დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მთავრობის დადგენილება 14.12.2011
№ დოკუმენტი 473
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №473

2011 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 297-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამტკიცდეს დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტი.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური

დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტი

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგლამენტის მოქმედების სფერო

დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტი (შემდგომში – რეგლამენტი) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში არსებული საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველი ორგანოების სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საჩივრის განხილვისა და მომჩივნებთან ურთიერთობის წესს, აგრეთვე დავის განმხილველი ორგანოებისა და მათი აპარატების საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, ფუნქციებსა და ფუნქციონირების წესს.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 თებერვლის დადგენილება №124 – ვებგვერდი, 24.02.2020წ.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დავის განმხილველი ორგანო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – დავების განხილვის საბჭო);

ბ) მომჩივანი – პირი, რომელიც არ ეთანხმება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას და მას ასაჩივრებს დავის განმხილველ ორგანოში. ამასთან, ამ რეგლამენტის მიზნებისთვის, მომჩივნად ასევე ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც სადავო აქტით/აქტებით მოცულ პერიოდში/პერიოდებში ასრულებდა საწარმოს/ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობას და აღნიშნული აქტის/აქტების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ ამ საწარმოზე/ორგანიზაციაზე დამატებით დარიცხული თანხა 100 000 ლარს აღემატება და იწვევს აღნიშნული ფიზიკური პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას − მხოლოდ შესაბამის დავასთან მიმართებით.

შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ფიზიკურ პირზე, რომელიც ასაჩივრებს სადავო აქტს/აქტებს, თუ არსებობს იმავე აქტზე/აქტებზე საწარმოს/ორგანიზაციის მიმართ დავის განმხილველი ორგანოს/სასამართლოს გადაწყვეტილება ან/და იმავე აქტზე/აქტებზე დავის განმხილველ ორგანოში/ სასამართლოში მიმდინარეობს საწარმოს/ორგანიზაციის საჩივრის განხილვა;

გ) მოპასუხე – ორგანო, რომლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მომჩივანი. დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებით მოპასუხედ შეიძლება ჩართული იყოს ის ორგანო, რომელიც მონაწილეობდა სადავო გადაწყვეტილების გამოცემაში;

დ) წარმომადგენელი – პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილია წარადგინოს მომჩივანი ან მოპასუხე დავის განმხილველ ორგანოში;

ე) თავმჯდომარე – დავის განმხილველი ორგანოს ხელმძღვანელი;

ვ) სხდომის თავმჯდომარე – საბჭოს წევრი, რომელიც უძღვება საბჭოს სხდომას მიმდინარეობისას;

ზ) აპარატი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შექმნილი სტრუქტურული ქვედანაყოფი/სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოში შესული საჩივრების განსახილველად მომზადებას, მომჩივნებისთვის სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას და საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაფორმებას;

თ) შეტყობინება ხარვეზის შესახებ – აპარატის წერილობითი გზავნილი მომჩივნის მიმართ, რომელიც შეიცავს მონაცემებს საჩივარში აღმოჩენილი პროცედურული მოთხოვნების დარღვევების თაობაზე;

ი) მოსამზადებელი შეხვედრა – დავების განხილვის საბჭოს აპარატის მიერ საჩივართან დაკავშირებული გარემოებების დასაზუსტებლად დავის მხარეებთან გამართული მოსამზადებელი შეხვედრა.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 თებერვლის დადგენილება №124 – ვებგვერდი, 24.02.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 22 მარტის დადგენილება №140 – ვებგვერდი, 23.03.2022წ.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 აპრილის დადგენილება №151 - ვებგვერდი, 26.04.2024წ.

მუხლი 3. საგადასახადო/საბაჟო დავის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა

1. ნებისმიერ პირს უფლება აქვს გამოითხოვოს მის შესახებ დაცული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია დავის განმხილველი ორგანოდან.

2. დავის განმხილველი ორგანოდან მომჩივნის თანხმობის გარეშე მესამე პირისათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის გაცემა დაუშვებელია, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამ პუნქტის მიზნებისთვის მესამე პირად არ მიიჩნევა დავების განხილვის საბჭოს წევრი და აპარატის თანამშრომელი.

3. დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნება დასაშვებია მომჩივნის თანხმობით ან მომჩივნის იდენტიფიკაციის გამომრიცხავი ფორმით, ასევე ამ რეგლამენტის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

4. დაუშვებელია საბჭოს თათბირზე გამართული მსჯელობის შინაარსის ჩაწერა ნებისმიერი საშუალებით ან/და მისი გახმაურება.

5. საჩივრის თაობაზე დავების განხილვის საბჭოს აპარატის მიერ მომზადებულ რეკომენდაციაზე ვრცელდება აღმასრულებელი პრივილეგია.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 თებერვლის დადგენილება №124 – ვებგვერდი, 24.02.2020წ.

 

თავი II

დავის განმხილველი ორგანოები

 

მუხლი 4. შემოსავლების სამსახური

1. შემოსავლების სამსახური, როგორც დავის განმხილველი ორგანო, შედგება მისი ხელმძღვანელების, სათათბირო ორგანოსა და აპარატისაგან.

2. სათათბირო ორგანოს შემადგენლობას განსაზღვრავს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

 

მუხლი 5. დავების განხილვის საბჭოს სტრუქტურა

1. (ამოღებულია - 25.07.2012, №289).

2. დავების განხილვის საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივლისის დადგენილება №289 – ვებგვერდი, 27.07.2012წ.

 

მუხლი 6. დავის განმხილველი ორგანოს სხდომა

1. დავის განმხილველი ორგანოს სხდომა იმართება საჩივრების რაოდენობისა და მათი განხილვის ვადის გათვალისწინებით.

2. საბჭოს სხდომა დახურულია.

 

მუხლი 7. დავების განხილვის საბჭოს სიმბოლიკა

დავების განხილვის საბჭოს შესაძლებელია, ჰქონდეს დავების განხილვის საბჭოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული ბლანკი და ლოგო, ასევე ოფიციალური ვებგვერდი.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 თებერვლის დადგენილება №124 – ვებგვერდი, 24.02.2020წ.

 

მუხლი 8. დავების განხილვის საბჭოს წევრები

1. დავების განხილვის საბჭოს წევრთა შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. საჯარო მოსამსახურის დავების განხილვის საბჭოს წევრად დანიშვნა ხდება შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელის წარდგენის საფუძველზე.

3. პირი, რომელიც არ არის საჯარო მოსამსახურე, საბჭოს წევრად ინიშნება პირადი განცხადებისა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

მუხლი 9. დავის განმხილველი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის და შეჩერების საფუძვლები

1. დავის განმხილველი ორგანოს წევრის უფლებამოსილება წყდება:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით;

გ) თანამდებობრივი ცვლილების შემთხვევაში;

დ) მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევაში;

ე) გარდაცვალების შემთხვევაში.

2. დავის განმხილველი ორგანოს წევრის უფლებამოსილება ჩერდება მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში.

 

მუხლი 10. დავის განმხილველ ორგანოში წევრობასთან შეუთავსებელი საქმიანობა

1. დავის განმხილველი ორგანოს წევრს უფლება აქვს ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

2. დავის განმხილველი ორგანოს შემადგენლობაში მონაწილეობისათვის მის წევრებს ორგანოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაძლებელია მიეცეთ დანამატი, რომლის ოდენობას განსაზღვრავს შესაბამისად საქართველოს ფინანსთა მინისტრი და შემოსავლების სამსახურის უფროსი.

 

მუხლი 11. განსჯადობა

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო/საბაჟო დავა ორეტაპიანია და იწყება საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენით, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.

2. შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისათვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივლისის დადგენილება №289 – ვებგვერდი, 27.07.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 თებერვლის დადგენილება №124 – ვებგვერდი, 24.02.2020წ.

 

თავი III

დავის განმხილველი ორგანოს აპარატის შემადგენლობა, ფუნქცია და უფლებამოსილება

 

მუხლი 12. აპარატის შემადგენლობა

1. დავების განხილვის საბჭოს აპარატის ფუნქციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფს/სტრუქტურულ ერთეულს ანიჭებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

2. შემოსავლების სამსახურის დავის განმხილველი ორგანოს აპარატის ფუნქციას შემოსავლების სამსახურში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფს/სტრუქტურულ ერთეულს ანიჭებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

3. აპარატი შედგება აპარატის თანამშრომლებისა და მათი ხელმძღვანელებისაგან.

 

მუხლი 13. აპარატის ფუნქცია

1. დავების განხილვის საბჭოს აპარატი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად, დავის წარმოებასთან დაკავშირებით საბჭოს აღმოუჩენს მხარდაჭერას.

2. აპარატი პერიოდულად ამზადებს ანგარიშს, რომელშიც აისახება სტატისტიკური ინფორმაცია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.

3. აპარატის მიერ მომზადებული ანგარიში ქვეყნდება დავის განმხილველი ორგანოს ვებგვერდის ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამოყენებით.

 

თავი IV

საჩივრის განხილვა

 

მუხლი 14. საჩივრის რეგისტრაცია

საჩივარი, აპარატში წარდგენისას, რეგისტრირდება საჩივრების აღრიცხვისა და მართვის საინფორმაციო სისტემაში.

 

მუხლი 15. საჩივრის წარმოებაში მიღება

1. მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აპარატი ადგენს, შეიცავს თუ არა საჩივარი ხარვეზს.

2. იმ შემთხვევაში, თუ საჩივრის დასაშვებობა სადავოა, აპარატი ითხოვს დამატებით ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას.

21. იმ შემთხვევაში, თუ საჩივარში არ არის მითითებული კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მომჩივანი ამყარებს თავის მოთხოვნებს, დავის განმხილველი ორგანო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, მომჩივანს უდგენს ხარვეზს, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

3. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, საჩივრის განხილვა ჩერდება ხარვეზის შესახებ შეტყობინების გაგზავნის მომდევნო დღიდან ხარვეზის სრულად გამოსწორების მომდევნო დღემდე, ხოლო მომჩივანს მიეცემა საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად.

4. ხარვეზის გამოსასწორებლად ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოებები, რომელმაც შესაძლოა შეაფერხოს მომჩივნის მიერ ხარვეზის სრულად გამოსწორება.

5. ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადის გაგრძელება დასაშვებია მომჩივნის მოტივირებული შუამდგომლობით. შუამდგომლობა წარდგენილი უნდა იყოს განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.

6. ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელებაზე უარი საჩივრდება იმავე დავის განმხილველ ორგანოში, რომლის აპარატმაც მიიღო გადაწყვეტილება.

7. იმ შემთხვევაში, თუ ხარვეზის შესახებ შეტყობინების ჩაბარების ყველა შესაძლო მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა, აპარატი ატყობინებს დავის განმხილველ ორგანოს მომჩივნის მოძიების შეუძლებლობის შესახებ.

8. საჩივრის განხილვა განახლდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომჩივანი დადგენილ ვადაში სრულად გამოასწორებს აპარატის მიერ მითითებულ ხარვეზს.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 იანვრის დადგენილება №21 – ვებგვერდი, 21.01.2022წ.

 

მუხლი 16. საჩივრის მომზადება განსახილველად

1. იმ შემთხვევაში, თუ საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ პროცედურულ მოთხოვნებს, იგი მიიჩნევა დასაშვებად, რის შემდეგაც აპარატი ამზადებს ინფორმაციას საჩივრის შესახებ და წარუდგენს მას დავების განმხილველ ორგანოს.

2. დავის განმხილველი ორგანოსათვის მომზადებულ ინფორმაციაში უნდა აისახოს შემდეგი მონაცემები:

ა) მომჩივნის დასახელება და მისი საიდენტიფიკაციო ან პირადი ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ბ) საგადასახადო/საბაჟო ორგანოს გასაჩივრებული გადაწყვეტი-ლების რეკვიზიტები;

გ) საჩივრის რეგისტრაციის თარიღი;

დ) დავის საგანი;

ე) სადავო თანხა;

ვ) საჩივრის არსებითად განხილვის შემაფერხებელი გარემოება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ზ) ფაქტების აღწერა;

თ) მომჩივნის არგუმენტაცია;

ი) მოპასუხე ორგანოს არგუმენტაცია;

კ) დავების განხილვის საბჭოს აპარატის შემთხვევაში, რეკომენდაცია გადაწყვეტილების თაობაზე.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 თებერვლის დადგენილება №124 – ვებგვერდი, 24.02.2020წ.

 

მუხლი 17. მოსამზადებელი შეხვედრა

დავების განხილვის საბჭოს აპარატს უფლება აქვს თავისი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით დავის მხარეებთან ჩაატაროს მოსამზადებელი შეხვედრა საჩივართან დაკავშირებული გარემოებების დასაზუსტებლად.

 

მუხლი 18. საჩივრის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა

1. თუ საქმის შესწავლისას აპარატი გამოავლენს, რომ დავის განმხილველი ორგანოსათვის საჩივრის გადასაწყვეტად საჭიროა ისეთი ინფორმაციის ან მტკიცებულებების გაცნობა, რომელიც საქმეში არ მოიპოვება, ის უფლებამოსილია, მომჩივნისა და მოპასუხე ორგანოსაგან წერილობით გამოითხოვოს იგი, რა დროსაც ჩერდება საჩივრის განხილვა.

2. მოპასუხე ორგანოში დაცული ინფორმაცია და დოკუმენტაცია მომჩივნის თაობაზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს დავის განმხილველი ორგანოსა და მისი აპარატისათვის.

3. აპარატი უფლებამოსილია, სამსახურებრივი საჭიროებისთვის:

ა) ადმინისტრაციული ორგანოსაგან გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) განმარტების/დასკვნის მისაღებად მიმართოს ექსპერტს, სპეციალისტს, სამეცნიერო დაწესებულებას ან/და საგანმანათლებლო დაწესებულებას.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №467 – ვებგვერდი, 30.09.2019წ.

 

მუხლი 19. მომჩივნის ინფორმირება ზეპირი განხილვის ჩანიშვნის თაობაზე

საჩივრის ზეპირი განხილვის თაობაზე სხდომის ჩატარების შესახებ არანაკლებ წინა დღისა ეცნობება მომჩივანს აპარატის ხელთ არსებული ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით. დადგენილი წესით მიწვეულ მხარეთა და დაინტერესებულ პირთა საბჭოს სხდომაზე გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 აპრილის დადგენილება №151 - ვებგვერდი, 26.04.2024წ.

 

მუხლი 20. ზეპირი განხილვა

1. ზეპირ განხილვაზე განსახილველ საკითხთა რაოდენობასა და თანმიმდევრობას განსაზღვრავს აპარატი, დავის განმხილველი ორგანოს წინადადებების გათვალისწინებით.

2. ზეპირი განხილვის სხდომა დახურულია. დავების განხილვის საბჭოს სხდომას შესაძლებელია, დაესწროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი, ხოლო საბჭოსა და მხარეთა თანხმობით – გარეშე პირი.

3. საჩივრის ზეპირი განხილვა იწყება აპარატის შესაბამისი თანამშრომლის მოხსენებით, რომლითაც თანამშრომელი აცნობს საბჭოს წევრებს საჩივრის შინაარსს. საჩივრის გაცნობის შემდეგ მომჩივანსა და მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელს ეძლევათ დრო საკუთარი არგუმენტაციის წარსადგენად.

31. საბჭოსთვის არგუმენტაციის წარდგენის ძირითადი მიზანია წერილობით წარდგენილი მასალებიდან განსხვავებული, მათი შემავსებელი ინფორმაციის/მოსაზრებების მიწოდება.

32. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს განუსაზღვროს გონივრული დრო ზეპირი არგუმენტაციის/ დასკვნითი სიტყვის წარსადგენად.

33. საბჭო უფლებამოსილია, არ მოისმინოს ერთხელ უკვე მიწოდებული (წერილობით ან ზეპირი ფორმით) ინფორმაცია.

4. დავის განმხილველი ორგანოს წევრებს უფლება აქვთ შეკითხვით მიმართონ მომჩივანსა და მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლებს.

5. ზეპირ განხილვაზე მყოფი პირები ვალდებულნი არიან, დაემორჩილონ სხდომის თავმჯდომარის მითითებებს, დაიცვან წესრიგი, არ გააკეთონ რეპლიკები ან სხვაგვარად არ შეუშალონ ხელი სხდომის ნორმალურ მიმდინარეობას. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, დაატოვებინოს სხდომა წესრიგის დამრღვევს.

6. დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ/ზეპირი მოსმენა გამართონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 თებერვლის დადგენილება №124 – ვებგვერდი, 24.02.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივნისის დადგენილება №347 – ვებგვერდი, 03.06.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 აპრილის დადგენილება №151 - ვებგვერდი, 26.04.2024წ.

 

მუხლი 201. დისტანციური სხდომა

1. დისტანციური სხდომა მიმდინარეობს ტექნიკური საშუალების გამოყენებით, რომელიც საქმის განხილვის მონაწილეებს აძლევს ერთმანეთთან აუდიო- და ვიდეოკომუნიკაციის რეალურ დროში დამყარების შესაძლებლობას.

2. თუ საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულება, რომლის სრულფასოვანი გამოკვლევა მოითხოვს მის ფიზიკურ დათვალიერებას/ადგილზე შესწავლას, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას დისტანციური სხდომის გადადების თაობაზე. დისტანციური სხდომა შეიძლება, გაგრძელდეს მას შემდეგ, რაც მხარე(ებ)ს მიეცემათ შესაბამისი მტკიცებულების დათვალიერების გაცნობის შესაძლებლობა. ეს წესი არ გამოიყენება, თუ მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტს/გარემოებას, რომლის დასადასტურებლადაც შესაბამისი მტკიცებულება არის წარმოდგენილი ან/და შესაბამისი ფაქტი/გარემოება არ საჭიროებს მტკიცებას.

3. დისტანციურ სხდომაზე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამოკვლევა დაუშვებელია.

4. თუ სხდომის მიმდინარეობისას გამოვლინდა ტექნიკური ხარვეზი, რაც ხელს უშლის სხდომის ჩატარებას, სხდომის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას ტექნიკური შესვენების გამოცხადების/საბჭოს სხდომის არაუმეტეს 30 დღით გადადების თაობაზე.

5. დისტანციური სხდომის მიმდინარეობისას გამოიყენება ამ რეგლამენტით დადგენილი ზოგადი წესები, სხდომის დისტანციურობის თავისებურებების გათვალისწინებით.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 აპრილის დადგენილება №151 - ვებგვერდი, 26.04.2024წ.

 

მუხლი 21. სხდომის თავმჯდომარე ზეპირი განხილვისას

1. ზეპირი განხილვისას სხდომას თავმჯდომარეობს დავის განმხილველი ორგანოს წევრი შემდეგი პრიორიტეტულობით:

ა) დავის განმხილველი ორგანოს ხელმძღვანელი (თავმჯდომარე);

ბ) დავის განმხილველი ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილე (თავმჯდომარის მოადგილე);

გ) დავის განმხილველი ორგანოს ხელმძღვანელის (თავჯდომარე) მიერ განსაზღვრული, დავის განმხილველი ორგანოს წევრი;

დ) დავის განმხილველი ორგანოს წევრთა მიერ არჩეული პირი.

2. დავის განმხილველი ორგანოს წევრთა მიერ არჩეული სხდომის თავმჯდომარის უფლებამოსილება შემოიფარგლება იმ სხდომით, რომელზეც იგი აირჩიეს.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 აგვისტოს დადგენილება №467 – ვებგვერდი, 06.08.2014წ.

 

მუხლი 22. მხარეთა წარმომადგენლობა

1. ზეპირი განხილვისას მომჩივანი უფლებამოსილია წარმოდგენილი იყოს როგორც პირადად, ისე საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად დანიშნული უფლებამოსილი წარმომადგენლის საშუალებით.

2. მოპასუხე მხარედ გამოდის იმ ორგანოს წარმომადგენელი, რომელმაც მიიღო სადავო გადაწყვეტილება.

 

მუხლი 23. სხდომაზე დამსწრე პირთა გამოცხადების დამოწმება

1. საჩივრის ზეპირი განხილვისას აპარატის თანამშრომელი უზრუნველყოფს მომჩივნისა და მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლების გამოცხადების დამოწმებას. პირთა გამოცხადება აღინუსხება №6 დანართში მოცემული ფორმის შესაბამისად.

2. ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით დასწრების შემთხვევაში, დამსწრე პირთა ვინაობას ამოწმებს იმ ორგანოს თანამშრომელი, საიდანაც ხდება ჩართვა.

 

მუხლი 24. დავის განმხილველი ორგანოს სხდომის გახსნა და მიმდინარეობა

1. დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია დაიწყოს სხდომა, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.

11. თუ დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხი შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას/მინიჭებული აქვს შესაბამისი საიდუმლოობის გრიფი და დავების განხილვის საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტს არ აქვს დაშვება შესაბამისი საიდუმლოობის გრიფის სახელმწიფო საიდუმლოებასთან, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია, დაიწყოს სხდომა, თუ მას ესწრება შესაბამისი საიდუმლოობის გრიფის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მქონე არანაკლებ 5 (ხუთი) წევრისა.

2. სხდომის თავმჯდომარე სხდომას დახურულად აცხადებს, თუ მორიგი საჩივრის განხილვას ესწრება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ წევრთა რაოდენობაზე ნაკლები, ხოლო ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − იმავე პუნქტით განსაზღვრულ წევრთა რაოდენობაზე ნაკლები.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილება №68 – ვებგვერდი, 18.02.2021წ.

 

მუხლი 25. დავის განმხილველი ორგანოს წევრის აცილება

1. მომჩივანს უფლება აქვს მოტივირებული შუამდგომლობით მოითხოვოს დავის განმხილველი ორგანოს შემადგენლობიდან ნებისმიერი წევრის აცილება.

2. აცილების თაობაზე მომჩივნის შუამდგომლობას ერთპიროვნულად განიხილავს სხდომის თავმჯდომარე.

3. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, აცილებული წევრი არ ესწრება და არ მონაწილეობს სხდომის იმ ნაწილში, რომელიც შუამდგომლობის დამყენებელი პირის საჩივარს შეეხება.

4. დავის განმხილველი ორგანოს წევრი არ შეიძლება მონაწილეობდეს საჩივრის განხილვაში, თუ იგი:

ა) საქმეში დაინტერესებული მხარეა;

ბ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;

გ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია;

დ) არის/იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით;

ე) შრომით ურთიერთობაშია მომჩივანთან;

ვ) თავად ან თავისი ნათესავი ფლობს აქციებს ან კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომელიც წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს;

ზ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრია.

5. ამ რეგლამენტის მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლებიან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლით გათვალისწინებული პირები.

6. დავის განმხილველი ორგანოს წევრი ვალდებულია აცნობოს დავის განმხილველ ორგანოს აცილების საფუძვლების თაობაზე და მოითხოვოს თვითაცილება. თვითაცილების თაობაზე განცხადებას განიხილავს სხდომის თავმჯდომარე.

7. საჩივრის განხილვა ჩერდება იმ შემთხვევაში, თუ დავის განმხილველი ორგანოს წევრის აცილების შედეგად სხდომაზე არ რჩება წევრთა საკმარისი რაოდენობა.

 

მუხლი 26. სხდომის ოქმის წარმოება

1. საჩივრის ზეპირი განხილვისას აპარატის თანამშრომელი აწარმოებს ოქმს.

2. სხდომის ოქმში უნდა აისახოს შემდეგი მონაცემები:

ა) სხდომის ჩატარების ადგილი და თარიღი;

ბ) სხდომაზე დამსწრე პირთა ვინაობა;

გ) განსახილველ საკითხთა ჩამონათვალი;

დ) საჩივრის ფარგლებში განსახილველი დავის საგნები;

ე) მიღებული გადაწყვეტილება;

ვ) გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ვინაობა.

3. სხდომის ოქმს ხელს აწერენ დავის განმხილველი ორგანოს სხდომაზე დამსწრე წევრები და აპარატის თანამშრომლები, რომლებიც აწარმოებენ ოქმს.

 

მუხლი 27. ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევა

1. დავის განმხილველ ორგანოს იმ საკითხების შესაფასებლად, რომლებიც მოითხოვს სპეციალურ ცოდნას, უფლება აქვს, ზეპირ განხილვაზე მიიწვიოს ექსპერტი/სპეციალისტი.

2. მომჩივანს უფლება აქვს, მოტივირებული შუამდგომლობით მოითხოვოს ექსპერტის/სპეციალისტის აცილება.

3. დაინტერესებული მხარე ექსპერტად/სპეციალისტად არ დაიშვება.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 თებერვლის დადგენილება №124 – ვებგვერდი, 24.02.2020წ.

 

მუხლი 28. მტკიცებულებათა დასაშვებობა

1. დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, არ მიიღოს ისეთი წერილობითი მტკიცებულება, რომელიც მომჩივნის მიზეზით არ იქნა წარდგენილი საგადასახადო/საბაჟო ორგანოსათვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებამდე. ამასთანავე, დავების განხილვის საბჭოს უფლება აქვს, არ მიიღოს ისეთი წერილობითი მტკიცებულება, რომელიც მომჩივნის მიზეზით არ იქნა წარდგენილი შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას.

2. მომჩივანს ან/და მოპასუხე ორგანოს დავის წარმოებისას არა აქვს უფლება ეჭვქვეშ დააყენოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელზეც მანამდე წერილობით ან ქმედებით გამოხატა თანხმობა.

3. ერთსა და იმავე საკითხზე სხვადასხვა ექსპერტიზის შედეგების წარდგენის შემთხვევაში, დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია იხელმძღვანელოს მხოლოდ იმ ექსპერტიზის შედეგით, რომელიც მეტი სიზუსტით ასახავს საჩივრის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 თებერვლის დადგენილება №124 – ვებგვერდი, 24.02.2020წ.

 

მუხლი 281. საჩივრის განხილვის შეჩერების საფუძვლები

1. საჩივრის განხილვის შეჩერების საფუძვლებია:

ა) მომჩივნის მიერ წარდგენილ საჩივარზე, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი შეტყობინების გაგზავნა;

ბ) დავის განმხილველი ორგანოსათვის საჩივრის გადასაწყვეტად საჭირო ინფორმაციის ან მტკიცებულებების/დოკუმენტაციის, მომჩივნის ან/და მოპასუხე ორგანოდან წერილობით გამოთხოვა;

გ) მხარის მოტივირებული შუამდგომლობა დამატებითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის მოსაპოვებლად;

დ) ამ რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა;

ე) ამ რეგლამენტის 201 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა;

ვ) დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრთა არასაკმარისი რაოდენობით შეკრება (კვორუმის არარსებობა);

ზ) დისტანციურ სხდომაზე ტექნიკური ხარვეზის გამოვლენა, რაც ხელს უშლის სხდომის ჩატარებას.

2. თუ დავის განმხილველი ორგანოს/აპარატის დავალების შესრულება დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება, ამის შესახებ გონივრულ ვადაში უნდა ეცნობოს დავის განმხილველ ორგანოს.

3. დამატებითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის მოპოვების საფუძვლით საჩივრის განხილვის შეჩერების საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 45 დღეს.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 აპრილის დადგენილება №151 - ვებგვერდი, 26.04.2024წ.

 

მუხლი 29. განხილვის შეჩერება

1. დამატებითი ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოების დადგენის მიზნით საჩივრის განხილვის შეჩერებისას დავის განმხილველი ორგანო წარუდგენს კითხვარს შესაბამის მხარეს ან მესამე პირს.

2. საჩივრის განხილვის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში აისახება განხილვის შეჩერების მიზეზები.

3. მხარეებისაგან ან მესამე პირისაგან ინფორმაციის მოთხოვნისას გადაწყვეტილებაში მაქსიმალური სიზუსტით აისახება მოთხოვნილი ინფორმაციის შინაარსი ან/და საჭირო მტკიცებულებათა სახეობა.

4. დავის ფარგლებში მომჩივნის მიმართ ახალი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის საფუძვლების აღმოჩენის მიუხედავად, დავის განმხილველი ორგანო მსჯელობს მხოლოდ გასაჩივრებული საგადასახადო ვალდებულების ფარგლებში. დავის ფარგლებში დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება, გარდა საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევისა, არ დაიშვება.

 

მუხლი 30. განხილვის შეჩერება კვორუმის არარსებობის გამო

1. დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრთა არასაკმარისი რაოდენობის შეკრების შემთხვევაში, საბჭოს აპარატი წერილობით ატყობინებს საგადასახადო/საბაჟო დავაში ჩართულ პირებს განხილვის შეჩერების მიზეზისა და ვადის თაობაზე.

2. დავების განხილვის საბჭოს სხდომის ჩაუტარებლობის შემთხვევაში, საბჭოს თავმჯდომარეს ან მის მოადგილეს, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრს, უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნულ საბჭოს სხდომაზე განსახილველი საჩივრის განხილვის არაუმეტეს 30 დღით შეჩერების თაობაზე, რის შესახებაც ეცნობება მომჩივანს.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 თებერვლის დადგენილება №124 – ვებგვერდი, 24.02.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 აპრილის დადგენილება №151 - ვებგვერდი, 26.04.2024წ.

 

მუხლი 31. საჩივრების გაერთიანება და გამოყოფა

1. მომჩივნის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე ან დავის განმხილველი ორგანოს ინიციატივით, დასაშვებია ერთი და იმავე პირის მიერ წარდგენილი სხვადასხვა საჩივრის გაერთიანება, თუ ასეთ გაერთიანებას შედეგად მოჰყვება დავის უფრო სწრაფად და სწორად განხილვა.

2. საჩივრების გაერთიანების შემთხვევაში, საჩივრის განხილვის ვადად მიიჩნევა ის პერიოდი, რომელიც გამოყოფილია პირველად რეგისტრირებული საჩივრის განსახილველად.

3. რამდენიმე პირის მიერ გაერთიანებული ფორმით წარდგენილი საჩივრის მიღებისას, დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია ცალკე წარმოებად გამოყოს თითოეული მომჩივნის საჩივარი.

 

მუხლი 32. გადაწყვეტილების მიღება

1. დავის განმხილველი ორგანო საჩივრის განხილვისას გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით. ხმათა გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობს სხდომის თავმჯდომარე.

2. დაუშვებელია სხდომაზე დამსწრე წევრის მიერ ხმის მიცემისაგან თავის შეკავება.

3. იმ წევრს, რომელიც არ ეთანხმება დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით გამოხატოს განსხვავებული აზრი. განსხვავებული აზრის შემცველი დოკუმენტი წარმოადგენს დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების ნაწილს, თუმცა არ გააჩნია სავალდებულო ძალა.

4. დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

მუხლი 33. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის უკან დაბრუნება ხელახლა განსახილველად

1. დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ:

ა) შემოსავლების სამსახურმა არამართლზომიერად დატოვა საჩივარი განუხილველად;

ბ) შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დავების განხილვის საბჭოს შეუძლია, არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 თებერვლის დადგენილება №124 – ვებგვერდი, 24.02.2020წ.

 

მუხლი 34. საკანონმდებლო ცვლილების საკითხის ინიცირება

იმ შემთხვევაში, თუ დავის განმხილველი ორგანო მიიჩნევს, რომ საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობის რომელიმე ნორმა სხვადასხვაგვარი განმარტების საშუალებას იძლევა, იგი ავალებს თავის აპარატს, უზრუნველყოს შესაბამისი ორგანოს წერილობითი ინფორმირება აღმოჩენილი ბუნდოვანი საკანონმდებლო ჩანაწერის თაობაზე.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 თებერვლის დადგენილება №124 – ვებგვერდი, 24.02.2020წ.

 

მუხლი 35. გადაწყვეტილების გამოცხადება

1. დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, როგორც წესი, ცხადდება მისი მიღებისთანავე.

2. დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს მიღებული გადაწყვეტილება, ზეპირი გამოცხადების გარეშე, მომჩივანს წერილობით აცნობოს.

 

მუხლი 36. დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების გამოცხადება

1. საბჭოს უფლება აქვს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მომჩივნის თანხმობით გამოაცხადოს საჯაროდ.

2. საბჭოს გადაწყვეტილებას აცხადებს საბჭოს აპარატი.

 

მუხლი 37. გადაწყვეტილების გაფორმება

1. აპარატი უზრუნველყოფს დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაფორმებას.

2. გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს:

ა) დავის განმხილველი ორგანოს დასახელება;

ბ) გადაწყვეტილების მიმღები პირების დასახელება/სახელი და გვარი;

გ) მომჩივნის დასახელება;

დ) მოპასუხის დასახელება;

ე) საჩივრის რეგისტრაციის თარიღი;

ვ) საჩივრის უნიკალური ნომერი;

ზ) გადაწყვეტილების მიღების თარიღი;

თ) სადავო თანხა (თუ ეს შესაძლებელია საქმეში არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით);

ი) საჩივართან დაკავშირებული პროცედურული გარემოებები;

კ) ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც უკავშირდება დავის საგანს;

ლ) მომჩივნისა და მოპასუხის არგუმენტები; დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შემთხვევაში – შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი;

მ) დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, სადაც უნდა იყოს მითითებული გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები;

ნ) სარეზოლუციო ნაწილი;

ო) გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 თებერვლის დადგენილება №124 – ვებგვერდი, 24.02.2020წ.

 

მუხლი 38. გადაწყვეტილების ხელმოწერა

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებას ხელს აწერს პირი, რომელიც თავმჯდომარეობდა სხდომას. თუ ეს შეუძლებელია ამ პირის მივლინების, უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის გამო, გადაწყვეტილებას ხელს აწერს დავების განხილვის საბჭოს წევრი – აპარატის უფროსი, ხოლო შემოსავლების სამსახურის შემთხვევაში – შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირი.

 

მუხლი 39. გადაწყვეტილების გაგზავნა და ჩაბარება

1. დავის განმხილველი ორგანოს შუალედური და საბოლოო გადაწყვეტილება ეგზავნება მხარეებს. საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია გადაწყვეტილების გაგზავნა მესამე პირისათვის, საგადასახადო/საბაჟო საიდუმლოების დაცვით.

2. მომჩივანს დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ეგზავნება მატერიალური ან ელექტრონული ფორმით მისი ხელმოწერიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. გადაწყვეტილების მატერიალური ფორმით გაგზავნისას, მომჩივანს ეგზავნება დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი, ხოლო გადაწყვეტილების ელექტრონული ფორმით გაგზავნისას, მომჩივანს დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ეგზავნება შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) გამოყენებით – ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე.

4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების საჯაროდ გავრცელება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე მისი განთავსებით. დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების საჯაროდ გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დავის განმხილველი ორგანო.

5. დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ჩაბარებულად მიიჩნევა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტის გაგზავნის/წარდგენის ფორმის შესაბამისი გარემოების/მომენტის დადგომიდან.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 იანვრის დადგენილება №48 – ვებგვერდი, 24.01.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 თებერვლის დადგენილება №124 – ვებგვერდი, 24.02.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 აპრილის დადგენილება №151 - ვებგვერდი, 26.04.2024წ.

