გადაწყვეტილება №20055/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20055/2/2023
14 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ს“ 23.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20055/2/2023).
დავის საგანი:
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე სანქციისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №EL204663 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 6 აპრილის №EL205403 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
3. საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 25 აპრილის №EL207519, №EL207515, №EL207514, №EL207513, №EL207511, №EL207507, №EL207504, №EL207501, №EL207499, №EL207496 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები;
4. საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 11 აპრილის №EL205941 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
5. საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 26 აპრილის №EL207650, №EL207647, №EL207646, №EL207643, №EL207642, №EL207641, №EL207640, №EL207637, №EL207634 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები;
6. საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №EL207796, №EL207790, №EL207794 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები;
7. საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 28 აპრილის №EL207867, №EL207863, №EL207862, №EL207859, №EL207855, №EL207856 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები;
8. საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №EL69050/854 საგადასახადო მოთხოვნა;
9. საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 6 აპრილის №EL69050/939 საგადასახადო მოთხოვნა;
10. საბაჟო დეპარტამენტის 25 აპრილის №EL69050/1176, №EL69050/1177, №EL69050/1178, №EL69050/1179, №EL69050/1180, №EL69050/1182, №EL69050/1183, №EL69050/1185, №EL69050/1186 საგადასახადო მოთხოვნები,11. საბაჟო დეპარტამენტის 26 აპრილის №EL69050/1195, №EL69050/1196, №EL69050/1197, №EL69050/1198, №EL69050/1199, №EL69050/1200, №EL69050/1201, №EL69050/1202, №EL69050/1203 საგადასახადო მოთხოვნები; 14 აგვისტო 2023 N 03/65692 2
12. საბაჟო დეპარტამენტის 27 აპრილის №EL69050/1229, №EL69050/1231, №EL69050/1232, №EL69050/1234, №EL69050/1235 საგადასახადო მოთხოვნები;
13. საბაჟო დეპარტამენტის 28 აპრილის №EL69050/1244, №EL69050/1245, №EL69050/1246, №EL69050/1247, №EL69050/1248, №EL69050/1249 საგადასახადო მოთხოვნები;
14. შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12679 ბრძანება.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის მიხედვით, 2022 წელს მომჩივნის მიერ განხორციელდა სატრანსპორტო საშუალებების (ტრაქტორები) ზოგადი დეკლარირება. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებს დეკლარირების ბოლო ვადად განესაზღვრა 2023 წლის 4 და 19 თებერვალი. ვინაიდან, მომჩივნის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა თითოეული ოქმით 1 000 ლარის ოდენობით. ასევე, გამოიცა შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნები, რომლებითაც გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლით იმპორტის გადასახდელებზე დაერიცხა საურავი.
სატრანსპორტო საშუალებები (ს/ნ ---; ----; ----; ) მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციებით, ხოლო სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ ---) მოექცა რეექსპორტში ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12679 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მომჩივანი წარსულში არაერთხელაა დაჯარიმებული იგივე მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირების მრავალი ფაქტი უფიქსირდება. შესაბამისად, მისთვის კარგად არის ცნობილი საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის თაობაზე. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანმა 2022 წლის 6 დეკემბერს შემოიყვანა 20 ერთეული ტრაქტორი რომლის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 147,784.00 აშშ დოლარი, 2022 წლის 21 დეკემბერს კი შემოიტანა 11 ერთეული ტრაქტორი ჯამური ღირებულებით 130,376.00 აშშ დოლარი. აღნიშნული ტექნიკა იმპორტისას არ მოხვდა „მწვანე დერეფანში“. მათ განესაზღვრა „ყვითელი დერეფანი“, რაც გულისხმობს დეკლარირების დასრულებას დამატებული ღირებულების გადასახადის წინასწარი გადახდით და კომპანია ვერ სარგებლობს ხაზინაში არსებული აქტივით. 2022 წლის აპრილის შემდგომ მომჩივანს ავტორიზებულ გვერდზე აღრიცხვა-ანგარიშგების ჩანართში უფიქსირდებოდა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი აქტივი, კონკრეტულად კი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების იმპორტირების (შემოტანის) თარიღებში: 2022 წლის 6 დეკემბერს გააჩნდა ზედმეტობა 717,523.70 ლარის ოდენობით.2022 წლის 21 დეკემბერს 516,674.75 ლარის ოდენობით. დიდი ოდენობით ზედმეტობის დაგროვება გამოიწვია იმპორტირებულ საქონელზე დარიცხული დღგ-ს ბიუჯეტში გადარიცხვის გამო, რადგან იმპორტირებული საქონელი არ ხვდებოდა „მწვანე დერეფანში“ და ტექნიკის თავისუფალი მიმოქცევის რეჟიმში გაშვებამდე კომპანია ბიუჯეტში იხდიდა დღგ-ს.
