ბრძანება N 3692
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 3692
27.02.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ----------,იურ. მის.: ----------)
2023 წლის 11 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №8) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 11 იანვრის №77986/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 დეკემბრის №005-181 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს;
2. არ ეთანხმება ფულის ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 აპრილის №9859 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 7 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 13 დეკემბრის №31356 ბრძანება და 14 დეკემბრის №005-181 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 553 978 ლარი, მათ შორის, გადასახადი 320 756 ლარი, ჯარიმა 160 378 ლარი და საურავი 72 844 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
„1. შპს „----------" საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საკვები პროდუქტებითა და საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლით ვაჭრობა. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ აქვს აღრიცხული ინდივიდუალურად საქონლის რეალიზაცია და მისი ჩამოწერა. გადამხდელმა ახსნა-განმარტების სახით შემოწმებას წარმოუდგინა სმფ-ის ნაშთები, ასევე, განმარტება შესამოწმებელ პერიოდში არსებულ ფასნამატზე, რომელიც საშუალოდ შეადგენს 10%-ს. შემოწმებით დოკუმენტური ფასნამატი ვერ დგინდება, რადგან ვერ ხდება საქონლის იდენტიფიცირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შესამოწმებელი პერიოდის სმფ-ების ნაშთებისა და ელექტრონულად მიღებული სასაქონლო ზედნადებების მიხედვით განისაზღვრა 36 სახეობის საქონლის ჯგუფი, რომლებზეც წლის ჭრილში ჯგუფების მიხედვით განსაზღვრულ იქნა რპთ და მასზე გავრცელებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის ფასნამატი. თითოეულ საქონლის ჯგუფზე გავრცელებულია შესაბამისი ჯგუფის ფასნამატი, საშუალო ფასნამატი შეადგენს 16%-ს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაიზარდა შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. შესამოწმებელ პერიოდში, გადამხდელს გაცემული დივიდენდის სახით დეკლარირებული აქვს 47 059 ლარი. ახსნა-განმარტების სახით წარმოდგენილ იქნა შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში წლების მიხედვით სალაროში არსებული ნაღდი ფულის საწყისი და საბოლოო ნაშთები. ასევე, წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ. შემოწმებით განხორციელდა ფულის მოძრაობის ანალიზი, კერძოდ, შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალს გამოაკლდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზის მიხედვით დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, გაცემული ხელფასები, დივიდენდები და სხვა გადახდები. ასევე, გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ. შედეგად, მიღებული ფულის ნაშთი განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაბეგრილ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (2022 წლის მარტის თვეში). გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ხოლო ამ კოდექსის 164-ე მუხლის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ აქვს აღრიცხული ინდივიდუალურად საქონლის რეალიზაცია და მისი ჩამოწერა, წარმოადგინა ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვით ფასნამატი შეადგენს საშუალოდ 10%-ს. ვინაიდან ვერ ხერხდებოდა საქონლის იდენტიფიცირება, შემოწმებით დოკუმენტური ფასნამატი ვერ დადგინდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სმფ-ების ნაშთებისა და სასაქონლო ზედნადებების მიხედვით განისაზღვრა 36 სახეობის საქონლის ჯგუფი, რომლებზეც განსაზღვრულ იქნა რპთ და მასზე გავრცელებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის ფასნამატი. თითოეულ საქონლის ჯგუფზე გავრცელდა შესაბამისი ჯგუფის ფასნამატი. ხოლო საშუალო ფასნამატმა შეადგინა 16%. ამასთან, შემოწმებით გაანგარიშებული შემოსავალი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების (მათ შორის, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, გაცემული ხელფასები, დივიდენდები და სხვა გადახდები) და დებიტორულკრედიტორული დავალიანებების გამოკლებით განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის ფასნამატის გამოყენების საჭიროება არ არსებობდა და აუდიტის დეპარტამენტს უნდა გამოეყენებინა დოკუმენტური ფასნამატი. მომჩივანი აღნიშნავს, რომ ობიექტის სიახლოვეს მდებარეობს ქსელური მარკეტები, რომელთა გამო კომპანია იძულებულია მინიმალური