გადაწყვეტილება №22052/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22052/2/2024
22 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- -ს 24.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22052/2/2024).
დავის საგანი:
ოპერაციის ფორმის შინაარსთან შეუსაბამობის საფუძვლით ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლა, სესხის და პროცენტის თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით არარეზიდენტ კომპანიაზე სალაროდან გადახდილი თანხის მოგების გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 10.08.2023 წლის №005-130 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 26.12.2023 წლის №32946 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 229 490 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 115 235
მოგების გადასახადი - 119 806
საშემოსავლო გადასახადი - (-4 571)
ჯარიმა - 59 903
საურავი - 54 352
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 28.07.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
მომჩივანმა 2014 წლის ნოემბერში გაუწია მომსახურება შპს „------ ს “ მეტალო-კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით (სამაცივრე მეურნეობისთვის). შესრულებული სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა თანხით 885 600 ლარი. აღნიშნულ თანხაზე წარმოეშვა მოთხოვნის უფლება მომჩივანს შპს „----- ს“ მიმართ. 2014 წლის დეკემბერში მომჩივანმა გააფორმა სესხის ხელშეკრულება "-------" LLC-სთან (გიბრალტარი) (რომელიც არის ასევე შპს „----- -ს“ ურთიერთდამოკიდებული კომპანიაარარეზიდენტი კომპანიის და შპს „------ ს “ დამფუძნებლები არიან ოჯახის წევრები). სესხის ხელშეკრულებით 450 000$ გადაეცა მომჩივანს (წლიური 1%-იანი სარგებლით). აღნიშნულმა სესხის თანხამ აღების მომენტში შეადგინა 885 600 ლარი-რაც თავიდანვე გულისხმობდა იმას, რომ მომჩივანის მიმართ არსებული ვალის დასაფარად იყო გაცემული. 2020 წლის დეკემბერში სამივე კომპანიას შორის გაფორმდა სამმხრივი ხელშეკრულება ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ, კერძოდ 885 600 ლარის ნაწილში მოთხოვნები გაიქვითა, ხოლო კურსთაშორის სხვაობით და ე.წ. პროცენტის სახით წარმოშობილი თანხა ჯამში 678 902 ლარი (მ/შ 91 435 ლარი პროცენტი) გადაუხადა სალაროდან მომჩივანმა "--------" LLC-ს. შემოწმების მიხედვით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოხდა სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა და მიჩნეულ იქნა, რომ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარს. კერძოდ, დაუსაბუთებლად წარმოშვა მომჩივანს ვალდებულება "-------" LLC-ის მიმართ. შემოწმებამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გადახდა (სალაროდან) არ წარმოადგენს კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯს. შესაბამისად, შემოწმების მიერ 678 902 ლარი (დარიცხული), საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დაიბეგრა მოგების გადასახადით. საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
საკითხის შეფასებიდან გამომდინარე, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, მოხდა ე.წ. სესხის ხელშეკრულების მიმართ კვალიფიკაციის შეცვლა, კერძოდ, მიჩნეულ იქნა, რომ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს, კომპანიის მიერ 2020 წლის დეკემბერში დეკლარირებული ე.წ. სესხის პროცენტის ნაწილში წყაროსთან დაკავებული გადასახადი, შემოწმების მხრიდან დაექვემდებარა შემცირებას. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 10.08.2023 წლის №19728 ბრძანება და №005-130 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 26.12.2023 წლის №32946 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-19 მუხლის პირველი ნაწილით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 98-ე მუხლის პირველი ნაწილით, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ 2014 წლის ნოემბერში მომჩივანმა შპს „----- -ს“ მიაწოდა მეტალო-კონსტრუქციები (მაცივრებისთვის), რომლის ღირებულება იყო 885 600 ლარი. 2014 წლის დეკემბერში მომჩივანმა გააფორმა სესხის ხელშეკრულება შპს „------ ს“ ურთიერთდამოკიდებულ კომპანიასთან "--------" LLC-სთან (კომპანიების დამფუძნებლები არიან ოჯახის წევრები) (გიბრალტარი). სესხის ხელშეკრულებით წლიური 1%-იანი სარგებლით 450 000 დოლარი გადაეცა