გადაწყვეტილება №27407/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 01.07.2026
№ დოკუმენტი 27407/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27407/2/2026

01 ივლისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 24.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27407/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოწმებით დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 დეკემბრის №059-3 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 4 მაისის №9758 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 4 113 998.46 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 2 583 605

ჯარიმა - 1 291 802.50

საურავი - 238 590.96

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა საქონლის ხორცით საბითუმო ვაჭრობა.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 ივლისის №14732 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საქონლის შეძენა ხდებოდა ადგილობრივ ბაზარზე და თითქმის მთლიანი შესყიდვა განხორციელებული იყო ფიზიკური პირებისგან შესყიდვის აქტებით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში გადამოწმდა მომწოდებელი ფიზიკური პირების შესახებ არსებული ინფორმაცია და ზოგიერთი მათგანი არ ადასტურებდა შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული მონაცემების სისწორეს. ამავდროულად, კომპანიის მიერ არ იქნა მიწოდებული სრულყოფილი ინფორმაცია დაკლული პირუტყვის სულადობის და გამოსავლიანობის შესახებ. საგადასახადო ორგანოს მიერ ფულადი ნაკადების მოძრაობის დასადგენად შემოსავლები დაანგარიშდა დოკუმენტური შემოსავლებისა და საწარმოს მიერ წარდგენილი დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების შესახებ ცნობების მიხედვით. ხარჯის ნაწილში გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი (გარდა შესყიდვის აქტებისა), ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები, გაცემული ხელფასები, დაბეგრილი მოგება და სხვა ხარჯი, ხოლო სასაქონლომატერიალური მარაგების შეძენის ნაწილში - შემოსავლების სამსახურის სიტუაციური სახელმძღვანელოს №0256 მიხედვით განსაზღვრული თანხის ოდენობა. სალაროს ნაშთის შესაბამისი თანხა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 დეკემბრის №28855 ბრძანება და №059-3 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 4 113 998.46 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 24 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 4 მაისის №9758 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 105-ე, 72-ე, 43-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გაფორმებულია აქტი, სადაც მითითებულია გამყიდველი, მყიდველი, დრო, საქონლის რაოდენობა, ფასი და გადახდის პირობა, რომელიც ორივე მხრიდან დასტურდება ხელმოწერით. თუ რომელიმე მომწოდებელმა ვერ გაიხსენა ან სხვა მიზეზით არ დაადასტურა აღნიშნული ფაქტი, ითხოვს გამოყენებულ იქნას იმ უახლოესი შეძენების საშუალო ფასი, რომელიც განხორციელდა აღნიშნულ სადავო შესყიდვასთან მიმართებაში.

ამასთან, კომპანიის მიერ პროდუქცია მიეწოდება მსხვილ ქსელურ მარკეტებს, სადაც მკაცრად კონტროლდება ყველა მიწოდება და ფიქსირდება რაოდენობა. შესაბამისად, ადვილად გადამოწმებადია საწარმოს შეძენები. დამატებით შეუძლია წარმოადგინოს აღნიშნული დოკუმენტაცია.

ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნის სრულად/ნაწილობრივ გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

შემოწმების აქტის მიხედვით, საქონლის შეძენა ხდებოდა ადგილობრივ ბაზარზე და თითქმის მთლიანი შესყიდვა განხორციელებული იყო ფიზიკური პირებისგან შესყიდვის აქტებით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში გადამოწმდა მომწოდებელი ფიზიკური პირების შესახებ არსებული ინფორმაცია და ზოგიერთი მათგანი არ ადასტურებდა შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული მონაცემების სისწორეს. ამავდროულად, კომპანიის მიერ არ იქნა მიწოდებული სრულყოფილი ინფორმაცია დაკლული პირუტყვის სულადობის და გამოსავლიანობის შესახებ. საგადასახადო ორგანოს მიერ ფულადი ნაკადების მოძრაობის დასადგენად შემოსავლები დაანგარიშდა დოკუმენტური შემოსავლებისა და საწარმოს მიერ წარდგენილი დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების შესახებ ცნობების მიხედვით. ხარჯის ნაწილში გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი (გარდა შესყიდვის აქტებისა), ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები, გაცემული ხელფასები, დაბეგრილი მოგება და სხვა ხარჯი, ხოლო სასაქონლომატერიალური მარაგების შეძენის ნაწილში - შემოსავლების სამსახურის სიტუაციური სახელმძღვანელოს №0256 მიხედვით განსაზღვრული თანხის ოდენობა. სალაროს ნაშთის შესაბამისი თანხა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ გაფორმებულია შესყიდვის აქტები, სადაც მითითებულია გამყიდველი, მყიდველი, დრო, საქონლის რაოდენობა, ფასი და გადახდის პირობა, რომელიც ორივე მხრიდან დასტურდება ხელმოწერით. ასევე, არსებობს სალაროს გასავლის ორდერები. ამასთან, კომპანიის მიერ პროდუქცია მიეწოდება მსხვილ ქსელურ მარკეტებს, სადაც მკაცრად კონტროლდება ყველა მიწოდება და ფიქსირდება რაოდენობა. შესაბამისად, ადვილად გადამოწმებადია საწარმოს შეძენები. დამატებით შეუძლია წარმოადგინოს შესაბამისი პირების ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, სადაც მითითებული იქნება მხარეები, განხორციელებული ოპერაციის შინაარსი და პროდუქციის ფასი.

ამასთან, საწარმოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ არასწორად არის დათვლილი ფულის ნაშთი (დათვლილია დარიცხვით და არა ფულის შემოსავლით).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. ამასთან, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის არგუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 4 მაისის №9758 ბრძანება;

3. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის არგუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა საწარმოს პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოწმებით დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №14732 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ საქონლის შეძენა ხდებოდა ადგილობრივ ბაზარზე და თითქმის მთლიანი შესყიდვა განხორციელებული იყო ფიზიკური პირებისგან შესყიდვის აქტებით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში გადამოწმდა მომწოდებელი ფიზიკური პირების შესახებ არსებული ინფორმაცია და ზოგიერთი მათგანი არ ადასტურებდა შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული მონაცემების სისწორეს. ამავდროულად, კომპანიის მიერ არ იქნა მიწოდებული სრულყოფილი ინფორმაცია დაკლული პირუტყვის სულადობის და გამოსავლიანობის შესახებ. საგადასახადო ორგანოს მიერ ფულადი ნაკადების მოძრაობის დასადგენად შემოსავლები დაანგარიშდა დოკუმენტური შემოსავლებისა და საწარმოს მიერ წარდგენილი დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების შესახებ ცნობების მიხედვით. ხარჯის ნაწილში გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი (გარდა შესყიდვის აქტებისა), ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები, გაცემული ხელფასები, დაბეგრილი მოგება და სხვა ხარჯი, ხოლო სასაქონლომატერიალური მარაგების შეძენის ნაწილში - შემოსავლების სამსახურის სიტუაციური სახელმძღვანელოს №0256 მიხედვით განსაზღვრული თანხის ოდენობა. სალაროს ნაშთის შესაბამისი თანხა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №28855 ბრძანება და №059-3 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 4 113 998.46 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №9758 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის არგუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9„ბ“); 101(1); 154(1 „ა“);