ბრძანება N 20682
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20682
22 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------" )
(ფაქტ. მის.: "-------")
2023 წლის 20 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა ი/მ "-------"-ის (ს/ნ "------") №124173/21-11 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის №CB1489135, №CB1489138 და №CB1489140 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების თაობაზე. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №86).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელის განმარტავს, რომ პირი ვის დაქირავებულ პირთა რეესტრში აუსახველობისთვისაც მოხდა მისი დაჯარიმება არის ოჯახის ახლობელი და ცხოვრობს მის ოჯახში. მას არავითარი სამკერდე ნიშანი არ ეკეთა იმის დამადასტურებლად, რომ იგი იყო ადმინისტრატორი. მან, როგორც ოჯახის წევრმა, მათ მისვლამდე გასცა პასუხი რა ღირდა ნომერი. აღნიშნული პიროვნება არის ოჯახის წევრის ტოლფასი. მიუხედავად ამისა ამჟამად მაინც გააფორმა ზემოაღნიშნული პირი თანამშრომლად.
იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მეწარმის საბუთი არ იყო გამოკრული მომხმარებლისთვის თვალსაჩინო ადგილზე მომჩივანი აღნიშნავს, რომ არის ტყუილი. სასტუმროს შესასვლელთან, მიმღებში შემოსვლისთანავე 2014 წლიდან დღემდე გამოკრულია მეწარმის საბუთი.
გადასახადის გადამხდელი ასევე განმარტავს, რომ მისი მხრიდან მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირებისთვის რაიმე შეურაცხყოფის ან/და წინააღმდეგობის გაწევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების გაუქმებასა და მათ საფუძველზე დაკისრებული ფულადი ჯარიმების გაფრთხილებით შეცვლას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის 18 ივლისს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 30 ივნისის №15371 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა საკონტროლო შეთავაზება ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") ობიექტში, ქ. "-----"
ი/მ "------" (ს/ნ "------") გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 20 ივნისს და მინიჭებული აქვს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი. გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სასტუმრო მომსახურება. გადამხდელს გააჩნია საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული ერთი GPRS საკონტროლო-სალარო აპარატი "-----".
მიმდინარე კონტროლის პროცედურის დროს გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა "------" მა (პ/ნ "------") საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს დაათვალიერებინა სასტუმროს ნომრები, გააცნო ღირებულება (1 დღე საუზმით 250 ლარი) და მათ მიერ მოხდა სასურველი ნომრის შერჩევა. "------"-მა მოახდინა ნომრის პროგრამულად 2 დღით დაჯავშნა და თანხის ჩარიცხვის მიზნით მიაწოდა ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") საბანკო ანგარიშის ნომერი.
ოფიცრების სამსახურებრივად გაცნობის შემდეგ, "------"-მა აუხსნა, რომ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა ი/მ "------" (ს/ნ "------") და წარუდგინა მის სახელზე რეგისტრირებული საკონტროლო სალარო აპარატი და საბანკო ტერმინალი. ხოლო კედელზე გაკრული გადასახადის გადამხდელის მოწმობა ეკუთვნოდა სხვა მეწარმე ფიზიკურ პირს, რომელიც საქმიანობას ამ ეტაპზე აღარ ახორციელებს. დანარჩენ კითხვებზე კი უთხრა, რომ დაუძახებდა თავად გადასახადის გადამხდელს.
მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი ოფიცრები აღნიშნავენ, რომ გადასახადის გადამხდელი შემოსვლის მომენტიდან გამოირჩეოდა აგრესიულობით, როგორც მათი, ასევე თავისი წარმომადგენლის მიმართ. მან "------"-ს არ მისცა უფლება მათთვის წარმოედგინა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ძალის გამოყენებით დაატოვებინა ობიექტი. არაერთჯერადი თხოვნის მიუხედავად, რომ მიეცა თანამშრომლის მონაცემები, არ გაითვალისწინა და ასევე ახსნაზე, თუ რატომ არ იყო გამოკრული მისი გადასახადის გადამხდელის მოწმობა, უპასუხა, რომ კედელზე გამოკრული საბუთი ეკუთვნოდა მის მეუღლეს, ბიზნესი საოჯახო იყო და მათთვის მნიშვნელობა არ უნდა ჰქონოდა ვის ეკუთვნოდა კედელზე გამოკრული მოწმობა. ი/მ "------"(ს/ნ "------") აგრძელებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას, იყო ძალიან აგრესიული და ხელის შეხებით ცდილობდა დაეტოვებინათ მისი ობიექტი.