მომჩივანს აღნიშნულმა სესხის თანხამ აღების მომენტში შეადგინა 885 600 ლარი. 2020 წლის დეკემბერში ზემოხსენებულ სამივე კომპანიას შორის გაფორმდა სამმხრივი ხელშეკრულება ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ, კერძოდ, 885 600 ლარის ნაწილში მოთხოვნები გაიქვითა, ხოლო კურსთაშორის სხვაობით წარმოშობილი თანხა (მათ შორის პროცენტი) მომჩივანმა სალაროდან გადაუხადა "---------" LLC-ს. შემოწმებამ აღნიშნულ სამეურნეო ოპერაციას შეუცვალა კვალიფიკაცია და მიიჩნია, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯს. აქედან გამომდინარე, შემოწმების მიერ სალაროდან გადარიცხული თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, შემცირებას დაექვემდებარა 2020 წლის დეკემბერში დეკლარირებული ე.წ. სესხის პროცენტის ნაწილში წყაროსთან დაკავებული გადასახადი.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ სამეურნეო ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა, სალაროდან გადახდილი თანხის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა, შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანს მიაჩნია, რომ შემოწმების აქტში მოცემული თანხები შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ დარიცხულია ფაქტობრივად მომხდარი ოპერაციების აშკარად არასწორად გაგებისა და ასეთი არასწორი გაგებიდან გამომდინარე, არასწორად განვითარებული მსჯელობის საფუძველზე, რამაც გამოიწვია არასწორი და მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამო დარიცხვები ძირითადი გადასახადისა და სანქციის ნაწილში. აქტში აშკარად შეინიშნება ფაქტების დამახინჯება და მოყვანილია ისეთი გარემოებები რაც რეალობაში არ მომხდარა. ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, დაშვებებისა და ვარაუდების დონეზე, ყოველგვარი მტკიცებულებები გარეშე, მომხდარია თანხების დარიცხვა ისე, რომ არ არის გათვალისწინებული დარიცხულ თანხებთან დაკავშირებული არსებითი გარემოებები, რისი გათვალისწინებაც აუცილებლად მიგვიყვანს იმ დასკვნამდე, რომ აქტით დარიცხული თანხები არასწორია, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია შემმოწმებლებისა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის საკმარისი კომუნიკაციის არ არსებობით ან/და სხვა მიზეზებით.
განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, კომპანიის მიერ აღებული სესხის ძირი თანხა შემმოწმებლებმა არ მიიჩნიეს სესხად და გადახდილი სესხის ძირი თანხა და ასევე, მასზე მრავალი წლის განმავლობაში დარიცხული პროცენტის თანხები (რომელიც მოქმედი კანონის მიხედვით, კომპანიის მიერ დაბეგრილი იყო 5%-ით), მიჩნეული იქნა არა სესხის ძირითადი გადასახადისა და პროცენტის თანხის გადახდად, არამედ ე.წ. „არაეკონომიკურ ხარჯად“ დაბეგრილი იქნა მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთით. როგორც შემოწმების აქტში კითხულობს აღებული სესხის ძირითადი გადასახადისა და პროცენტის ასეთად არ მიჩნევის საფუძველი იყო ის ფაქტი, რომ აღებული სესხის ძირი თანხა ლარებში 885 600 ლარი და შპს ----- -ზე მიწოდებული მომსახურების თანხა 885 600 ლარი, ზუსტად ემთხვეოდა ერთმანეთს, რის გამოც შემმოწმებლის მტკიცებით აღებული სესხი თავიდანვე უნდა ჩათვლილიყო არათუ სესხად, არამედ ეს თანხა უნდა ჩათვლილიყო შპს ------ს მიმართ არსებული დებიტორული დავალიანების დაფარვად, რის გამოც კომპანიას უნდა დაბეგვროდა მოგების გადასახადით გადახდილი სესხისა და პროცენტის თანხები.
ეს უკანასკნელი მსჯელობა, ისევე შემოწმების აქტში მოცემული სხვა ფაქტობრივი გარემოებები არის აბსოლიტური სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს, რაც მიანიშნებს მინიმუმ იმაზე, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტორი ან საერთოდ ვერ გაერკვა კომპანიის ოპერაციებში ან მიზანმიმართულად ცდილობს ფაქტების დამახინჯების, კომპანიისათვის თანხების ნებისმიერ ფასად დარიცხვის მიზნით.
საქმე იმაშია, რომ შპს "------"-ზე მიწოდებული მომსახურების თანხები არანაირად არ არის 885 600 ლარის და შპს ------ -ზე რეალურად მიწოდებული მომსახურების თანხა არანაირად არ ემთხვევა აღებული სესხი თანხას, რაც გულისხმობს იმას, რომ აღებული სესხის თანხების და შპს "------" -ზე მიწოდებული მომსახურების თანხების დამთხვევის საფუძვლით კომპანიის დაჯარიმება არის სრული აბსურდი და აღნიშნული ვერანაირად ვერ იქნება კომპანიისთვის თანხების დაკისრების საფუძველი.
