ბრძანება N 17519

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 31.07.2026
№ დოკუმენტი 17519
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17519

31 ივლისი 2026

ბრძანება

შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

(მის.:„--------“)

2026 წლის 26 თებერვლის და 18 მარტის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 10 და 16 ივლისის სხდომებზე (ოქმები №61 და №63) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 30 ივნისის №27211/2/2026 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „--------“ (ს/ნ „--------“) 2026 წლის 26 თებერვლის №101056/1/2026 და 18 მარტის №677771 (რეგ. №43948/21) საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 3 თებერვლის №006-9 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

გადასახადი გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, ქვეკონტრაქტორებზე გადახდილი თანხების არაეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ხარჯად განხილვის საფუძველზე დამატებული ღირებულების და მოგების გადასახადების დარიცხვას. აცხადებს, რომ საჩივრებზე თანდართული მტკიცებულებებით დასტურდება შპს „N1“ და შპს „N2-საგან“ მიღებული მომსახურეობის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება. გადაანგარიშების დასკვნაში შემმოწმებელი აღნიშნავს, რომ პირს წარდგენილი აქვს შპს „N1-თან“ და შპს „ N2-თან“ გაფორმებული დოკუმენტაცია (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები), შემოწმების მიერ მოხდა გადასახადის გადამხდელის საჩივარზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლა, თუმცა აუდიტის დეპარტამენტმა მიუთითა, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია არ იწვევს გადასახადის გადამხდელის მიმართ დარიცხული თანხების კორექტირებას. დასკვნაში არ არის აღნიშნული მიზეზი, რატომ არ ხდება წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინება. მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში გადაანგარიშება განხორციელებულია არასწორად. პოზიციის დასტურად მტკიცებულების სახით წარდგენილი იყო ამ ორი ქვეკონტრაქტორი პირისაგან მიღებული მომსახურების ამსახველი დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტები და.აშ), ასევე ამ მომსახურების დამკვეთისადმი (მუნიციპალიტეტისათვის) მიწოდების დოკუმენტაცია. აცხადებს, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია თან ერთვის საჩივრებს დანართის სახით და წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება შპს „N1-სგან“ და შპს „N2-სგან“ მიღებული მომსახურების დამკვეთისადმი მიწოდება, რაზეც არსებობს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნებიც.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით, მომჩივანი ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 5 მარტის №3808 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ „--------“) 2025 წლის 12 თებერვლის საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „--------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 5 მარტის №3808 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 29 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 3 თებერვლის №006-9 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2026 წლის 26 თებერვალს და 18 მარტს წარმოდგენილი საჩივრები, შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 20 აპრილის №8714 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2026 წლის 30 ივნისის №27211/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 20 აპრილის №8714 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 30 ივნისის №27211/2/2026 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, რომლითაც სადავოდ ხდის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 29 იანვრის დასკვნაში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს. შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტების სათანადო შესწავლა/გამოკვლევა არ მომხდარა, ამრიგად, შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია მომჩივნის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებზე, რომლის თანახმად, სადავოდ ხდის ფაქტობრივ გარემოებებს, შესაბამისად, დასკვნის შედეგებს და მოითხოვს გადაანგარიშება მოხდეს რეალური გაანგარიშების საფუძველზე. “

„საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა, შესაბამისად, მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.”

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

● დამფუძნებლის მიმართ საწესდებო კაპიტალის სახით ვალდებულების გაუქმებისა და აღნიშნული თანხების საწარმოს დირექტორის ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ განხორციელდა წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა. ხანდაზმულ პერიოდზე წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ კაპიტალში თანხის შეტანა ხორციელდებოდა ნაღდი ფულით. ბუღალტრულ პროგრამაში ფიქსირდება ხარჯები, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც პირს არ აქვს წარმოდგენილი და საჭიროებს დამატებით შესწავლას. პროგრამაში არსებული მონაცემების გათვალისწინების შემთხვევაში, საწარმოს შემოსვლებისა და ხარჯების ზოგადი ანალიზით კი დგინდება, რომ დაფუძნების დღიდან შესამოწმებელი პერიოდის დასრულებამდე (25.12.2015-01.01.2023) გადასახადის გადამხდელი მუშაობდა ზარალზე, რადგან ხარჯები მნიშვნელოვნად აღემატება შემოსავლის ოდენობას. წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ წარმოადგენს კაპიტალში თანხის შეტანის დამადასტურებელ მტიკიცებულებას. შესაბამისად, დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირება არ განხორციელდა.

● ქვეკონტრაქტორებზე გადახდილი თანხების არაეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ხარჯად განხილვასთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ მოხდა გადასახადის გადამხდელის მიერ, საჩივარზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლა, თუმცა აღნიშნული დოკუმენტაცია არ იწვევს გადასახადის გადამხდელის მიმართ დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8-91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომ ქვეკონტრაქტორებისგან მიღებული მომსახურება მიწოდებული აქვს დამკვეთი საწარმოსთვის. აღნიშნავს, რომ საჩივარზე თანდართული მტკიცებულებებით დასტურდება შპს „N1-სგან“ და შპს „N2-სგან“ მიღებული მომსახურებების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება. მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში გადაანგარიშება განხორციელებულია არასწორად, ვინაიდან მათი პოზიციის დასტურად მტკიცებულების სახით წარდგენილი იყო ამ ორი ქვეკონტრაქტორი პირისაგან მიღებული მომსახურების ამსახველი დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტები და.აშ), ასევე, ამ მომსახურების დამკვეთისადმი (მუნიციპალიტეტისათვის) მიწოდების დოკუმენტაცია.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი (მათ შორის, დავების განხილვის პროცესში წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები), დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---------“ (ს/ნ „--------“) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი (მათ შორის, დავების განხილვის პროცესში წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები), დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადი გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

● დამფუძნებლის მიმართ საწესდებო კაპიტალის სახით ვალდებულების გაუქმებისა და აღნიშნული თანხების საწარმოს დირექტორის ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ განხორციელდა წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა. ხანდაზმულ პერიოდზე წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ კაპიტალში თანხის შეტანა ხორციელდებოდა ნაღდი ფულით. ბუღალტრულ პროგრამაში ფიქსირდება ხარჯები, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც პირს არ აქვს წარმოდგენილი და საჭიროებს დამატებით შესწავლას. პროგრამაში არსებული მონაცემების გათვალისწინების შემთხვევაში, საწარმოს შემოსვლებისა და ხარჯების ზოგადი ანალიზით კი დგინდება, რომ დაფუძნების დღიდან შესამოწმებელი პერიოდის დასრულებამდე გადამხდელი მუშაობდა ზარალზე, რადგან ხარჯები მნიშვნელოვნად აღემატება შემოსავლის ოდენობას. წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ წარმოადგენს კაპიტალში თანხის შეტანის დამადასტურებელ მტიკიცებულებას. შესაბამისად, დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირება არ განხორციელდა.

●ქვეკონტრაქტორებზე გადახდილი თანხების არაეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ხარჯად განხილვასთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ მოხდა გადამხდელის მიერ, საჩივარზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლა, თუმცა აღნიშნული დოკუმენტაცია არ იწვევს გადასახადის გადამხდელის მიმართ დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი,დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

982,173,174.