ბრძანება N 738

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.01.2024
№ დოკუმენტი 738
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 738

22 იანვარი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“ (ს/ნ -----)

(მის.: --------)

2023 წლის 25 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 იანვრის სხდომაზე (ოქმი №1) განიხილა შპს „-----ს“ (ს/ნ ----) 2023 წლის 25 დეკემბრის №86262/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 ნოემბრის №001-259 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და მის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატს. განმარტავს, რომ შემოწმებას მიაწოდა ბრუნვითი უწყისი, ასევე კომპანიას არ ჰქონია საკონტროლო სალარო აპარატის გამოუყენებლობაზე ჯარიმები. მის ახსნა-განმარტებებში მითითებულია სმფ-ების ნაშთი. რაც შეეხება საქონლის აღრიცხვას სახეობებისა და რაოდეობების მიხევით, ეს ფიზიკურად შეუძლებელია, რადგანაც ავტომანქანას გააჩნია 18 ათასიდან 21 ათასამდე სხვადასხვა დეტალი. ამასთან, 2019-2022 წლების შემოწმებისას დაფიქსრებული ფასნამატის გამოყენება არარეალურია, რადგანაც მაშინ სულ სხვა იყო ავტო-ნაწილების შესყიდვის ფასი, უფრო იაფი ჯდებოდა, მოცემულ მომენტში კი გაძვირებულია, ხოლო სარეალიზაცო ფასი არ გაზრდილა. გარდა ამისა, კომპანია არა მარტო რეალიზაციას ახდენს ავტონაწილების, არამედ ეწევა მომსახურებას (ნაწილების გამოცვლა როგორც საკუთარი, ასევე კლიენტის მიერ მოტანილი ავტონაწილებისა). შედეგად ფასნამატის დადგენა ძველი რეალიზებული (მაგალითად 2019 წლის) ნაწილების ფასნამატის მიხედვით უარგუმენტოა.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის ოდენობას და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 აგვისტოს №21070 და 9 ოქტომბრის №24942 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----ს“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 22 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 24 ნოემბრის №28924 ბრძანება და ამავე თარიღის №001-259 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 175 580 ლარი, მათ შორის, გადასახადი 109 247 ლარი, ჯარიმა 52 559 ლარი, საურავი 13 774 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

 გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ავტონაწილებით ვაჭრობა ბაზრობის ტერიტორიაზე და ავტოტექმომსახურება, შემოწმებისას წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ არის. ნაშთად რიცხული, შეძენილი, რეალიზებული სმფ არ არის აღრიცხული საქონლის სახეობების და რაოდენობების მიხედვით, ვერ ხერხდება კონკრეტული ოპერაციების მიმდინარეობის კონტროლი.

შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები ავტონაწილების რეალიზაციის ნაწილში განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ვინაიდან მიღებული და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით ვერ მოხერხდა საქონლის იდენტიფიცირება (დასახელებების შეუსაბამობის გამო), შემოწმებამ გამოიყენა შესამოწმებელ პირთან 01.01.2019-01.01.2022 წლების საანგარიშო პერიოდზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფასნამატი. (საქმიანობის განხორციელების ადგილი და საქმიანების საგანს ცვლილება არ განუცდია). აღნიშნული ფასნამატი გავრცელდა დოკუმენტის გარეშე რეალიზაბულ სმფ-ზე. გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში აისახა ასევე ავტოტექმომსახურებით მიღებული შემოსავლები. შემოწმებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, შედეგად გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 შემოწმების ეტაპზე წარმოდგენილი საწარმოს დირექტორის ახსნა-განმარტებით კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში გააჩნდა ნაღდი ფულის ნაშთი 21 221 ლარი ოდენობით, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია, იმავე ახსნა-განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში და ბოლოს კომპანიას არ გააჩნდა დებიტორული/კრედიტორული დავალიანებები. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელი კონტრაგენტებთან ანგარიშსწორებას ახორციელებს ნაღდი ანგარიშსწორებით. შემოწმებისას არ ყოფილა წარმოდგენილი საბუღალტრო და ფინანსური აღრიცხვის ამსახველი ინფორმაცია.

