ბრძანება N 22670

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 22.10.2024
№ დოკუმენტი 22670
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 22670

22 ოქტომბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 8 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 19 სექტემბერს და 3 ოქტომბერს გამართულ სხდომებზე (ოქმები №101 და №107) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №91318/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 ივლისის №002-141 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრას და განმარტავს, რომ მისი გამოთვლებით საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული დღგ-ის თანხა საჭიროებს გადაანგარიშებას/შემცირებას.

2. გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკურ პირებზე სესხად გაცემული თანხების შემოწმების მიერ მოგების გადასახადით დაბეგვრას და განმარტავს, რომ სესხები გაცემულია 3-4 დღის ვადით და ისინი ყველა დაბრუნებულია დროულად, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მეწარმე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას და განმარტავს, რომ აღნიშნული პირები შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულები იყვნენ ინდივიდუალურ მეწარმედ, ამდენად, მათ თავად ჰქონდათ საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება.

4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრული სალაროს ნაშთის ოდენობას და აღნიშნული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ შემოწმების მიერ სალაროს ნაშთის განსაზღვრისას არ არის გათვალისწინებული კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობისთვის გაწეული ხარჯები და დამფუძნებლის მიერ კომპანიაში შეტანილი თანხები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 დეკემბრის №31247 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 18 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 8 ივლისს გამოსცა №16127 ბრძანება და 9 ივლისს №002-141 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 378 162 ლარი, მათ შორის, გადასახადი 208 527 ლარი, ჯარიმა 112 547 ლარი და საურავი 57 088 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. შესამოწმებელ პერიოდში აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, დამკვეთებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებისა და საბანკო ამონაწერების ანალიზი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ დეკლარირება განხორციელებულია არასწორად, კერძოდ: გადასახადის გადამხდელს 2021 წლის ოქტომბრის თვეში შპს „-------“ (ს/ნ -------), რომელიც არის ურთიერთდამოკიდებული კომპანია, გაფორმებული აქვს, როგორც ნარდობის ხელშეკრულება, ასევე, მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით დასტურდება, რომ კომპანიას შესრულებული აქვს 146 532 ლარის ღირებულების სამუშაოები, რაც არ არის ასახული შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში. გადამხდელს ასევე ურთიერთდამოკიდებულ კომპანიასთან შპს „-------“ (ს/ნ -------) 2021 წლის 26 ოქტომბერს გაფორმებული აქვს ქვეხელშეკრულება და 2022 წლის იანვრის და თებერვლის თვეებში, მიღება-ჩაბარების აქტები გაწეულ მომსახურებაზე (სულ სამი მიღება-ჩაბარება) საერთო ღირებულებით 202 856 ლარი, რაც ასევე არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში. ამასთან, გადასახადის გადამხდელს მონაწილეობა მიღებული აქვს სახელმწიფო ტენდერებში, რაზეც შედგენილია შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები, რაც ასევე არასწორადაა დეკლარირებული. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შესამოწმებელ პერიოდში აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების ანალიზი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ კომპანიას ფიზიკურ პირებზე გაცემული აქვს სესხები, ამდენად, კომპანია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე ვალდებული იყო მოეხდინა გაცემულ სესხებზე მოგების გადასახადის დეკლარირება, რაც გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. შესამოწმებელ პერიოდში აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი ავტომანქანებისა და საოფისე ფართის იჯარის ხელშეკრულებების, ასევე საბანკო ამონაწერების ანალიზი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ კომპანიას გადასახადის გადამხდელის მოწმობის არ მქონე სხვადასხვა ფიზიკური პირებისთვის ანაზღაურებული აქვს, როგორც ავტო-მანქანის და საოფისე ფართის იჯარის, ასევე სხვადასხვა მომსახურების თანხები, რაც არ აქვს დეკლარირებული და დაბეგრილი კუთვნილი გადასახადით. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

