13.02.2023

სს „----------“-ს (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 17 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 იანვრის სხდომაზე (ოქმი №6) განიხილა სს „----------“-ს (ს/ნ ----------) 2023 წლის 17 იანვრის №6634/21 საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №001-243 საგადასახადო მოთხოვნასთან და ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №001-37330 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინებასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ ფ/პ „----------“ შპს „----------“ 100%- იანი წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, წილის ნასყიდობის ვალდებულების დასაფარად, გადახდილი თანხების დივიდენდად კვალიფიკაციას და მოგების/საშემოსავლო გადასახადების დარიცხვას. განმარტავს, რომ ახალი საწარმოს დაარსება და არსებული საწარმოს წილის ყიდვა დამატებითი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით განხორციელდა. მიუთითებს, რომ საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში ნასყიდობის ღირებულების გარდა გაცემულია დივიდენდი და გადახდილია შესაბამისი გადასახადები. მომჩივანი მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ გამოყენებულია არაპირდაპირი მეთოდი, რაც დაუსაბუთებელია.

2. გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას.

3. გადამხდელი ითხოვს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 დეკემბრის №31867 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სს „----------“-ს (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) წილის შეძენიდან გამომდინარე განხორციელებული ოპერაციებიდან წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების ასახვის სისწორის დადგენის მიზენით. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 20 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 21 დეკემბრის №32369 ბრძანება და ამავე თარიღის №001-243 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 6 397 043 ლარი, მათ შორის, გადასახადი 3 746 498 ლარი, ჯარიმა 1 873 249 ლარი, საურავი 777 296 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

