გადაწყვეტილება №21110/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 16.11.2023
№ დოკუმენტი 21110/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№21110/2/2023

16.11. 2023

 

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ -------------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“ -ის 19.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21110/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;

2. საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობების დარღვევა;

3. იმპორტის გადასახდელების დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 7 აგვისტოს №-----, №-----,№-----, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები;

2. საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 7 აგვისტოს №-----,№-----,№-----, საგადასახადო მოთხოვნები;

3. შემოსავლების სამსახურის 2.10.2023 წლის №24272 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 159 105,09 ლარი.

მათ შორის:

დღგ საბაჟოზე - 29 379,67

აქციზის გადასახადი საბაჟოზე - 41 566,5

ჯარიმა - 71 579,36

საურავი - 16 579,56

 

ფაქტების აღწერა

საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვის გამო, გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ 2023 წლის 7 აგვისტოს №-----,№----- და №----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, ხოლო საბაჟო საწყობის სანებართვო პირობების დარღვევის ფაქტზე №----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაეკისრა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია.

ამასთან, 2023 წლის 7 აგვისტოს გამოიცა №-----, №----- და №----- საგადასახადო მოთხოვნები, რომლებითაც მომჩივანს დაერიცხა შესაბამისი იმპორტის გადასახდელები და საურავი სულ 87 525.73 ლარის ოდენობით.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2.10.2023 წლის №24272 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში 19.10.2023 წელს წარმოდგენილი საჩივრით სადავოა: შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 7 აგვისტოს №-----, №-----,№----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და №-----, №----- და №----- საგადასახადო მოთხოვნები.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 23 ოქტომბრის №1902 განკარგულების საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახურსა და მომჩივანს შორის 2023 წლის 27 ოქტომბერს გაფორმდა №----- საგადასახადო შეთანხმება, რომლის მიხედვით, 2023 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათებზე საგადასახადო დავალიანების თანხა, საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, განესაზღვრა 90 000 ლარით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება; საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობების დარღვევა; იმპორტის გადასახდელების დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვის გამო, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, ხოლო საბაჟო საწყობის სანებართვო პირობების დარღვევის ფაქტზე დაეკისრა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია.ამასთან, გამოიცა საგადასახადო მოთხოვნები, რომლებითაც მომჩივანს დაერიცხა შესაბამისი იმპორტის გადასახდელები და საურავი.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №24272 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 23 ოქტომბრის №1902 განკარგულების საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახურსა და მომჩივანს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება, რომლის მიხედვით, გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათებზე საგადასახადო დავალიანების თანხა, საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, განესაზღვრა 90 000 ლარით.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 292(2); 301( „ო“);

ასვე,საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:172; 176(1);