ბრძანება N 11527

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.06.2025
№ დოკუმენტი 11527
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11527

05 ივნისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ ----)

(მის.: ---) 2025 წლის 13 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 22 მაისის სხდომაზე (ოქმი №42) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ---) 2025 წლის 13 მაისის №72542/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 მაისის №225-2 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ საწარმო არ არის საქონლის შემომტანი, მისი მომწოდებელი არის ადგილობრივი, კერძოდ, იმავე ეზოში არსებული საწარმოები. საწარმო შეიქმნა პანდემიის დროს და ძალიან ჭირდა მუშაობა. შედარებით ნაკლებ ფასებში იყიდებოდა საქონელი, რათა ბაზარზე დაემკვიდრებინა ადგილი და მოეზიდა სტაბილური მყიდველები, კონკურენციის პირობებში. მომჩივანი აცხადებს, რომ 2022 წელს აღრიცხვას აწარმოებდა ხელით, თვის ჭრილში აღრიცხავდა საქონლის ნაშთებს. 2023 წლიდან კი აღრიცხვა წარმოებს პროგრამულად (ORIS). საწარმო რეალიზაციას ახორციელებს 75% სასაქონლო ზედნადებებით, ხოლო 25% არის ჩვეულებრივი მომხმარებელი (ჩეკებით), რომლებსაც არ სჭირდებათ დოკუმენტი. პროდუქცია განსხვავებული ფასებით არის გაყიდული, რაოდენობის და ხარისხის შესაბამისად.

საერთო ჯამში საქონელი გაყიდულია მოგებით, რის გამოც 2022 წელს შემოწმებამ გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი და დაერიცხა გადასახადი. როგორც შემოწმების აქტიდანაც ჩანს 2023 და 2024 წლებში რეალიზაცია შედარებით გაიზარდა და ბიუჯეტში შესაბამისად მეტი თანხებია გადახდილი. აღრიცხვაც წარმოებს სტანდარტების სრული დაცვით. აღნიშნული თანხის დარიცხვა გამოიწვევს საწარმოს გაჩერებას და შემდეგ სავარაუდოდ მის ლიკვიდაციას. მომჩივანი ითხოვს, რომ არ დაერიცხოს 2022 წელზე არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული გადასახადი რათა საწარმომ კვლავ იარსებოს და გააგრძელოს საქმიანობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 31 იანვრის №1151 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 29 აპრილს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 8 მაისის №9129 ბრძანება და ამავე თარიღის №225-2 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 123 199 ლარი, მათ შორის, გადასახადი 71 735 ლარი, ჯარიმა 35 481 ლარი, საურავი 15 982 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა ხილის, ძირითადად ბანანის, ადგილობრივი შესყიდვა და საბითუმო რეალიზაცია. ასევე, ახდენს მცირე რაოდენობით ანანასის, ავოკადოს, ფორთოხალის და სხვა ხილის რეალიზაციას. საწარმოს იჯარით აქვს აღებული სასაწყობე ფართი შპს „---“-სგან, მისამართი ქ----. გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს 8 889 145 ლარს, (ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული დღგ - 5 837 ლარს). გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და შემოწმების ხელთ არსებული დოკუმენტაცია/ინფორმაციის მიხედვით საშუალო წლიური ფასნამატი შეადგენს 4-5%-მდე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტირების საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემების დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტური რეალიზაცია დეკლარირებული შემოსავლის დაახლოებით 85%-ია, ხოლო ბანანის რეალიზაცია მთლიანი რეალიზაციის 87%-ია. 2023-2024 წლებში საწარმოს მიერ აღრიცხვა ხდება პროგრამა ორისში. ხოლო 2022 წელს გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული პროგრამა, სმფ-ის რაოდენობრივ-სახეობრივი აღრიცხვას ახდენს თვის ჭრილში, სადაც ახორციელებს საქონლის არადოკუმენტური რეალიზაციის საკონტროლო-სალარო აპარატში დაფიქსირებულ თანხებთან დაკავშირებას, ვერ იშიფრება თვის განმავლობაში სსა-ში თითოეული ამორტყმა კონკრეტულად რომელ საქონელს უკავშირდება. წარმოდგენილია 2022 წლის დასაწყისსა და ბოლოსთვის ინფორმაცია დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ, ასევე სალაროში ნაღდი ფულის ოდენობის შესახებ, მათ შორის, წარმოდგენილი სალაროს მოძრაობის უწყისი.

ამასთან, შემოწმების მიერ განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, (მათ შორის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის- სალაროში ნაღდი ფულის შესახებ მეთოდური მითითებით) შესაბამისად რის შედეგადაც საწარმოს გამოუვლინდა ფულის ნაშთი. 2022 წლის საანგარიშო პერიოდში საწარმო კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას.

ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებამ 2022 წლის საანგარიშო პერიოდში იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით (ანალიზით 2023 და 2024 წლებში გამოვლინდა არაარსებითი სხვაობები). კერძოდ, შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობები დაიყო 22 ჯგუფად და შესაბამისი ჯგუფების მიხედვით არადოკუმენტურ რეალიზაციაზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი. შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული წლიური საშუალო შეწონილი ფასნამატები წლების მიხედვით შეადგენს 2022 წელს -5,2%- მდე, 2023წ-4,2%-მდე, 2024 წელს-4,6%-მდე. ანალიზის შედეგად დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და დეკლარირებილ დღგ-ის ბრუნვას შორის არსებითი სხვაობა გამოვლინდა 2022 წლის საანგარიშო პერიოდში, კერძოდ, დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 3 264 995 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგინდა 3 414 840 ლარი, სხვაობამ შეადგინა 149 846 ლარი.

შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად საწარმოს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით შემოწმებით გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტური რეალიზაცია დეკლარირებული შემოსავლის დაახლოებით 85%-ია, ხოლო ბანანის რეალიზაცია მთლიანი რეალიზაციის 87%-ია. 2023-2024 წლებში საწარმოს მიერ აღრიცხვა ხდება პროგრამა ორისში. ხოლო 2022 წელს გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული პროგრამა, სმფ-ის რაოდენობრივ-სახეობრივი აღრიცხვას ახდენს თვის ჭრილში, სადაც ახორციელებს საქონლის არადოკუმენტური რეალიზაციის საკონტროლოსალარო აპარატში დაფიქსირებულ თანხებთან დაკავშირებას, ვერ იშიფრება თვის განმავლობაში სსა-ში თითოეული ამორტყმა კონკრეტულად რომელ საქონელს უკავშირდება. ამასთან, წარმოდგენილია 2022 წლის დასაწყისსა და ბოლოსთვის ინფორმაცია დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ, ასევე, სალაროში ნაღდი ფულის ოდენობის შესახებ, მათ შორის, წარმოდგენილი სალაროს მოძრაობის უწყისი.

შემოწმების მიერ განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, (მათ შორის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის სალაროში ნაღდი ფულის შესახებ მეთოდური მითითებით) რის შედეგადაც საწარმოს გამოუვლინდა ფულის ნაშთი. შემოწმებამ 2022 წლის საანგარიშო პერიოდში იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით (ანალიზით 2023 და 2024 წლებში გამოვლინდა არაარსებითი სხვაობები). კერძოდ, შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობები დაიყო 22 ჯგუფად და შესაბამისი ჯგუფების მიხედვით არადოკუმენტურ რეალიზაციაზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი. შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული წლიური საშუალო შეწონილი ფასნამატები წლების მიხედვით შეადგენს 2022 წელს -5,2%- მდე, 2023წ-4,2%-მდე, 2024 წელს-4,6%-მდე. ანალიზის შედეგად დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და დეკლარირებილ დღგ-ის ბრუნვას შორის არსებითი სხვაობა გამოვლინდა 2022 წლის საანგარიშო პერიოდში. შემოწმებით, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა. კერძოდ, დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 3 264 995 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგინდა 3 414 840 ლარი, სხვაობამ შეადგინა 149 846 ლარი. ასევე, შემოწმებით გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს 2022 წელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ ჰქონდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შესაბამისი ჯგუფების მიხედვით არადოკუმენტურ რეალიზაციაზე დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, ხოლო ფულადი სახსრების მოძრაობისას გაანგარიშებული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა მართლზომიერია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიერ განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, (მათ შორის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის სალაროში ნაღდი ფულის შესახებ მეთოდური მითითებით) რის შედეგადაც საწარმოს გამოუვლინდა ფულის ნაშთი. შემოწმებამ 2022 წლის საანგარიშო პერიოდში იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით (ანალიზით 2023 და 2024 წლებში გამოვლინდა არაარსებითი სხვაობები). კერძოდ, შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობები დაიყო 22 ჯგუფად და შესაბამისი ჯგუფების მიხედვით არადოკუმენტურ რეალიზაციაზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი. შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული წლიური საშუალო შეწონილი ფასნამატები წლების მიხედვით შეადგენს 2022 წელს -5,2%- მდე, 2023წ-4,2%-მდე, 2024 წელს-4,6%-მდე. ანალიზის შედეგად დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და დეკლარირებილ დღგ-ის ბრუნვას შორის არსებითი სხვაობა გამოვლინდა 2022 წლის საანგარიშო პერიოდში. შემოწმებით, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა. კერძოდ, დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 3 264 995 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგინდა 3 414 840 ლარი, სხვაობამ შეადგინა 149 846 ლარი. ასევე, შემოწმებით გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4, 5, 9); 101; 154.