ბრძანება N 24090
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24090
29 სექტემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს„---------“ (პ/ნ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 13 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №97) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 13 აგვისტოს №83019/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივლისის №074-22 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის N7379 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებიდან გამომდინარე ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებული ნაშთის რეალიზებულად მიჩნევას და დღგ-ს დარიცხვას. აცხადებს, რომ მართალია დაინიშნა შპს „---------“-ს სმფ-ს ინვენტარიზაცია, თუმცა საწარმოში ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდირებული ფასნამატის გამოყენების შედეგად დღგს დარიცხვას. უთითებს, რომ მიწოდებული ბუღალტრული პროგრამის მიხედვით დოკუმენტის გარეშე რეალიზებული სმფ-ს ფასნამატი შეადგენს 19%-ს და არა 11%-ს (როგორც შემოწმების აქტშია მითითებული), რაც არ გაითვალისწინა შემოწმებამ და რეალიზებულ საქონელზე გაავრცელა მსგავსი საქმიანობის მქონე გადამხდელის ფასნამატი, რომლის ოდენობაც არ არის დაფიქსირებული საგადასახადო შემოწმების აქტში, თუმცა გაზრდილი დღგ-ს ბრუნვის გათვალისწინებით, გადამხდელის აზრით, გავრცელებულია 50-60%-იანი ფასნამატი.
3. გადამხდელი ასაჩივრებს ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას და შესაბამისად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. მიუთითებს, რომ აქტის თანახმად კრედიტორებზე გადახდილი თანხის 25%-ის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა არასწორია, რადგან უცხოელი მომწოდებლებისათვის სრულად არის საქონლის თანხა გადახდილი. აცხადებს, რომ აღნიშნულის დამადასტურებელ დოკუმენტაციას მოთხოვნის შემთხვევაში წარმოადგენს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 მარტის №5150 და 27 ივნისის №14805 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 28 ივნისიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 20 მარტის N5359 ბრძანებით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით 2023 წლის 31 მარტის ჩათვლის პერიოდი, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის N7379 ბრძანებით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების სისწორის დადგენის მიზნით 2023 წლის 6 აპრილის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 6 ივლისის №16297 ბრძანება და 2023 წლის 7 ივლისის №074-22 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 165 737 ლარი, მათ შორის, გადასახადი 734 682 ლარი, ჯარიმა 367 341 ლარი, საურავი 63 714 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის ანალიზის მიხედვით, საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს ტანსაცმლის შეძენა/რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში საწარმო საქმიანობას ეწევა --------- ტერიტორიაზე. გადამხდელს წარმოდგენილი სააღრიცხვო პროგრამით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის უფიქსირდება
1 192 553 ლარის თვითღირებულების (დღგ-ის გარეშე) სმფ-ის ნაშთი. საწარმოში 2023 წლის აპრილის თვეში ჩატარდა სმფ-ის ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვით 6 აპრილის მდგომარეობით საწარმოს სმფ-ის ნაშთი არ გააჩნდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2023 წლის 1 მარტის მდგომარეობით ბუღალტრულად დაფიქსირებული სმფ-ის ნაშთი ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად (სმფ-ის ნაშთზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი), ხოლო მიღებული თანხით გაიზარდა დღგით დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
2.საწარმოს სააღრიცხვო პროგრამის ანალიზით დადგინდა რომ დოკუმენტურად გაყიდული საქონლის ფასნამატი 18 %-ს შეადგენდა, ხოლო დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ფასნამატი შეადგენდა 11%-ს. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი, რამაც გამოიწვია დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება (გაზრდა). გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
3. საწარმოში 2023 წლის 6 აპრილს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს სმფ-ების ნაშთი ჰქონდა 0 ლარის ოდენობით, ხოლო წარმოდგენილი სააღრიცხვო პროგრამის მიხედვით სმფ-ების ნაშთი პერიოდის ბოლოს იყო 1 192 553 ლარის თვითღირებულების. შედეგად, 2023 წლის 1 მარტის მდგომარეობით ბუღალტრულად დაფიქსირებული სმფ-ს ნაშთი ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად. ნამეტი შემოსავალი კი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ფასნამატის დაკორექტირების შედეგად გაზრდილი შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