ოფიცრების მიერ მოხდა ობიექტის დატოვება და ზარი განხორციელდა 112-ზე, რის შედეგადაც ადგილზე გამოცხადდა "----" -ის პოლიციის რაიონული სამმართველოს ორი თანამშრომელი. პოლიციის თანხლებით ობიექტზე შესვლის შემდეგ, გადასახადის გადამხდელს წინააღმდეგობა აღარ გაუწევია, მიაწოდა ინფორმაცია თავის თანამშრომელზე, სახელი და გვარი, ხოლო იდენტიფიცირება პირადი ნომრის მოხდა მათ მიერ.
აღნიშნულის საფუძველზე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები №CB1489135, №CB1489138 და №CB1489140. №CB1489135 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით. №CB1489138 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის პირველი ნაწილით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით. №CB1489140 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს თან ერთვის ვიდეო მასალა საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტებს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
№CB1489135 ოქმთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება:
ა) ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით;
ბ) ფიზიკური პირის მიერ იმ ვალდებულების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს თავდაცვის ძალებში, სამართალდამცავ ორგანოებსა და მათთან გათანაბრებულ ორგანოებში მის სამსახურთან;
გ) ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს, – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება – ხელფასად. მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია დამქირავებელმა უნდა ასახოს დაქირავებულ პირთა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური. ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, დაქირავებულ პირთა რეესტრში ასასახი ინფორმაციის ნუსხა და ინფორმაციის ასახვის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანების 112 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს წარედგინება ელექტრონულად, შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის N994 ბრძანების 3719 მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის შესაბამისად, ზოგადი ანალიტიკური პროცედურების საფუძველზე განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლით განსაზღვრულ „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა; ამ მუხლის მიზნებისათვის „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა გულისხმობს დაქირავებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობის და მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, მოქალაქეობა და სხვა) შესახებ ინფორმაციის ანალიზს; „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს დამქირავებელ პირთან კომუნიკაციის დამყარების გზით ან/და დამქირავებელი პირის ობიექტ(ებ)ზე გასვლით; „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლისას, თუ გამოვლინდა დაქირავებულ ფიზიკურ პირთა შესახებ არასწორი ინფორმაცია, აღნიშნული გამოიწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლის თანახმად, პირის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაქირავებულ პირზე 200 ლარის ოდენობით.
№CB1489140 ოქმთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, გადასახადის გადამხდელის მოწმობის ასლი და საცალო ვაჭრობისას ფასის მაჩვენებლები (საქართველოს ეროვნულ ვალუტაში) განათავსოს მომხმარებელთათვის თვალსაჩინო ადგილზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
№CB1489138 ოქმთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა, რამაც შეაფერხა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება იწვევს პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით.
სადავო ოქმებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ კოდექსის 273-ე ან 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი ან მე-11 ნაწილით ან 2885 ან 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედებები ჩადენილია განმეორებით) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლითაც მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს მის მიმართ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად სანქციის სახით გამოყენებულ იქნას გაფრთხილება, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილი არ ითვალისწინებს ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლას ამავე კოდექსის 277-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საგადასახადო სამართალდარღვევისთვის.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმებში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტებს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში №CB1489135 და №CB1489140 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
1. ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი განმარტავს, რომ პირი ვის დაქირავებულ პირთა რეესტრში აუსახველობისთვისაც მოხდა მისი დაჯარიმება არის ოჯახის ახლობელი და ცხოვრობს მის ოჯახში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების გაუქმებასა და მათ საფუძველზე დაკისრებული ფულადი ჯარიმების გაფრთხილებით შეცვლას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის პირველი ნაწილით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს თან ერთვის ვიდეო მასალა საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტებს.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
12,2885,291.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის N994 ბრძანების 3719 მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტები.