გადაწყვეტილება №81505/1/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 14.08.2023
№ დოკუმენტი 81505/1/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№81505/1/2023

14 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: -------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --------ს 6.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №81505/1/2023).

 

დავის საგანი:

საბანკო ანგარიშების ამონაწერებისა და საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრული შემოსავლის ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №021-140 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 17.05.2023 წლის №10932 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 41 199 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 21 343

დღგ - 12 679

საშემოსავლო გადასახადი - 8 664

ჯარიმა - 7 854

საურავი - 12 002

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობას წარმოადგენს ტანსაცმლის იმპორტი --------სა და -------ის რესპუბლიკებიდან და აღნიშნული საქონლის რეალიზაცია საქართველოში (სოციალური ქსელის საშუალებით).

აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოწმების დანიშვნის შემდგომ დარეგისტრირდა ინდივიდუალურ მეწარმედ. გადასახადის გადამხდელი თანამშრომლობდა შემოწმებასთან და შემოწმების პროცესში წარმოადგინა საბანკო ანგარიშების ამონაწერები. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებული მასალების და საბანკო ანგარიშების ამონაწერის მიხედვით, 2019 წელს გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება 170 432 ლარის შემოსავალი. აღნიშნული მასალებით დაანგარიშდა ასევე 2019 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები, რამაც შეადგინა 127 114 ლარი (საქონლის ღირებულებას დამატებული ტრანსპორტირების ხარჯები). გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

2019 წლის სექტემბრის თვეში მომჩივნის შემოსავალი გადასცდა 100 000 ლარს. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 158-ე მუხლების და 165-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №021-140 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 17.05.2023 წლის №10932 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და 282-ე მუხლის პირველ ნაწილზე, შემოწმებით დადგენილი გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოწმებით ი/მ --------ს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება გაანგარიშებული თანხების ოდენობას, რისთვისაც დამატებითი მტკიცებულების სახით წარმოდგენილი აქვს აუდიტორული კომპანიის დასკვნა, რომელშიც დეტალურად არის გაანგარიშებული მის მიერ მიღებული შემოსავლების ოდენობა. ასევე, არ ეთანხმება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციას 16.09.2019 წლიდან, რადგან თვლის, რომ აქტით დარიცხული თანხა არ შეესაბამება 2019 წელს რეალურად მიღებულ შემოსავლებს.

წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დამატებით შესწავლილ უნდა იქნას მის მიერ 2019 წელს მიღებული შემოსავლების ოდენობა და შესაბამისად მოხდეს დარიცხული გადასახადის კორექტირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტებზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დამადასტურებელი მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 17.05.2023 წლის №10932 ბრძანება;

3. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დამადასტურებელი მტკიცებულებები;

4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, განსაზღვრულ ვადაში ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საბანკო ანგარიშების ამონაწერებისა და საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრული შემოსავლის ოდენობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოწმების დანიშვნის შემდგომ დარეგისტრირდა ინდივიდუალურ მეწარმედ. გადასახადის გადამხდელი თანამშრომლობდა შემოწმებასთან და შემოწმების პროცესში წარმოადგინა საბანკო ანგარიშების ამონაწერები. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებული მასალების და საბანკო ანგარიშების ამონაწერის მიხედვით, 2019 წელს გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება 170 432 ლარის შემოსავალი. აღნიშნული მასალებით დაანგარიშდა ასევე 2019 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები, რამაც შეადგინა 127 114 ლარი (საქონლის ღირებულებას დამატებული ტრანსპორტირების ხარჯები). გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

2019 წლის სექტემბრის თვეში მომჩივნის შემოსავალი გადასცდა 100 000 ლარს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №021-140 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 17.05.2023 წლის №10932 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დამადასტურებელი მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 102(1"ა"), 282(1).

2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 161(1"ა").