ბრძანება N 2812
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 2812
17 თებერვალი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“(ს/ნ ------)
(მის.:---------)
2025 წლის 21 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 30 იანვრის სხდომაზე (ოქმი №8) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ ------) 2025 წლის
21 იანვრის №93809/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 დეკემბერს №081-265 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ დადგენილი მიღებული/მისაღები შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. გადამხდელი განმარტავს, რომ მათ მიერ ხდებოდა საბაჟო-სატერმინალო მომსახურება ტვირთის რეექსპორტირების მიზნით. საწარმო არ მონაწილეობს ყიდვა-გაყიდვის მოლაპარაკებებში. მიუთითებს, რომ ძირითადად კავშირი აქვთ ორ ------- გადამზიდავ კომპანიასთან, რომლებიც უზრუნველყოფენ ტვირთის გადაზიდვას სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით. გადამხდელი მიუთითებს, რომ აღნიშნულისთვის კომპანია 2022 წლის იანვრის ჩათვლით ერთ მანქანაზე იღებდა მხოლოდ მომსახურების საფასურს 100 აშშ დოლარის ოდენობით და არავითარი სხვა თანხები არ მიუღიათ, აღრიცხვას აწარმოებენ რეექსპორტზე გასული მანქანების თარიღების მიხედვით. მიიჩნევს, რომ შემმოწმებელთა მიერ მოხდა რაღაც არარსებული შემოსავლების გაანგარიშება, რომელსაც დააკლდა მხოლოდ ზოგიერთი ხარჯები (შესყიდვის ინვოისების ღირებულება, ------- საქართველომდე სატრანსპორტო მომსახურება და საბაჟო მომსახურების ანაზღაურება, ასევე, 2021 წლის საანგარიშო პერიოდში გადამხდელის მიერ დივიდენდად დაბეგრილი 2021 წლის მოგება), შედეგად მათ მიერ მიღებული იქნა არარსებული დამატებითი დასაბეგრი თანხა 178 304 ლარის ოდენობით. რაც შეეხება, ოფიციალურად გაწეულ და საბუთებით დადასტურებულ ტრანსპორტირების ხარჯებს -------- --------- საერთოდ არ იქნა გათვალისწინებული. აცხადებს, რომ მათ მიერ შემმოწმებლებზე წარდგენილი იქნა ------- --------- ტრანსპორტირების ინვოისები (ორი --------- კომპანია, რომლებიც აღრიცხული იყო პროგრამა „ორისში“ და გადაზიდვისას გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 144 267,71 ლარი). ყოველივე აღნიშნულს ადასტურებს გადაზიდვის მიწოდების პირობები. გადამხდელი მიიჩნევს, რომ შემმოწმებლების მიერ ინვოისები არ იქნა გაზიარებული იმ მოტივით, რომ დროის სიმცირის გამო ვერ მოასწრეს -------- კომპანიებთან შედარების აქტების შედგენა მათთან განხორციელებული ანგარიშსწორების შესახებ და შემმოწმებლებთან გადაგზავნა. ასევე აცხადებს, რომ შემოწმებისთვის გადაგზავნილია შესაბამისი დოკუმენტები ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი ივლისის №15440 და 10 ივლისის №16418 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“ (ს/ნ --------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 27 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, გამოიცა 2024 წლის 30 დეკემბრის №27738 ბრძანება და ამავე თარიღის №081-265 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 70 322 ლარი, მათ შორის, გადასახადი 35 661 ლარი, ჯარიმა 17 830 ლარი, საურავი 16 831 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
გადამხდელის ახსნა-განმარტებით, საქმიანობის ძირითადად საგანს წარმოადგენს საბაჟოსატერმინალო მომსახურება ტვირთის რეექსპორტირების მიზნით. საწარმო არ მონაწილეობს ყიდვაგაყიდვის მოლაპარაკებებში, ძირითადად კავშირი აქვს ორ -------- გადამზიდავ კომპანიასთან, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთის გადაზიდვას სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით. კომპანია 2022 იანვრის ჩათვლით ერთ მანქანაზე იღებდა მომსახურების საფასურს 100 აშშ დოლარის ოდენობით. შპს „-------“ ასევე უზრუნველყოფს თანხების მოძრაობას მყიდველსა და გამყიდველს შორის (რიგ შემთხვევაში დასტურდება მყიდველის მიერ შეთანხმებულ სარეალიზაციო ღირებულებასთან ერთად საბანკო გადარიცხვის საკომისიოს ჩათვლით თანხის ჩარიცხვა). პირი შესამოწმებელი პერიოდისთვის არ აწარმოებდა საბუღალტრო აღრიცხვას. შემოწმების მიერ დადგინდა, რომ საბაჟო ოპერაციებთან დაკავშირებით დგებოდა როგორც საბაჟო დეკლარაციები, ისე აღრიცხვის მოწმობები, რასთან დაკავშირებული დოკუმენტაციაც გამოთხოვილი იქნა საარქივო სამმართველოდან. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი იქნა 2021 წლის ოპერაციებთან დაკავშირებული გაანგარიშება. აღნიშნული მონაცემების გადამოწმებით დადგინდა, პირს მიღებული აქვს საქართველოდან -------- ტრანსპორტირების მომსახურება, რაც წარდგენილი არ არის საბაჟო ოპერაციების განხორციელებისას. საბოლოოდ, შემოწმების მიერ გაანგარიშდა ანგარიშვალდებული პირის მიერ მიღებული/მისაღები შემოსავალი (სარეალიზაციო ინვოისების ღირებულებას დააკლდა შესყიდვის ინვოისების ღირებულება, --------- საქართველომდე სატრანსპორტო მომსახურება და საბაჟო მომსახურების ანაზღაურება, ასევე 2021 წლის საანგარიშო პერიოდში გადამხდელის მიერ დივიდენდად დაბეგრილი 2021 წლის მოგება).
შედეგად, შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირდა კომპანიის მიერ მიღებული/მისაღები შემოსავალი, რაც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით და დაერიცხა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით.
მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
საგადასახადო შემოწმების აქტში ასახული ფაქტობრივ გარემოებების მიხედვით, გადამხდელის საქმიანობას, მისივე განმარტებით, წარმოადგენს საბაჟო-სატერმინალო მომსახურება ტვირთის რეექსპორტირების მიზნით. გადამხდელი შესამოწმებელი პერიოდისთვის არ აწარმოებდა საბუღალტრო აღრიცხვას. შემოწმების მიერ დადგინდა, რომ საბაჟო ოპერაციებთან დაკავშირებით დგებოდა როგორც საბაჟო დეკლარაციები, ისე აღრიცხვის მოწმობები, რასთან დაკავშირებული დოკუმენტაციაც გამოთხოვილი იქნა საარქივო სამმართველოდან. ხოლო გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი იქნა 2021 წლის ოპერაციებთან დაკავშირებული გაანგარიშება. აღნიშნული მონაცემების გადამოწმებით დადგინდა, რომ პირს მიღებული აქვს საქართველოდან -------- ტრანსპორტირების მომსახურება, რაც წარდგენილი არ არის საბაჟო ოპერაციების განხორციელებისას. საბოლოოდ, შემოწმების მიერ გაანგარიშდა ანგარიშვალდებული პირის მიერ მიღებული/მისაღები შემოსავალი, კერძოდ, სარეალიზაციო ინვოისების ღირებულებას დააკლდა შესყიდვის ინვოისების ღირებულება, --------- საქართველომდე სატრანსპორტო მომსახურება და საბაჟო მომსახურების ანაზღაურება, ასევე, 2021 წლის საანგარიშო პერიოდში გადამხდელის მიერ დივიდენდად დაბეგრილი 2021 წლის მოგება. შედეგად, კომპანიის მიერ მიღებული/მისაღები შემოსავალი დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტზე, რომლის მიხედვით, მათ მიერ ხდებოდა საბაჟო-სატერმინალო მომსახურება ტვირთის რეექსპორტირების მიზნით და საწარმო არ მონაწილეობს ყიდვა-გაყიდვის მოლაპარაკებებში. გადამხდელი მიუთითებს, რომ აღნიშნულისთვის კომპანია 2022 წლის იანვრის ჩათვლით ერთ მანქანაზე იღებდა მხოლოდ მომსახურების საფასურს 100 აშშ დოლარის ოდენობით. არავითარი სხვა თანხები არ მიუღიათ და აღრიცხვას აწარმოებენ რეექსპორტზე გასული მანქანების თარიღების მიხედვით. მიუთითებს, რომ შემმოწმებლებმა გაითვალისწინეს მხოლოდ ზოგიერთი ხარჯი. რაც შეეხება, ოფიციალურად გაწეულ და საბუთებით დადასტურებულ ტრანსპორტირების ხარჯებს ბათუმიდან --------- საერთოდ არ იქნა გათვალისწინებული.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ დადგენილი მიღებული/მისაღები შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის საქმიანობის ძირითადად საგანს წარმოადგენს საბაჟო სატერმინალო მომსახურება ტვირთის რეექსპორტირების მიზნით.
გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი იქნა 2021 წლის ოპერაციებთან დაკავშირებული გაანგარიშება. აღნიშნული მონაცემების გადამოწმებით დადგინდა, პირს მიღებული აქვს საქართველოდან უცხო ქვეყანაში ტრანსპორტირების მომსახურება, რაც წარდგენილი არ არის საბაჟო ოპერაციების განხორციელებისას. საბოლოოდ, შემოწმების მიერ გაანგარიშდა ანგარიშვალდებული პირის მიერ მიღებული/მისაღები შემოსავალი (სარეალიზაციო ინვოისების ღირებულებას დააკლდა შესყიდვის ინვოისების ღირებულება, უცხო ქვეყნიდან საქართველომდე სატრანსპორტო მომსახურება და საბაჟო მომსახურების ანაზღაურება, ასევე 2021 წლის საანგარიშო პერიოდში გადამხდელის მიერ დივიდენდად დაბეგრილი 2021 წლის მოგება). შედეგად, ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირდა კომპანიის მიერ მიღებული/მისაღები შემოსავალი, რაც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით და დაერიცხა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9);101(1);154(1);