ბრძანება N 11032
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11032
29 მაისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------ს“ (ს/ნ ------------------)
(ფაქტ. მის.: ----------------------------;
იურ. მის.: -----------------------------)
2025 წლის 17 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 2 და 23 მაისის სხდომებზე (ოქმები №34 და №43) განიხილა შპს „----------ს“ (ს/ნ ------------------) №------/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 30 ივლისის №------ და №------საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს, №------/66 საგადასახადო მოთხოვნას და 2025 წლის 21 მარტის №5105 ბრძანებას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ კომპანია დაჯარიმდა სს „----------ის” (ს/ნ ------------) კუთვნილი საავტომობილო ბენზინის, 16000 კილოგრამის უკანონო განკარგვა/დაკარგვა/განადგურების გამო, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან მოცემული რაოდენობა სრულად ჯდება იმ ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობებში, რომელიც შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებით არის დადგენილი.
საბაჟო ორგანომ მოახდინა მიღებული მონაცემების შედარება სს „--------------“-ის შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებგვერდზე არსებულ დოკუმენტურად დარჩენილ ნაშთთან (რომელიც საქონლის დოკუმენტურად მიღების, იმპორტში მოქცევის, გასხვისების გათვალისწინებით იქნა დარჩენილი), რის საფუძველზეც იქნა მიღებული ზედაპირული გადაწყვეტილება.
საბაჟო ორგანომ არ გაითვალისწინა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი დანაკარგების ზღვრული ნორმები.
მომჩივანი მიუთითებს, რომ კომპანიას არ გააჩნია ვალდებულება, ბუნებრივი დანაკარგების შესახებ ინფორმაცია წინასწარ მიაწოდოს შემოსავლების სამსახურს ან/და საბაჟო ორგანოს. შესაბამისად კომპანიის მხრიდან ფაქტობრივად გამოვლენილ ბუნებრივ დანაკარგებზე ინფორმაციის მიწოდება არ ხორციელდებოდა არც საქონლის საბაჟო საწყობში მოქცევის, არც მისი შენახვისა და არც განკარგვის დროს. არსებული დანაკარგის აღიარება და გათვალისწინება მხოლოდ შიდა აღრიცხვის მიზნებისთვის ხორციელდებოდა.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის მხრიდან სს „--------------ის” (ს/ნ ----------) წარმომადგენლებთან კომუნიკაციის მცდელობაც კი არ ყოფილა, რომლის შემთხვევაშიც კომპანიის მხრიდან იქნებოდა წარდგენილი სრული ინფორმაცია და თავიდან იქნებოდა აცილებული შემოსავლების სამსახურის მხრიდან დაფიქსირებული გადაცდომა და მოცემული გაუგებრობაც.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 13 მაისს სს „-------------ის“ კუთვნილი საქონელი (საავტომობილო ბენზინი – 757 000 კგ) №-----/--------- საბაჟო დეკლარაციით შენახულ იქნა შპს „------ის“ საბაჟო საწყობში (WHS---------). აღნიშნული საქონლის ნაწილი (საავტომობილო ბენზინი – 401 000 კგ) მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში (საბაჟო დეკლარაციები: №-----/--------- 14.05.2024 (45 000 კგ); №-----/--------- 14.05.2024 (15 000 კგ); №-----/--------- 15.05.2024 (62 000 კგ); №-----/--------- (50 000 კგ); №-----/--------- 20.05.2024 (50 000 კგ); №-----/--------- 21.05.2024 (50 000 კგ);№-----/--------- 21.05.2024 (50 000 კგ);№-----/--------- 29.05.2024 (79 000 კგ)), ნაწილ საქონელზე (საავტომობილო ბენზინი – 340 000 კგ) საკუთრების უფლება გადაეცა შპს „-------ს“ (საქონლის საბაჟო დეკლარაცია №-----/--------- (14.05.2024)), ხოლო 16 000 კგ საავტომობილო ბენზინი წარმოადგენდა №-----/--------- საბაჟო დეკლარაციის ნაშთს.