შემოწმებით განხორციელდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლა. შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული ყველა მიწოდების, მ.შ შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი მიწოდებების და ყველა შეძენის ღირებულება ჩაითვალა ანაზღაურებულად (საბანკო გადარიცხვების გათვალისწინებით). ამ პრინციპით გაანგარიშებულმა ფულადი სახსრების ნაშთმა, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგინა 34 480 ლარი. აღნიშნული თანხის საწარმოს სალაროში ნაშთად არსებობა ვერ დადგინდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე და 101-ე მუხლების გათვალისწინებით ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. შედეგად გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები ავტონაწილების რეალიზაციის ნაწილში განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, ვინაიდან მიღებული და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით ვერ მოხერხდა საქონლის იდენტიფიცირება (დასახელებების შეუსაბამობის გამო), შემოწმებამ გამოიყენა შესამოწმებელ პირთან 01.01.2019-01.01.2022 წლების საანგარიშო პერიოდზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფასნამატი. (საქმიანობის განხორციელების ადგილი და საქმიანების საგანს ცვლილება არ განუცდია). აღნიშნული ფასნამატი გავრცელდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ სასაქონლო მატერიალურ ფასეულობებზე. გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში აისახა ასევე ავტოტექმომსახურებით მიღებული შემოსავლები. ასევე, შემოწმებით განხორციელდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლა. შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული ყველა მიწოდების, მ.შ შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი მიწოდებების და ყველა შეძენის ღირებულება ჩაითვალა ანაზღაურებულად (საბანკო გადარიცხვების გათვალისწინებით). ამ პრინციპით გაანგარიშებული ფულადი სახსრების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და მის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატს.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის ოდენობას და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ავტონაწილებით ვაჭრობა ბაზრობის ტერიტორიაზე და ავტოტექმომსახურება, შემოწმებისას წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ არის. ნაშთად რიცხული, შეძენილი, რეალიზებული სმფ არ არის აღრიცხული საქონლის სახეობების და რაოდენობების მიხედვით, ვერ ხერხდება კონკრეტული ოპერაციების მიმდინარეობის კონტროლი. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები ავტონაწილების რეალიზაციის ნაწილში განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ვინაიდან მიღებული და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით ვერ მოხერხდა საქონლის იდენტიფიცირება (დასახელებების შეუსაბამობის გამო), შემოწმებამ გამოიყენა შესამოწმებელ პირთან 01.01.2019-01.01.2022 წლების საანგარიშო პერიოდზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფასნამატი. (საქმიანობის განხორციელების ადგილი და საქმიანების საგანს ცვლილება არ განუცდია). აღნიშნული ფასნამატი გავრცელდა დოკუმენტის გარეშე რეალიზაბულ სმფ-ზე. გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში აისახა ასევე ავტოტექმომსახურებით მიღებული შემოსავლები. შემოწმებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, შედეგად გადამხდელს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.

 შემოწმების ეტაპზე წარმოდგენილი საწარმოს დირექტორის ახსნა-განმარტებით კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში გააჩნდა ნაღდი ფულის ნაშთი 21 221 ლარი ოდენობით, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია, იმავე ახსნა-განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში და ბოლოს კომპანიას არ გააჩნდა დებიტორული/კრედიტორული დავალიანებები. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელი კონტრაგენტებთან ანგარიშსწორებას ახორციელებს ნაღდი ანგარიშსწორებით. შემოწმებისას არ ყოფილა წარმოდგენილი საბუღალტრო და ფინანსური აღრიცხვის ამსახველი ინფორმაცია. შემოწმებით განხორციელდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლა. შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული ყველა მიწოდების, მ.შ შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი მიწოდებების და ყველა შეძენის ღირებულება ჩაითვალა ანაზღაურებულად (საბანკო გადარიცხვების გათვალისწინებით). ამ პრინციპით გაანგარიშებულმა ფულადი სახსრების ნაშთმა, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგინა 34 480 ლარი. აღნიშნული თანხის საწარმოს სალაროში ნაშთად არსებობა ვერ დადგინდა. ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. შედეგად გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4)(5"ა")(9"ბ"), 158(1), 159(1"ა""ბ"), 163(1)(2), 164(1), 101(1), 154(1"ა")(2"ა""ბ")(3"ა").