გადაწყვეტილება №22138/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22138/2/2024
24 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,11.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ს 31.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22138/2/2024).
დავის საგანი:
სალაროს ნაშთად დაფიქსირებული თანხის მიხედვით სახელფასო განაცემის განსაზღვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2023 წლის №039-23 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.01.2024 წლის №248 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 112 602,33 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 63 773
დღგ - 37 846
საშემოსავლო გადასახადი - 25 927
ჯარიმა - 34 939
საურავი - 13 890,33
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 24.11.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე პერიოდი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 13.09.2023 წელს №22393 ბრძანებით ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც 2023 წლის 15 სექტემბერს გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სალაროს და ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია. ამასთან, 1.08.2023 წლის მდგომარეობით, სააღრიცხვო მონაცემების მიხედვით 1100 ანგარიშზე ნაშთად ფიქსირდებოდა სალაროს ნაშთი 60 993 ლარი. გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სალაროს ფაქტიური ნაშთის გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 103-ე მუხლის და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული მეთოდური მითითებით, ასევე აღნიშნულ მეთოდურ მითითებაში შემოსავლების სამსახურის 3.07.2023 წლის №15615 ბრძანებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით, 76 241 ლარი დაკვალიფიცირდა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2023 წლის №039-23 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 12.01.2024 წლის №248 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე. გადასახადის გადამხდელის ობიექტზე განხორციელებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგად, 15.09.2023 წლის მდგომარეობით, პირს სალარო ნაღდი ფულის ფაქტობრივი ნაშთი არ გამოუვლინდა, ხოლო პირის სააღრიცხვო დოკუმენტაციით, 1.08.2023 წლის მონაცემებით, სალაროს ფულად ნაშთად უფიქსირდება 60 993 ლარი. ვინიდან გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სალაროს ფაქტიური ნაშთის გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ფულადი ნაშთი დაკვალიფიცირდა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჩატარებული სალაროს ფულადი ნაშთის ინვენტარიზაციის შედეგად, პირს ფაქტიური ფულადი ნაშთი არ გააჩნდა, ხოლო შემოწმებისათვის მის მიერ ბუღალტრულად დაფიქსირებული ფულის ნაშთის გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იქნა წარმოდგენილი, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით, პირის მიმართა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ ფულის ნაშთის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია. ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ამდენად საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო ორგანოს მიერ დაანგარიშებული შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში ფულის დანაკლისი 76 241 ლარი ჩაითვალა დირექტორზე სახელფასო განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით, რაც მიუღებელია. კერძოდ 1.08.2023 წლის მდგომარეობით სალაროში ირიცხებოდა 60 993 ლარი. აუდიტმა დირექტორზე ხელფასად ჩათვალა 76 241 ლარი. 1.08.2023 წლის მდგომარეობით, ბუღალტრული პროგრამით სალაროში ირიცხებოდა 60 993 ლარი. აუდიტმა კი დირექტორზე გაცემულ ხელფასად 76 241 ლარი მიიჩნია, რაც არასწორია და საიდან მიიღო ეს თანხა? 1.08.2023 წლის მდგომარეობით არ მომხდარა აუდიტის მიერ სალაროს ფიზიკური ინვენტარიზაცია, რის გარეშეც ვერ დგინდება დანაკლისი იყო თუ არა სალაროში. ორგანიზაციას შეეძლო ეჩვენებინა სალაროში არსებული ნაშთი. საჩივრის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იყოს აღნიშნული გარემოებები და შემცირდეს, გადაანგარიშდეს შემოწმების აქტით განხილულ სამართალდარღვევებზე საშემოსავლო გადასახადისა და დამატებით დასარიცხი თანხები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2024 წლის №11736-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ვინაიდან 1.08.2023 წლის მდგომარეობით, სააღრიცხვო მონაცემების მიხედვით 1100 ანგარიშზე ნაშთად ფიქსირდებოდა სალაროს ნაშთი 60 993 ლარი, გადამხდელისგან როგორც სატელეფონო კომუნიკაციისას, ასევე ელექტრონული ფოსტის დახმარებით გამოთხოვილ იქნა სალაროს ფაქტიური ნაშთის გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ასევე, გადამხდელს ეცნობა, რომ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობისას, სალაროს ნაშთი 76 241 ლარის ოდენობით (60 993/0,8) დაკვალიფიცირდებოდა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად.
საბჭო მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავალი, სადაც სადავო შემთხვევაში ჩართული იქნა სალაროს ბუღალტრულ ანგარიშზე დაფიქსირებული ნაშთი. აღნიშნული წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავალს. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის და ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის დარიცხვამდე აყვანილი თანხიდან განხორციელდა მართლზომიერად.
საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად განხილვის საფუძველზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
სალაროს ნაშთად დაფიქსირებული თანხის მიხედვით სახელფასო განაცემის განსაზღვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 24.11.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე პერიოდი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 13.09.2023 წელს №22393 ბრძანებით ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც 2023 წლის 15 სექტემბერს გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სალაროს და ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია. ამასთან, 1.08.2023 წლის მდგომარეობით, სააღრიცხვო მონაცემების მიხედვით 1100 ანგარიშზე ნაშთად ფიქსირდებოდა სალაროს ნაშთი 60 993 ლარი. გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სალაროს ფაქტიური ნაშთის გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 103-ე მუხლის და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული მეთოდური მითითებით, ასევე აღნიშნულ მეთოდურ მითითებაში შემოსავლების სამსახურის 3.07.2023 წლის №15615 ბრძანებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით, 76 241 ლარი დაკვალიფიცირდა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2023 წლის №039-23 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 12.01.2024 წლის №248 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 101; 154.