 

მუხლი 40. შეცდომის გასწორება

დავის განმხილველ ორგანოს საკუთარი ინიციატივით, ან ერთ-ერთი მხარის მოტივირებული განცხადების საფუძველზე უფლება აქვს გაასწოროს გადაწყვეტილებაში არსებული უზუსტობა.

 

მუხლი 41. გადაწყვეტილების განმარტება

1. დავის განმხილველი ორგანო მხარის შუამდგომლობის საფუძველზე წერილობით განმარტებას უგზავნის მოპასუხესა და მომჩივანს.

2. განმარტებაში უნდა აისახოს გადაწყვეტილების სადავო ნაწილი, დასმული შეკითხვა და დავის განმხილველი ორგანოს განმარტება.

3. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება არ საჭიროებს განმარტებას, დავის განმხილველი ორგანო ამის შესახებ აცნობებს განმარტების მომთხოვნ პირს.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 თებერვლის დადგენილება №124 – ვებგვერდი, 24.02.2020წ.

 

მუხლი 42. საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობაში აღმოჩენილი ნაკლოვანების შესახებ სათანადო ორგანოს ინფორმირება

1. დავის განმხილველი ორგანოს მიერ საქართველოს საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობაში აღმოჩენილი ნაკლოვანებების შესახებ აპარატი ატყობინებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სათანადო სტრუქტურულ ერთეულს.

2. ინფორმაცია საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობაში აღმოჩენილი ნაკლოვანების შესახებ იგზავნება დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაგზავნიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 თებერვლის დადგენილება №124 – ვებგვერდი, 24.02.2020წ.

 

თავი V

გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგი

 

მუხლი 43. განცხადების რეგისტრაცია

1. მომჩივანს უფლება აქვს ელექტრონული ან წერილობითი განცხადებით შეატყობინოს დავის განმხილველი ორგანოს მიერ მის მიმართ გამოცემული გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების თაობაზე.

2. გადაწყვეტილების აღუსრულებლობასთან დაკავშირებული განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა დავის განმხილველი ორგანოს აპარატი გამოითხოვს დასკვნას საგადასახადო/საბაჟო ორგანოდან აღსრულების შემაფერხებელი გარემოებების შესახებ და წარუდგენს მას დავის განმხილველ ორგანოს.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 თებერვლის დადგენილება №124 – ვებგვერდი, 24.02.2020წ.

 

მუხლი 44. განცხადების განხილვის ვადა

განცხადების განხილვა ხდება იმავე ვადებში, რაც გამოყოფილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განსახილველად.

 

მუხლი 45. გადაწყვეტილების მიღება

1. გადაწყვეტილების აღუსრულებლობის მიზეზების შესახებ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას აღსრულებისათვის საჭირო მექანიზმების გამოყენების შესახებ.

2. აღუსრულებლობის მიზეზების შეფასებისას დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში, გადაწყვეტილებაში აღინიშნება ორგანო, რომელსაც უნდა ეცნობოს აღმოჩენილი დარღვევის თაობაზე.

 

მუხლი 46. გადაწყვეტილების გაგზავნა

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება დავის მხარეებს.

 

თავი VI

მზა ფორმები

 

მუხლი 47. მზა ფორმების გამოყენება

1. დავის წარმოებისას გამოიყენება დანართებში მითითებული ფორმები.

2. დანართებში მითითებული ფორმების გამოყენება მომჩივნებისათვის არ არის სავალდებულო ხასიათის.

 

დანართი №1 – საჩივრის ფორმა :

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 თებერვლის დადგენილება №124 – ვებგვერდი, 24.02.2020წ.

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1675244482251 {null margin: 0 auto !important; }საჩივარი №

 

შემსრულებელი

 

ივსება აპარატის თანამშრომლის მიერ

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემა

საჩივარი

(საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299‑ე მუხლის შესაბამისად)

 

ეს საჩივარი არის ოფიციალური იურიდიული დოკუმენტი და შესაძლოა, გავლენა იქონიოს თქვენს უფლებებსა და მოვალეობებზე

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1675244482254 {width:495.0pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }1.მომჩივანი

 

2.დავის განმხილველი ორგანო[1]

ა) შემოსავლების სამსახური

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო

 

3.საიდენტიფიკაციო ან პირადი ნომერი

 

4.ოფიციალური მისამართი

 

5.ფაქტობრივი მისამართი (თუ იგი განსხვავდება ოფიციალური მისამართისაგან)

 

6.ტელეფონი

 

7.მობ. ტელეფონ(ებ)ი[2]

 

8.ფაქსი/ელფოსტა

 

9.წარმომადგენელი

 

10.წარმომადგენლის მისამართი

 

11.წარმომადგენლის (მობილური) ტელეფონი

 

12.მოპასუხე საგადასახადო/საბაჟო ორგანო

 

13.გასაჩივრებული გადაწყვეტილების რეკვიზიტები

 

ა) გამოცემის თარიღი

ბ) დოკუმენტის ნომერი

გ) ჩაბარების თარიღი

 

დ) სათაური

 

14.სხვა გასაჩივრებული დოკუმენტების ჩამონათვალი

(მიუთითეთ თითოეული დოკუმენტის რეკვიზიტი, რომლის ნაწილობრივ/სრულ გაუქმებასაც ითხოვთ დავის განმხილველი ორგანოსაგან)

 

15.სადავო თანხა

სულ

 

მათ შორის:

 

16. ფაქტების აღწერა

(ქრონოლოგიურად აღწერეთ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც უკავშირდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებას)[3] .

17. თქვენი არგუმენტები

(მიუთითეთ, თუ რა საფუძვლით მიაჩნია მომჩივანს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღება არამართლზომიერად. დასაბუთებისას უნდა მიეთითოს საქართველოს კანონმდებლობისა და სხვა ნორმატიულ აქტებში არსებული დებულებები, რომლებიც თქვენი პოზიციის მართებულობაზე მეტყველებს)[4].