2024 წლის 26 ივლისს, შპს „----------ის“ (ს/ნ ------------------) მიერ წარმოდგენილი №-----/21-10-21 განცხადებით გამოირკვა, რომ შპს „------ის“ საბაჟო საწყობში (WHS---------) არ ინახება სს „--------ის“ კუთვნილი, №-----/--------- საქონლის საბაჟო დეკლარაციით საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი (საავტომობილო ბენზინი – 16 000 კგ).
ვინაიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას/დაკარგვას/განადგურებას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----ის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 30 ივლისს შედგენილ იქნა №-------სამართალდარღვევის ოქმი №------) ერთად სოლიდარულად დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 17091.94 ლარის (იდენტურ/მსგავს საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით, ხოლო საბაჟო საწყობის სანებართვო პირობის განმეორებით (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №----- 12.10.2023) დარღვევის ფაქტზე, შედგენილ იქნა №---- (30.07.2024) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს – შპს „-----ს“ დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით. 2024 წლის 30 ივლისს გამოიცა №------/-- საგადასახადო მოთხოვნაც, რომლითაც დაერიცხა იმპორტის გადასახდელი 17091.94 ლარი (დღგ 9091.94 ლარი; აქციზის გადასახადი 8 000 ლარი) და საურავი 576.82 ლარი.
აღნიშნული აქტები შპს „----------ის“ (ს/ნ ------------------) მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შპს „----------ის“ (ს/ნ ------------------) საჩივარში (№-----/1/2024 29.08.2024) წარმოდგენილი არგუმენტებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ექვემდებარება ბათილად ცნობას იმის გამო, რომ საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ეტაპზე საბაჟო ორგანოს მიერ არ იყო გათვალისწინებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებით დადგენილი – ნავთობპროდუქტის ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმები.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 25 სექტემბრის №20898 ბრძანებით, შპს „----------ის“ (ს/ნ ------------------) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: საბაჟო დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტები და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო აქტებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საბაჟო დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 25 სექტემბრის №20898 ბრძანების აღსრულების უზრუნველსაყოფად განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოებისას მიჩნეული იქნა, რომ მომჩივნის არგუმენტები უსაფუძვლოა და არ იქნა გაზიარებული, ვინაიდან მისი მხრიდან არ ყოფილა უზრუნველყოფილი საავტომობილო ბენზინის ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმების გათვალისწინებისათვის, ზემოხსენებული ბრძანებით დამტკიცებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 – მე-5 პუნქტებით დადგენილი პირობების შესრულება. კერძოდ, მითითებული ნავთობპროდუქტის რეზერვუარში შენახვისას არ განხორციელებულა მყიდველისა და გამყიდველის შეთანხმებით განსაზღვრული – ნავთობპროდუქტის ჩამოწერის უფლების მქონე პირის მიერ მისი ჩამოწერა, რაც დასაშვებია წინა ინვენტარიზაციიდან შემდგომი ინვენტარიზაციის მომენტამდე რეზერვუარში მიღებული მთლიანი ოდენობიდან, ამავე დებულების მე-4 მუხლის შესაბამისად.
შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ 2024 წლის 30 ივლისის №E---- და №----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და №---/---საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს ამ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტებით დარიცხული თანხების კორექტირების (შემცირების) საფუძველი და საბაჟო დეპარტამენტის №5105 (21.03.2025) ბრძანებით შპს „----------ის“ (ს/ნ ------------------) უარი ეთქვა სადავო აქტებით დარიცხული თანხის კორექტირებაზე (შემცირებაზე).