შპს "-------"-ზე მიწოდებული მომსახურება იყო არა 885 600 ლარი არამედ 927 355 ლარი (იხ. დანართი 1 - ანგარიშ-ფაქტურა). გარდა ამისა, მომსახურების გაწევის პერიოდი არის არა 2014 წლის ნოემბრის თვე, როგორც ეს შემოწმების აქტში წერია, არამედ 2014 წლის დეკემბერი, რაც აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტორმა ან მიზანმიმართულად დაამახინჯა რეალური ფაქტობრივი გარემოებები მათი მხრიდან თანხების უსაფუძვლოდ დარიცხვის გასამართლებლად ან უბრალოდ ადგილი აქვს შეცდომას, რომელიც დაშვებულია შემოწმების აქტში.
ეკონომიკურ საქმიანობასთან არადაკავშირებული ხარჯების მოგების გადასახადით დაბეგვრას არეგულირებს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლი _ „გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის“. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:
ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;
ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება;
გ) მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისაგან შეძენილ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სტატუსის მქონე პირის მიერ საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი საერთო წესით იბეგრება ან საქონლის მიწოდებისას/შეძენისას გამოწერილია სასაქონლო ზედნადები/საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დოკუმენტი;
დ) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისაგან ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის (გარდა ამ კოდექსის 953 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიქსირებული გადასახადის განაკვეთით დასაბეგრი საქმიანობისა) ფარგლებში შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი;
ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წლიური პროცენტის ფარგლების ზემოთ კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი პროცენტი;
ვ) პირის (გარდა სპეციალური სავაჭრო კომპანიისა) მიერ სპეციალური სავაჭრო კომპანიისაგან უცხოური საქონლის შესაძენად ამ საქონლის საბაჟო ღირებულებაზე მეტი ოდენობით გაწეული ხარჯი, გარდა იმ ხარჯისა, რომელიც აღნიშნული სპეციალური სავაჭრო კომპანიისათვის გადახდებს არ უკავშირდება.“
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დაბეგვრა უნდა მოხდეს მაშინ თუ ასეთი ხარჯი არ არის კავშირში ეკონომიკურ საქმიანობასთან და ამის დადასტურება შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე ხდება შემოსავლების სამსახურის მხრიდან. გამომდინარე იქიდან, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტორის მიერ შეცდომით არის მიჩნეული სესხისა და შპს "------"-ზე მიწოდებული მომსახურების თანხების ტოლობა და ამის საფუძველზეა მომხდარი თანხების დარიცხვა მოგების გადასახადში - არასწორად არის მომხდარი გადახდილი სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის თანხების არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევა და აქედან გამომდინარე, მოგების გადასახადისა და სანქციის დაკისრებაც მომხდარია არასწორად.
გამომდინარე იქიდან, რომ მარტივად მტკიცდება ის ფაქტი, რომ არანაირ დამთხვევას ადგილი არ აქვს, აშკარად არასწორია აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღნიშნული საფუძვლით კომპანიისათვის მოგების გადასახადის ნაწილში თანხების დაკისრება, ასევე დაკისრებული სანქციის თანხები.
არგუმენტი 2: სესხი აღებულია უფრო ადრე ვიდრე შპს "-------" გაწევდა მომსახურებას
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაც აშკარა შეუსაბამობაშია შემოსავლების სამსახურის აუდიტორების მიერ განვითარებულ მსჯელობასთან და გამორიცხავს აღებული სესხი არაეკონომიურ ხარჯად განხილვასა და მოგების გადასახადით დაბეგვრას, არის ის, რომ აღებული სესხის თანხების დიდი ნაწილი არარეზიდენტი საწარმოსგან მიღებულია მანამდე სანამ ადგილი ექნებოდა შპს ------- -ზე მომსახურების გაწევას, რაც გამორიცხავს იმას, რომ სესხის აღება მოხდა არამიზნობრივად და თანხების მიღება თავიდანვე გამიზნული იყო შპს "-------" -ს დავალიანების დასაფარად.
