ბრძანება N 10773
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 10773
15 მაისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ------- (ს/ნ ---------------)
(მის.: ----------------------------)
2026 წლის 29 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 6 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №36) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) 2026 წლის 29 აპრილის №102054/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 3 აპრილის №038-4 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირებას და აცხადებს, რომ დარიცხვა გამოწვეულია არასწორად წარდგენილი დეკლარაციებისგან, სადაც ავანსები და მომსახურეები არაა გაქვითული. მიუთითებს, რომ შეუძლია წარადგინოს ყველა საჭირო დოკუმენტი და ინფორმაცია, რაც დაადასტურებს ყველა ოპერაციის კანონიერებად განხორციელებას. მომჩივანი ითხოვს აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 28 იანვრის №1345 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----“ (ს/ნ ----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2023 წლის ივლისის, ნოემბრის, 2024 წლის იანვრის, მარტის, მაისის, ივნისის, ივლისისა და დეკემბრის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2026 წლის 2 აპრილის №7540 ბრძანება და 2026 წლის 3 აპრილის №--- საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 115 662 ლარი, მათ შორის გადასახადი 61 740 ლარი, ჯარიმა 31 777 ლარი და საურავი
22 145 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდზე განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ანალიზი, მათ შორის ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საწარმოს სხვადასხვა გადასახადის გადამხდელებისგან მიღებული ჰქონდა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც ასახული და ჩათვლილი ჰქონდა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაციებში. კომპანიას ამავე პერიოდებში იგივე საწარმოებისგან მიღებული ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლითაც გამყიდველებს შესაბამის პერიოდებში განაშთული ჰქონდათ გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო მყიდველის მიერ ჩათვლა განხორციელებული იყო სრულად (დუბლირებული იყო ჩასათვლელი დღგ-ის თანხები). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე, 176-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების მერ კომპანიას შეუმცირდა ჩათვლილი დღგ-ის თანხები, რაზეც დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ხოლო, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდზე განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ანალიზი, მათ შორის ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საწარმოს მიღებული ჰქონდა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც ასახული და ჩათვლილი ჰქონდა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაციებში. კომპანიას ამავე პერიოდებში იგივე საწარმოებისგან მიღებული ჰქონდა საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლითაც გამყიდველებს შესაბამის პერიოდებში განაშთული ჰქონდათ გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო მყიდველის მიერ ჩათვლა განხორციელებული იყო სრულად. შემოწმების მერ კომპანიას შეუმცირდა დუბლირებული ჩათვლილი დღგ-ის თანხები.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელისაგან მოთხოვნილ იქნა გაანგარიშებები/განმარტებები თუ რომელი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა უნდა განაშთულიყო ძირითადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რაზეც გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა წერილობითი ახსნა-განმარტება, რომელიც შემოწმების მიერ სრულად იქნა გაზიარებული.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირებას. მომჩივანი ითხოვს აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდზე განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ანალიზი, მათ შორის ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საწარმოს სხვადასხვა გადასახადის გადამხდელებისგან მიღებული ჰქონდა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც ასახული და ჩათვლილი ჰქონდა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაციებში. კომპანიას ამავე პერიოდებში იგივე საწარმოებისგან მიღებული ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლითაც გამყიდველებს შესაბამის პერიოდებში განაშთული ჰქონდათ გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო მყიდველის მიერ ჩათვლა განხორციელებული იყო სრულად. შემოწმების მერ კომპანიას შეუმცირდა ჩათვლილი დღგ-ის თანხები, რაზეც დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:175(1);176(1);