ბრძანება N 11583

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.05.2023
№ დოკუმენტი 11583
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 11583

25.05.2023

-----ის (პ/ნ ------)

(მის: -------------)

2023 წლის 13 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 მაისის სხდომაზე (ოქმი №49) განიხილა ------ის (პ/ნ ------) №80366/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №EL204611 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორის განმარტებით ფინანსური პრობლემების გამო დროულად ვერ შეაკეთა სატრანსპორტო საშუალება და იძულებული იყო ადგილზე დაეტოვებინა. მიაჩნია, რომ არასწორად დაჯარიმდა.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 30 მარტს ----ემ (პ/ნ -----) მიმართა სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, ავტოსატრანსპორტო საშუალების (VIN: №----) რეექსპორტში დეკლარირების მიზნით. -----ის გაფორმების განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება 2023 წლის 23 იანვარს ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით №---- მოექცა საბაჟო საწყობის პროცედურაში, იმავე დღეს მესაკუთრის მიერ დროებით (არაუმეტეს 48 საათისა) გატანილ იქნა საბაჟო საწყობიდან №----- დეკლარაციის გამოყენებით და საბაჟო საწყობში გამოცხადების ვადად განესაზღვრა არა უგვიანეს 2023 წლის 25 იანვარი. აღნიშნულ პერიოდში კი მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალების უკან დაბრუნება არ მომხდარა, საბაჟო საწყობში გამოცხადდა დაგვიანებით, 2023 წლის 30 მარტს, რეექსპორტის განსახორციელებლად. ვინაიდან ფიზიკური პირი ------ის მიერ საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების (VIN: №------) საბაჟო საწყობში დაბრუნება, ან სხვა პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირება და მისი გამოცხადების ვადა იყო დარღვეული, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე 2023 წლის 30 მარტს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა №EL204611 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც -----ეს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. 2023 წლის 30 მარტს ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება (VIN: №4T1BF1FK1EU805006) ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით ------ დადეკლარირდა რეექსპორტში.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე3 მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოყენებით, საბაჟო საწყობიდან ან დროებით შენახვის სხვა ადგილიდან დროებით გატანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების უკან დაბრუნების ან საბაჟო კონტროლის სხვა ზონამდე მიტანის ვადა განისაზღვრება 48 საათით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით კი, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმება მართლზომიერია.

საგულისხმოა, რომ მომჩივანი იგივე სამართალდარღვევის ჩადენის გამო წარსულში მრავალჯერ არის დაჯარიმებული.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ----- (პ/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოება

მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.მომჩივანი იგივე სამართალდარღვევის ჩადენის გამო წარსულში მრავალჯერ არის დაჯარიმებული.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

163; 165;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქცია: 3 (15)