N 15411 - 08/07/2026 - „საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება № 15411
2026 წლის 8 ივლისი
ქ. თბილისი
„საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე და 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმისაგან ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე პირის გათავისუფლების ღონისძიებების“ (დანართი №2):
ა) მესამე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ჯარიმისაგან გათავისუფლების შესახებ მომსახურების დეპარტამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის, პირადი აღრიცხვის ბარათზე არ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება/აღიარებული მოსაკრებელი;“;
ბ) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„41. ამ დანართის მიზნებისთვის არ გაითვალისწინება 1 ლარამდე არსებული საგადასახადო დავალიანება/მოსაკრებელი, აგრეთვე აღიარებული საგადასახადო დავალიანება/აღიარებული მოსაკრებელი, რომლის გადახდევინება კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადავადებულია და გადახდის ვადა არ დამდგარა.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი მიხეილ მაღლაკელიძე
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე