გადაწყვეტილება №25949/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25949/2/2025
03 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 1.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25949/2/2025).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით - დანაკლისად აღიარებული ნედლეულის (-------) ოდენობის რეალიზებულად განხილვის ნაწილში;
2. ჩამოწერილი მზა ------- რეალიზებულად განხილვა;
3. სასაქონლო ზედნადებებში მითითებული კომპანიის საკუთრებაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გაწეული მომსახურების დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის №001-121 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 10.09.2025 წლის №19914 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 045 763.94 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 652 533.75
დღგ - 239 576.33
საშემოსავლო გადასახადი - 412 957.42
ჯარიმა - 326 266.70
საურავი - 66 963.49
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს ------- წარმოება. რიგ შემთხვევებში ფიქსირდება მზა ------- შეძენა და შემდგომ მისი რეალიზაცია.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2024 წლიდან 1.02.2025 წლამდე პერიოდის, გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 27 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 ივნისის №14217 ბრძანება და №001-121 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 10.09.2025 წლის №19914 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა გადასახადის გადამხდელის პროგრამაში ასახული ------- წარმოებისთვის საჭირო კალკულაციის შესაბამისად, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ დანაკლისად აღიარებული ნედლეულის (-------) ოდენობა განიხილოს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 10.09.2025 წლის №19914 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით - დანაკლისად აღიარებული ნედლეულის (-------) ოდენობის რეალიზებულად განხილვის ნაწილში
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები აქვს ორისში, მის მიერ მიწოდებული ------- წარმოებისთვის საჭირო კალკულაციის მიხედვით, პროგრამაში წარმოების პროცესია აღრიცხული, ხოლო კალკულაციები არ არის დადასტურებული ექსპერტის მიერ. აღნიშნულ სფეროში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შემოწმების მიერ, განისაზღვრა მზა პროდუქციის გამოსავლიანობა და გამოვლინდა სხვაობები გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებაში ჩართულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების ოდენობასა და შემოწმების მიერ დადგენილ ოდენობას შორის. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და შემოწმებით განსაზღვრული გამოსავლიანობის გათვალისწინებით, გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში წარმოებული მზა ------- რაოდენობა, რომელიც აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის რაოდენობას. შემოწმების მიერ, მზა ------- გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა თუ რომელი მარკის, რა რაოდენობის ------- იქნა რეალიზებული და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები წარმოებაში ჩართული იქნა რეალიზებული ------- სახეობების პროპორციულად. შემოწმების მიერ, დამატებით გამოვლენილი მზა პროდუქცია ჩაითვალა დოკუმენტურად დადასტურებული ფასით რეალიზებულად. აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, აგრეთვე დამატებით გამოვლენილი შემოსავალი, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომ კომპანია ბუღალტერიას აწარმოებს დადგენილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მის მიერ ზუსტად და სრულად არის აღრიცხული ------- წარმოების პროცესი და გამოყვანილია გამოსავლიანობა. ხოლო, შემმოწმებლის მითითება, რომ თითქოსდა შესაბამისი კალკულაციები დადასტურებული უნდა იყოს ექსპერტის მიერ, არ შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, ვინაიდან არც საგადასახადო კოდექსი და არც მის საფუძველზე გამოცემული არცერთი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი არ ადგენს აღნიშნულზე ექსპერტიზის დასკვნის ქონის ვალდებულებას, შესაბამისად, შემოწმების აქტში ექსპერტიზის დასკვნის არარსებობაზე მითითება არის უსაფუძვლო. მომჩივანი ასევე აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში მითითებული იყო, რომ აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელა გოსტის (ГОСТ) სტანდარტებით და აღნიშნული სტანდარტის საკუთარი ინტერპრეტირებით მიუთითა, რომ B-25 კლასის ------- 1 მ3-ის დასამზადებლად საჭირო იყო 330კგ -------. გოსტის სტანდარტი (-------) ------- წარმოებისათვის განსაზღვრავს მინიმალურ და არა მაქსიმალური ------- რაოდენობას. ასევე, მაქსიმალური რაოდენობას ------- გამოყენებაზე არ ადგენს არც ევროკავშირის და არც სხვა საერთაშორისო სტანდარტი, კერძოდ: ------- (ევროპული სტანდარტი) და -------, რომლებიც ასევე განსაზღვრავს მხოლოდ მინიმუმს ------- რაოდენობის და მაქსიმუმს მხოლოდ W/C (წყალი/-------) ფარდობისთვის, 360 კგ ------- გამოყენება ტექნოლოგიურად დასაშვებია, შესაბამისად, ------- არის ბევრად უკეთესი, ხარისხიანი, უფრო მტკიცე და გამძლე. კომპანია აწარმოებს ძირითადად B25 კლასის არმირებულ -------, რისთვისაც იყენებს ------- ------- (მარკა 500), საშუალო ხარჯით 360 კგ/მ³. შემმოწმებლის მიერ მითითება, რომ თითქოს სტანდარტით დაშვებულია მაქსიმუმ 330 კგ ------- გამოყენება, არ შეესაბამება არსებულ რეგულაციებს. ------- რაოდენობა განისაზღვრება ლაბორატორიული შერჩევის საფუძველზე. პრაქტიკაში B25/C20/25 კლასის ------- საშუალოდ გამოიყენება 300–360 კგ/მ³, თუმცა მაღალი გამძლეობისა და სპეციფიკური სამუშაო პირობების შემთხვევაში დაშვებულია უფრო მაღალი ხარჯიც 400 კგ/მ³-მდე. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, 360კგ ------- გამოყენება B25 ------- წარმოებისას, არ ეწინააღმდეგება -------ის მოთხოვნებს, სრულად შეესაბამება -------ის მინიმალურ მოთხოვნებს (აღნიშნული ასევე დასტურდება პროდუქციის შესაბამისობის დეკლარაციით), დაშვებულია -------ის პრინციპებიდან გამომდინარე, მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის მიწოდებულ იქნა ------- წარმოებისთვის საჭირო კალკულაცია, რომლის მიხედვითაც იყო პროგრამაში წარმოების პროცესი აღრიცხული. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კალკულაციები არ იყო დადასტურებული ექსპერტის მიერ. გარდა ზემოაღნიშნულისა, გადასახადის გადამხდელს 2025 წლის მარტის თვის მოგებისა და დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციებით დაბეგრილი აქვს ------- დანაკლისი. აღნიშნული დანაკლისი დაბეგრილია, შემოწმების ბრძანების ჩაბარების შემდგომ, დაზუსტებული დეკლარაციების მეშვეობით. შემოწმების მიერ, აღნიშნულ სფეროში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად განისაზღვრა მზა პროდუქციის გამოსავლიანობა და გამოვლინდა სხვაობები გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებაში ჩართული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობასა და შემოწმების მიერ დადგენილ ოდენობას შორის. გარდა ამისა, შემოწმების მიერ, გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებული ------- დანაკლისიც შესამოწმებელ პერიოდში იქნა ჩართული წარმოებაში. შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებული დანაკლისისა და შემოწმებით განსაზღვრული გამოსავლიანობის გათვალისწინებით გაანგარიშებულ იქნა კომპანიის მიერ, შესამოწმებელ პერიოდში წარმოებული მზა ------- რაოდენობა, რომელიც აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის რაოდენობას. შემოწმების მიერ, მზა ------- გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა თუ რომელი მარკის, რა რაოდენობის ------- იქნა რეალიზებული და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები წარმოებაში ჩართული იქნა რეალიზებული ------- სახეობების პროპორციულად. შემოწმებით დამატებით გამოვლენილი მზა პროდუქცია ჩაითვალა დოკუმენტურად დადასტურებული ფასით რეალიზებულად. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას სულ შეძენილი აქვს 18 396.18 ტონა -------, დანაკლისად აღიარებულია 1 550 ტონა -------, ხოლო ------- რეალიზაცია შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადასახადის გადამხდელის კალკულაციის მიხედვით, ------- წარმოებისთვის საჭირო ნედლეულებიდან ვლინდება მხოლოდ ------- დანაკლისი, ხოლო დანარჩენ ნედლეულში სხვაობა არ იქნა გამოვლენილი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს ------- წარმოების პროცესი, კალკულაციის შესაბამისად, აღრიცხული აქვს ბუღალტრულ პროგრამაში. ასევე, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემოწმების მიერ, მის ხელთ არსებული კალკულაციით (330 კგ -------) ნაწარმოები ------- (ბ25 მარკა) შემდგომ დარჩენილი ------- და 2025 წლის მარტის თვეში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ------- დანაკლისისგან დამატებით წარმოებულ და რეალიზებულ იქნა -------. ასევე მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ------- წარმოებისთვის საჭირო სხვა ნედლეულის (-------, დანამატი და სხვა) საკმარისი რაოდენობა გარდა ------- და მიიჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს ------- წარმოების პროცესი, წარმოებისთვის საჭირო კალკულაციის გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად აღრიცხული აქვს ბუღალტრულად, ------- წარმოების ნაწილში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, ------- წარმოებისთვის საჭირო კალკულაციის ცვლილება და ამის საფუძველზე მიღებული ნედლეულითა და გადასახადის გადამხდელის მიერ დანაკლისად აღიარებული ------- დამატებით ------- წარმოება არამართლზომიერია.
ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მხარეთა არგუმენტაციაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს გადასახადის გადამხდელის პროგრამაში ასახული ------- წარმოებისთვის საჭირო კალკულაციის შესაბამისად, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ დანაკლისად აღიარებული ნედლეულის (-------) ოდენობა განიხილოს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 11 ნაწილის თანახმად, „11. დანაკლისი – გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.“ ამავე კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლომატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.“ და ასევე საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.“, ხოლო, მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება „ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისი.“
განსახილველ შემთხვევაში, კომპანიის მიერ მოხდა აღნიშნული დანაკლისის მოგების გადასახადით და დღგ-ით დაბეგვრა, შესაბამისად, აღნიშნული დანაკლისი არ უნდა განხილულიყო რეალიზებულ საქონლად. აღნიშნული დამატებით გამოიწვევს საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. ამასთან, აღნიშნული არ წარმოადგენდა შემოწმების აქტით განსაზღვრული საკითხს და შემოწმებას ამ საკითთან დაკავშირებით არავითარი შეკითხვა არ გააჩნდა. შესაბამისად, ისეთ საკითხზე, რომელიც შემმოწმებლის მიერ სადავოდ არ იყო გამხდარი, არ უნდა მომხდარიყო გადაწყვეტილების მიღება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები აქვს მის მიერ მიწოდებული ------- წარმოებისთვის საჭირო კალკულაციის მიხედვით, პროგრამაში წარმოების პროცესია აღრიცხული, ხოლო, კალკულაციები არ არის დადასტურებული ექსპერტის მიერ. აღნიშნულ სფეროში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, განისაზღვრა მზა პროდუქციის გამოსავლიანობა და გამოვლინდა სხვაობები გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებაში ჩართულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების ოდენობასა და შემოწმების მიერ დადგენილ ოდენობას შორის. ამდენად, შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და შემოწმებით განსაზღვრული გამოსავლიანობის გათვალისწინებით, გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში წარმოებული მზა ------- რაოდენობა, რომელიც აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის რაოდენობას, მზა ------- გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა თუ რომელი მარკის, რა რაოდენობის ------- იქნა რეალიზებული და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები წარმოებაში ჩართული იქნა რეალიზებული ------- სახეობების პროპორციულად. შემოწმების მიერ, დამატებით გამოვლენილი მზა პროდუქცია ჩაითვალა დოკუმენტურად დადასტურებული ფასით რეალიზებულად, შედეგად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, აგრეთვე დამატებით გამოვლენილი შემოსავალი, განიხილა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი.
მომჩივანი არ ეთანხმება, სადავო საკითხის ნაწილში, შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ დანაკლისი დაბეგრა მოგების გადასახადით და დღგ-ით, შესაბამისად, აღნიშნული დანაკლისი არ უნდა განხილულიყო რეალიზებულ საქონლად, აღნიშნული საშემოსავლო გადასახადის დამატებით დარიცხვას გამოიწვევს. ამასთან, აღნიშნული არ წარმოადგენდა შემოწმების აქტით განსაზღვრული საკითხს, შემოწმებას ამ საკითთან დაკავშირებით არავითარი შეკითხვა არ გააჩნდა და შესაბამისად, საკითხზე, რომელიც შემმოწმებლის მიერ სადავოდ არ იყო გამხდარი, არ უნდა მომხდარიყო გადაწყვეტილების მიღება.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით, რომელმაც წარმოადგინა საჩივარში დაფიქსირებულის ანალოგიური არგუმენტები. ამასთან, კვლავაც აღნიშნა, რომ ------- დანაკლისი დაბეგრილია გადასახადის გადამხდელის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკითხზე, რომელიც არ გაუსაჩივრებია, არ იყო სადავო, ეწინააღმდეგება კანონს.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელმა შემოწმების ჩატარების შესახებ ბრძანების ჩაბარების, მათთან კომუნიკაციის შემდგომ მოახდინა შესამოწმებელი პერიოდის შემდგომი (მარტის) თვის მოგების და დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაციების წარდგენა და დაბეგრა ------- დანაკლისი. შემოწმების მიერ, გადასახადის გადამხდელის მიერ დანაკლისად აღიარებული ------- შესამოწმებელ პერიოდში ჩართული იქნა წარმოებაში და დეკლარირებული ------- დანაკლისისგან წარმოებულ და რეალიზებულ ------- ჩაითვალა. შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელის მიერ დანაკლისად აღიარებული ------- ოდენობა ჩაითვალა არა -------, არამედ ------- რეალიზებულად.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს ------- წარმოების პროცესი, წარმოებისთვის საჭირო კალკულაციის გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად აღრიცხული აქვს ბუღალტრულად, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ ------- წარმოების ნაწილში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, ------- წარმოებისთვის საჭირო კალკულაციის ცვლილება და მის საფუძველზე მიღებული ნედლეულითა და გადასახადის გადამხდელის მიერ დანაკლისად აღიარებული ------- დამატებით ------- წარმოება არამართლზომიერია.