როგორც უკვე აღნიშნა, შპს "-------"-ზე მომსახურების გაწევა მოხდა 2014 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში და არა ნოემბერში, როგორც შემოწმების აქტში წერია. გარდა ამისა, მომსახურების თანხა იყო 927,355.84 და არა 885 600 ლარი, როგორც ამტკიცებს შემოსავლების სამსახურის აუდიტორი. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ რეალობაში არარეზიდენტი საწარმოსგან სესხის აღება მოხდა 4 ტრანშად (იხ. დანართი 2) და აქედან 3 ტრანში მიღებულია 2014 წლის დეკემბრის თვემდე, კერძოდ:
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1717410552911 {margin-left: 77.65pt; margin: 0 auto !important; }თარიღი
ანგარიში
თანხა
07/11/2014
1220 1
99,994
13/11/2014
1220 1
99,994
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1717410560834 {margin-left: 77.65pt; margin: 0 auto !important; }24/11/2014
1220 1
149,994
23/12/2014
1220 1
99,994
აღნიშნული ცხრილი აშკარად აჩვენებს, რომ სესხის არსებითი ნაწილის მიღება მოხდა უფრო ადრე ვიდრე ადგილი ჰქონდა შპს "-------" -ზე მომსახურების მიწოდებას, აღნიშნული განხორციელდა 4 ტრანშად და არაერთი ტრანზაქციით, რის გამოც სრულიად წარმოუდგენელია შემოსავლების სამსახურის აუდიტორის მხრიდან იმის მტკიცება, რომ კომპანიას სესხის აღება არ ესაჭიროებოდა მისი ეკონომიკური საქმიანობისთვის. შესაბამისად, მისი აზრით აღნიშნული თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრა, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არის მოქმედი კანონმდებლობის აშკარა დარღვევა და გამოწვეულია ზემოთ ხსენებული ფაქტობრივი გარემოებების გაუთვალისწინებლობით.
არგუმენტი 3: კომპანიისა და სესხის გამცემი არარეზიდენტის ურთიერთდამოკიდებულება არ არის დასაბუთებული
საგადასახადო შემოწმების აქტში კითხულობს, რომ 2014 წლის დეკემბერში კომპანიამ გააფორმა სესხის ხელშეკრულება "--------" LLC-სთან, რომელიც არის გიბრალტარის რეზიდენტი კომპანია, თანხაზე 450 000 აშშ დოლარი. საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, აღნიშნული კომპანია მიჩნეულია შპს "------"-ს მიმართ ურთიერთდამოკიდებულ პირად და მათ შორის ამ გარემოების გამო, ჩვენს მიერ წლების განმავლობაში დარიცხული პროცენტის თანხები, ასევე ძირითადი გადასახადის თანხა, რომელიც გადახდილი იქნა "--------"LLC-სთვის, დაბეგრილი იქნა მოგების გადასახადის 15%- იანი განაკვეთით, როგორც არაეკონომიკური ხარჯი.
საქმე იმაში გახლავთ, რომ არც საგადასახადო შემოწმების აქტში არ არის მოცემული და არც საგადასახადო შემოწმების პროცესში წარმოდგენილა ის მტკიცებულებები, რის საფუძველზეც იქნა მიჩნეული "---------" LLC და შპს "-------" ურთიერთდამოკიდებულ პირებად. შემოსავლების სამსახურის აუდიტორის მხრიდან ჩვენთვის არ იქნა მოწოდებული არანაირი დოკუმენტი, რომელიც ნათლად დაადასტურებდა, რომ 2014 წლის ნოემბერ-დეკემბერში ეს ორი კომპანია წარმოადგენდნენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს, საგადასახადო კოდექსის 19-ე მუხლის მიხედვით. ასევე, არ იყო არანაირი მინიშნება იმის შესახებ თუ რა იყო ურთიერთდამოკიდებულების გამომწვევი მიზეზი (საერთო დირექტორი, საერთო პარტნიორი, საერთო შვილობილი იურიდიული პირი და ა.შ.), რაც მისი აზრით მიანიშნებს იმაზე, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორის მიერ არ არის სრულად შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებები და ის გარემოებები რაც საფუძვლად ედება შემოწმების აქტით თანხების დარიცხვას, არ არის დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტალური მტკიცებულებებით.
როგორც ცნობილია, საგადასახადო კოდექსის 19-ე მუხლის მიხედვით ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ხოლო, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც:
ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია;
ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს;
დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს;
ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს;
ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი;
ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს;
თ) პირები ნათესავები არიან;
ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა უნდა წარმოადგინოს უტყუარი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ "-------" LLC და შპს "------" 2014 წლის ნოემბერ- დეკემბერში იყვნენ ურთიერთდამოკიდებული პირები და მხოლოდ ამის შემდგომ იმსჯელოს აღნიშნულ გარემოებაზე დაყრდნობით სესხის თანხების არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევის შესახებ. მიაჩნია, რომ პირების ურთიერთდამოკიდებულ პირებად მიჩნევა მხოლოდ ვარაუდების დონეზე არ არის სწორი და არ შეესაბამება შემოსავლების სამსახურის შიდა სტანდარდებს.