18. თქვენი მოთხოვნა

(მიუთითეთ მომჩივნის მოთხოვნა (მაგ.: „საგადასახადო მოთხოვნის“ სრულად/ნაწილობრივ გაუქმება; შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების სრულად/ნაწილობრივ გაუქმება და ა.შ.).

19. თქვენს საჩივარზე დართული მტკიცებულებების ჩამონათვალი

(მიუთითეთ საჩივარზე დართული თითოეული დოკუმენტის დასახელება).

20. დადასტურება.

p თანახმა ვარ, რომ დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს საჯაროდ;

p ვადასტურებ, რომ წინამდებარე საჩივრის ფორმით მოწოდებული ყველა ცნობა ნამდვილია.

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1675244482257 {width:495.0pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }ა) საჩივრის შევსებული ფურცლების საერთო რაოდენობა

 

ბ) ადგილი

 

გ) თარიღი

 

მომჩივნის/უფლებამოსილი პირის ხელმოწერა:

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

დანართი №2 – საჩივარზე ნაწილობრივ/სრულად უარის თქმა

 

შემოსავლების სამსახურს/საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს (გაესვას ხაზი)

-------------------------------------------------------------------------------------------------------

მომჩივნის (მომჩივნის წარმომადგენლის) სახელი, გვარი (დასახელება), პირადი ნომერი

 

განცხადება

 

თქვენს წარმოებაშია –––––––––––––––––––––––––––– (სნ) –––––––––––––––––– საჩივარი

(მომჩივნის დასახელება) (საიდენტიფიკაციო ნომერი)

 

რომელზედაც უარს ვაცხადებ სრულად/ ნაწილობრივ, მხოლოდ შემდეგ საკითხებზე

(გაესვას ხაზი)

_____________________________________________________________________

_____________________________________________________________________

 

რასაც ვადასტურებ ხელმოწერით: ––––––––––––––––––––––––––

(ხელმოწერა)

თარიღი: ––– –––––––––––––––– 20 წ.

(დღე) (თვე) (წელი)

 

დანართი №3 – განმეორებით შემოწმებაზე თანხმობა

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივლისის დადგენილება №289 – ვებგვერდი, 27.07.2012წ.

 

მომჩივნის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის

თანხმობის ფორმა

 

მე, ქვემოთ ხელმომწერი პირი,__________________________________________________________________________________

(სახელი, გვარი, პირადი ნომერი)

 

თანახმა ვარ №_____________ საჩივარში წამოჭრილი სადავო საკითხის განმეორებით განხილვისა და შესწავლის უზრუნველსაყოფად, მოსამართლის ბრძანების გარეშე ჩატარდეს

 

მომჩივნის _______________________________________________________________________

(სახელწოდება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ან პირადი ნომერი)

 

საგადასახადო შემოწმება.

 

თარიღი: 20__ წლის _________________

 

ხელმოწერა: ________________________

 

დანართი №4 – ინფორმაციის გამოთხოვა

 

მომჩივნის –––––––––––––––––––––––

სნ –––––––––––––––––––––––

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ

გთხოვთ, გადმომცეთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში №– – – / – / – – საჩივრის შესახებ შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტაცია:

 

1. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

2. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

3. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

4. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

5. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

6. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

7. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

8. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

9. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

10. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

ინფორმაციის/დოკუმენტაციის გადმოცემის ფორმა (მონიშნეთ სასურველი ფორმა):

□ პირადად

□ ფოსტით შემდეგ მისამართზე: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

თარიღი: ––/––/––– (დღე, თვე, წელი) ხელმოწერა: –––––––––––––––

 

დანართი №5 – თანხმობა მესამე პირისათვის ინფორმაციის გადაცემის თაობაზე

 

თანხმობის ფორმა მესამე პირისათვის ინფორმაციის გადაცემის თაობაზე

 

მე, ქვემორე ხელმომწერი პირი,––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(სახელი, გვარი, პირადი ნომერი)

 

თანახმა ვარ №–––––––––––––– საჩივარში დაცული ინფორმაცია/დოკუმენტაცია

ა) სრულად

ბ) ნაწილობრივ –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

გადაეცეს

 

ა) ნებისმიერ პირს

ბ) შემდეგ პირს –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(ინფორმაციის/დოკუმენტაციის ადრესატის სახელწოდება)

 

თარიღი: 20 ––– წლის –––––––––––––––––––––––––––––––––

 

ხელმოწერა: ––––––––––––––––––––––––––––

 

დანართი №6

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 თებერვლის დადგენილება №124 – ვებგვერდი, 24.02.2020წ.

 

დავის განმხილველი ორგანო

საჩივრის ზეპირ განხილვაზე გამოცხადების რეესტრი

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1675244482271 {width:525.0pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }№

მომჩივანი

მომჩივნის წარმომადგენელი

ხელმოწერა

მოპასუხე

მოპასუხის წარმომადგენელი

ხელმოწერა

 

1

 

2

 

3

 

4

 

5

 

გვერდი ხელმოწერა

 

დანართი №7 – საქმეში არსებული მასალების ადგილზე გაცნობის ოქმი

 

№ ––––––––––––––– საჩივარზე

საქმის მასალების გაცნობის ოქმი

მომჩივანი–––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საიდენტიფიკაციო ნომერი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სახელი და გვარი–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

თარიღი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მასალების გაცნობის თარიღი და დრო –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საქმის მასალებს გავეცანი, მოთხოვნილი ასლები ჩავიბარე, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით

 

ხელმოწერა:

 

[1] აირჩიეთ ის ორგანო, რომელმაც გსურთ, რომ განიხილოს თქვენი საჩივარი.

[2] ამ ველში მითითებულ პირველ ნომერზე გამოგეგზავნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები თქვენი საჩივრის განხილვის მიმდინარეობის შესახებ.

[3] საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატებითი ფურცლები.

[4] საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატებითი ფურცლები.

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე