გადაწყვეტილება №26813/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.03.2026
№ დოკუმენტი 26813/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26813/2/2026

25 მარტი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,13.03.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------"-ის 4.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26813/2/2026).

 

დავის საგანი:

1. საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული თანხის საწარმოს დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად განხილვა;

2. არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2025 წლის №024-135 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 10.02.2026 წლის №2808 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 154 884.84 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 84 378.4

მოგების გადასახადი - 19 690.4

საშემოსავლო გადასახადი - 64 688

ჯარიმა - 42 188.7

საურავი - 28 317.74

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა იმპორტირებული თაბაშირის ქვის შეძენა/რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.06.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 17.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 18.12.2025 წლის №27806 ბრძანება და №024-135 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 10.02.2026 წლის №2808 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული თანხის საწარმოს დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად განხილვა

ფაქტების აღწერა

კომპანია შესამოწმებელ პერიოდში არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, ხოლო საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ საწარმოს ანგარიშიდან 2022 წელს დირექტორთან, რომელიც ამასთანავე არის კომპანიის 100% წილის მფლობელი, გადარიცხული აქვს 106 000 ლარი, რომელიც მოგების გადასახადით არ აქვს დაბეგრილი. საგადასახადო კოდექსის 73-ე, 97-ე, 981 , 130-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დადგინდა გადასახადის გადამხდელის მოგებით/საშემოსავლო გადასახადებით დასაბეგრი ბაზა და საწარმოს დაერიცხა შესაბამისი გადასახადები, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილით, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 981 მუხლის პირველი ნაწილით, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილით, 130-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით და ყურადღება გაამახვილა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და აღნიშნა, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი რაიმე არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის საბანკო ანგარიშიდან შესამოწმებელ პერიოდში რეგულარულად ხორციელდებოდა ხელმძღვანელ პირზე თანხების გაცემა, რათა დროულად დაფარულიყო როგორც პროდუქციის მომწოდებლის დავალიანება, ასევე სატრანსპორტო მომსახურების ხარჯები. ასეთი განაცემები ფიქსირდება სხვადასხვა დანიშნულებით (თანხის გატანა შიდა სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის შესაძენად; სამეურნეო ხარჯი; საქონლის შესაძენად; დივიდენდი) ვინაიდან ბანკის სხვადასხვა ფილიალიდან ხდებოდა თანხების გატანა. 2022 წელს რამდენიმე გატანაზე ბანკის ოპერატორს მითითებული აქვს დივიდენდი, რომელიც ხელმძღვანელმა პირმა არ ცოდნის გამო არ შეაცვლევინა და საბოლოოდ დაფიქსირდა დანიშნულებაში დივიდენდი. აღნიშნული პერიოდისთვის კომპანიის ფინანსური მონაცემების მიხედვით ფიზიკურად ვერ გასცემდა 106 000 ლარის დივიდენდს, ამასთან არც გასული წლების გაუნაწილებელი მოგება შეადგენდა მითითებულ თანხას, ხოლო თუ ბანკიდან გამოტანილი თანხებიდან 106 000 ლარს გამოვაკლებთ სატრანსპორტო მომსახურებისთვის მძღოლებზე გადახდილ თანხებს მაშინ ფიზიკურად ვე რ დავფარავთ მათ მიმართ წარმოშობილ დავალიანებას. ასევე არალოგიკურია კომპანია საბანკო ოპერაციაში აფიქსირებდეს დივიდენდს და არ ადეკლარირებდეს შესაბამის პერიოდში. აღნიშნული მიუთითებს მხოლოდ არცოდნით გამოწვეულ შეცდომაზე. გამოტანის თარიღიდან 1-2 დღის შუალედებით კომპანიის დოლარის ანგარიშზე ხდება თანხის შემოტანა იგივე პირის მიერ რათა განხორციელდეს მომწოდებელთან გადარიცხვა, რაც ასევე მიუთითებს, რომ გამოტანილი თანხები არ წარმოადგენს დივიდენდს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

კომპანია შესამოწმებელ პერიოდში არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, ხოლო საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ საწარმოს ანგარიშიდან 2022 წელს დირექტორთან, რომელიც ამასთანავე არის კომპანიის 100% წილის მფლობელი, გადარიცხული აქვს 106 000 ლარი, რომელიც მოგების გადასახადით არ აქვს დაბეგრილი. საგადასახადო კოდექსის 73-ე, 97-ე, 981 , 130-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დადგინდა გადასახადის გადამხდელის მოგებით/საშემოსავლო გადასახადებით დასაბეგრი ბაზა.

აუდიტის დეპარტამენტის 6.03.2026 წლის №------- წერილის მიხედვით, კომპანია შესამოწმებელ პერიოდში არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, გადასახადის გადამხდელი ასევე დაჯარიმებულია ინფორმაციის წარმოუდგენლობაზე ჯერ 400 ლარით, შემდეგ 1000 ლარით. საბანკო ამონაწერების შედეგად დგინდება, რომ კომპანიას 2022 წელს დირექტორ "-------"-თან (პ/ნ "-------") რომელიც ამასთანავე არის კომპანიის 100% წილის მფლობელი, გადარიცხული აქვს 106 000 ლარი, რომელიც მოგების გადასახადით არ აქვს დაბეგრილი, აღნიშნულ თანხაზე დანიშნულება ბანკში ეწერა დივიდენდი, შესაბამისად შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა დივიდენდად და ის არგუმენტი, რომ ოპერატორს შეეშალა დანიშნულების მითითება შემოწმებისას არ იქნა გათვალისწინებული.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე ორგანოს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანს მიეცა საჩივრის ზეპირ განხილვაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, მან ვერ შეძლო წარმოედგინა სათანადო, გამაბათილებელი და საპირწონე არგუმენტები ან დამატებითი შესაბამისი მტკიცებულება, რაც მის არგუმენტებს სარწმუნოს გახდიდა და მისი გათვალისწინების, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან საბანკო გადარიცხვის დანიშნულებაში მითითებულია დივიდენდი, მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება გადარიცხული თანხის დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად ჩათვლის შესახებ და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს იმპორტირებულ საქონელზე უფიქსირდება არარეზიდენტი ფიზიკური პირების მიერ გაწეული ტრანსპორტირების მომსახურება ჯამში 642 739 ლარი, რომელიც გადახდის წყაროსთან არ არის დაბეგრილი. გადასახადის გადამხდელს შემოწმებისათვის არ წარმოუდგენია ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობები წლების მიხედვით. საგადასახადო კოდექსის 134-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, საწარმოს მიერ გადაზიდვის მომსახურებისათვის გადახდილი თანხები დაიბეგრა 10%-იანი განაკვეთით გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-2 ნაწილით, 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით, 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადასახადის გადამხდელს შემოწმებისათვის არ წარუდგენია ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობები სრულად წლების მიხედვით, ხოლო გარკვეულ ნაწილზე, რაც შემოწმების პროცესში წარადგინა გადამხდელმა, გათვალისწინებულ იქნა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს მიერ გადაზიდვის მომსახურებისათვის გადახდილი თანხები დაიბეგრა 10%-იანი განაკვეთით გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი რაიმე არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სატრანსპორტო მომსახურების გამწევი პირები წარმოადგენენ "-------"-ის რეზიდენტებს. შესამოწმებელ პერიოდში ვინაიდან მძღოლების რაოდენობა შეადგენდა დაახლოებით 150 კაცს ფიზკურად შეუძლებელი იყო აპოსტილით დამოწმებული რეზიდენტობის ცნობების შეგროვება.