სს „----------“ (ს/კ ----------) დაფუძნებულია 2019 წლის 11 დეკემბერს. საწარმოს იურიდიული მისამართია: „----------“. საწარმოს ერთპიროვნული დამფუძნებელია (100 %-ნი წილის მფლობელი) „----------“ (პ/ნ ----------). 2019 წლის 25 დეკემბრის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით სს „----------“-მ ფ/პ „----------“-გან შეიძინა შპს „----------“ს (ს/ნ ----------) 100%-იანი წილი. შპს „----------“ დაფუძნებულია 1995 წელს. საწარმოს რეგისტრირებული იურიდიული და ფაქტობრივი მისამართია: „----------“. საწარმოს ძირითადი საქმიანობა მოიცავს მისი კუთვნილი ქონების იჯარით გაცემას ადგილობრივ ბაზარზე. 2019 წლის 25 დეკემბრამდე საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელი იყო ფ/პ „----------“. წილის ნასყიდობის ხელშეკრულების თანმდევი დოკუმენტის საფუძველზე მხარეთა შეთანხმებით გასაყიდი წილის ნასყიდობის ფასი განისაზღვრა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ დადგენილი ექსპერტის დასკვნის შესაბამისად. 2020 წლის 21 თებერვლის №„----------“ ექსპერტის დასკვნით, დამკვეთის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის და კვლევით ნაწილში ასახული გარემოებებისა და დაშვებების გათვალისწინებით, შპს „----------“ 100%-იანი წილის საბაზრო ღირებულება 2019 წლის 26 დეკემბრის მდგომარეობით განისაზღვრა 105 875 858 ლარით. აღნიშნული შეფასების ძირითად შემადგენელს წარმოადგენს შპს „----------“ საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი „----------“ რეგისტრირებული უძრავი ქონება ---------- კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული 32 ერთეული შენობა-ნაგებობა), რომლის საბაზრო ღირებულება 2019 წლის 26 დეკემბრის მდგომარეობით განისაზღვრა 108 916 950 ლარით (სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” 2020 წლის 21 იანვრის №„----------“ ექსპერტის დასკვნა). ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, წილის მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ფასი გადაიხადოს წინამდებარე წილის საკუთრებაში რეგისტრაციიდან 9 წლის ვადაში. აღსანიშნავია, რომ სს „----------“-ს შემოსავლების წყაროს წარმოადგენს შპს „----------“-დან მიღებული (ს/ნ ----------) დივიდენდები. 2020 წლიდან 2022 წლის 1 დეკემბრამდე სს „----------“-ს შპს „----------“-დან მიღებული აქვს დივიდენდები ჯამურად 18 656 228 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებიდან გამომდინარე, შპს „----------“-ს დამფუძნებელ იურიდიულ პირზე დივიდენდის გაცემასთან დაკავშირებით გადასახადების დაკავება არ მოუხდენია. თავის მხრივ, სს „----------“-მა მიღებული დივიდენდებიდან 15 715 944 ლარი გასცა ფ/პ „----------“-ზე შეძენილი წილის ღირებულების დასაფარად. ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად იკვეთება, რომ „----------“-ს და სს „----------“-ს შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას არ მოჰყოლია „----------“ს მიერ შპს „----------“-ს წილის 100%-ზე საკუთრების უფლების გასხვისება. კერძოდ, შესაბამისი აქტივის ბენეფიციარ მესაკუთრედ ისევ „----------“ რჩება, რამდენადაც იგი ფაქტობრივად აკონტროლებს სს „----------“ს, წარმოადგენს მისი აქციების 100%-ის მესაკუთრეს და ერთადერთი პირია, ვისაც უფლება აქვს მიიღოს შემოსავალი შპს „----------“-ს მიერ საკუთარი მოგების განაწილებიდან. საბოლოოდ განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში, „----------“-ს მიერ შპს „----------“-ს 100%-იანი წილის სს „----------“-სთვის მიყიდვით არ განხორციელებულა ფაქტობრივი მესაკუთრის ცვლილება, ვინაიდან ორივე კომპანიის ერთადერთ დამფუძნებელს წარმოადგენს „----------“ და ოპერაციის განხორციელების შედეგად შპს „----------“-ს არაპირდაპირ მესაკუთრედ კვლავ რჩება აღნიშნული პირი. ასევე აღსანიშნავია, რომ სს „----------“-ს კაპიტალი შეადგენს 0 ლარს, ხოლო გაუნაწილებელი მოგება შეადგენს შპს „----------“-დან მიღებულ დივიდენდს. სს „----------“ დამოუკიდებელი შემოსავალი არ გააჩნია და წილის ნასყიდობის ღირებულების დაფარვასაც იგი ახორციელებს შპს „----------“-გან მიღებული დივიდენდიდან. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რამდენადაც განსახილველი ოპერაციის ფარგლებში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება არ გამოხატავს იმ ნებას, რომელიც უშუალოდ მიმართული იქნებოდა არჩეული ოპერაციის ფორმის შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომისკენ, კერძოდ, წილის ნასყიდობის შედეგად შესაბამისი აქტივის გასხვისებისკენ, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის, „----------“-ს და სს „----------“-ს შორის გაფორმებული შპს „----------“-ს წილის 100%-ის ნასყიდობის ხელშეკრულება არ იქნება მიღებული მხედველობაში, რამდენადაც ამ სამეურნეო ოპერაციას არა გააჩნია რეალური ეკონომიკური გავლენა. კერძოდ, აღნიშნული ოპერაციის ერთადერთ რეალურ შედეგს წარმოადგენს შპს „----------“-ს მიერ განაწილებული მოგების გადასახადებისაგან გათავისუფლება. ამრიგად, შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სს „----------“-ს მიერ „----------“-სთვის შპს „----------“-ს წილის 100%-ის ნასყიდობის საფასურის გადახდა, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის, განხილული იქნა დივიდენდის გადახდად და შესაბამისად, მოგების განაწილებად. აქედან გამომდინარე, მოცემული თანხის გადახდამ საწარმოსთვის წარმოშვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი და ასევე, ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, გადახდილი დივიდენდის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ვალდებულება. შედეგად, საწარმოს დაერიცხა გადასახადები, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად შეეფარდა ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5 პროცენტიანი განაკვეთით.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ ფ/პ „----------“-ს და სს „----------“-ს შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებით „----------“-ს მიერ შპს „----------“-ს წილის 100%-ზე საკუთრების უფლების გასხვისება არ მომხდარა. შესაბამისი აქტივის ბენეფიციარ მესაკუთრედ ისევ „----------“ რჩება, რამდენადაც იგი ფაქტობრივად აკონტროლებს სს „----------“-ს, წარმოადგენს მისი აქციების 100%-ის მესაკუთრეს და ერთადერთი პირია, ვისაც უფლება აქვს მიიღოს შემოსავალი შპს „----------“-ს მიერ საკუთარი მოგების განაწილებიდან. აღნიშნული ოპერაციის განხორციელების შედეგად შპს „----------“-ს არაპირდაპირ მესაკუთრედ კვლავ რჩება აღნიშნული პირი. ასევე აღსანიშნავია, რომ სს „----------“-ს კაპიტალი შეადგენს 0 ლარს, ხოლო გაუნაწილებელი მოგება შეადგენს შპს „----------“-დან მიღებულ დივიდენდს. სს „----------“ არ ახორციელებს დამოუკიდებელ საქმიანობას და არ გააჩნია შემოსავალი, ხოლო წილის ნასყიდობის ღირებულების დაფარვას იგი ახორციელებს შპს „----------“-სგან მიღებული დივიდენდის წილიდან. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში ხელფასების გაცემა უფიქსირდება სამ პირზე „----------“ (პ/ნ ----------, ბუღალტერი), „----------“ (პ/ნ ----------, დირექტორი) და „----------“ (პ/ნ ----------), ხოლო აღნიშნული ხელფასების გაცემა საწარმო მიერ დაწყებულია 2021 წლის აპრილის თვიდან და ყოველთვიურად სტაბილურად შეადგენს დარიცხულ 1500 ლარს.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით და „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 ივლისის №20231 ბრძანებით დამტკიცებულ მეთოდურ მითითებაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, წილის ნასყიდობის ვალდებულების დასაფარად, გადახდილ თანხებზე კვალიფიკაციის შეცვლა და დივიდენდად განხილვა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ოპერაციის ფარგლებში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას, შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება არ მომხდარა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ სჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;

გ) ქონებაზე ყადაღის დადება;

დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;

ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;

ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, სს „----------“-ს (ს/ნ ----------) 2022 წლის 22 დეკემბრის მდგომარეობით უფიქსირდება ზედმეტობა 5 463,44 ლარი და აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება 6 398 913,90 ლარი. ზემოაღნიშნული დავალიანების გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239- ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მთელ ქონებაზე, 2022 წლის 22 დეკემბრის №001- 37330 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობი/იპოთეკის უფლება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს 2022 წლის 22 დეკემბრის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №001-37330 შეტყობინების გაუქმების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. სს „----------“-ს (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.