ფასნამატით იმუშაოს, ამიტომ 16%- იანი ფასნამატის გავრცელება არამართლზომიერია. მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან ურთავს ფასნამატის გაანგარიშების ცხრილს და ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, არ ჰქონდა აღრიცხული ინდივიდუალურად საქონლის რეალიზაცია და მისი ჩამოწერა, ვერ ხერხდებოდა საქონლის იდენტიფიცირება, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. ხოლო არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გაანგარიშებული ფასნამატი საჭიროებს დამატებით შესწავლას გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილების გათვალისწინებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი საქონლის ჯგუფებისა და სახეობების მიხედვით), ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) მტკიცებულებები, ფასნამატის გაანგარიშებისას იხელმძღვანელოს გადამხდელის მიერ ჯგუფებისა და სახეობების მიხედვით იდენტიფიცირებული და გაშიფრული ფასნამატით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან მიმართებაში, მომჩივანი განმარტავს, რომ აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები უნდა შემცირდეს ფასნამატის კოეფიციენტის გადაანგარიშების შედეგებიდან გამომდინარე. ამასთან, გადამხდელი აღნიშნავს, რომ ფულის მოძრაობაში არ არის გათვალისწინებული იჯარით აღებულ ფართში საქმიანობის განხორციელებისას გაწეული ხარჯები. აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივართან ერთად წარმოდგენილია ცხრილი გაწეული ხარჯების შესახებ.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია), ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გადამხდელის მიერ წარდგენილი (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) მტკიცებულებების და პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი საქონლის ჯგუფებისა და სახეობების მიხედვით);
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) მტკიცებულებები, ფასნამატის გაანგარიშებისას იხელმძღვანელოს გადამხდელის მიერ ჯგუფებისა და სახეობების მიხედვით იდენტიფიცირებული და გაშიფრული ფასნამატით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია);
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გადამხდელის მიერ წარდგენილი (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) მტკიცებულებების და პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს;
2. არ ეთანხმება ფულის ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ აქვს აღრიცხული ინდივიდუალურად საქონლის რეალიზაცია და მისი ჩამოწერა, წარმოადგინა ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვით ფასნამატი შეადგენს საშუალოდ 10%-ს. ვინაიდან ვერ ხერხდებოდა საქონლის იდენტიფიცირება, შემოწმებით დოკუმენტური ფასნამატი ვერ დადგინდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სმფ-ების ნაშთებისა და სასაქონლო ზედნადებების მიხედვით განისაზღვრა 36 სახეობის საქონლის ჯგუფი, რომლებზეც განსაზღვრულ იქნა რპთ და მასზე გავრცელებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის ფასნამატი. თითოეულ საქონლის ჯგუფზე გავრცელდა შესაბამისი ჯგუფის ფასნამატი. ხოლო საშუალო ფასნამატმა შეადგინა 16%. ამასთან, შემოწმებით გაანგარიშებული შემოსავალი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების (მათ შორის, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, გაცემული ხელფასები, დივიდენდები და სხვა გადახდები) და დებიტორულკრედიტორული დავალიანებების გამოკლებით განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, არ ჰქონდა აღრიცხული ინდივიდუალურად საქონლის რეალიზაცია და მისი ჩამოწერა, ვერ ხერხდებოდა საქონლის იდენტიფიცირება, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. ხოლო არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გაანგარიშებული ფასნამატი საჭიროებს დამატებით შესწავლას გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილების გათვალისწინებით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი საქონლის ჯგუფებისა და სახეობების მიხედვით), ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) მტკიცებულებები, ფასნამატის გაანგარიშებისას იხელმძღვანელოს გადამხდელის მიერ ჯგუფებისა და სახეობების მიხედვით იდენტიფიცირებული და გაშიფრული ფასნამატით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია), ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გადამხდელის მიერ წარდგენილი (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) მტკიცებულებების და პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5,9); 101(1); 154(1„ა“); 159; 275