ბრძანება N 21802
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21802
06 სექტემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---“-ს (ს/ნ ---)
( მის.:---) 2023 წლის 7 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №91) განიხილა შპს „---“-ს (ს/ნ ---) 82906/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ივლისის №025-11 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
1. გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ნაშთის არაგონივრულ ნაშთად კვალიფიკაციას. განმარტავს, რომ საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საბრუნავად სალაროში სჭირდება ფულადი სახსრები. ითხოვს დარიცხული თანხის სრულად მოხსნას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებლის/დირექტორის მიერ კაპიტალის შემცირების პერიოდებში გატანილი ფულადი სახსრების გაცემულ ხელფასად განხილვას. აღნიშნავს, რომ საწარმო დაფუძნებულია 2013 წელს, საწარმოს კაპიტალის შევსებას ახორციელებდა ნაღდი ფულით, საწარმოს საბრუნავი საშუალებების საჭიროებიდან გამომდინარე. განმარტავს, რომ 2020 წლის დასაწყისისთვის პარტნიორთა შენატანი შეადგენს 342 950 ლარს და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის 375 ლარს. გაუნაწილებელ მოგებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ იგი დაგროვილია 2013 წლიდან და არ მოიცავს წინა საგადასახადო შემოწმებით დამატებით გაზრდილ მოგებას, ვინაიდან გაზრდილ მოგებას არ აღიარებს და შესაბამისად, გასაჩივრებული აქვს სასამართლოში.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 მარტის №4335 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---“-ს (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 10 ივლისის №16621 ბრძანება და ამავე თარიღის №025-11 საგადასახადო მოთხოვნა, 06 სექტემბერი 2023 N 21802 რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 172 401 ლარი, მათ შორის, გადასახადი 91 792 ლარი, ჯარიმა 45 702 ლარი, საურავი 34 907 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. კომპანია აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვას ელექტრონულად პროგრამაში „ორისში“, კონტროლი ოპერაციების დაწყება, მიმდინარეობა დასრულებაზე განხორციელებულია კანონით დადგენილი ნორმების დაცვით. აღნიშნული საბუღალტრო აღრიცხვის მიხედვით კომპანის შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში უფიქსირდება ნაღდი ფულის მზარდი ნაშთები (ანგარიში 1110). სალაროში ნაღდი ფულის ნაშთთან დაკავშირებული მეთოდური მითითების (დანართი #9) მიხედვით სალაროს არაგონივრული ნაშთი, 20 000 ლარის ოდენობით, დაკვალიფიცირდება ანგარიშვალდებულ პირზე/დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, დარიცხული იქნა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. საწარმო დაფუძნდა 2013 წლის 17 მაისს, მისი დამფუძნებელი და დირექტორია --- (პ/ნ ---). გადამხდელის მიერ მოწოდებული ბუღალტრული პროგრამის-ორისის მიხედვით, 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ფიქსირდება პარტნიორთა კაპიტალი 342 950 ლარის ოდენობით, ხოლო ამავე პერიოდში გადამხდელის გაუნაწილებელი მოგება შეადგენდა 422 948 ლარს. შემოწმებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული რეალიზაციის და ხარჯის ამსახველი დოკუმენტაცია, რომელიც გათვალისწინებული იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის დროს. ასევე, წინა საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგებიდან გამომდინარე დადგენილი იქნა, რომ საწარმოს გაუნაწილებელი მოგება 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებული თანხის 422 948 ლარის ნაცვლად დაახლოებით შეადგენდა 765 000 ლარს. 2017 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის და შესამოწმებელ პერიოდამდე არსებული საანგარიშო პერიოდის ფულადი სახსრების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ საწარმოს ფულადი სახსრები, 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, შეადგენდა დაახლოებით 765 000 ლარს.
ზემოაღნიშნული ანალიზიდან გამომდინარე, საწარმოს გააჩნდა დაგროვილი გაუნაწილებელი მოგების ნაშთი საბრუნავი საშუალებებისთვის, შესაბამისად კაპიტალის შევსებისთვის დამატებით ფულად სახსრებს არ საჭიროებდა. შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებელის/დირექტორის მიერ კაპიტალის შემცირების პერიოდებში გატანილი ფულადი სახსრები 342 950 ლარის ოდენობით ჩაითვალა გაცემულ ხელფასად. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, დარიცხული იქნა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს საბუღალტრო აღრიცხვის მიხედვით უფიქსირდება ნაღდი ფულის მზარდი ნაშთები, რომელიც ჩაითვალა არაგონივრულ ნაშთად, რაც განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. იმის გათვალისწინებით, რომ 2017 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის და შესამოწმებელ პერიოდამდე არსებული საანგარიშო პერიოდის ფულადი სახსრების ანალიზის შედეგად, 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საწარმოს გაუნაწილებელი მოგება დადგინდა ბუღალტრულ პროგრამაში ასახული 422 948 ლარის ნაცვლად 765 000 ლარი, შემოწმებამ მიიჩნია, რომ საწარმოს საბრუნავი საშუალებებისთვის გააჩნდა დაგროვილი გაუნაწილებელი მოგების ნაშთი და კაპიტალის შევსებისთვის დამატებით ფულად სახსრებს არ საჭიროებდა. შედეგად, შემოწმებით, შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებელის/დირექტორის მიერ კაპიტალის შემცირების პერიოდებში გატანილი ფულადი სახსრები განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებელის/დირექტორის მიერ კაპიტალის შემცირების პერიოდებში გატანილი ფულადი სახსრების გაცემულ ხელფასად განხილვა, ხოლო ნაღდი ფულის მზარდი ნაშთის არაგონივრულ ნაშთად დაკვალიფიცირება და შესაბამისად, დაბეგვრა მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---“-ს (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
1. გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ნაშთის არაგონივრულ ნაშთად კვალიფიკაციას. განმარტავს, რომ საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საბრუნავად სალაროში სჭირდება ფულადი სახსრები. ითხოვს დარიცხული თანხის სრულად მოხსნას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებლის/დირექტორის მიერ კაპიტალის შემცირების პერიოდებში გატანილი ფულადი სახსრების გაცემულ ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 მარტის №4335 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 10 ივლისის №16621 ბრძანება და ამავე თარიღის №025-11 საგადასახადო მოთხოვნა, 06 სექტემბერი 2023 N 21802 რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 172 401 ლარი, მათ შორის, გადასახადი 91 792 ლარი, ჯარიმა 45 702 ლარი, საურავი 34 907 ლარი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136; 61; 73 (9) ; 101; 154; 43.