ბრძანება N 4055

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.03.2025
№ დოკუმენტი 4055
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 4055

10 მარტი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------ის“ (ს/ნ -------------)

(მის.: -------------------------------)

2025 წლის 26 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №17) განიხილა შპს „--------ის“ (ს/ნ -------------) 2025 წლის 26 იანვრის №93926/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 დეკემბრის №024-81 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, ფასნამატის ოდენობას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებებს. განმარტავს, რომ შემოწმებას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი არ ჰქონდა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის არცერთი პუნქტი არ არის სახეზე. კომპანია საქონელს ყიდის მცირე ფასნამატით, მას არ ჰქონდა ნაქირავები ფართი და რეალიზაციას ახორციელებდა საბითუმოდ. ასევე, ვაჭრობს ისეთი პროდუქციით რომლის ფასი ყოველდღიურად იცვლება, ფასის ცვალებადობა დაკავშირებულია სხვადასხვა გარემოებებთან და სეზონური თვალსაზრისითაც იყო აცდენა. ამასთან, შემოტანილი აქვს დაბალფასიანი პროდუქცია, რომელიც დაბალი ხარისხისაა და გათვლილია დაბალ ფასად რეალიზაციისათვის და რეალურად მიყენებული მაღალი ფასნამატი არასწორია. გარდა ამისა, ყველა პროდუქციაზე ერთიდაიგივე ფასნამატის გამყენება ყველა პერიოდის მიხედვით არარეალურია.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას, განმარტავს, რომ მან არა თუ სარგებელი მიიღო არამედ მისი კუთვნილი თანხა შეიტანა კომპანიაში, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით. ზედმეტად დარიცხული შემოსავალი რომელიც გამოიწვია არაპირდაპირმა მეთოდმა არარელურია და შემოწმება უნდა დაეყრდნოს უტყუარ მონაცემებს და არა საეჭვო რიცხვებს. ასევე, წარდგენილი ჰქონდა ახსნა განმარტება სადაც უთითებდა, რომ კომპანიას არ გააჩნდა დებიტორული და კრედიტოული დავალიანება. მომწოდებელს დაუკავშირდა დამფუძნებელი, რის შემდეგაც თანხა დაუბრუნდა ნაწილ-ნაწილ დამფუძნებელს და მისი დავალიანებაც დაიხურა.

გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო აქტის ბათილად ცნობას საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის გათვალისწინებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 აგვისტოს №18558 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------ის“ (ს/ნ -------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 20 ოქტომბრიდან 2024 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 20 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 24 დეკემბრის №27124 ბრძანება და ამავე თარიღის №024-81 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 359 267 ლარი, მათ შორის, გადასახადი 786 479 ლარი, ჯარიმა 391 728 ლარი, საურავი 181 060 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. შპს „------ი“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 20 ოქტომბრიდან, ამავე პერიოდიდანაა რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. კომპანიის საქმიანობაა საცალო-საბითუმო ვაჭრობა ფეხსაცმელებით, ტანსაცმელით და საწოლის თეთრეულით, კომპანია საქონლის იმპორტს ახორციელებს ------დან და ------დან, ხოლო საქმიანობის ადგილია სავაჭრო ცენტრ ----- ტერიტორია. შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 779 329 ლარს, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დადგინდა, რომ შეძენილი საქონლის საინვოისო ღირებულებაა 2 329 105 ლარი. წარმოდგენილი ახსნაგანმარტების მიხედვით კომპანიას საქონლის ნაშთი არ გააჩნია. კომპანიის მიერ არასრულყოფილად არის აღრიცხული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები. შემოწმების პროცესში არ არის წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა, შესაბამისად შედგენილია ორი სამართალდარღვევის ოქმი ინფორმაციის არასრულყოფილად წარმოდგენისთვის.

შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი (იმპორტული) საქონლის თვითღირებულება საქონლის ჯგუფების მიხედვით. ასევე, განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, ხოლო დარჩენილი საქონელი ჩაითვალა საცალოდ რეალიზებულად. საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი, აღნიშნული ფასნამატები შერჩეულ იქნა საქმიანობის სპეციფიკისა და ტერიტორიული ნიშნის გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 60%-ს. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შედეგად, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. გადასახადის გადამხდელი საქონლის იმპორტს ძირითადად ახორციელებს ------დან და ----დან, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ კომპანიის მიერ 2021-2022 წლებში მომწოდებელ არარეზიდენტ კომპანიებზე გადარიცხული თანხები აღემატება შეძენილი საქონლის საინვოსიო ღირებულებებს. კერძოდ, 2021-2022 წლებში ავანსის სახით გადარიცხულმა თანხამ შეადგინა 611 883 აშშ დოლარი, კომპანიას 2022 წლის ნოემბრის შემდეგ აღარ უფიქსირდება ბრუნვები. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №11-ის (მეთოდური მითითება დებიტორული დავალიანების შესახებ) გათვალისწინებით ვინაიდან, შემოწმებით დადგინდა, რომ საგადასახადო შემოწმების დანიშვნის თარიღისთვის, არ დასტურდება არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ, შესაბამისი საქონლის შპს „-------ის“ მიწოდების ან არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ ავანსის თანხის უკან დაბრუნების ფაქტი, შესაბამისად ავანსის სახით გადარიცხული თანხები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად, შედეგად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2025 წლის 27 თებერვალს, --- სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი დღგის დეკლარაციების მიხედვით 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 779 329 ლარს, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დადგინდა, რომ შეძენილი საქონლის საინვოისო ღირებულებაა 2 329 105 ლარი. წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით კომპანიას საქონლის ნაშთი არ გააჩნია. კომპანიის მიერ არასრულყოფილად არის აღრიცხული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები. შემოწმების პროცესში არ არის წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა, შესაბამისად შედგენილია ორი სამართალდარღვევის ოქმი ინფორმაციის არასრულყოფილად წარმოდგენისთვის. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დადგინდა, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი (იმპორტული) საქონლის თვითღირებულება საქონლის ჯგუფების მიხედვით. ასევე, განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, ხოლო დარჩენილი საქონელი ჩაითვალა საცალოდ რეალიზებულად. საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი, აღნიშნული ფასნამატები შერჩეულ იქნა საქმიანობის სპეციფიკისა და ტერიტორიული ნიშნის გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 60%-ს. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შედეგად, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ ჰქონდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი საქონლის იმპორტს ძირითადად ახორციელებს -----დან და ------დან, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ კომპანიის მიერ 2021-2022 წლებში მომწოდებელ არარეზიდენტ კომპანიებზე გადარიცხული თანხები აღემატება შეძენილი საქონლის საინვოსიო ღირებულებებს. კერძოდ, 2021-2022 წლებში ავანსის სახით გადარიცხულმა თანხამ შეადგინა 611 883 აშშ დოლარი, კომპანიას 2022 წლის ნოემბრის შემდეგ აღარ უფიქსირდება ბრუნვები. შემოწმებით დადგინდა,რომ საგადასახადო შემოწმების დანიშვნის თარიღისთვის, არ დასტურდება არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ, შესაბამისი საქონლის შპს „------თვის“ მიწოდების ან არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ ავანსის თანხის უკან დაბრუნების ფაქტი, შესაბამისად ავანსის სახით გადარიცხული თანხები დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

იმის გათვალისწინებით, რომ შემოწმებით საგადასახადო შემოწმების დანიშვნის თარიღისთვის, არ დასტურდება არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ, შესაბამისი საქონლის შპს „--------თვის“ მიწოდების ან არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ ავანსის თანხის უკან დაბრუნების ფაქტი, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ავანსის სახით გადარიცხული თანხების საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------ის“ (ს/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, ფასნამატის ოდენობას,საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებებს. ითხოვს სადავო აქტის ბათილად ცნობას საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის გათვალისწინებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №18558 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 20 ოქტომბრიდან 2024 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №27124 ბრძანება და №024-81 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 359 267 ლარი, მათ შორის, გადასახადი 786 479 ლარი, ჯარიმა 391 728 ლარი, საურავი 181 060 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანის მიერ წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 779 329 ლარს, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დადგინდა, რომ შეძენილი საქონლის საინვოისო ღირებულებაა 2 329 105 ლარი. წარმოდგენილი ახსნაგანმარტების მიხედვით კომპანიას საქონლის ნაშთი არ გააჩნია. კომპანიის მიერ არასრულყოფილად არის აღრიცხული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები. შემოწმების პროცესში არ არის წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა, შესაბამისად შედგენილია ორი სამართალდარღვევის ოქმი ინფორმაციის არასრულყოფილად წარმოდგენისთვის.შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

კერძოდ, დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი (იმპორტული) საქონლის თვითღირებულება საქონლის ჯგუფების მიხედვით. ასევე, განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, ხოლო დარჩენილი საქონელი ჩაითვალა საცალოდ რეალიზებულად. საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი, აღნიშნული ფასნამატები შერჩეულ იქნა საქმიანობის სპეციფიკისა და ტერიტორიული ნიშნის გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 60%-ს. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შედეგად, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ამასთან,გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ კომპანიის მიერ 2021-2022 წლებში მომწოდებელ არარეზიდენტ კომპანიებზე გადარიცხული თანხები აღემატება შეძენილი საქონლის საინვოსიო ღირებულებებს. კერძოდ, 2021-2022 წლებში ავანსის სახით გადარიცხულმა თანხამ შეადგინა 611 883 აშშ დოლარი, კომპანიას 2022 წლის ნოემბრის შემდეგ აღარ უფიქსირდება ბრუნვები. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №11-ის (მეთოდური მითითება დებიტორული დავალიანების შესახებ) გათვალისწინებით ვინაიდან, შემოწმებით დადგინდა, რომ საგადასახადო შემოწმების დანიშვნის თარიღისთვის, არ დასტურდება არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ, შესაბამისი საქონლის მომჩივანის მიწოდების ან არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ ავანსის თანხის უკან დაბრუნების ფაქტი, შესაბამისად ავანსის სახით გადარიცხული თანხები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად, შედეგად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამასთან,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“); 101(1); 154(1„ა“.2 „ა“ და „ბ“.3 „ა“); 158(1); 159(1 „ა“); 163(1 და მე-2); 164(1);