ამასთან, ვინაიდან, სადავო საკითხის ნაწილში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა გადასახადის გადამხდელის პროგრამაში ასახული ------- წარმოებისთვის საჭირო კალკულაციის შესაბამისად, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ დანაკლისად აღიარებული ნედლეულის (-------) ოდენობის განხილვა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად და აღნიშნულის შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებოს მისი გაუქმების და სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
2. ჩამოწერილი მზა ------- რეალიზებულად განხილვა
ფაქტების აღწერა
შემოწმების მიერ, ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახული მზა პროდუქციის (-------) ჩამოწერა შედარდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციასთან, კერძოდ, რეალიზაციის დოკუმენტებთან, შედეგად გამოვლინდა სხვაობები, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს ჩამოწერილი აქვს იმაზე მეტი რაოდენობის -------, ვიდრე ფიქსირდება რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებში. შემოწმების მიერ, ზემოაღნიშნული სხვაობები (ზედმეტად ჩამოწერილი საქონელი) განხილული იქნა რეალიზებულად და აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, აგრეთვე დამატებით გამოვლენილი შემოსავალი, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, განიხილა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
სამართლებრივი საფუძვლები დაფიქსირებულია პირველ სადავო საკითხის ნაწილში.
მე-2 სადავო საკითხის ნაწილში შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გარკვეულ შემთხვევებში, როდესაც ხდებოდა საქონლის რეალიზაცია, საბუღალტრო პროგრამა ორისში ხდებოდა რეალიზებული საქონლის ჩამოწერა. როდესაც კორექტირებას ექვემდებარებოდა სასაქონლო ზედნადები, გარკვეულ შემთხვევებში საბუღალტრო პროგრამა ორისში არ მომხდარა აღნიშნული კორექტირების გატარება ჯამურად, 29 196 ლარის ოდენობის საქონელზე. თუმცა, სააღრიცხვო დოკუმენტაციის (სასაქონლო ზედნადებების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები) საფუძველზე რეალიზებული საქონელი და სასაქონლო- მატერიალური მარაგების ნაშთი სრულად ემთხვეოდა გადასახადის გადამხდელის მიერ ნაწარმოებ ბუღალტერიას. საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოები ვალდებულნი არიან „გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები“. შესაბამისად, შემმოწმებლის ვალდებულება იყო შეემოწმებინა სისწორე ბუღალტრული გატარების რამდენად ემთხვეოდა ფაქტობრივ მოცემულობას და სააღრიცხვო დოკუმენტაციას. შესაბამისად, თუ ბუღალტრულ პროგრამაში არასწორად არის დაფიქსირებული ოპერაცია ეს არ ქმნის აპრიორს, მის საფუძველზე დარიცხვის განხორცილების.
