ბრძანება N 7351
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7351
05.04.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------- (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 5 მარტის
საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 22 მარტის სხდომაზე (ოქმი №29) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) 2023 წლის 5 მარტის №79473/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №136-23 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს, სმფ-ების დანაკლისის მიწოდებად განხილვის საფუძვლით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების დადგომის მომენტში, დანაკლისად გამოვლენილ ნავთობპროდუქტებზე გამოწერილი სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში (ეს -------, ეს -------, ეს -------, ეს -------) მითითებული დღგ-ის თანხის ჩათვლებში გათვალისწინებას და შესაბამისად, დღგ-ში დარიცხული თანხის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 ნოემბრის №29022 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ------- (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის 15 ივნისის N15481 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის დადგენის კუთხით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 28 დეკემბრის №33425 ბრძანება და ამავე თარიღის №136-23 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 12 975 ლარი, მათ შორის გადასახადი 8 046 ლარი, ჯარიმა 2 554 ლარი და საურავი 2 375 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
2022 წლის 18 ნოემბრის N29022 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ი/მ ------- (ს/ნ -------) კამერალური საგადასახადო შემოწმება შემოწმება 2020 წლის 15 ივნისის N15481 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის დადგენის მიზნით. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 43 332 ლარი. აღსანიშნავია, რომ ი/მ ------- არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად.
შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლების და დანაკლისის თანხის გათვალისწინებით, ი/მ ------- დაუდგინდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2020 წლის 22 სექტემბერი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად. ასევე, სმფ-ის დანაკლისის ღირებულება გადასახადის გადამხდელს არ აქვს აღიარებული ერთობლივ შემოსავალში, შესაბამისად, აღნიშნული დანაკლისის თანხით გაიზარდა გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, 2020 წლის 15 ივნისის №15481 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის თანხის გათვალისწინებით ი/მ ---------- განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2020 წლის 22 სექტემბერს. ხოლო, გადასახადის გადამხდელი საჩივარში მიუთითებს, რომ სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად დანაკლისად გამოვლენილი ნავთობპროდუქტები შეძენილი აქვს 2019-2022 წლებში მიღებული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (ეს -------, ეს -------, ეს -------, ეს -------) საფუძველზე და ითხოვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული დღგ-ის თანხის ჩათვლებში გათვალისწინებას.
აღნიშნულთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებულ N11112 სიტუაციურ სახელმძღვანელოზე და განმარტავს, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი მისი გამოვლენის მომენტში ითვლება ერთი ოპერაციის ფარგლებში განხორციელებულ მიწოდებად და ამ სმფ-ების შეძენაზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლა შესაძლებელია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით, დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.
ბ) ამ ბრძანების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს, სმფ-ების დანაკლისის მიწოდებად განხილვის საფუძვლით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების დადგომის მომენტში, დანაკლისად გამოვლენილ ნავთობპროდუქტებზე გამოწერილი სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული დღგ-ის თანხის ჩათვლებში გათვალისწინებას და შესაბამისად, დღგ-ში დარიცხული თანხის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლების და დანაკლისის თანხის გათვალისწინებით, გადამხდელს დაუდგინდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და შესაბამისად, განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად. ასევე, სმფ-ის დანაკლისის ღირებულება გადასახადის გადამხდელს არ აქვს აღიარებული ერთობლივ შემოსავალში, შესაბამისად, აღნიშნული დანაკლისის თანხით გაიზარდა გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით, დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 174:; 275; 282
სიტუაციურ სახელმძღვანელო 11112