საწარმოს სააღრიცხვო პროგრამით უფიქსირდება კრედიტორებზე ნაღდი ფულით თანხების გადახდები. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ არ მოხდა აღნიშნულ კრედიტორებზე ურთიერთშედარების აქტების წარდგენა. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 9 ივლისის N22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 8) შესაბამისად, აღნიშნულ პირებზე გადახდილი თანხის 25% ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ხოლო ამ კოდექსის 164-ე მუხლის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, საწარმოში 2023 წლის აპრილის თვეში ჩატარდა სმფ-ის ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვით 6 აპრილის მდგომარეობით საწარმოს სმფ-ის ნაშთი არ გააჩნდა. ხოლო გადამხდელს წარმოდგენილი სააღრიცხვო პროგრამით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის უფიქსირდება 1 192 553 ლარის თვითღირებულების (დღგ-ის გარეშე) სმფ-ის ნაშთი. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2023 წლის 1 მარტის მდგომარეობით ბუღალტრულად დაფიქსირებული სმფ-ის ნაშთი ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად, (სმფ-ის ნაშთზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი), ხოლო მიღებული თანხით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. ამასთან, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმოს სააღრიცხვო პროგრამის ანალიზით დადგინდა, რომ დოკუმენტურად გაყიდული საქონლის ფასნამატი 18 %-ს შეადგენდა, ხოლო დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ფასნამატი შეადგენდა 11%-ს. შემოწმების მიერ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი, რამაც გამოიწვია დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების მიერ ფასნამატის განსაზღვრას, თუმცა საჩივარში არ არის მითითებული კონკრეტული არგუმენტები, რომელიც გაამყარებდა მომჩივნის პოზიციას. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილებში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შემოწმების მიერ 2023 წლის პირველი მარტის მდგომარეობით ბუღალტრულად დაფიქსირებული სმფ-ის ნაშთი ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად, ვინაიდან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად ფაქტობრივმა ნაშთმა 2023 წლის 6 აპრილის მდგომარეობით შეადგინა 0 ლარი. შედეგად მიღებული ნამეტი შემოსავალი კი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ასევე, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ფასნამატის დაკორექტირების შედეგად გაზრდილი შემოსავალიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ასევე, საწარმოს სააღრიცხვო პროგრამით უფიქსირდებოდა კრედიტორებზე ნაღდი ფულით თანხების გადახდები. თუმცა შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია შესაბამისი დოკუმენტაცია. შედეგად, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 9 ივლისის N22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 8) შესაბამისად, აღნიშნულ პირებზე გადახდილი თანხის 25% ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შემოწმების მიერ 2023 წლის პირველი მარტის მდგომარეობით ბუღალტრულად დაფიქსირებული სმფ-ის ნაშთი ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად, ვინაიდან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად ფაქტობრივმა ნაშთმა 2023 წლის 6 აპრილის მდგომარეობით შეადგინა 0 ლარი. შედეგად მიღებული ნამეტი შემოსავალი კი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ასევე, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ფასნამატის დაკორექტირების შედეგად გაზრდილი შემოსავალიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ასევე, საწარმოს სააღრიცხვო პროგრამით უფიქსირდებოდა კრედიტორებზე ნაღდი ფულით თანხების გადახდები. თუმცა შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია შესაბამისი დოკუმენტაცია. შედეგად, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 9 ივლისის N22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 8) შესაბამისად, აღნიშნულ პირებზე გადახდილი თანხის 25% ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზეც არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის N7379 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებიდან გამომდინარე ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებული ნაშთის რეალიზებულად მიჩნევას და დღგ-ს დარიცხვას .
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდირებული ფასნამატის გამოყენების შედეგად დღგს დარიცხვას.
3. გადამხდელი ასაჩივრებს ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას და შესაბამისად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები
1.საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს ტანსაცმლის შეძენა/რეალიზაცია. საწარმოში 2023 წლის აპრილის თვეში ჩატარდა სმფ-ის ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვით 6 აპრილის მდგომარეობით საწარმოს სმფ-ის ნაშთი არ გააჩნდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2023 წლის 1 მარტის მდგომარეობით ბუღალტრულად დაფიქსირებული სმფ-ის ნაშთი ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად (სმფ-ის ნაშთზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი), ხოლო მიღებული თანხით გაიზარდა დღგით დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად.გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა.
2.შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი, რამაც გამოიწვია დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება (გაზრდა). გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
3.საწარმოში 2023 წლის 6 აპრილს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს სმფ-ების ნაშთი ჰქონდა 0 ლარის ოდენობით, ხოლო წარმოდგენილი სააღრიცხვო პროგრამის მიხედვით სმფ-ების ნაშთი პერიოდის ბოლოს იყო 1 192 553 ლარის თვითღირებულების. შედეგად, 2023 წლის 1 მარტის მდგომარეობით ბუღალტრულად დაფიქსირებული სმფ-ს ნაშთი ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად. ნამეტი შემოსავალი კი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:136(3);8(22);61(3);73(5ა,9);159(1ა);160(1);163(1);164101(1);154(1ა);