ბრძანება N 3038
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3038
13 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
-------- (პ/ნ ------)
(მის.: ---------)
2024 წლის 26 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 2 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №10) განიხილა -------ს (პ/ნ -----) №87186/1/2024 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 20 დეკემბრის №ELC32718 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ვერ მოახერხა განბაჟება, ვინიდან არავინ განუმარტა ამის თაობაზე.
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ ------ს (პ/ნ -----) მიერ შემოყვანილი მისაბმელის (საიდენტიფიკაციო №------, სატრანზიტო/სარეგისტრაციო ნომერი ------) გაფორმების ადგილზე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონაში დეკლარირების/გამოცხადების ბოლო ვადად განესაზღვრა 2021 წლის 4 იანვარი.
ვინაიდან, საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, -------ს (პ/ნ ------) მიერ არ განხორციელებულა სატრანსპორტო საშუალების (საიდენტიფიკაციო №--------, სატრანზიტო/სარეგისტრაციო ნომერი -------) საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოში 2023 წლის 20 დეკემბერს შედგენილ იქნა №ELC32718 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მითითებულ პირს პასუხისმგებლობა დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
-------ს (პ/ნ -----) კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება (საიდენტიფიკაციო №------, სატრანზიტო/სარეგისტრაციო ნომერი ------) დღემდე საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცეული არ არის.
მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით გაგზავნილ დაუსწრებლად შედგენილ 2023 წლის 20 დეკემბრის №ELC32718 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს მომჩივანი გაეცნო 2024 წლის 26 იანვარს და ჩაითვალა ჩაბარებულად.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით კი, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალებების გამოცხადებისა და დეკლარირების ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. -------- (პ/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 20 დეკემბრის №ELC32718 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის მიერ შემოყვანილი მისაბმელის გაფორმების ადგილზე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონაში დეკლარირების/გამოცხადების ბოლო ვადად განესაზღვრა 2021 წლის 4 იანვარი. ვინაიდან, საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, მომჩივნის მიერ არ განხორციელებულა სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოში 2023 წლის 20 დეკემბერს შედგენილ იქნა №ELC32718 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მითითებულ პირს პასუხისმგებლობა დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 165.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N257 ბრძანება.