არგუმენტი 4: გაურკვეველია რა კურსით მოხდა სესხის გაანგარიშება ექვივალენტ ლარში
კიდევ ერთი მცდარი და შეცდომაში შემყვანი ფაქტი საგადასახადო შემოწმების აქტში არის ის, რომ აქტის მიხედვით, სესხის აღების მომენტში სესხის თანხა (450 000 აშშ დოლარი) ლარის ექვივალენტში მოხსენიებულია როგორც 885 600 ლარი, რაც არის აშკარად არასწორი და დამახინჯებული ფაქტი, რომელიც იმის გამო, რომ თითქოსდა ეს თანხა ემთხვევა შპს "------" -ზე გაწეული მომსახურების თანხას, რომელიც შემმოწმებლის მტკიცებით თითქოსდა ასევე არის 885 600 ლარი (რაც არ შეესაბამება სინამდვილეს) - ჩათვალა არაეკონომიკურ ხარჯად და დაიბეგრა მოგების გადასახადით, ასევე კომპანიას სრულიად დაუსაბუთებლად დაერიცხა სანქციის თანხები.
აღნიშნული ჩანაწერი არის საგადასახადო შემოწმების აქტის კიდევ ერთი არასწორი და შეცდომაში შემყვანი ნაწილი, რაც აშკარად არ შეესაბამება სინამდვილეს და აღნიშნული შეუსაბამობის საფუძველზე აშკარად არასწორად ხდება აღებული სესხის თანხების არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა.
ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღებული სესხის თანხა 450,000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში არანაირად არ გამოდის 885 600 ლარის შესაბამისი თანხა, არც სესხის ხელშეკრულების თარიღის კურსით, არც ჩარიცხვის შესაბამისი კურსებით და არც საბოლოოდ მოთხოვნა-ვალდებულებების გაქვითვის კურსებით, რის გამოც აღებული სესხის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა არის არასწორი და არ შეესაბამება საგადასახადო კოდექსის 982 პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.
შედეგად შეიძლება ითქვას, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში მოყვანილი არც ერთი თანხა (არც სესხის და არც მომსახურების) და არც ერთი თარიღი არ შეესაბამება რეალობას, ადგილი არ აქვს არანაირ თანხვედრას სესხის თანხებსა და შპს "------" -ზე მიწოდებული მომსახურების თანხებს შორის. სესხი აღებულია შპს "-----" -ზე მომსახურების გაწევამდე, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ შემოწმების აქტში მოყვანილი ფაქტები და ის საფუძვლები, რის გამოც დაერიცხა თანხები არის არასწორი.
არგუმენტი 5: სესხის აღების მიზნობრიობა და კავშირი ეკონომიკურ საქმიანობასთან მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში მოყვანილი ფაქტები და ის შეუსაბამობები (რაზეც საუბარია საჩივრის სხვა ნაწილებში) საკმარისია იმისათვის, რომ დადასტურდეს შემოსავლების სამსახურის თანხის დარიცხვის შეუსაბამობა მოქმედ კანონმდებლობასთან, კომპანია დამატებით წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს იმასთან დაკავშირებით თუ რა მიზნით იქნა აღებული სესხი 2014 წელს.
კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის ბაზიდან (რომელიც გადავეცით შემოსავლების სამსახურის აუდიტორებს) ნათელად ჩანს, რომ სესხის აღების შემდგომ აღნიშნული თანხები არ რჩება კომპანიის საბანკო ანგარიშზე უძრავად ან არ არის დაგროვილი კომპანიის სალაროში, არამედ გამოიყენება კომპანიის მიმდინარე პერიოდის სხვადასხვა სახის ხარჯების გასასტუმრებლად. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას გააჩნდა უამრავი სხვადასხვა სახის ხარჯი რომელიც პირდაპირ არის კავშირში კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან, ცალკე აღნიშვნის ღირსია კომპანიისა და შპს "N1 "ურთიერთობა, რომელიც ემთხვევა საგადასახადო შემოწმების აქტით მოცულ შესამოწმებელ პერიოდებს.
