ბრძანება N 11392

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 25.05.2026
№ დოკუმენტი 11392
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11392

25 მაისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2026 წლის 30 მარტის

საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 7 მაისის სხდომაზე (ოქმი №37) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2026 წლის 30 მარტის №101535/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 17 მარტის №081-46 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. მომჩივანი ითხოვს დღგ-ის ჩასათვლელი თანხების სრულად გათვალისწინებას. აცხადებს, რომ კომპანია წარმოადგენს საფეხბურთო კლუბ ---ს, რომლის საქმიანობა არის პროფესიული საფეხბურთო გუნდის ფორმირება, მომზადება და მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებსა და ჩემპიონატებში. განმარტავს, რომ პერიოდულად კომპანია ფეხბურთელებს, საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს საცხოვრებლით და საკვებით, მათ შორის მატჩის წინა მოსამზადებელი ან/და მატჩის დროს, რაც ემსახურება ეკონომიკური საქმიანობის შეუფერხებლად და ეფექტურად განხორციელებას. მომჩივანი ითხოვს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის საფუძველზე, ფეხბურთელთა საცხოვრებელსა და კვებაზე გაწეულ ხარჯზე მიკუთვნებული დღგ გათვალისწინებულ იქნას ჩასათვლელ თანხებში. ამასთან, აცხადებს, რომ საჩივრის დანართად წარმოდგენილია ჩატარებული მატჩების განრიგი.

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციისაგან გათავისუფლებას. განმარტავს, რომ კომპანიის მიზანი არ ყოფილა გადასასხადებისგან თავის არიდება/დამალვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 28 იანვრის №1233 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2023 წლის ნოემბრის, 2024 წლის თებერვლის, ივლისის, 2025 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილისა და მაისის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 13 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 17 მარტის №5811 ბრძანება და ამავე თარიღის №081-46 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 36 440 ლარი, მათ შორის გადასახადი 20 076 ლარი, ჯარიმა 10 297 ლარი და საურავი 6 066 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შპს „---“ (შემდგომში-„კლუბი“) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2008 წლის 2 სექტემბერს. 2025 წლის 30 დეკემბრიდან კლუბის წილის 100%-იან მფლობელს წარმოადგენს სს „---“ (ს/ნ ---). კლუბის ძირითადი საქმიანობა მოიცავს პროფესიული საფეხბურთო გუნდის ფორმირებას, მომზადებასა და მონაწილეობას ეროვნულ და საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებსა და ჩემპიონატებში. აღნიშნული საქმიანობა წარმოადგენს სპორტულგასართობ მომსახურებას და ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და საქართველოს სპორტული ფედერაციების რეგულაციების ფარგლებში.

შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა საბანკო ანგარიშები, დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და ელექტრონული ტენდერების ინფორმაცია.

შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას გაწეული ჰქონდა სხვადასხვა იურიდიულ პირებზე საიჯარო, სარეკლამო, სატრანსფერო მომსახურეობები. კომპანია საზოგადოებრივ მაუწყებელს უწევდა სარეკლამო კამპანიის წარმოების მომსახურებას, ასევე გაწეული ჰქონდა სარტანსფერო აგენტის მომსახურეობა შპს „---თვის“, რომელიც გაწეული იყო 2024 წლის ივლისის თვეში, ამ პერიოდისათვის ---ს კლუბის მფლობელია ააიპ --- (სნ ---), გაწეული მომსახურეობის ღირებულება დღგ-ის ჩათვლით შეადგენდა 136 000 ლარს. გადამხდელს ეთხოვა წარმოედგინა აღნიშნული ოპერაციის ამსახველი დოკუმენტაცია, აღნიშნული ოპერაცია ხომ არ იყო გათავისუფლებული დღგ-ის მიზნებისათვის. გადამხდელმა წარმოადგინა ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი). წარმოდგენილი დოკუმენტებით დადგინდა, რომ კომპანიას განხორციელებული ჰქონდა მოთამაშის ტრანსფერი კერძო იურიდიული პირისთვის, რაც შემოწმებით ჩაითვალა მომსახურების გაწევის ოპერაციად და დაემატა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. ჯამურად შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს გამოუვლინდა დამატებით დასაბეგრი ბრუნვა დღგ-ის გარეშე 145 074 ლარის ოდენობით.

ამავე პერიოდში გადამხდელს სხვადასხვა ადგილობრივი მომწოდებლებისაგან მიღებული ჰქონდა საქონელი და მომსახურეობა 14 273 ლარის დღგ-ის თანხით, რომელზეც სრულად არ ჰქონდა მიღებული ჩათვლა. შემოწმების შედეგად, აღნიშნული ჩასათვლელი თანხებიდან, ის შეძენები რომელიც უკავშირდებოდა საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობას (პრინტერის ხარჯი, იჯარის ხარჯი, სტადიონის ქირაობა და სხვა) გათვალისწინებულ იქნა ჩასათვლელ თანხებში, ჯამურად ასეთი თანხებით ჩასათვლელი დღგ გაანგარიშდა 6 035 ლარის ოდენობით, ხოლო იმ ხარჯებთან მიმართებით, რომელიც დაკავშირებული იყო სარესტორნე და სასტუმროს მომსახურეობასთან (ჯამში 8 616 ლარის დღგ), გადამხდელს გაეგზავნა წერილობითი კითხვა დაკავშირებული იყო თუ არა ზემოაღნიშნული მომსახურეობები კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან, ვინაიდან კომპანია თავად არ აწარმოებდა ჩათვლას აღნიშნულ ნაწილში. გადამხდელმა დამატებით ახალი გარემოების ამსახველი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა. შესაბამისად, შემოწმებით განსაზღვრული დამატებით დასაბეგრი ბრუნვისა და დამატებით გათვალისწინებული ჩათვლების მიხედვით კომპანიას დაერიცხა დღგ 20 076 ლარი და განისაზღვრა ჯარიმა 10 279 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:

ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;

ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ხოლო, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:

ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;

ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში ადგილობრივი მომწოდებლებისაგან მიღბული ჰქონდა საქონელი და მომსახურეობა 14 273 ლარის დღგის თანხით, რომელზეც სრულად არ ჰქონდა მიღებული ჩათვლა. შემოწმების შედეგად, აღნიშნული ჩასათვლელი თანხებიდან, ის შეძენები რომელიც უკავშირდებოდა საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობას (პრინტერის ხარჯი, იჯარის ხარჯი, სტადიონის ქირაობა და სხვა) გათვალისწინებულ იქნა ჩასათვლელ თანხებში, სულ 6 035 ლარის ოდენობით. ხოლო იმ ხარჯებთან მიმართებით, რომელიც დაკავშირებული იყო სარესტორნე და სასტუმროს მომსახურეობასთან (ჯამში 8 616 ლარის დღგ), გადამხდელს გაეგზავნა წერილობითი კითხვა დაკავშირებული იყო თუ არა ზემოაღნიშნული მომსახურეობები კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან, ვინაიდან კომპანია თავად არ აწარმოებდა ჩათვლას აღნიშნულ ნაწილში, თუმცა გადამხდელმა დამატებით ახალი გარემოების ამსახველი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, კომპანია წარმოადგენს საფეხბურთო კლუბ ---ს, რომლის საქმიანობა არის პროფესიული საფეხბურთო გუნდის ფორმირება, მომზადება და მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებსა და ჩემპიონატებში. განმარტავს, რომ პერიოდულად კომპანია ფეხბურთელებს, საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს საცხოვრებლით და საკვებით, მათ შორის მატჩის წინა მოსამზადებელი ან/და მატჩის დროს, რაც ემსახურება ეკონომიკური საქმიანობის შეუფერხებლად და ეფექტურად განხორციელებას.

მომჩივანი ითხოვს, რომ ფეხბურთელთა საცხოვრებელსა და კვებაზე გაწეულ ხარჯზე მიკუთვნებული დღგ გათვალისწინებულ იქნას ჩასათვლელ თანხებში. ამასთან, აცხადებს, რომ საჩივრის დანართად წარმოდგენილია ჩატარებული მატჩების განრიგი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველი სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი (მ.შ. საჩივარზე თანდართული) მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქმის გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივანი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო.

შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 17 მარტის №081-46 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი (მ.შ. საჩივარზე თანდართული) მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შპს „---“ (ს/ნ ---), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 17 მარტის №081-46 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. მომჩივანი ითხოვს დღგ-ის ჩასათვლელი თანხების სრულად გათვალისწინებას.

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციისაგან გათავისუფლებას. განმარტავს, რომ კომპანიის მიზანი არ ყოფილა გადასასხადებისგან თავის არიდება/დამალვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კლუბის ძირითადი საქმიანობა მოიცავს პროფესიული საფეხბურთო გუნდის ფორმირებას, მომზადებასა და მონაწილეობას ეროვნულ და საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებსა და ჩემპიონატებში. მომჩივნის წარმოდგენილი დოკუმენტებით დადგინდა, რომ კომპანიას განხორციელებული ჰქონდა მოთამაშის ტრანსფერი კერძო იურიდიული პირისთვის, რაც შემოწმებით ჩაითვალა მომსახურების გაწევის ოპერაციად და დაემატა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. ჯამურად შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს გამოუვლინდა დამატებით დასაბეგრი ბრუნვა დღგ-ის გარეშე 145 074 ლარის ოდენობით.

შემოწმების შედეგად, ჩასათვლელი თანხებიდან, ის შეძენები რომელიც უკავშირდებოდა საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობას (პრინტერის ხარჯი, იჯარის ხარჯი, სტადიონის ქირაობა და სხვა) გათვალისწინებულ იქნა ჩასათვლელ თანხებში, სულ 6 035 ლარის ოდენობით. ხოლო იმ ხარჯებთან მიმართებით, რომელიც დაკავშირებული იყო სარესტორნე და სასტუმროს მომსახურეობასთან (ჯამში 8 616 ლარის დღგ), გადამხდელს გაეგზავნა წერილობითი კითხვა დაკავშირებული იყო თუ არა ზემოაღნიშნული მომსახურეობები კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან, ვინაიდან კომპანია თავად არ აწარმოებდა ჩათვლას აღნიშნულ ნაწილში, თუმცა გადამხდელმა დამატებით ახალი გარემოების ამსახველი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა.

შესაბამისად, შემოწმებით განსაზღვრული დამატებით დასაბეგრი ბრუნვისა და დამატებით გათვალისწინებული ჩათვლების მიხედვით კომპანიას დაერიცხა დღგ 20 076 ლარი და განისაზღვრა ჯარიმა 10 279 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით: გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები; დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი (მ.შ. საჩივარზე თანდართული) მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის);

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 174; 175; 176; 269 (7).