გადაწყვეტილება №20493/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20493/2/2023
16 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "------" (ს/ნ "------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------"-ს 4.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20493/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 17.06.2022 წლის №15502 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ივნისის №081-108 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 ივლისის №18087 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 129 267,13 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 68 139
მიწა - არასასოფლო (-1516)
საშემოსავლო გადასახადი - 72 905
ქონების გადასახადი ( - 3 250)
ჯარიმა - 36 240
საურავი - 24 888,13
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის საქმიანობაა საკუთრებაში არსებული სატვირთო მანქანებით საერთაშორისო და ადგილობრივი გადაზიდვების მომსახურების გაწევა. ასევე, კომპანია დირექტორისგან უსასყიდლო აღნაგობის უფლებით მიღებულ მიწაზე აშენებს შენობებს, რომელსაც გასცემს იჯარით.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 22 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. 2017 წლის 8 მაისს ფიზიკური პირი "------" აუქციონში გამარჯვების გზით ყიდულობს ქ."------"-ის მუნიციპალიტეტის მერიისგან ქ. "------"-ში, არსებულ არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების 4509 კვ.მ მიწის ნაკვეთს 506 300 ლარად. აღნიშნულ მიწას 2017 წლის 1 ივნისის აღნაგობის ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,-------’’ დირექტორი -"------"10 წლიანი უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადასცემს შპს ,,----- -ს ’’. ხელშეკრულების თანახმად კომპანიას უფლება აქვს აღნიშნულ მიწაზე განახორციელოს შენობების მშენებლობა, აღჭურვა, ექსპლუატაციაში შეყვანა და შემდგომ მართვა და ოპერირება ხელშეკრულების ვადის განმავლობაში. შენობის აშენება უნდა განხორციელდეს აღნაგობის უფლების მქონის მიერ, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ შენობების გადაცემა მოხდება მიწის მესაკუთრისთვის.
2017-2018 წლებში მომჩივანი ზემოაღნიშნულ მიწაზე ახორციელებს შენობების (N1,N2) მშენებლობას, რომელთა გაფორმება კომპანიის სახელზე საჯარო რეესტრში ხდება 2018 წლის 17 მაისს. 2019 წლიდან კომპანია იწყებს ახალი შენობების (N3, N4) მშენებლობას (ქვეკონტრაქტორის მეშვეობით), რომელთა რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ხდება 2020 წლის ივლისში, თუმცა მესაკუთრედ ფიქსირდება ფიზიკური პირი "------".
საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის დებულებებიდან გამომდინარე, შპს „------" და ფ/პ "------" ითვლებიან ურთიერთდამოკიდებულ პირებად, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. შპს ,,------ -ს ’’ მიერ აშენებული შენობები (N1, და N2), რომელიც დღეის მდგომარეობით ფიქსირდება კომპანიის საკუთრებაში და აღნაგობის ხელშეკრულების ვადის გასვლისთვის უნდა გადაეცეს მიწის მესაკუთრე ფ/პ "------"- ს, განხილულ უნდა იქნეს ხელშეკრულების ვადის გასვლის მომენტში ფიზიკურ პირზე განხორციელებულ მიწოდებად და დაიბეგროს შესაბამისი გადასახადებით. რაც შეეხება, შპს ,,------ -ს ’’ მიერ აშენებული შენობები (N3 და N4), რომელიც დღეის მდგომარეობით ფ/პ "------"-ის საკუთრებაში ფიქსირდება, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, შემოწმებით განხილულ იქნა მშენებლობის მომსახურების უსასყიდლო მიწოდებად შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების გაწევის პერიოდების მიხედვით. ვინაიდან უცნობია ზუსტი მონაცემები კონტრაქტით გათვალისწინებული სამშენებლო ხარჯების, აგრეთვე ექსპლუატაციაში გადასაცემი შენობის შესაძლო საბაზრო ღირებულების შესახებ, შემოწმებამ გამოიყენა საგადასახადო ვალდებულებების შეფასების არაპირდაპირი მეთოდი. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე და 983 მუხლების გათვალისწინებით, შემოწმებით განისაზღვრა პერიოდების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, გადამხდელის დოკუმენტურ შემოსავალსა და ხარჯზე დაყრდნობით, ბანკში არსებულ ანგარიშებზე თანხების მოძრაობის გათვალისწინებით, გაანგარიშებულია თავისუფალი ფულადი სახსრები, რომელიც შემოწმების მიერ ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე "------"- ზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. 3. მომჩივანს’’ აღნაგობის უფლებით მიღებულ მიწაზე აშენებულ შენობებზე და აღნაგობის უფლებით მიღებულ მიწაზე დეკლარირებული აქვს ქონების გადასახადი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 203-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ შემცირებულია ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა შპს ,,------ -ს ’’ მიერ აშენებული N3 და N4 შენობების ღირებულებით, რომელიც ფიქსირდებოდა ფ/პ "------"-ის საკუთრებაში და ასევე, აღნაგობით მიღებულ მიწაზე დარიცხული მიწაზე ქონების გადასახადი.
შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 დეკემბრის №41283 ბრძანება და ამავე თარიღის №081-411 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 17.06.2022 წლის №15502 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, მშენებლობის მომსახურების უსასყიდლო მიწოდებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოწმებით გაანგარიშებული თავისუფალი ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს ქონების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა;
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 17 ივნისის №15502 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 მაისის დასკვნის საფუძველზე, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 197 592 ლარით, მათ შორის გადასახადი 131 728 ლარით, ჯარიმა 65 864 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 21 ივნისის №081-108 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
2023 წლის 21 ივნისის №081-108 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.07.2023 წლის №18087 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ გადაანგარიშების შედეგად, მშენებლობის მომსახურების უსასყიდლო მიწოდებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას, ხოლო საგადასახადო შემოწმების აქტით შემცირებული ქონების გადასახადი გადაანგარიშების შედეგად დაექვემდებარა დარიცხვას. რაც შეეხება შემოწმებით გაანგარიშებული თავისუფალი ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხს, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, განხორციელდა აღნიშნული საკითხის შესწავლა, თუმცა აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული თავისუფალი ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. აცხადებს, რომ ნაღდი ფულის მოძრაობაში მონაწილეობას არ იღებს დირექტორის მივლინებაზე გაწეული ხარჯები, რომლის თაობაზე აუდიტორს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია და წინასწარი გაანგარიშებები და ახსნა-განმარტებები, მაგრამ აუდიტმა გადაანგარიშების ეტაპზე არ გაითვალისწინა აღნიშნული მტკიცებულებები.
საჩივარზე თანდართული აქვს დირექტორის საზღვრის კვეთების და მივლინების ხარჯების გაანგარიშების შესახებ ინფორმაციები. არ ეთანხმება ასევე ხელფასად განხილული თანხის აგროსვას. მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე და მე-5 მუხლებზე, ასევე ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 22-ე და 24-ე მუხლებზე და მიაჩნია, რომ სალაროს ნაშთის სრულად დირექტორზე ხელფასად აღიარება და თანხის აგროსვა წარმოადგენს საბიუჯეტო გადასახადების განსაზღვრული ნორმების ფარული ზრდის მაგალითს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის მოთხოვნებს. მიაჩნია, რომ მიზანშეწონილია საბიუჯეტო ვალდებულება განისაზღვროს დარჩენილი ნაშთიდან სალაროს გონივრული ნაშთის გამოკლებით და არა აგროსვის გზით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
- მშენებლობის მომსახურების უსასყიდლო მიწოდებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ის და მოგების გადასახადის ნაწილში დაექვემდებარა შემცირებას.
- შემოწმებამ შეისწავლა შემოწმებით გაანგარიშებული თავისუფალი ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი, რის შედეგადაც არ შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. შედეგად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
- საგადასახადო შემოწმების აქტით შემცირებული ქონების გადასახადი გადაანგარიშებით დაექვემდებარა დარიცხვას.
მომჩივნის განმარტებით, დირექტორი თავის კომპანიის საჭიროებისამებრ იძულებული იყო პერიოდულად და გეგმიურად გასულიყო თურქეთსა და გერმანიაში, რაც ემსახურებოდა ერთის მხრივ საერთაშორისო გადაზიდვების მართვას და კოორდინაციას და მეორე მხრივ ის პირადად ეწვია გერმანიას კომპანიისთვის კრიტიკულად საჭირო საერთაშორისო გადაზიდვებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების შერჩევისა და ყიდვის მიზნით. აღნიშნული ხარჯები აუცილებელი იყო კომპანიის ეფექტური ფუნქციონირებისთვის და გლობალურ ბაზარზე ბიზნესის განვითარებისთვის.