წარმოადგენს მტკიცებულებებს, რომელიც აშკარად მიანიშნებს, რომ სესხის აღების შემდგომ სესხის თანხების მნიშვნელოვანი ნაწილის მიმართვა (რომელიც წარმოადგენს რამოდენიმე ასეულობით ათას ლარს) ხდება შპს N1-ს ანგარიშზე, რომელიც წარმოადგენს კომპანიისათვის საოპერაციო საქმიანობაში გამოყენებული სხვადასხვა სახის ტექნიკის მიმწოდებელს (იხ. დანართი 3). აღნიშნული ტექნიკა იმავე წლის 30 დეკემბერს მოწოდებული იქნა შპს N1-ის მიერ და მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა და დღემდე გამოიყენება კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობისთვის, რაც გამორიცხავს სესხის თანხების არაეკონომიკურ ხარჯად განხილვას და დაბეგვრას საგადასახადო კოდექსის 982 პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
არგუმენტი 6: კომპანიის მხრიდან ვალის ამოღების მცდელობა და შესაბამისი მტკიცებულებები მიუხედავად ზემოთ ხსენებული არგუმენტებისა, რომელიც აშკარად მიანიშნებს აქტით დარიცხული თანხების მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამო დარიცხვაზე, დამატებით აღნიშნა, რომ კომპანიის მხრიდან უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ხდებოდა დებიტორული დავალიანების ამოღების მცდელობები შპს "------"-სგან, რაც მრავალწლიანი მოლაპარაკებებისა და მრავალის წლის განმავლობაში გაცემული თანხის გადახდის დაპირებების ფონზე მიმდინარეობდა. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიას გააჩნდა არაერთი მცდელობა ამოეღო ეს დავალიანება და არაერთხელ მიმართავს შპს "-------"-სთვის თანხის გადახდის მოთხოვნით, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად თანხის გადახდა შპს "------" -ს მხრიდან არ მოხდა.
წარმოადგენს მტკიცებულებას, რომელიც ადასტურებს ერთ-ერთ მცდელობას შპს "------"-სთვის თანხის წერილობითი მოთხოვნის რომელიც სამწუხაროდ უშედეგოდ დასრულდა (დანართი 4).
არგუმენტი 7: კომპანიის მიერ წყაროსთან დაბეგრილი პროცენტის თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით
როგორც ცნობილია, კომპანიის მიერ არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი პროცენტის თანხები დაბეგრილი იქნა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით და ბიუჯეტში გადახდილი იქნა აღნიშნული თანხის 5%-ის შესაბამისი თანხა (რასაც ადასტურებს თავად აუდიტორიც). აღნიშნულის მიუხედავად გადახდილი პროცენტის თანხები შემოსავლების სამსახურის აუდიტორმა დაგვიბეგრა 15%-ით მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო კოდექსის 982 პირველი და მე-2 ნაწილები პირდაპირ მიანიშნებს აღნიშნულის შეუსაბამობაზე მოქმედ კანონთან:
მუხლი 982 . გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის
1. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:
ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;
ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება;
გ) მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისაგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სტატუსის მქონე პირის მიერ საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი საერთო წესით იბეგრება ან საქონლის მიწოდებისას/შეძენისას გამოწერილია სასაქონლო ზედნადები/საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დოკუმენტი;
დ) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისაგან ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის (გარდა ამ კოდექსის 953 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიქსირებული გადასახადის განაკვეთით დასაბეგრი საქმიანობისა) ფარგლებში შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი;
ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წლიური პროცენტის ფარგლების ზემოთ კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი პროცენტი;
ვ) პირის (გარდა სპეციალური სავაჭრო კომპანიისა) მიერ სპეციალური სავაჭრო კომპანიისაგან უცხოური საქონლის შესაძენად ამ საქონლის საბაჟო ღირებულებაზე მეტი ოდენობით გაწეული ხარჯი, გარდა იმ ხარჯისა, რომელიც აღნიშნული სპეციალური სავაჭრო კომპანიისათვის გადახდებს არ უკავშირდება.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ხარჯებში არ შეიტანება ამ კოდექსის 981 და 983 მუხლებით გათვალისწინებული განაცემების (მათ შორის, განაცემისა, რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება), აგრეთვე გადახდის წყაროსთან დაბეგრილი განაცემის განსახორციელებლად გაწეული ხარჯი.
შესაბამისად გაუგებარია რაზე დაყრდნობით მოხდა პროცენტის თანხების დაბეგრა მოგების გადასახადით, მაშინ როდესაც ზემოთ ხსენებული მუხლი პირდაპირ გამორიცხავს ამ უკანასკნელის შესაძლებლობას. ის ფაქტი, რომ მის მიერ გადახდილი პროცენტი დაბეგრილი იქნა გადახდის წყაროსთან თუნდაც 5%-იანი განაკვეთით ამ მუხლის მიხედვით გამორიცხავს იმას, რომ მოხდეს ზუსტად იგივე თანხების დაბეგვრა მოგების გადასახადით, რაც სამწუხაროდ შემოსავლების სამსახურის აუდიტორის მხრიდან არ არის გაზიარებული საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგებიდან გამომდინარე. შემოწმების აქტის მიხედვით, სრულიად დაუსაბუთებლად შემცირებულია დარიცხული და გადახდილი 5%-ის შესაბამისი თანხა და დარიცხულია მოგების გადასახადის 15%-ის შესაბამისი თანხა, რაც არის მოქმედ კანონთან აშკარად შეუსაბამო და არასწორი გადაწყვეტილება. შესაბამისად მისი აზრით აღნიშნულ ნაწილში თანხების დარიცხვა მომხდარია არასწორად (პროცენტი აქტის მიხედვით შეადგენს 91 435 ლარს).