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა გადამხდელის მონაწილეობით ჩაინიშნა 2025 წლის 2 მაისს --:-- სთ-ზე. შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელდა მომჩივანთან კომუნიკაცია და მოწვეულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე. მომჩივანმა ითხოვა მისი დასწრების გარეშე მომხდარიყო საჩივრის განხილვა.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის მე-21 ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
„ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებით დამტკიცებული „ნავთობპროდუქტის ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმების შესახებ“ დებულების მე3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ რეზერვუარში შენახვისას ჩამოწერა დასაშვებია წინა ინვენტარიზაციიდან შემდგომი ინვენტარიზაციის მომენტამდე რეზერვუარში მიღებული მთლიანი ოდენობიდან, ამ დებულების მე-4 მუხლის გათვალისწინებით.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ნედლი ნავთობის/ნავთობპროდუქტის ჩამოწერის უფლების მქონე პირი განისაზღვრება მყიდველისა და გამყიდველის შეთანხმებით.
ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი მითითებულია, რომ დანაკარგად აღიარებული ნედლი ნავთობის/ნავთობპროდუქტის ოდენობა უნდა მიეკუთვნოს ინვენტარიზაციის მომენტში რეზერვუარში დარჩენილ პარტიებს.
დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მითითებული ნავთობპროდუქტის რეზერვუარში შენახვისას არ განხორციელებულა მყიდველისა და გამყიდველის შეთანხმებით განსაზღვრული – ნავთობპროდუქტის ჩამოწერის უფლების მქონე პირის მიერ მისი ჩამოწერა, რაც დასაშვებია წინა ინვენტარიზაციიდან შემდგომი ინვენტარიზაციის მომენტამდე რეზერვუარში მიღებული მთლიანი ოდენობიდან. ამდენად, არ ყოფილა უზრუნველყოფილი საავტომობილო ბენზინის ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმების გათვალისწინებისთვის, ზემოხსენებული ბრძანებით დამტკიცებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 – მე-5 პუნქტებით დადგენილი პირობების შესრულება. ამდენად, 2024 წლის 30 ივლისის №------- და №-------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებითა და №------/--- საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის კორექტირებაზე (შემცირებაზე) უარი მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების 2024 წლის 25 სექტემბრის №20898 ბრძანების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემულ 2025 წლის 21 მარტის №5105 ბრძანებაში ასახული შედეგები შეესაბამება დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------ის“ (ს/ნ ------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას/დაკარგვას/განადგურებას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლითაც მომჩივანს და საბაჟო საწყობის მფლობელ კომპანიას ერთად სოლიდარულად დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 17091.94 ლარის (იდენტურ/მსგავს საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით, ხოლო საბაჟო საწყობის სანებართვო პირობის განმეორებით დარღვევის ფაქტზე, შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს – დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით. ასევე გამოიცა საგადასახადო მოთხოვნაც, რომლითაც დაერიცხა იმპორტის გადასახდელი 17091.94 ლარი (დღგ 9091.94 ლარი; აქციზის გადასახადი 8 000 ლარი) და საურავი 576.82 ლარი.
აღნიშნული აქტები მომჩივანის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №20898 ბრძანებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: საბაჟო დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტები და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო აქტებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საბაჟო დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის №20898 ბრძანების აღსრულების უზრუნველსაყოფად განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოებისას მიჩნეული იქნა, რომ მომჩივნის არგუმენტები უსაფუძვლოა და არ იქნა გაზიარებული, ვინაიდან მისი მხრიდან არ ყოფილა უზრუნველყოფილი საავტომობილო ბენზინის ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმების გათვალისწინებისათვის, ზემოხსენებული ბრძანებით დამტკიცებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 – მე-5 პუნქტებით დადგენილი პირობების შესრულება.
შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს ამ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტებით დარიცხული თანხების კორექტირების (შემცირების) საფუძველი და საბაჟო დეპარტამენტის №5105 ბრძანებით მომჩივანს უარი ეთქვა სადავო აქტებით დარიცხული თანხის კორექტირებაზე (შემცირებაზე).
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების №20898 ბრძანების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემულ №5105 ბრძანებაში ასახული შედეგები შეესაბამება დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304-(21);