ბრძანება N 23889

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.11.2024
№ დოკუმენტი 23889
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23889

11 ნოემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2024 წლის 11 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 31 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №116) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 11 ოქტომბრის №92327/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 სექტემბრის №037-5 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ სამშენებლო მასალების ღირებულებას. განმარტავს, რომ მისი გაანგარიშებით ფორმა 2-ებში დაფიქსირებული გახარჯული სამშენებლო მასალების ღირებულება აღემატება შემოწმებით განსაზღვრულ ოდენობას. გადამხდელი ითხოვს მონაცემების დამატებით შესწავლას შემმოწმებლებთან ერთად და შესწავლის შედეგად დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 თებერვლის №2913 ბრძანების საფუძველზე შპს „-----------“ (ს/ნ ---------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 12 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 სექტემბრის №20371 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №037-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 323 449 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 189 017 ლარი, ჯარიმა 98 579 ლარი და საურავი 35 853 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიას უფიქსირდება მოთხოვნა ანგარიშვალდებული პირის მიმართ 559 826 ლარის ოდენობით. პირს გაწეულ მომსახურებებზე შედგენილი ფორმა 2-ების მიხედვით, უფიქსირდება მასალების ხარჯი, რაზეც არ აქვს შეძენის დოკუმენტი. აღნიშნული ხარჯი, ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერების თანახმად, გადასახადის გადამხდელს განსაზღვრული აქვს 972 209 ლარის ოდენობით, ხოლო შემოწმებით განხორციელებული ანალიზის შედეგად შეადგენს -

1 014 230 ლარს. ბუღალტრული პროგრამის მიხედვით 972 209 ლარი, კომპანიას ანაზღაურებული აქვს ანგარიშვალდებული პირის მეშვეობით. შესაბამისად, შემოწმებით ანგარიშვალდებული პირის მიმართ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული მოთხოვნა განისაზღვრა 517 805 ლარის ოდენობით. ამავე სააღრიცხვო დოკუმენტაციის თანახმად, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, კომპანიას უფიქსირდება გაუნაწილებელი მოგება 965 153 ლარის ოდენობით. საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების თანახმად, აღნიშნული მოთხოვნა წარმოადგენს დივიდენდს. შესაბამისად, შემოწმებით „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 981 , 130-ე მუხლების საფუძველზე, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების პროცესში გაანალიზებულ იქნა გაწეულ მომსახურებებზე შედგენილი ფორმა 2-ების შესაბამისად გახარჯული მასალების ოდენობები. ასევე, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული პირველადი დოკუმენტაცია, ბუღალტრული პროგრამის ჩანაწერები და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ პირის მიერ მომსახურებაზე გახარჯული მასალების ოდენობა აღემატება შეძენილს. აღნიშნულის ფარგლებში, შემოწმებით დადგენილმა მასალების ღირებულებამ, რაზეც პირს არ აქვს შეძენის დოკუმენტები, შეადგინა 1 014 230 ლარი, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში შეადგენს 972 209 ლარს. ამასთან, სააღრიცხვო ჩანაწერების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის ანგარიშვალდებული პირის მიმართ მოთხოვნა შეადგენს 559 826 ლარს. ბუღალტრული აღრიცხვის თანახმად, 972 209 ლარი კომპანიას უფიქსირდება ანგარიშვალდებული პირის მიერ ანაზღაურებულად. ამავე სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, კომპანიის გაუნაწილებელი მოგება შეადგენს 965 153 ლარს. შედეგად, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების თანახმად, შემოწმებით, ანაზღაურებულად ჩაითვალა 1 014 230 ლარის 75%, ხოლო 25% - გაცემულ დივიდენდად, პერიოდების შესაბამისად. ამრიგად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩანიშნული იყო 2024 წლის 31 ოქტომბერს 11:20 საათზე გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შემოწმების პროცესში გაანალიზებულ იქნა გაწეულ მომსახურებებზე შედგენილი ფორმა 2-ების შესაბამისად გახარჯული მასალების ოდენობები. ასევე, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული პირველადი დოკუმენტაცია, ბუღალტრული პროგრამის ჩანაწერები და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ პირის მიერ მომსახურებაზე გახარჯული მასალების ოდენობა აღემატება შეძენილს. აღნიშნულის ფარგლებში, შემოწმებით დადგენილმა მასალების ღირებულებამ, რაზეც პირს არ აქვს შეძენის დოკუმენტები, შეადგინა 1 014 230 ლარი, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში შეადგენს

972 209 ლარს. ამასთან, სააღრიცხვო ჩანაწერების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის ანგარიშვალდებული პირის მიმართ მოთხოვნა შეადგენს 559 826 ლარს. ბუღალტრული აღრიცხვის თანახმად, 972 209 ლარი კომპანიას უფიქსირდება ანგარიშვალდებული პირის მიერ ანაზღაურებულად. ამავე სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, კომპანიის გაუნაწილებელი მოგება შეადგენს 965 153 ლარს. შედეგად, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების თანახმად, შემოწმებით საწარმოს დამატებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-----------“ (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ სამშენებლო მასალების ღირებულებას. გადამხდელი ითხოვს მონაცემების დამატებით შესწავლას შემმოწმებლებთან ერთად და შესწავლის შედეგად დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ პირის მიერ მომსახურებაზე გახარჯული მასალების ოდენობა აღემატება შეძენილს. სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, კომპანიის გაუნაწილებელი მოგება შეადგენს 965 153 ლარს. შედეგად, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების თანახმად, შემოწმებით საწარმოს დამატებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9);97(1);981;130(1);154(1);