არგუმენტი 8: არითმეტიკული შეუსაბამობები საგადასახადო შემოწმების აქტში შემოსავლების სამსახურის აუდიტორთან შემოწმების აქტის გამოცემის შემდგომ სატელეფონო საუბრისას გამოიკვეთა, რომ შემოწმების აქტში დაშვებულია კიდევ ერთი შეცდომა ამჯერად უკვე გადასახადის გამოანგარიშების ნაწილში. კერძოდ ის, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტორის მიერ გადასახადის გამოანგარიშებისას დაშვებულია არითმეტიკული შეცდომა, რითაც ხელოვნურად გაიზარდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა და აშკარად მცდარი არითმეტიკული გაანგარიშებით დაგვარიცხა ხელოვნურად გაზრდილი გადასახადის თანხა. გარდა ამისა, აუდიტორის მიერ გამოგზავნილი აქტის დანართში მოგების გადასახადის ცხრილში მითითებული მოგების გადასახადის დასაბეგრი ბაზა და მოგების გადასახადი არ ედრება თავად აქტში მითითებულ მოგების გადასახადით დასაბეგრ ბაზასა და მოგების გადასახადს. ასევე გამოვლინდა სხვა უზუსტობებიც, რაც აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ აქტში დაშვებულია არათუ შინაარსობრივი შეცდომები, რამედ სახეზეა გადასახადის არასწორად გამოანგარიშების ფაქტებიც.
კომპანიის მიერ გადახდილი სესხის ძირისა და პროცენტის თანხები (რაც დაიბეგრა მოგების გადასახადით) შეადგენს 675 654.32 ლარს, რისი 0.85-ზე გაყოფის შედეგად ვიღებთ 794 887 ლარს, რაც აუდიტორის მიერ განვითარებული ლოგიკით (რასაც არ ეთანხმება) უნდა დაბეგრილიყო მოგების გადასახადით. შემოწმების აქტში კითხულობს, რომ დასაბეგრი ბაზა არის 798 708 ლარი, ხოლო მოგების გადასახადი დათვლილია 119 806 ლარის ოდენობით, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება მის მიერ დათვლილი თანხისგან.
გამოდის, რომ გარდა ზემოთ ხსენებული აშკარა შეუსაბამობებისა, გადასახადის გამოანგარიშების დროს აუდიტორმა დაუშვა მ.შ. არითმეტიკული შეცდომა და დაარიცხა არასწორი ოდენობის გადასახადი და შესაბამისად ჯარიმა-საურავის თანხები. გარდა ამისა, სატელეფონო საუბრისას აუდიტორი დაეთანხმა თანხების შემოწმების აქტში არასწორად გაანგარიშების თაობაზე და დაადასტურა, რომ დასაბეგრი ბაზის გამოანგარიშება მოხდა შეცდომით.
გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის აუდიტორმა გამოგვიგზავნა საგადასახადო შემოწმების აქტის დანართი (იხ. დანართი 5), სადაც მოგების გადასახადის ე.წ. შიტში, მოგების გადასახადის დასაბეგრი ბაზა არის 692 695 ლარი, ხოლო მოგების გადასახადი 103 904 ლარი, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება შემოწმების აქტში მითითებული თანხისგან (119 806 ლარისგან), რაც კიდევ უფრო მეტ კითხვებს და უნდობლობას აჩენს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული აქტისადმი.
გარდა ამისა, არის სხვა ტექნიკური დეტალები რაც აშკარად მიანიშნებს აქტით დარიცხული თანხების არამართებულობაზე, რასაც შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში დეტალურად წარმოადგენს დავების განმხილველ სხდომაზე.
