ბრძანება N 6539

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 07.04.2025
№ დოკუმენტი 6539
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6539

07 აპრილი 2025

ბრძანება

შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )

(ფაქტ. მის.: „--------“ )

2025 წლის 27 თებერვლის და 19 მარტის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 20 და 27 მარტის სხდომებზე (ოქმები №21 და №23) განიხილა შპს „------ -ის “ (ს/ნ „--------“) 2025 წლის 27 თებერვლის №94396/1/2025 და 19 მარტის №94645/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 18 დეკემბრის №006-514 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ვალდებულებებს. განმარტავს, რომ დამფუძნებლებს (შპს „-------“ 50% და ფ/პ 50%) შორის მიმდინარე სამართლებრივი დავის გამო, არ ჰქონდათ ერთმანეთთან კონტაქტი და კომპანიის დირექტორატი არ აყენებდა საქმის კურსში შპს „------ -ის “ (მეორე დამფუძნებლის) მხარეს არც მიმდინარე შემოწმების პროცესზე და არც შემდგომ მიმდინარე დავაზე. დღეის მდგომარეოებით შპს „------- -ის “ მხარე ჩაერთო საგადასახადო დავაში და მას შეუძლია წარმოადგინოს დარიცხვასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია. შესაბამისად ითხოვს საკითხის დამატებთ შესწავლას.

გადამხდელი განმარტავს, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვარა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით არასწორია, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის არცერთი პირობა არ არის სახეზე და შემმოწმებელს მითითებული აქვს მხოლოდ ერთი „ბ.გ“ ქვეპუნქტი. კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას მისი არსებობის განმავლობაში აწარმოებდა ორ საბუღალტრო პროგრამაში: პროგრამა QuickBooks-ი, რომელიც ფუნქციონირებდა დამფუძნებლებს შორის დავის წარმოქმნამდე და დირექტორის ცვლილებამდე და ბუღალტრული პროგრამა „FINA“-ს მეშვეობით, რომლის გამოყენებაც კომპანიამ დაიწყო ახალი დირექტორის დანიშვნის შემდეგ და სადაც ასახულია ჩანაწერები კომპანიის დაარსებიდან მისი ფუნქციონირების შეჩერებამდე. საბუღალტრო პროგრამა FINA წარედგინა შემმოწმებლებს და დამფუძნებლებს შორის არსებული ხსენებული დავის გამო არ მომხდარა პარალელურად არსებული მეორე სააღრიცხვო წყაროს მიწოდება შემოწმებისთვის QuickBooks-ის მონაცემების სახით. კომპანია ბუღალტრული აღრიცხვისთვის სისტემების პარალელურად იყენებდა საოპერაციო პროგრამა „Doctra”-ს, რომელიც სპეციალიზებულია კლინიკებისთვის და სამედიცინო დაწესებულებისთვის. იგი დეტალურად იძლევა ინფორმაციას თითოეული გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ, მათ შორის, გააჩნია ფინანსური მოდულიც, სადაც აღრიცხულია კომპანიის შემოსავლების შესახებ დეტალური ინფორმაცია. აღნიშნული პროგრამა არის ხელმისაწვდომი და შესაძლებელია ინფორმაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ გამოყენება, რათა მოხდეს კომპანიის შემოსავლების გადამოწმება. ასევე, კომპანია აწარმოებდა პირველად დოკუმენტაციას, რომელიც მოიცავდა, ხელშეკრულებებს კორპორატიულ კლიენტებთან, ინვოისებს გაწეული მომსახურების შესახებ, რიგ შემთხვევებში გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტებს გაწეულ მომსახურებებთან დაკავშირებით, ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული შემოსავლის ნაწილში იყენებდა სალარო აპარატს. შესყიდვების ნაწილში კომპანიას გააჩნია - ხელშეკრულებები მომწოდებლებთან, ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო დოკუმენტები და ა.შ. აღნიშნული დოკუმენტაცია შემოწმებისთვის წარდგენილი იყო გადაანგარიშების პროცესში. კომპანიას შემოსავლების დიდი ნაწილი მიღებული ჰქონდა უნაღდო ანგარიშსწორების გზით, რაც სრულად ასახულია საბანკო ამონაწერებში.

