გადაწყვეტილება №22872/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22872/2/2024
13 აგვისტო 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ის 11.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22872/2/2024).
დავის საგანი:
1. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების მოგების გადასახადით დაბეგვრა;
2. ტენდერების ფარგლებში განსაზღვრული ბრუნვის მიხედვით დაუდეკლარირებელ ბრუნვაზე დღგის დარიცხვა;
3. მასალის რეალიზებულად განხილვა;
4. სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
5. საწვავის შესაძენად გადახდილი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2023 წლის №064-23 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6514 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 85 218,21 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 53 047
დღგ - 23 189
მოგების გადასახადი - 1 950
საშემოსავლო გადასახადი - 27 908
ჯარიმა - 26 395
საურავი - 5 776,21
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 27.10.2022 წლიდან 1.06.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2023 წლის №064-23 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6514 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების მოგების გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმო დაფუძნებულია 27.10.2022 წელს. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 23.01.2023 წელს. საწარმოს საქმიანობის საგანია ტენდერების ფარგლებში სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების შესრულება დასავლეთ საქართველოს (----------) ტერიტორიაზე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის (მ.შ საბანკო ამონაწერები, მიღებაჩაბარებები და სხვა) დამუშავების შედეგად ვლინდება, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება საბანკო გადარიცხვები სხვადასხვა ტიპის სამშენებლო მასალების ღირებულების საფუძვლით, რომელთა დოკუმენტური დადასტურება შემოწმების პროცესში ვერ მოხდა. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები დაიბეგრა მოგების გადასახადით, ასევე, პირს დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 73-ე, 97-ე, 982 , 98-ე, 105- ე, 72-ე და 43-ე მუხლებზე.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება საბანკო გადარიცხვები სხვადასხვა ტიპის სამშენებლო მასალების ღირებულების საფუძვლით, რომელთა დოკუმენტური დადასტურება შემოწმების პროცესში ვერ მოხდა. შემოწმებით დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები დაიბეგრა მოგების გადასახადით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ მოგების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ მოგების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აქტის ძირეულად გაცნობის შედეგად დარჩა შთაბეჭდილება, რომ აქტი შედგენილია არაკანონიერად, ხისტად, იურიდიულად და სამართლებრივად მისი დასაბუთება შეუძლებელია, იგი შედგენილია მხოლოდ არსებული დოკუმენტების საფუძველზე და არ ითვალისწინებს გარკვეულ გარემოებებს, რაც მნიშვნელოვანია სამშენებლო ბიზნესისთვის, კერძოდ მუშა-ხელის მოძიება, მასალის ყოველდღიური გაძვირება, ფორს-მაჟორული გარემოებები. აბსურდულია აუდიტის დასკვნასთან მიმართებაში ის, რომ კომპანიამ ყველა პროექტი პირნათლად შეასრულა და დირექტორმა ამასთან ხელფასის სახით მიიღო 137 000 ლარი. იბადება კითხვა, რა სახსრებით დასრულდა პროექტების ყველა გადარიცხვა მასალის ღირებულების საფუძვლით მოხმარდა მხოლოდ და მხოლოდ მასალის შესყიდვას. წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტები ვერ დასრულდებოდა. ამ ნაწილში დარიცხული მოგების გადასახადი 1 952 ლარი გასაუქმებელია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება საბანკო გადარიცხვები სხვადასხვა ტიპის სამშენებლო მასალების ღირებულების საფუძვლით, რომელთა დოკუმენტური დადასტურება შემოწმების პროცესში ვერ მოხდა.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო კანონმდებლობა მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად განიხილავს ხარჯს, რომლის გაწევა დოკუმენტურად დადასტურებული არ არის. მომჩივნის მიერ შემოწმების ეტაპზე არ იქნა წარდგენილი ხარჯის გაწევის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ასევე დავის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
2. ტენდერების ფარგლებში განსაზღვრული ბრუნვის მიხედვით დაუდეკლარირებელ ბრუნვაზე დღგ-ის დარიცხვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციისა (საბანკო ამონაწერები) და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციის დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ ტენდერებიდან მიღებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა 255 541 ლარი, ხოლო დეკლარირებულმა ბრუნვამ 165 983 ლარი. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 1601 მუხლის შესაბამისად, შემოწმებამ მოახდინა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. ასევე, პირს დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე და 43-ე მუხლებზე.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციის დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ ტენდერებიდან მიღებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა 255 541 ლარი, გადამხდელის მიერ კი დეკლარირებულია 165 983 ლარი. შემოწმებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში.
იმის გათვალისწინებით, რომ პირის მიერ ტენდერებიდან მიღებულმა შემოსავალმა შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა 255 541 ლარი, ხოლო, დეკლარირებულმა კი 165 983 ლარი, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა მიღებულ და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის სხვაობით, განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აქტში აღნიშნულია, რომ სხვადასხვა ინფორმაციის (ერთიანი ბაზების, საბანკო ამონაწერების) დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ შემოსავლებმა შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა 255 541 ლარი, აქედან დეკლარირებული შემოსავალი იყო 165 983 ლარი, შესაბამისად სხვაობას 89 558 ლარს დაერიცხა დღგ 16 121 ლარი. არ იქნა გათვალისწინებული ინფორმაცია, რომ 24 330 ლარი შეტანილი იქნა კომპანიის თანხა, გარკვეული ოპერაციების შესასრულებლად. ე.ი. 89 558-24 330=65 228 ლარი აქტით დარიცხული დღგ-ის თანხა უნდა იყოს არა 16 121 ლარი, არამედ 11 741 ლარი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ ტენდერებიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდში აღემატება დეკლარირებულ ბრუნვას. შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში.
საბჭო აღნიშნავს, რომ ვინაიდან შემოწმების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრულია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, საბანკო ანგარიშების ამონაწერების და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციის საფუძველზე, ხოლო მომჩივნის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა არასრულად იყო დეკლარირებული, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად.
ამასთან, ვინაიდან მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
3. მასალის რეალიზებულად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, ტენდერების დოკუმენტაციისა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დამუშავებით გამოვლინდა, რომ:
1) საწარმოს უფიქსირდება ---------- ტერიტორიაზე ცალკეული სამშენებლო მასალების მიტანა. გადამხდელის განმარტებით, საწარმოს მიერ განხორციელდა მასალების მიწოდება, თუმცა აღნიშნული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში არ ასახულა. თითოეულ რეალიზებულ მასალასთან მიმართებაში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა სარეალიზაციო ფასები;
2) ამასთანავე, ტენდერებზე თანდართული ფორმა 2-ებით განსაზღვრული ხე-მასალის მოცულობა 10,261 მ3-ით ნაკლებია სატენდერო სამუშაოების შესრულების ადგილას სასაქონლო ზედნადებით მიტანილ ხე-მასალის მოცულობაზე. ასევე, აღსანიშნავია, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება 4 308 ლარის ჩარიცხვა ფიზიკური პირისგან ხის მასალის ღირებულების საფუძვლით. შემოწმების მიერ,საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე:
1) ---------- ტერიტორიაზე სარეალიზაციოდ მიტანილი მასალების ღირებულებით (გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სარეალიზაციო ფასების გათვალისწინებით) გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში;
2) ტენდერით განსაზღვრულზე მეტი მოცულობით შეძენილი ხე-მასალა ჩაითვალა თვითღირებულებით რეალიზებულად და გაიზარდა შეძენის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს, ასევე, დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ ტენდერებზე თანდართული ფორმა 2-ებით განსაზღვრული ხე-მასალის მოცულობა 10,261 მ3 -ით ნაკლებია სატენდერო სამუშაოების შესრულების ადგილას სასაქონლო ზედნადებით მიტანილ ხე-მასალის მოცულობაზე. ასევე, საწარმოს უფიქსირდება ---------- ტერიტორიაზე ცალკეული სამშენებლო მასალების მიტანა, რომელიც გადამხდელის განმარტებით რეალიზებულია, თუმცა არ არის ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში.
აგრეთვე, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება 4 308 ლარის ჩარიცხვა ფიზიკური პირისგან ხის მასალის ღირებულების საფუძვლით. შემოწმებით, ---------- ტერიტორიაზე სარეალიზაციოდ მიტანილი მასალების ღირებულებით (გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სარეალიზაციო ფასების გათვალისწინებით) გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ასევე ტენდერით განსაზღვრულზე მეტი მოცულობით შეძენილი ხე-მასალა ჩაითვალა თვითღირებულებით რეალიზებულად და გაიზარდა შეძენის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
იმის გათვალისწინებით, რომ პირს შეძენილი ჰქონდა ტენდერის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოებისათვის საჭიროზე 10,261 მ3 -ით მეტი ხე-მასალა, ასევე დგინდება ---------- ტერიტორიაზე სარეალიზაციოდ მიტანილი მასალების მიწოდება, ამასთან საწარმოს ანგარიშზე შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება 4 308 ლარის ჩარიცხვა ფიზიკური პირისგან ხე-მასალის შეძენის მიზნით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ ოპერაციებთან დაკავშირებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აქტით დაბეგრილია ვითომ ზედმეტად შეძენილი 10,261 მ3 ხის მასალა, აგრეთვე ვითომ არ დასტურდება 4 308 ლარის ხე-მასალის შესყიდვა. ხის მასალის შესყიდვა ფაქტიურია და იგი შეძენილი იქნა კერძო პირიდან და მოხმარდა ობიექტის სამშენებლო საქმიანობას. ხსენებულიდან გამომდინარე აქტში მითითებულ დასაბეგრ თანხას 39 298 ლარს უნდა გამოაკლდეს აღნიშნული მასალის თვითღირებულება და უნდა დაიბეგროს მხოლოდ ---------- მასალების ფასნამატი 10%-იანი მოგებით. მომჩივნის დაანგარიშებით ამ შემთხვევაში დასაბეგრია მხოლოდ ფასნამატი 2 729,4 ლარი და არა 39 298 ლარი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საბჭო მიუთითებს შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
4. სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის საწარმოში სალაროს ნაშთი შეადგენს 3 500 ლარს, ხოლო, დებიტორული და კრედიტორული დავალიანების ნაშთები ნულის ტოლია. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციის დამუშავებით, 1.06.2023 წლის მდგომარეობით, საწარმოში დებიტორული დავალიანების ნაშთმა შეადგინა 6 527 ლარი, ხოლო მესამე მხარიდან გამოთხოვილი ინფორმაციით კრედიტორული დავალიანების ნაშთმა შეადგინა 56 017 ლარი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით და გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაანგარიშდა ფულის ნაშთი 31.05.2023 წლის მდგომარეობით, კერძოდ, დაანგარიშდა სხვაობა შესამოწმებელ პერიოდში მიღებულ შემოსავლებს, გაწეულ ხარჯებსა და საბიუჯეტო გადახდებს შორის. აღნიშნული სხვაობა (სალაროს ნაშთი), საწარმოში ფულის ნაშთისა და სალაროს გონივრული ნაშთის გათვალისწინებით, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 61-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე და 43-ე მუხლებზე.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის საწარმოში სალაროს ნაშთი შეადგენს 3 500 ლარს, ხოლო დებიტორული და კრედიტორული დავალიანების ნაშთები ნულის ტოლია. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციის დამუშავებით, 1.06.2023 წლის მდგომარეობით, საწარმოში დებიტორული დავალიანების ნაშთმა შეადგინა 6 527 ლარი, ხოლო მესამე მხარიდან გამოთხოვილი ინფორმაციით-კრედიტორული დავალიანების ნაშთმა შეადგინა 56 017 ლარი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით და გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დაანგარიშდა ფულის ნაშთი 31.05.2023 წლის მდგომარეობით, კერძოდ, დაანგარიშდა სხვაობა შესამოწმებელ პერიოდში მიღებულ შემოსავლებს, გაწეულ ხარჯებსა და საბიუჯეტო გადახდებს შორის. აღნიშნული სხვაობა (სალაროს ნაშთი), საწარმოში ფულის ნაშთისა და სალაროს გონივრული ნაშთის გათვალისწინებით, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებსა და გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციაზე დაყრდნობით გაანგარიშებული ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აქტით 137 388 ლარი ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად, რაც აბსურდია. სინამდვილეში 35 640 ლარი გაიცა მუშა-მოსამსახურეებზე ხოლო 102 748 ლარი (137 388 – 35 640) იყო საოპერაციო სხვა ხარჯები, რომელთა წინასწარ გათვლა შეუძლებელია მშენებლობის პროცესში და იგი დამოკიდებულია სხვადასხვა გარემო პირობებზე. ე.ი. დასაბეგრი თანხაა მხოლოდ 35 640 ლარი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციის დამუშავებით, 1.06.2023 წლის მდგომარეობით, საწარმოში დებიტორული დავალიანების ნაშთმა შეადგინა 6 527 ლარი, ხოლო მესამე მხარიდან გამოთხოვილი ინფორმაციით კრედიტორული დავალიანების ნაშთმა შეადგინა 56 017 ლარი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გამოვლინდა სხვაობა შესამოწმებელ პერიოდში მიღებულ შემოსავლებს და გაწეულ ხარჯებს შორის.
საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიუთითებს, რომ ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია.
ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
5. საწვავის შესაძენად გადახდილი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება ბიზნეს ბარათით საწვავის შეძენა. აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით საწარმოს საკუთრებაში არ უფიქსირდება ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ასევე, არ ფიქსირდება სატრანსპორტო საშუალებების იჯარით ფლობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწვავის შესაძენად გადახდილი თანხები განხილული იქნა დირექტორზე განხორციელებულ განაცემად და საგადასახადო კოდექსის 101- ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება ბიზნეს ბარათით საწვავის შეძენა. შემოწმებისთვის მიწოდებული ინფორმაციით საწარმოს საკუთრებაში არ უფიქსირდება ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ასევე, არ ფიქსირდება სატრანსპორტო საშუალებების იჯარით ფლობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწვავის შესაძენად გადახდილი თანხები განხილული იქნა დირექტორზე განხორციელებულ განაცემად.
იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს არ უფიქსირდება ავტოსატრანსპორტო საშუალების არც საკუთრების და არც იჯარით ფლობის ფაქტი, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საწვავის შესაძენად გადახდილი თანხების დირექტორზე განხორციელებულ განაცემად განხილვა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
რაც შეეხება საწვავის ხარჯს 2 161 ლარს, ესეც ჩაითვალა უკანონოდ დირექტორის შემოსავლად, რასაც არ ეთანხმება და შესაბამისად უნდა გაუქმდეს დარიცხული გადასახადი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადამხდელს უფიქსირდება საბანკო ბარათით საწვავის შეძენა. საწარმოს საკუთრებაში არ უფიქსირდება ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ასევე, არ ფიქსირდება სატრანსპორტო საშუალებების იჯარით ფლობა.
საბჭო მიუთითებს შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული გარემოებების გათვალისწინებით კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების მოგების გადასახადით დაბეგვრა;
2. ტენდერების ფარგლებში განსაზღვრული ბრუნვის მიხედვით დაუდეკლარირებელ ბრუნვაზე დღგის დარიცხვა;
3. მასალის რეალიზებულად განხილვა;
4. სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
5. საწვავის შესაძენად გადახდილი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება საბანკო გადარიცხვები სხვადასხვა ტიპის სამშენებლო მასალების ღირებულების საფუძვლით, რომელთა დოკუმენტური დადასტურება შემოწმების პროცესში ვერ მოხდა. საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო კანონმდებლობა მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად განიხილავს ხარჯს, რომლის გაწევა დოკუმენტურად დადასტურებული არ არის. მომჩივნის მიერ შემოწმების ეტაპზე არ იქნა წარდგენილი ხარჯის გაწევის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ასევე დავის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები.
2. ტენდერებიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდში აღემატება დეკლარირებულ ბრუნვას. შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. საბჭო აღნიშნავს, რომ ვინაიდან შემოწმების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრულია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, საბანკო ანგარიშების ამონაწერების და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციის საფუძველზე, ხოლო მომჩივნის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა არასრულად იყო დეკლარირებული, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ტენდერებზე თანდართული ფორმა 2-ებით განსაზღვრული ხე-მასალის მოცულობა 10,261 მ3 -ით ნაკლებია სატენდერო სამუშაოების შესრულების ადგილას სასაქონლო ზედნადებით მიტანილ ხე-მასალის მოცულობაზე. ასევე, საწარმოს უფიქსირდება ცალკეული სამშენებლო მასალების მიტანა, რომელიც გადამხდელის განმარტებით რეალიზებულია, თუმცა არ არის ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში.
4. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციის დამუშავებით, 1.06.2023 წლის მდგომარეობით, საწარმოში დებიტორული დავალიანების ნაშთმა შეადგინა 6 527 ლარი, ხოლო მესამე მხარიდან გამოთხოვილი ინფორმაციით კრედიტორული დავალიანების ნაშთმა შეადგინა 56 017 ლარი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გამოვლინდა სხვაობა შესამოწმებელ პერიოდში მიღებულ შემოსავლებს და გაწეულ ხარჯებს შორის. საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიუთითებს, რომ ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია.
5. გადამხდელს უფიქსირდება საბანკო ბარათით საწვავის შეძენა. საწარმოს საკუთრებაში არ უფიქსირდება ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ასევე, არ ფიქსირდება სატრანსპორტო საშუალებების იჯარით ფლობა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ყველა ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(3 „ზ“); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა“„ბ“); 275.