ამასთან უმეტესობა აღნიშნული მძღოლების გადაადგილდება მუდმივად სხვადსხვა ქვეყნის მიმართულებით, რაც ასევე ართულებს კომუნიკაციას. ყველა ამ მძღოლს გადაზიდვების ნაწილში კოორდინაციას უწევდა "-------" გადამზიდავი კომპანია

„--------”, რომელიც წარმოადგენს "-------"-ის რეზიდენტ კომპანიას. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე დღეის მდგომარეობით სატრანსპორტო ინვოისი იწერება უკვე „-------”-ს მიერ. შედეგად გასულ პერიოდებში ვინაიდან არცერთ განბაჟებაზე არ შექმინლა პრობლემა და იცოდა, რომ აღნიშნული მძღოლები იყვნენ "-------"-ის რეზიდენტები, მის მიერ არ ხორციელდებოდა საშემოსავლო გადასახადის დაკავება მათზე გადახდილი თანხებიდან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არარეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლებისაგან.

საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება, საქართველოსა და უცხო ქვეყნებს შორის საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურებით ან საერთაშორისო კავშირგაბმულობაში ტელესაკომუნიკაციო მომსახურებით მიღებული შემოსავალი.

საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, შემდეგი განაკვეთებით: საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები – 10 პროცენტით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.

აუდიტის დეპარტამენტის 6.03.2026 წლის №------- წერილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს იმპორტირებულ საქონელზე უფიქსირდება არარეზიდენტი ფიზიკური პირების მიერ გაწეული ტრანსპორტირების მომსახურება, რომელიც გადახდის წყაროსთან არ არის დაბეგრილი ჯამში 642 739 ლარი. გადასახადის გადამხდელს შემოწმებისათვის არ წარუდგენია ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობები წლების მიხედვით, რაზეც წარდგენილი ჰქონდა შემოწმებისას მოხდა მისი გათვალისწინება, ხოლო დარჩენილ ნაწილზე, რომელზეც ვერ წარადგინა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ ინფორმაციაზე და იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი ვერ წარმოადგენს სათანადო არგუმენტს ან შესაბამის მტკიცებულებას (შესაბამისი პირების რეზიდენტობის დამადასტურებელ ცნობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებიც შემოწმებისას გათვალისწინებულია), რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანს არ წარუდგენია ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობები წლების მიხედვით, ხოლო რაზეც წარდგენილი ჰქონდა მოხდა მისი გათვალისწინება, მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის შესახებ და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი აღნიშნავს ,რომ გამოტანილი თანხები არ წარმოადგენს დივიდენდს.

2.მომჩივანი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.საწარმოს ანგარიშიდან 2022 წელს დირექტორთან, რომელიც ამასთანავე არის კომპანიის 100% წილის მფლობელი, გადარიცხული აქვს 106 000 ლარი, რომელიც მოგების გადასახადით არ აქვს დაბეგრილი.სსკ-ის 73-ე, 97-ე, 981,130-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დადგინდა გადამხდელის მოგებით/საშემოსავლო გადასახადებით დასაბეგრი ბაზა და საწარმოს დაერიცხა შესაბამისი გადასახადები, ასევე დაეკისრა ჯარიმა.

2.შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს იმპორტირებულ საქონელზე უფიქსირდება არარეზიდენტი ფიზიკური პირების მიერ გაწეული ტრანსპორტირების მომსახურება,რომელიც გადახდის წყაროსთან არ არის დაბეგრილი.სსკ-ის 134-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად,საწარმოს მიერ გადაზიდვის მომსახურებისათვის გადახდილი თანხები დაიბეგრა 10%-იანი განაკვეთით გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან საბანკო გადარიცხვის დანიშნულებაში მითითებულია დივიდენდი, მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება გადარიცხული თანხის დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად ჩათვლის შესახებ და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

2.საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანს არ წარუდგენია ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობები წლების მიხედვით, ხოლო რაზეც წარდგენილი ჰქონდა მოხდა მისი გათვალისწინება, მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის შესახებ და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(9),981,104,134,154.