ბრძანება N 10934

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 28.05.2025
№ დოკუმენტი 10934
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 10934

28 მაისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------------------ის“ (ს/ნ ---------------)

(მის.: --------------------------------------------,კომერციული ფართი ---------------------)

2025 წლის 10 მაისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 22 მაისის სხდომაზე (ოქმი №42) განიხილა შპს „-------------------ის“ (ს/ნ ---------------) 2025 წლის 10 მაისის №95623/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 აპრილის №081-72 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საქვეანგარიშო თანხების ოდენობას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. განმარტავს, რომ არ არის გათვალისწინებული ანგარიშვალდებული პირის, დირექტორის, მიერ 2023 წლის 16 თებერვალს ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე დაბრუნებული 14 000 ლარი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 თებერვლის №2219 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------------------ის“ (ს/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 28 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 11 აპრილის №6934 ბრძანება და ამავე თარიღის №081-72 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 30 358 ლარი, მათ შორის, გადასახადი 16 474 ლარი, ჯარიმა 8 237 ლარი, საურავი 5 647 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

საწამოს საქმიანობის სახეა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაქირავება. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საიჯარო ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს სხვადასხვა საწარმოსთან, რომლებიც იჯარით აღებულ ფართში ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას (------).საწარმოს საბანკო ამონაწერების შესწავლისას გაირკვა, რომ საბანკო ანგარიშიდან გატანილია თანხები საქვეანგარიშო დანიშნულებით. გადამხდელის დოკუმენტური შეძენების ანალიზით კი არ ფიქსირდება აღნიშნული თანხების გახარჯვის შესაბამისი დოკუმენტური დადასტურება. საწარმოსაგან ვერ იქნა განმარტება მიღებული აღნიშნული თანხების მიზნობრიობისა და კვალიფიკაციის შესახებ.

შემოწმებით აღნიშნული თანხები ჩაითვალა საქვენაგარიშოდ, პასუხისმგებელი პირის, მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლიდ თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საქვეანგარიშო თანხების ოდენობას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. განმარტავს, რომ არ არის გათვალისწინებული ანგარიშვალდებული პირის, დირექტორის, მიერ 2023 წლის 16 თებერვალს საწარმოს საბანკო ანგარიშზე დაბრუნებული 14 000 ლარი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს დირექტორის მიერ საწარმოს საბანკო ანგარიშზე შეტანილი თანხები და შესწავლის შედეგად თუ დადასტურდება დირექტორის მიერ შესამოწმებელ პერიოდში თანხის უკან დაბრუნების ფაქტი, აღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდეს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1.შპს „-------------------ის“ (ს/ნ ---------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებთ, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს დირექტორის მიერ საწარმოს საბანკო ანგარიშზე შეტანილი თანხები და შესწავლის შედეგად თუ დადასტურდება დირექტორის მიერ შესამოწმებელ პერიოდში თანხის უკან დაბრუნების ფაქტი, აღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდეს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საქვეანგარიშო თანხების ოდენობას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას გადახდის წყაროსთან.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №2219 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №6934 ბრძანება და №081-72 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 30 358 ლარი, მათ შორის, გადასახადი 16 474 ლარი, ჯარიმა 8 237 ლარი, საურავი 5 647 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საიჯარო ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს სხვადასხვა საწარმოსთან, რომლებიც იჯარით აღებულ ფართში ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას .

ამათსთან,საწარმოს საბანკო ამონაწერების შესწავლისას გაირკვა, რომ საბანკო ანგარიშიდან გატანილია თანხები საქვეანგარიშო დანიშნულებით. გადამხდელის დოკუმენტური შეძენების ანალიზით კი არ ფიქსირდება აღნიშნული თანხების გახარჯვის შესაბამისი დოკუმენტური დადასტურება. საწარმოსაგან ვერ იქნა განმარტება მიღებული აღნიშნული თანხების მიზნობრიობისა და კვალიფიკაციის შესახებ.

შემოწმებით აღნიშნული თანხები ჩაითვალა საქვენაგარიშოდ, პასუხისმგებელი პირის, მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს დირექტორის მიერ საწარმოს საბანკო ანგარიშზე შეტანილი თანხები და შესწავლის შედეგად თუ დადასტურდება დირექტორის მიერ შესამოწმებელ პერიოდში თანხის უკან დაბრუნების ფაქტი, აღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდეს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“.3 „ა“);