3. სასაქონლო ზედნადებებში მითითებული კომპანიის საკუთრებაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გაწეული მომსახურების დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ფიქსირდება ისეთ სასაქონლო ზედნადებებში, რომელშიც არცერთ მხარეს არ წარმოადგენს შპს -------. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული ოპერაციები არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში. რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა კომპანიის მიერ მომსახურების გაწევა (საკუთრებაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სხვა პირების მიერ გამოყენება), შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 159-ე და 163-ე მუხლების გათვალისწინებით, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, აგრეთვე დამატებით გამოვლენილი შემოსავალი, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, განიხილა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
სამართლებრივი საფუძვლები დაფიქსირებულია პირველ სადავო საკითხის ნაწილში.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენების საფუძველი, რადგან რა კვალიფიკაციის შეცვლა მოხდა დაუდგენელია. ასევე აქტში არ არის მოცემული, თუ როგორ და რის საფუძველზე მოხდა მომსახურების ღირებულების დადგენა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი მე-2 და მე-3 სადავო საკითხების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგინდა რომ:
- ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახული მზა პროდუქციის (-------) ჩამოწერის შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციასთან, კერძოდ, რეალიზაციის დოკუმენტებთან შედარების შედეგად გამოვლინდა სხვაობები, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ, იმაზე მეტი რაოდენობის ------- ჩამოწერა, ვიდრე ფიქსირდებოდა რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებში. შემოწმების მიერ ზემოაღნიშნული სხვაობები (ზედმეტად ჩამოწერილი საქონელი) განიხილა რეალიზებულად, ხოლო შემოწმებით დამატებით გამოვლენილი შემოსავალი დირექტორზე გაცემულ ხელფასად;
- გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ფიქსირდება ისეთ სასაქონლო ზედნადებებში, რომელშიც არცერთ მხარეს არ წარმოადგენს გადასახადის გადამხდელი. ამასთან, გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ ოპერაციები არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში. მიიჩნია, რომ სახეზეა კომპანიის მიერ მომსახურების გაწევა (საკუთრებაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სხვა პირების მიერ გამოყენება), შემოწმებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დამატებით გამოვლენილი შემოსავალი განიხილა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
მომჩივანი მე-2 და მე-3 სადავო საკითხების ნაწილში აღნიშნავს, რომ:
- გარკვეულ შემთხვევებში, როდესაც ხდებოდა საქონლის რეალიზაცია, საბუღალტრო პროგრამა ორისში ხდებოდა რეალიზებული საქონლის ჩამოწერა. როდესაც კორექტირებას ექვემდებარებოდა სასაქონლო ზედნადები, გარკვეულ შემთხვევებში საბუღალტრო პროგრამა ორისში არ მომხდარა აღნიშნული კორექტირების გატარება. თუმცა, სააღრიცხვო დოკუმენტაციის (სასაქონლო ზედნადებების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები) საფუძველზე რეალიზებული საქონელი და სასაქონლო მატერიალური მარაგების ნაშთი სრულად ემთხვეოდა ნაწარმოებ ბუღალტერიას. მიიჩნევს, რომ თუ ბუღალტრულ პროგრამაში არასწორად არის დაფიქსირებული ოპერაცია იგი არ ქმნის დარიცხვის განხორცილების საფუძველს;
- არ არსებობდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენების საფუძველი, რადგან რა კვალიფიკაციის შეცვლა მოხდა დაუდგენელია. ასევე აქტში არ არის მოცემული, თუ როგორ და რის საფუძველზე მოხდა მომსახურების ღირებულების დადგენა.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საყურადღებოა შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში დაფიქსირებული აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებები მომჩივნის არგუმენტებზე, რომ გათვალისწინებული იქნა სასაქონლო ზედნადებების კორექტირების შედეგები და გამოვლენილი სხვაობები ძირითადად გამოწვეულია ჩამოწერების დუბლირებით. ხოლო, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, მომსახურების ფასი განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტებში ასახული, ანალოგიური მომსახურებისთვის მიღებული ანაზღაურების შესაბამისად.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირ განხილვაზე გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლმა აღნიშნა, რომ მე-2 და მე-3 საკითხების ნაწილში შემოწმებით განხორციელებულ დარიცხვას იზიარებს.
საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მე-2 და მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მე-2 და მე3 სადავო საკითხების ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით - დანაკლისად აღიარებული ნედლეულის (ცემენტის) ოდენობის რეალიზებულად განხილვის ნაწილში;
2. ჩამოწერილი მზა ბეტონის რეალიზებულად განხილვა;
3. სასაქონლო ზედნადებებში მითითებული კომპანიის საკუთრებაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გაწეული მომსახურების დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შემოწმებით გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში წარმოებული მზა ბეტონის რაოდენობა, რომელიც აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის რაოდენობას, დამატებით გამოვლენილი მზა პროდუქცია ჩაითვალა დოკუმენტურად დადასტურებული ფასით რეალიზებულად, შედეგად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, აგრეთვე დამატებით გამოვლენილი შემოსავალი, განიხილა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
2. შემოწმების მიერ, ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახული მზა პროდუქციის ჩამოწერა შედარდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციასთან, კერძოდ, რეალიზაციის დოკუმენტებთან, შედეგად გამოვლინდა სხვაობები. რაც შემოწმების მიერ განხილული იქნა რეალიზებულად და აღნიშნულის გათვალისწინებით, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, აგრეთვე დამატებით გამოვლენილი შემოსავალი, განიხილა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
3.შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ფიქსირდება ისეთ სასაქონლო ზედნადებებში, რომელშიც არცერთ მხარეს არ წარმოადგენს მომჩივანი. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული ოპერაციები არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში. რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა კომპანიის მიერ მომსახურების გაწევა, შემოწმების მიერ, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, აგრეთვე დამატებით გამოვლენილი შემოსავალი, განიხილა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159;