დირექტორის მხრიდან კომპანიის ხარჯების დაზოგვის ორიენტირებულობაზე მიუთითებს ის, რომ ვიზიტი გერმანიაში განხორციელდა დირექტორის პირადი მანქანით. გერმანიაში ტრაილერის ყიდვისას კომპანიის ფინანსური რესურსების დაზოგვის მიზნით, ასევე გასათვალისწინებელი იქნა შემდეგი გარემოება: კერძოდ, თუკი გერმანიიდან მოხდებოდა ქართული კომპანიის სახელით ტრაილერის ჩამოყვანა, მას დამატებით მოუწევდა ტრანზიტის გადასახადის გადახდა - რუმინეთში 1 500 ევროს და ბულგარეთში 1 000 ევროს ოდენობით. სწორედ აღნიშნული ხარჯების დაზოგვის მიზნით განხორციელდა გარიგება ბულგარულ კომპანიასთან, რომელმაც უზრუნველყო გერმანიიდან მის მიერ შეძენილი მანქანის ტრანსპორტირება ბულგარეთამდე. სწორედ დანიშნულ პუნქტამდე მოხდა მისი მიცილება, საიდანაც გამოემგზავრა საქართველოში. გერმანიაში ტრაილერის შეძენას ასევე ადასტურებს ტრაილერის ყიდვის მიზნით, დირექტორის მიერ გერმანიაში საბანკო ტერმინალიდან განაღდებული თანხა, სადაც ასევე განაღდების საკომისიო ხარჯების შესამცირებლად გამოყენებულია სოლოს საბანკო ბარათი.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების 2023 წლის 26 ივლისის №18087 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული თავისუფალი ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები
1.საწარმოს დირექტორი 10 წლიანი უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადასცემს საწარმოს’. ხელშეკრულების თანახმად კომპანიას უფლება აქვს აღნიშნულ მიწაზე განახორციელოს შენობების მშენებლობა, აღჭურვა, ექსპლუატაციაში შეყვანა და შემდგომ მართვა და ოპერირება ხელშეკრულების ვადის განმავლობაში. შენობის აშენება უნდა განხორციელდეს აღნაგობის უფლების მქონის მიერ, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ შენობების გადაცემა მოხდება მიწის მესაკუთრისთვის.
2017-2018 წლებში მომჩივანი ზემოაღნიშნულ მიწაზე ახორციელებს შენობების (N1,N2) მშენებლობას, რომელთა გაფორმება კომპანიის სახელზე საჯარო რეესტრში ხდება 2018 წლის 17 მაისს. 2019 წლიდან კომპანია იწყებს ახალი შენობების (N3, N4) მშენებლობას (ქვეკონტრაქტორის მეშვეობით), რომელთა რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ხდება 2020 წლის ივლისში, თუმცა მესაკუთრედ ფიქსირდება ფიზიკური პირი.
ვინაიდან უცნობია ზუსტი მონაცემები კონტრაქტით გათვალისწინებული სამშენებლო ხარჯების, აგრეთვე ექსპლუატაციაში გადასაცემი შენობის შესაძლო საბაზრო ღირებულების შესახებ, შემოწმებამ გამოიყენა საგადასახადო ვალდებულებების შეფასების არაპირდაპირი მეთოდი. შემოწმებით განისაზღვრა პერიოდების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
2.გადამხდელის დოკუმენტურ შემოსავალსა და ხარჯზე დაყრდნობით, ბანკში არსებულ ანგარიშებზე თანხების მოძრაობის გათვალისწინებით, გაანგარიშებულია თავისუფალი ფულადი სახსრები, რომელიც შემოწმების მიერ ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა
3. მომჩივანს’’ აღნაგობის უფლებით მიღებულ მიწაზე აშენებულ შენობებზე და აღნაგობის უფლებით მიღებულ მიწაზე დეკლარირებული აქვს ქონების გადასახადი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 203-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ შემცირებულია ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა საწარმოს მიერ აშენებული N3 და N4 შენობების ღირებულებით, რომელიც ფიქსირდებოდა ფიზიკური პირის საკუთრებაში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
304(21)