არგუმენტი 9: არარეზიდენტი პირისგან აღებული სესხის დასაფარად განხორციელებულია დამფუძნებლის შენატანი
როგორც აქტში კითხულობს, კომპანიაზე გადახდილი სესხის პროცენტისა და დარჩენილი გადასახადის თანხა, ჯამში 678 902 ლარის ოდენობით, დაბეგრილია შემმოწმებლის მიერ მოგების გადასახადით, როგორც არაეკონომიკური ხარჯი. ზოგადად, ე.წ. ესტონური მოდელის მოგების გადასახადის კონცეპტუალური საფუძველი მდგომარეობს იმაში, რომ არ მოხდეს კომპანიის მიერ იმ ფულადი სახსრების დაუბეგრავად გადინება, რომლის მიზანსაც არ წარმოადგენს რეინვესტირება.
საქმე იმაში გახლავთ, რომ კომპანიას აღნიშნული პროცენტისა და სესხის დარჩენილი თანხის დასაფარად არ გააჩნდა შესაბამისი ფინანსური (ფულადი) სახსრები. სწორედ ამიტომ, აღნიშნული ვალდებულების დასაფარად დამფუძნებელმა განახორციელა საწარმოს კაპიტალში ფულადი სახსრების შეტანა, რომლის უკან დაბრუნებაც კომპანიას დღემდე არ განუხორციელებია საწარმოს დამფუძნებლის მიმართ.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ პირის მხრიდან ადგილი არ ჰქონია შეგნებულად, დაუბეგრავად ფულადი სახსრების საზღვარგარეთ გადინებას და ამ გზით კუთვნილი მოგების/საშემოსავლო გადასახადებისგან თავის არიდებას, ვინაიდან პირს ფიზიკურად არ ჰქონდა არც ფულადი სახსრები და არც მოგება, რისი დაუბეგრავად გადინების მოტივაციაც შესაძლოა ჰქონოდა.
შესაბამისად, ასეთი ტიპის დაბეგვრა ეწინააღმდეგება ე.წ. ესტონური მოგების ზემოხსენებულ პრინციპებს და გამოწვეული იმ მიზეზით (სხვა ზემოთ ჩვენ მიერ აღწერილ მიზეზებთან ერთად), რომ შემმოწმებლის მიერ არ მომხდარა ფაქტობრივი გარემოების სიღრმისეული და მასშტაბური შესწავლა. მეორეს მხრივ, იმ შემთხვევაში თუ საგადასახადო ორგანოს აუდიტორი ამ ოპერაციას შეაფასებდა დაუსაბუთებლად დამფუძნებლის შენატანის ზრდად, შემდგომში დაუბეგრავად ფულადი სახსრების გამოტანის მოტივით, ეს არგუმენტაციაც არასწორია, ვინაიდან, საწარმოს დღემდე არ დაუფარავს დამფუძნებლის მიმართ არსებული ვალდებულება.
შეჯამება: ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რომ შემოწმების აქტის მიხედვით თანხები დარიცხულია არასწორად. ხშირ შემთხვევებში, მოყვანილი ფაქტები აშკარად მცდარი ან დამახინჯებულია, რის საფუძველზეც შემოსავლების სამსახურის აუდიტორის მიერ განვითარებულია არასწორი მსჯელობა, რაც შედეგად იწვევს გადასახადისა და სანქციის თანხების არასწორად დარიცხვას. შესაბამისად, ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი ზემოთ ხსენებული შემოწმების აქტი, საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის ბრძანება და შესაბამისად, ითხოვს გაუქმდეს დარიცხვა გადასახადის, ჯარიმისა და საურავის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, რომლითაც სადავოდ ხდის საგადასახადო შემოწმების აქტში და შემოსავლების სამსახურის 26.12.2023 წლის №32946 ბრძანებაში დაფიქსირებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას არ მიეცა არგუმენტების და დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია/მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. ამრიგად, შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია მომჩივნის მიერ წარდგენილ არგუმენტებზე და მტკიცებულებებზე, რომლის თანახმად, განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს არგუმენტები და დასკვნები ცალმხრივი და დაუსაბუთებელია, არ შეესაბამება მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის ნორმებს.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 26.12.2023 წლის №32946 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის მიერ კომპანიისათვის მოგების გადასახადის ნაწილში თანხების დაკისრებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გადახდა სალაროდან არ წარმოადგენს კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯს. შესაბამისად, შემოწმების მიერ დარიცხული,საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დაიბეგრა მოგების გადასახადით. საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
საკითხის შეფასებიდან გამომდინარე, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, მოხდა ე.წ. სესხის ხელშეკრულების მიმართ კვალიფიკაციის შეცვლა, კერძოდ, მიჩნეულ იქნა, რომ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს, კომპანიის მიერ 2020 წლის დეკემბერში დეკლარირებული ე.წ. სესხის პროცენტის ნაწილში წყაროსთან დაკავებული გადასახადი, შემოწმების მხრიდან დაექვემდებარა შემცირებას.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(9).