ამ პერიოდში საბანკო ანგარიშებზე მომჩივანს ფინანსური სახსრების დეფიციტი გაუჩნდა, რადგან კომპანიას ჰქონდა დიდი ოდენობით გაუთვალისწინებელი ხარჯები. შესაბამისად, კომპანიამ ვერ გადაიხადა დამატებული ღირებულების გადასახადი, რომელიც დაახლოებით შეადგენდა 135,000.00 ლარს. კომპანია იძულებული გახდა გაეხანგრძლივებინა დეკლარირების ვადები (გაატარა პირსის პროგრამაში), რაც გულისხმობს დეკლარირებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის - 60 კალენდარული დღით გაგრძელებას შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდით, იმ იმედით, რომ ამ პერიოდში კომპანია შეძლებდა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობიდან გარკვეული თანხის დაბრუნებას, რათა გასჩენოდა ფინანსური შესაძლებლობა გაეიმპორტებინა ტრაქტორები. თუმცა კომპანიამ, ზემოთ ხსენებული მიზეზის გამო (უსახსრობის გამო) და იმის გამოც, რომ იმ პერიოდში ზედმეტობაზე არსებული თანხების დაბრუნებაზე შემოსავლების სამსახურის მიერ უარი ეთქვა და შესაბამისად, კვლავ ვერ მოახერხა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში (60+30 კალენდარული დღეში) ტექნიკის გაიმპორტება დამატებით 30 დღიან პერიოდშიც, რაც გულისხმობს 5 ლარის გადახდას თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო ვინაიდან მომჩივნის მხრიდან დარღვეული იყო დეკლარირების ვადები შეეფარდა ჯარიმები 1,000.00 – 1,000.00 ლარის ოდენობით თითოეულ ტრაქტორზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმებით და ასევე, დაეკისრა საურავები ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.05%-ის ოდენობით.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ზედმეტობის წარმოშობის შემდგომ მომჩივანმა არაერთხელ მიმართა შემოსავლების სამსახურს ზედმეტობაში არსებული თანხის დაბრუნების თაობაზე, კერძოდ:
- 2022 წლის 5 მაისს მოითხოვა (ID ----) 650,000.00 ლარის დაბრუნება, რაზეც აუდიტის დეპარტამენტისაგან ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ ავანსის ანგარიშ-ფაქტურები არ იყო განაშთული.
- 2022 წლის 22 ნოემბერს კომპანიამ მოითხოვა (ID ----) 250,000.00 ლარის დაბრუნება, რომელზეც ასევე ეთქვა უარი ხარვეზის აღმოუფხვრელობის მოტივით;
- 2023 წლის 24 იანვარს შპს „---“-მ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელს (---) მოთხოვნის საფუძველზე, გადაუგზავნა 2022 წლის დეკემბრის თვის დღგ-ს დეკლარაციის ახსნა-განმარტება 61,735.00 ლარის მოთხოვნით, რომელიც ასევე არ დაკმაყოფილდა.
- 2023 წლის 1 მარტს კომპანიამ ID--- განაცხადით მოითხოვა 49,729.00 ლარი, რომელიც კომპანიას დაუბრუნდა საბანკო ანგარიშზე (თუმცა აღნიშნული თანხა არ აღმოჩნდა საკმარისი);
- 2023 წლის 17 მარტს კომპანიამ სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელს (---), მოთხოვნის საფუძველზე, გადაუგზავნა 2023 წლის თებერვლის თვის დღგ-ს დეკლარაციაში წარმოშობილი ზედმეტობის ახსნა-განმარტება 149,275.00 ლარის მოთხოვნით, თუმცა ამ პერიოდშიც არ მომხდარა მოთხოვნილი თანხის დაბრუნება;
- 2023 წლის 28 მარტს კომპანიამ კვლავ დაარეგისტრირა განაცხადი (ID ---) 450,000.00 ლარის მოთხოვნით და როგორც იქნა 2023 წლის 24 აპრილს კომპანიას დაუბრუნდა თანხა. კომპანიამ მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო განსაბაჟებელი საქონლისთვის საჭირო თანხის გენერირება. მოცემული თანხის მიღებამდე კომპანიამ მხოლოდ ორი ერთეული ტრაქტორის გაიმპორტება შეძლო (სერიული ნომრით --- და ---), ერთი ერთეული ტრაქტორი (სერიული ნომრით ---) კი გავიდა რეექსპორტზე, თუმცა, დეკლარირების ვადების დარღვევის გამო, მაინც დაეკისრა ჯარიმა 1, 000.00 ლარის ოდენობით და მასთან დაკავშირებული საურავები. დარჩენილი ოცდარვა ტრაქტორის დეკლარირება/გაიმპორტება კი მხოლოდ ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხის მეშვეობით მოხდა და, როგორც უკვე აღინიშნა, შედეგად კომპანიას დაეკისრა ჯარიმები თითოეულ ტრაქტორზე 1,000.00 – 1,000.00 ლარის ოდენობით, ასევე, მასთან დაკავშირებული საურავები (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად).
ყოველივე აღნიშნულით კომპანიას სურს ყურადღება გაამახვილოს იმ ფაქტზე, რომ ზედმეტობაში არსებული თანხის დაბრუნების ლოდინში კომპანიამ დაარღვია ყველანაირი ვადა და მხოლოდ, თანხის დაბრუნების შემდეგ შეძლო მყისიერად მოეხდინა ტექნიკის დეკლარირება. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის, მიერ ზედმეტად გადახდილი თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში იყო და დროულად არ ხდებოდა მისი დაბრუნება, მას მაინც დაეკისრა ჯარიმები/საურავი და სადამსჯელო აქტების გასაჩივრების შემდგომაც შემოსავლების სამსახურმა არ გაითვალისწინა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები და არ დააკმაყოფილა წარდგენილი საჩივარი, რაც ყოვლად უსამართლოა. ვინაიდან, მომჩივანს არ მიეცა შესაძლებლობა მის მიერ შემოყვანილ ტექნიკაზე მისივე კუთვნილი თანხები დადგენილ ვადებში გადაეხადა ან/და თუნდაც ზედმეტობიდან ჩასთვლოდა გადასახადების გადახდაში და შემოყვანილი ტექნიკა დადგენილ ვადებში გაეშვა თავისუფალ მიმოქცევაში (იმპორტში), დაკისრებული ჯარიმები და საურავები კომპანიამ გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში იმ იმედით, რომ შემოსავლების სამსახური გაიზიარებდა ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს და კომპანიას მოუხსნიდა ჯარიმებს/საურავებს, რაც ასე არ მოხდა და შემოსავლების სამსახურმა უარი თქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
შემოსავლების სამსახურის ბრძანება დაუსაბუთებელია, რადგან მის მიერ არ იქნა გაზიარებული ის ფაქტი, რომ კომპანიის მხრიდან ზედმეტად გადახდილი თანხიდან (--- ლარი) შემოსავლების სამსახურმა დაუბრუნა მხოლოდ 2023 წლის 24 აპრილს, მაშინ, როცა უკვე კომპანიას დარღვეული ჰქონდა ტექნიკის დეკლარირების ვადები. სწორედ იმ მიზეზით, რომ კომპანიას არ გააჩნდა სხვა ფინანსური სახსრები, კომპანიის მიერ დაგვიანებით განხორციელდა ტექნიკის დეკლარირება და შესაბამისად, გადასახადების გადახდაც. კომპანიას დიდი იმედი ჰქონდა, რომ დაკისრებული ჯარიმები და დარიცხული საურავები მოეხსნებოდა. გარდა ამისა, შემოსავლების სამსახური №12679 ბრძანებაში აღნიშნავს, რომ კომპანია წარსულში არაერთხელ არის დაჯარიმებული იმავე მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან, კომპანიას აღნიშნულ ფაქტამდე არ უფიქსირდება არც ერთი 1,000.00 ლარიანი ჯარიმა დაგვიანებული დეკლარირების გამო (დარიცხული იყო მხოლოდ 5 ლარიანი ჯარიმები თითო ვადაგადაცილებულ დღეზე). კომპანია წარმოადგენს გადასახადის გადამხდელს, რომელსაც მისი ფუნქციონირების პერიოდში ბიუჯეტში გადახდილი აქვს 6,479,427.16 ლარი. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ კომპანიის, როგორც გადასახადის გადამხდელის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება შემოსავლების სამსახურის ინტერესს არ უნდა წარმოადგენდეს და ამიტომაც არის შემოსავლების სამსახურის ბრძანება უკანონო და დაუსაბუთებელი.
შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში (საქმის №80656/1/2023, წერილის №56738) ოთხ ერთეულ ტრაქტორზე შედგენილი ოქმის ნომრები გამეორებული იყო, ხოლო, სხვა ოთხი ერთეული ტრაქტორის ოქმის ნომრები გამორჩენილი იყო, შესაბამისად, მითითებული ქმედების გამო, გამოცემული 31 ერთეული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დარიცხული თანხის ჯამი - 31,000.00 ლარი არ შეცვლილა შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში. ვინაიდან, მთლიანი გასაჩივრებული თანხა არ იცვლება, აღნიშნული ფაქტი დასტურდება შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრიდან. შესაბამისად, მომჩივანი ითხოვს დუბლირებული სამართალდარღვევის ოქმების №EL204663, №EL207499, №EL207501, №EL207496 ნაცვლად კომპანიას მოეხსნას №EL207794, №EL207790, №EL207855, №EL207856 სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმები. მომჩივანი მოითხოვს, გათვალისწინებული იქნას ყოველივე ზემოაღნიშნული უსამართლოდ განვითარებული ფაქტობრივი გარემოებები და საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს კომპანია სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებისა და საგადასახადო მოთხოვნებით დაკისრებული ჯარიმებისა და საურავებისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა – იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა. საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მიხედვით, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით, ან არ იყო მისთვის ცნობილი ის გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
რაც შეეხება 2023 წლის 27 აპრილის №EL207794, №EL207790 და 28 აპრილის №EL207855, №EL207856 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს, მომჩივნის არგუმენტაციიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ოქმები გასაჩივრებულია კანონით დადგენილ ვადაში, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მათზე შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში არსებითად განსახილველად უნდა გადაეგზავნოს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს საბჭოს აპარატს, საჩივარი, 2023 წლის 27 აპრილის №EL207794, №EL207790 და 28 აპრილის №EL207855, №EL207856 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების ნაწილში არსებითად განსახილველად გადაუგზავნოს შემოსავლების სამსახურს;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე სანქციისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის მიხედვით, 2022 წელს მომჩივნის მიერ განხორციელდა სატრანსპორტო საშუალებების (ტრაქტორები) ზოგადი დეკლარირება. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებს დეკლარირების ბოლო ვადად განესაზღვრა 2023 წლის 4 და 19 თებერვალი. ვინაიდან, მომჩივნის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა თითოეული ოქმით 1 000 ლარის ოდენობით. ასევე, გამოიცა შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნები, რომლებითაც გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლით იმპორტის გადასახდელებზე დაერიცხა საურავი.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12679 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით, ან არ იყო მისთვის ცნობილი ის გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაციიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ოქმები გასაჩივრებულია კანონით დადგენილ ვადაში, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მათზე შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში არსებითად განსახილველად უნდა გადაეგზავნოს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 272.
საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 165; 163 (11).