ბრძანება N 696

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 20.01.2023
№ დოკუმენტი 696
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 696

20.01.2023

„ ---------- “ (პ/ნ ---------- )

(მის.: ქ. --------- )

2022 წლის 23 დეკემბრის საჩივრის

განუხილველად დატოვების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 იანვრის სხდომაზე (ოქმი №2) განიხილა „---------- “ (პ/ნ ---------- ) №234371/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 20 აპრილის №20010/1217230 და 25 აპრილის №20010/1219016 საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ებით დარიცხულ იმპორტის გადასახდელს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

მომჩივანი განმარტავს, რომ გამოიწერა 2 ნივთი, რომლებზეც დარიცხული იმპორტის გადასახდელების დაფარვა სთხოვა ნაცნობს და ეგონა კიდეც, რომ თანხა გადახდილი იყო. შესაბამისად იცოდა, რომ არ ჰქონდა დავალიანება. ამასთან მიუთითებს, რომ შეტყობინება დავალიანების არსებობის შესახებ არ მიუღია, ახლა კი იგებს, რომ ერიცხება დავალიანება. აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს დარიცხული თანხის მოხსნას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის 19 აპრილს სს „ ---------- “ (ს/ნ ---------- ) მიერ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“-ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის შესაბამისად, განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე „----------" სახელზე დამისამართებული №---------- საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, ხოლო გზავნილის მიმღების მიერ წარდგენილი ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისი) საფუძველზე 20 აპრილს დაიბეჭდა №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4. მასში მითითებული მონაცემების სისწორეს „----------“ დაეთანხმა ხელმოწერით და გაიტანა ამანათი.

ასევე, 2022 წლის 21 აპრილს სს „----------“ (ს/ნ ---------- ) მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე „----------“ სახელზე დამისამართებული№---------- საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, რომელზეც მიმღების მიერ წარდგენილი ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისი) საფუძველზე 25 აპრილს დაიბეჭდა №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4. მასში მითითებული მონაცემების სისწორესაც „----------“ დაეთანხმა ხელმოწერით და გაიტანა ამანათი.

აღნიშნული დეკლარაციებით დარიცხული იმპორტის გადასახდელის (დღგ) თანხამ შეადგინა 140,78 და 145, 64 (ჯამში – 286,42) ლარი, რომელიც გადახდილი არ არის.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საბაჟო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, აღიარებული საგადასახადო დავალიანება არის საგადასახადო დავალიანება, თუ დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია.

ამავე საკანონმდებლო აქტის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება. საჩივარი არ განიხილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების ნაწილში.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2022 წლის 20 აპრილის №---------- და 25 აპრილის№---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ებში შეტანილი მონაცემების (მათ შორის საქონლის დასახელება, საქონლის რაოდენობა, საქონლის სეს ესნ კოდი, საქონლის ღირებულება, ტრანსპორტირების და სხვა ხარჯი, სატარიფო ღირებულება, დარიცხული დღგ-ის ოდენობა) სისწორე დადასტურებულია დეკლარანტის (მომჩივნის) მიერ საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ების შესაბამის გრაფაში შესრულებული ხელმოწერით. ამდენად, იმპორტის გადასახდელი (დღგ), რომლის დარიცხვის საფუძველია საბაჟო დეკლარაცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად არის აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან 2022 წლის 20 აპრილის №---------- და 25 აპრილის №---------- საბაჟო დეკლარაცია-ფორმა 4-ებით დარიცხული იმპორტის გადასახდელი (დღგ) წარმოადგენს აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას, სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. „----------“ (პ/ნ ---------- ) საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.