4. შესამოწმებელ პერიოდში აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის ფულადი ნაკადების ანალიზი, კერძოდ, დასაბეგრი ბრუნვების შედეგად მიღებულ ფულად სახსრებს გამოაკლდა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების და მომსახურების ღირებულება, გადახდილი ხელფასები და განაცემები, გადახდილი გადასახადები, ასევე საბანკო ამონაწერის მიხედვით გადახდილი სხვადასხვა საპროცენტო თუ საკომისიო ხარჯები, ასევე მხედველობაში იქნა მიღებული ფულის ნაშთი საბანკო ანგარიშზე და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტება დებიტორული/კრედიტორული დავალიანების და ნაღდი ფულის ნაშთის შესახებ სალაროში, ხოლო ნაშთად დარჩენილი თანხა განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში მითითებულ პოზიციაზე, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არასწორად არის განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და მისი გამოთვლებით საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული დღგ-ის თანხა საჭიროებს გადაანგარიშებას/შემცირებას. ასევე, გადასახადის გადამხდელმა საქმის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები არ შესრულებულა.

ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმებსა და საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, მათ შორის საგამოძიებო ორგანოს მეშვეობით დაადგინოს სამეურნეო ოპერაციების განხორციელების რეალობის ფაქტი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში მითითებულ პოზიციაზე, რომ სესხები გაცემულია 3-4 დღის ვადით და ისინი ყველა დაბრუნებულია დროულად, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით.

ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმებსა და საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად,ა) გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში მითითებულ პოზიციაზე, რომ პირები, რომლებზე გადახდილი თანხების გამოც შემოწმების მიერ კომპანიაზე განხორციელდა საშემოსავლო გადასახადი დარიცხვა შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულები იყვნენ ინდივიდუალურ მეწარმეებად. ასევე, მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ სალაროს ნაშთის განსაზღვრისას არ არის გათვალისწინებული კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობისთვის გაწეული ხარჯები და დამფუძნებლის მიერ კომპანიაში შეტანილი თანხები.

ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმებსა და საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „ -------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, მათ შორის საგამოძიებო ორგანოს მეშვეობით დაადგინოს სამეურნეო ოპერაციების განხორციელების რეალობის ფაქტი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2; მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი არ ეთანხმება

1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრას

2. ფიზიკურ პირებზე სესხად გაცემული თანხების შემოწმების მიერ მოგების გადასახადით დაბეგვრას.

3. მეწარმე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

4. შემოწმების მიერ განსაზღვრული სალაროს ნაშთის ოდენობას და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შესამოწმებელ პერიოდში აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, დამკვეთებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებისა და საბანკო ამონაწერების ანალიზი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ დეკლარირება განხორციელებულია არასწორად.

2. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების ანალიზით დადგინდა, რომ კომპანიას ფიზიკურ პირებზე გაცემული აქვს სესხები, რაც არ აქვს დეკლარირებული და დაბეგრილი კუთვნილი გადასახადით.

3. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი ავტომანქანებისა და საოფისე ფართის იჯარის ხელშეკრულებების, ასევე საბანკო ამონაწერების ანალიზით დადგინდა, რომ კომპანიას გადასახადის გადამხდელის მოწმობის არ მქონე სხვადასხვა ფიზიკური პირებისთვის ანაზღაურებული აქვს, როგორც ავტო-მანქანის და საოფისე ფართის იჯარის, ასევე სხვადასხვა მომსახურების თანხები, რაც არ აქვს დეკლარირებული და დაბეგრილი კუთვნილი გადასახადით.

4. შესამოწმებელ პერიოდში აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის ფულადი ნაკადების ანალიზი. ნაშთად დარჩენილი თანხა განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ, მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივ ნორმებსა და საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, მათ შორის საგამოძიებო ორგანოს მეშვეობით დაადგინოს სამეურნეო ოპერაციების განხორციელების რეალობის ფაქტი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

მე-2; მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(3-ზ); 101; 154; 159;