ბრძანება N 799
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 799
24.01.2023
ფ/პ ------------ (პ/ნ ------------)
(მის: ----------------------------)
2022 წლის 21 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 იანვრის სხდომაზე (ოქმი №2) განიხილა ფ/პ ----------- (პ/ნ ------------) №232114/21-14 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 28 ივლისის №24835 ბრძანებით განსაზღვრული 5 დღიანი ვადის აღდგენას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 28 ივლისის №24835 ბრძანებით განსაზღვრული 5 დღიანი ვადის აღდგენას, რათა ჩაეთვალოს გადახდილი საფასური.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 28 ივლისის №24835 ბრძანებით ფ/პ ------------ (პ/ნ ------------) №62077/1/2021 საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით, მომჩივანს მიეცა წინადადება №24835 ბრძანების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დადგენილი წესით გადაიხადოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული შესაბამისი საფასური და საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით დადგინდა, რომ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შემთხვევაში, მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს 2021 წლის 15 ივნისის №EL138768 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;
ამავე ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით კი, საბაჟო დეპარტამენტს დაევალა ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №21-10/116507 გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მომჩივანმა 2022 წლის 20 დეკემბრის №231014/21 განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს,წარუდგინა საგადასახადო დავალება, რომლის მიხედვით სახაზინო კოდზე „707017021“ 2022 წლის 20 დეკემბერს გადახდილია 150 ლარი დანიშნულებით: „სსიპ - საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასური, ბრძანება №24835 28.07.2021წ.”.
ვინაიდან, მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 28 ივლისის №24835 ბრძანების შემოსავლების სამახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გაცნობიდან, კერძოდ, 2021 წლის 28 ოქტომბრიდან 5 სამუშაო დღეში, 2021 წლის 5 ნოემბრამდე პერიოდში, სახაზინო კოდზე „707017021“ 150 ლარის გადახდა არ განხორციელდა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების მე-13 გრაფის (სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების, რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების მიზნით, საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება საბაჟო საწყობში დროებით დასაწყობების გარეშე) შესაბამისად, სხვა ჯარიმების ბარათზე არ შემცირდა 2021 წლის 15 ივნისის №EL138768 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დარიცხული ჯარიმის თანხა 1000 ლარი, რაც მომჩივანს ეცნობა საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №21-10/116507 გადაწყვეტილებით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ დაინტერესებული მხარე ვალდებულია დაიცვას დადგენილი ვადა, აღნიშნული ვადის დინება დაიწყება მხოლოდ დაინტერესებული მხარისათვის შესაბამისი დოკუმენტის ან ინფორმაციის გადაცემის ან ამ ინფორმაციის ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით. მე-4 ნაწილის შესაბამისად, კი დაინტერესებული მხარე გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული გარემოებათა აღმოფხვრიდან არა უგვიანეს 15 დღისა. განცხადებას უნდა დაერთოს შესაბამისი დოკუმენტები და მასალები, რომლებიც ადასტურებენ ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობას.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია აღადგინოს დაინტერესებული მხარის მიერ საპატიო მიზეზით გაშვებული, ამავე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადაც, თუ ეს არ არის აკრძალული კანონით და ზიანს არ აყენებს მესამე პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მიერ №30294473 საგადახდო დავალებით სახაზინო კოდზე „707017021“ 150 ლარი 2022 წლის 20 დეკემბერს გადახდილია შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 28 ივლისის №24835 ბრძანების აღსრულების მიზნით. შესაბამისად, უნდა დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს გაითვალისწინოს საბაჟო დეპარტამენტისათვის წარდგენილი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული შესაბამისი საფასურის გადახდის დოკუმენტი და განახორციელოს შესაბამისი კორექტირება (შემცირება) მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ფ/პ ------------ (პ/ნ ------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს გაითვალისწინოს საბაჟო დეპარტამენტისათვის წარდგენილი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული შესაბამისი საფასურების გადახდის დოკუმენტები და განახორციელოს შესაბამისი კორექტირება (შემცირება) მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.