2. მომჩივანი არ ეთანხმება ხარჯის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ კომპანიისთვის არ ყოფილა წარმოდგენილი იმ ხარჯების ჩამონათვალი, რომელიც შემოწმებამ მიიჩნია დოკუმენტურად დაუდასტურებლად. შესაბამისად, კომპანიამ ამ ნაწილში ვერ დაიცვა თავისი ინტერესები. გარდა ამისა, გადაანგარიშების შესახებ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, კომპანიამ დამატებით წარუდგინა დოკუმენტაცია შემმოწმებელს, თუმცა, კვლავ გაუგებარია თუ რომელი ხარჯები იქნა მიჩნეული დოკუმენტურად დაუდასტურებლად და მათ შორის, რომელი მიიჩნია შემმოწმებელმა დოკუმენტურად დადასტურებულად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 აპრილის №7300 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „--------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 აპრილის №7300 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 11 დეკემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები სულ 20 573 ლარი, მათ შორის, გადასახადი 13 714 ლარი და ჯარიმა 6 859 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 18 დეკემბრის №006-514 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტში წარმოადგინა დამატებითი მტკიცებულებები. შემოწმების მიერ განხორციელდა აღნიშნული მტკიცებულებების შესწავლა და გადაანგარიშდა შემოწმებით დარიცხული თანხები.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას.

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს.

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა.

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ასევე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ– სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

წარმოდგენილ საჩივრებში გადამხდელი განმარტავს, რომ შემმოწმებლის მიერ გამოყენებული მეთოდი კომპანიის განკარგვადი შემოსავლის გაანგარიშებისთვის შეიცავს არსებით ხარვეზებს, რის გამოც შემოწმების მიერ გამოთვლილი შემოსავალი არსებითად აღემატება კომპანიის მიერ რეალურად მიღებულს. კერძოდ, შემმოწმებელმა მომსახურების ფასის განსაზღვრის მიზნით ისარგებლა კომპანიის მიერ „საცალო გაყიდვების“ ფასებით, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატებოდა კომპანიის მიერ „კორპორატიულ კლიენტებთან“ დადგენილ ფასებს. კომპანიის შემოსავლების დაახლოებით 9% მოდის ფიზიკურ პირებზე, ხოლო 91% ეკუთვნის კორპორატიულ კლიენტებს. ფასებს შორის სხვაობა ბუნებრივია, საცალო და საბითუმო/ერთიანად გასაწევი დიდი მოცემულობის სერვისის ფასები მნიშვენლონად განსხვავდება ერთმანეთისგან. კომპანიის ყველაზე მსხვილი დამკვეთი იყო NCDC-ი (ჯამურ გაყიდვებში დაახლოებით 12%-ს შეადგენდა), რომელიც კომპანიას პეროდულად უკვეთავდა ლაბორატორიულ კვლევებს მასწავლებლებისთვის და სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებისთვის. აღნიშნული ორგანიზაცია თავად ადგენდა შესასყიდი მომსახურების ღირებულებას, რომელიც განსხვავდებოდა სხვა კომერციული დაწესებულებების მიერ დადგენილი ფასებისგან და კომპანიას აღნიშნულ ფასებზე არანაირი გავლენა არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ნაწილშიც შემოწმებამ გადაიანგარიშა და ააფასა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლები, კომპანიისვე საცალო გაყიდვების საშუალო ფასის მიხედვით, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის კომპანიის ფაქტობრივ გარემოებებთან. NCDC სრულად არეგულირებდა მოცემულ სფეროს პანდემიის პერიოდში, მათ შორის, ლაბორატორიული კვლევის შედეგები იტვირთებოდა აღნიშნული ორგანიზაციის სპეციალიზირებულ საიტზე და ყველა პროცესი კონტროლდებოდა მათ მიერ. NCDC თავად ადგენდა მომსახურების შესასყიდ ფასებს და შესაბამისი დოკუმენტაციით დასტურდებოდა გაწეული მომსახურების, ჩატარებული ტესტების რაოდენობა და ღირებულება. აღნიშნული ინფორმაცია ასევე იტვირთებოდა ხსენებულ საიტზე/პორტალზე. ამასთან, კომპანიის მიერ კორპორატიულ კლიენტებთან გამოყენებული ფასები დასტურდება კომპანიის მიერ გამოწერილი ინვოისებით და გაფორმებული ხელშეკრულებებით, რიგ შემთხვევებში გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტებიც. ასევე, შესაბამისი კორპორატიული კლიენტების მიერ კომპანიის საბანკო ანგარიშებზე გადმორიცხული თანხებიც შესაბამისობაშია საინვოისო თანხებთან. ინფორმაციისთვის, კომპანიის მიერ მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული ჯამური თანხებიდან დაახლოებით 32% არის მიღებული ნაღდი ფულის სახით სალაროში, ხოლო დანარჩენი 68% მიღებულია საბანკო ჩარიცხვებით. ყველა ეს დოკუმენტი ერთობლივად ადასტურებს კვლევებზე გამოყენებულ ფასებს და ჩატარებული ტესტების ოდენობას.

„საცალო ფასების“ გამოყენება კომპანიის მიერ გაწეულ სრულ მომსახურებაზე არ არის მართებული და იწვევს დაბეგვრის მიზნებისთვის გაანგარიშებული კომპანიის შემოსავლების არსებითი ოდენობით გაზრდას, რაც შეუსაბამოა კომპანიის ფაქტობრივ გარემოებებთან. მაგალითად, PCR ტესტებიდან მიღებული შემოსავლები, რომლებიც წარმოადგენს კომპანიის შემოსავლის ყველაზე დიდ წყაროს (დაახლოებით 9%), შემმოწმებელმა განსაზღვრა 13.5 მლნ ლარის ოდენობით, მაშინ, როდესაც რეალურად მიღებული იყო 7.2 მლნ ლარის შემოსავალი. ანუ, შემოწმების მიერ გამოყენებული მიდგომით თითქმის გაორმაგდა კომპანიის შემოსავლები, მაშინ როდესაც სტაციონარში პაციენტების მომსახურება საერთოდ არ იყო კომპანიის ძირითადი მიზანი და მისი შემოსავლის მხოლოდ 9%-ს შეადგენდა. ამ ფაქტის უგულებელყოფამ და საცალო ფასის გამოყენებამ „კორპორატიულ“ გაყიდვებზე, გამოიწვია კომპანიისთვის უსამართლო და დისპროპორციული გადასახადის დარიცხვა.

ამასთან, შემმოწმებელი თავის განმარტებაში ერთ-ერთ არგუმენტად მიუთითებს, რომ კომპანიის სალაროში არ ფიქსირდებოდა თანხები, რომელიც შემოწმებამ გამოთვალა როგორც კომპანიის მოგება. აღნიშნული პირველ რიგში აიხსენება სწორედ იმ მიზეზით, რომ კომპანიას არ ჰქონდა მიღებული შემოწმებით გაანგარიშებული შემოსავალი, არამედ მიღებული იყო გაცილებით ნაკლები შემოსავალი. ამასთან, ზოგადად გაუგებარია, თუ რატომ უნდა ჰქონოდა კომპანიას სალაროში შენახული მიღებული მოგება, მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ მომსახურების გაწევიდან მიღებულ თანხებს ძირითადად იღებდა საბანკო ანგარიშებზე (საიდანაც ბოლოს საინკასო დავალებებით მოხდა თანხების შეგროვება და გასვლა).

გადამხდელი აცხადებს, რომ კომპანიას სრულად ქონდა დეკლარირებული კუთვნილი გადასახადები, მის მიერ მიღებული შემოსავლების უდიდესი ნაწილი ასახულია საბანკო გადარიცხვებში, ამასთან, ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული თანხები სრულად ასახულია საბუღალტრო ჩანაწერებში. კომპანიის პირველადი დოკუმენტაციით დასტურდება მიღებული შემოსავლების ოდენობა და ადგილი არ ჰქონია იმაზე მეტი შემოსავლის მიღებას, რაც ფიქსირდება მის საბუღალტრო ჩანაწერებსა და პირველად დოკუმენტაციაში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

წარმოდგენილ საჩივრებში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიისთვის არ ყოფილა წარმოდგენილი იმ ხარჯების ჩამონათვალი, რომელიც შემოწმებამ მიიჩნია დოკუმენტურად დაუდასტურებლად. შესაბამისად, კომპანიამ ამ ნაწილში ვერ დაიცვა თავისი ინტერესები. გარდა ამისა, გადაანგარიშების შესახებ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, კომპანიამ დამატებით წარუდგინა დოკუმენტაცია შემმოწმებელს, თუმცა, კვლავ გაუგებარია თუ რომელი ხარჯები იქნა მიჩნეული დოკუმენტურად დაუდასტურებლად და მათ შორის, რომელი მიიჩნია შემმოწმებელმა დოკუმენტურად დადასტურებულად. გადამხდელი გამოთქვამს მზაობას, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს იმ ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც შემმოწმებლის მიერ მიჩნეული იქნა დოკუმენტურად დაუდასტურებლად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ „--------“) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ვალდებულებებს.

2.მომჩივანი არ ეთანხმება ხარჯის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და სალაროში არ ფიქსირდება მიწოდების შედეგად მიღებული/მისაღები თანხები, აღნიშნული ოპერაციით მიღებული განკარგვადი თანხა ჩაითვალა თითოეული საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს პასუხისმგებელ პირებზე სახელფასზე განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

2.გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად გამოვლინდა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების გათვალისწინებით გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და სსკ-ის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5),982,101,105,154.