ბრძანება N 13595

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.06.2026
№ დოკუმენტი 13595
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13595

19 ივნისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“ (ს/ნ -----) (მის. ----- )

2026 წლის 25 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 11 და 18 ივნისის სხდომებზე (ოქმები N 50; N 53) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) 2026 წლის 25 მაისის N 102565/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 7 აპრილის N 083-13 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება იმპორტირებული საქონლის რეალიზებულად განხილვას და მასზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასის გავრცელებას. მომჩივანი განმარტავს, რომ საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენდა ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი და მისი ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. მიუთითებს, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში იმპორტირებული ჰქონდა კარტოფილი, მარწყვი, გარგარი და ალუბალი და აქედან დოკუმენტურად რეალიზებული ჰქონდა მხოლოდ კარტოფილი. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ სარეალიზაციოდ შემოტანილი მარწყვი, მისი შემოტანის წესების დარღვევის და მაცივრის ტემპერატურული ცვლილების შედეგად მთლიანად განადგურდა, შესაბამისად ის სარეალიზაციოდ არ გამოიყენებოდა და გადაყარა. რაც შეეხება, ალუბალს და გარგარს, მომჩივანი მიუთითებს, რომ პროდუქციის უხარისხობის გამო, საწარმომ ის ჩააბარა მიზერულ ფასად (2 ლარად), რის შედეგადაც კომპანიამ განიცადა მხოლოდ ზარალი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად, გადასახადის გადამხდელი საჩივარში მიუთითებს ფიზიკურ პირებზე, რომლებმაც პროდუქცია ჩაიბარეს 2 ლარად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს, დარიცხული გადასახადების გაუქმებას და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 -ე მუხლზე მითითებით, სადავო აქტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 23 თებერვლის N 4054 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 7 აპრილის N 7933 ბრძანება და ამავე თარიღის N 083-13 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 285 940 ლარი, მათ შორის, გადასახადი 169 683 ლარი, ჯარიმა 88 471 ლარი და საურავი 27 786 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

. შპს „-----“ (ს/ნ ----- ) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 3 იანვარს. ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2022 წლის 20 დეკემბრიდან. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს იმპორტირებული აქვს კარტოფილი, მარწყვი, გარგარი და ალუბალი. გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. დოკუმენტურად რეალიზებული აქვს მხოლოდ კარტოფილი. შესაბამისად, შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დასაბეგრი ობიექტი განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, პერიოდის დასაწყისის სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების, შესყიდული სასაქონლო - მატერიალური მარაგების, დოკუმენტური რეალიზაციისა და საბოლოო სასაქონლო - მატერიალური მარაგების გათვალისწინებით, დაკორექტირდა/გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა პერიოდების მიხედვით. კერძოდ, კარტოფილზე გამოყენებულ იქნა მისი დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასი, ხოლო რაც შეეხება მარწყვს, გარგარსა და ალუბალს, გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების დოკუმენტური ფასები პერიოდების მიხედვით. ამასთან, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის N 22708 ბრძანებით დამტკიცებული ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების N 5 დანართის საფუძველზე, შემოწმებით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი კორექტირებული ბრუნვის, გაწეული ხარჯების, ბიუჯეტში გადახდილი/დაბრუნებული თანხების მიხედვით, გამოვლინდა განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვლება შესაბამისი პერიოდის ბოლოს, საწარმოს დირექტორზე - ----- (პ/ნ ----- ) გაცემულ ხელფასად, რომელიც დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 49-ე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 159-ე მუხლის საფუძველზე და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი, ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს გაეზარდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს იმპორტირებული ჰქონდა კარტოფილი, მარწყვი, გარგარი და ალუბალი. გადასახადის გადამხდელს დოკუმენტურად რეალიზებული ჰქონდა მხოლოდ კარტოფილი. ამასთან, არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა.

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების დოკუმენტური ფასების გავრცელება განხორციელდა მართლზომიერად.

დამატებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ წერილობით ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა მარწყვის ფოტო/ვიდეო მასალა, რომლითაც არ იდენტიფიცირდებოდა არც გაფუჭებული მარწყვის ოდენობა და არც ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული ავტომანქანის ნომერი. რაც შეეხება გარგარს და ალუბალს, საჩივარში მითითებულია, რომ მათი რეალიზაცია განხორციელდა კონკრეტულ ფიზიკურ პირებზე 2 ლარად, თუმცა აუდიტის დეპარტამენტის წერილობითი განმარტებით, მითითებულ ფიზიკურ პირებს არ უფიქსირდებათ სამეწარმეო საქმიანობა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით ვერ დადასტურდა საჩივარში აღნიშნული გარემოება.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არც შემოწმების და მათ შორის არც დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს დარიცხული გადასახადების გაუქმებას და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 -ე მუხლზე მითითებით, სადავო აქტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლინდა საგადასახადო ვალდებულებები, რის საფუძველზეც შედგა შემოწმების აქტი, გამოიცა შესაბამისი ბრძანება და გადასახადის გადამხდელს დაეკისრა დამატებითი გადასახადი, ჯარიმა და საურავი.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 275; 101; 154; 73(5,,ა"); 73(9 ,,ბ"); 163(2); 164(1);.