ბრძანება N 19814
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19814
10 სექტემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
----------------ის (პ/ნ --------------------)
(მის.: -------------------------------------)
2025 წლის 22 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 5 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №73) განიხილა ----------------ის (პ/ნ --------------------) №97657/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 21 იანვრის №ELC46228 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2024 წლის მაისში საქართველოში შემოვიდა მსუბუქი ავტომობილით და მისაბმელით. მას შემდეგ რამოდენიმეჯერ აქვს საზღვარი გადაკვეთილი მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებით, თუმცა არ იცოდა, რომ 90 დღიანი ვადა მისაბმელზეც ვრცელდებოდა. მიუთითებს, რომ ჯარიმის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს და სამართალდარღვევა მეორედ აღარ განმეორდება.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 10 მაისს ----------ის მოქალაქე ------------------ის (პ/ნ --------------------) მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო გამშვები პუნქტი „-------ს“ გავლით შემოყვანილი უცხო ქვეყანაში (------ი) რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების (მისაბმელი, VIN №-----------) ზოგადი დეკლარირება, რა დროსაც დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენის ვადად მას განესაზღვრა 2024 წლის 8 აგვისტო.
მონაცემთა ბაზებში რეგისტრირებული მონაცემების შესწავლით დადგინდა, რომ საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და არც მის შემდგომ პერიოდში ----------------ის (პ/ნ --------------------) მიერ არ განხორციელებულა სატრანსპორტო საშუალების (VIN კოდი --------) საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევა.
გამოვლენილ საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოში 2025 წლის 21 იანვარს შედგენილ იქნა №------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ----------------ს (პ/ნ --------------------) პასუხისმგებლობა დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად და სანქციის სახით შეეფარდა 1000 ლარიანი ჯარიმა.
მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით გაგზავნილ სადავო აქტს ადრესატი გაეცნო 2025 წლის 18 აგვისტოს და ჩაითვალა ჩაბარებულად.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილი, უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისი მისაბმელის ან ნახევრად მისაბმელის, ავტობუსის ან მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია), აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის გაფორმების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა შეადგენს 90 კალენდარულ დღეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
საგულისხმოა, რომ მომჩივანს წარსულში ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს საბაჟო საზღვრის კვეთის (შემოსვლა-გასვლა) ფაქტი უფიქსირდება. შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე კანონმდებლობით დადგენილი ვადები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ----------------ის (პ/ნ --------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 10 მაისს მომჩივანის მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით შემოყვანილი უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების (მისაბმელი) ზოგადი დეკლარირება, რა დროსაც დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენის ვადად მას განესაზღვრა 2024 წლის 8 აგვისტო.
მონაცემთა ბაზებში რეგისტრირებული მონაცემების შესწავლით დადგინდა, რომ საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და არც მის შემდგომ პერიოდში მომჩივანის მიერ არ განხორციელებულა სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევა.
გამოვლენილ საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოში 2025 წლის 21 იანვარს შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს პასუხისმგებლობა დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად და სანქციის სახით შეეფარდა 1000 ლარიანი ჯარიმა. მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით გაგზავნილ სადავო აქტს ადრესატი გაეცნო 2025 წლის 18 აგვისტოს და ჩაითვალა ჩაბარებულად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(1); 165;