ბრძანება N 20780
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20780
22 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
"------" (ს/ნ "------")
(ფაქტ. მის: "------")
2023 წლის 3 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №86) განიხილა "------"-ის (ს/ნ "------") №82822/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივლისის №EL215672 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ "------"-ის მიტანის სერვისმა დაარღვია წესები და საქონელი კურიერს გადასცა განბაჟების პროცედურების დასრულებამდე. მისი მხრიდან არ არსებობს სამართალდარღვევის ფაქტი. კეთილსინდისიერად შეასრულა ვალდებულება და გადიხადა დღგ ბიუჯეტში. არ იცოდა დარღვევის შესახებ და ვერ მოახდენდა გავლენას ამ მოქმედებაზე. თავად დაიწყო ამ საკითხის კვლევა და შეიტანა განცხადება კორექტირებაზე, რადგან მის პროფილზე დადებითი ბალანსი ჩანდა.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 27 აპრილს საფოსტო გადამზიდავის – შპს „------- - ის “ (ს/ნ "------" ) მიერ ინდმეწარმე "------"-ის (ს/ნ "------") სახელზე №"------" საფოსტო გზავნილით შემოტანილ, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილ საქონელზე (ლეპტოპი – 1 ცალი), მიმღების მიერ წარდგენილი №"------" ინვოისის საფუძველზე დარეგისტრირდა №"------" საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4. აღნიშნული დეკლარაციისთვის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ს მიერ განისაზღვრა „ყვითელი დერეფანი“, კრიტერიუმით – „MGV - წარსადგენია მგვ სქემაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია“.
2023 წლის 19 ივნისს "------"-ის №"------" განცხადებით საბაჟო დეპარტამენტისთვის ცნობილი გახდა, რომ მითითებულმა პირმა №"------"საფოსტო გზავნილი მიიღო საკურიერო მომსახურებით, თუმცა №"------" საბაჟო დეკლარაციას მინიჭებული არ ქონია შტრიხ-კოდი და საბაჟო ორგანოს მიერ მიღებული არ ყოფილა გადაწყვეტილება დეკლარირებული საქონლის გაშვების შესახებ. №"------" საბაჟო დეკლარაციის დასრულების გარეშე საფოსტო გზავნილის მიმღებისთვის გადაცემა დადასტურდა საფოსტო გადამზიდავის – შპს „------ - ის “ (ს/ნ "------" ) 2023 წლის პირველი ივლისის №"------" განცხადებითაც.
ვინაიდან "------" წარმოადგენს ინდივიდუალურ მეწარმეს, მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილ ლეპტოპზე ვრცელდება „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №326 დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულება და მას საბაჟო დეპარატამენტისთვის უნდა წარედგინა მგვ-ის შესაბამისობის სქემაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც მისი მხრიდან არ შესრულებულა. აღნიშნულთან ერთად, №"------" საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით დეკლარირებული საქონლის გაშვება არ იყო ნებადართული საბაჟო ორგანოს მიერ, შესაბამისად, არ უნდა განხორციელებულიყო საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანა და განკარგვა.
გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „----- - ის “ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 7 ივლისს შედგენილ იქნა №EL215672 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც "------"-ს (ს/ნ "------") საფოსტო გადამზიდავთან (შპს „------- -ს “ (ს/ნ "------")) ერთად სოლიდარულად დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 010 ლარის (საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით. ამასთან, გაუქმდა № "------" საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4 და 2023 წლის 7 ივლისს გამოიცა №EL11114/39 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც "------"-ს (ს/ნ "-------" ) იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ – 1 010 ლარი, ასევე საურავი 0.24 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;
საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტი აზუსტებს, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-5 ნაწილის მიხედვით კი, თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
დადგენილია სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მომჩივანმა №"------" საბაჟო დეკლარაციის დასრულების გარეშე მიიღო საფოსტო გზავნილი. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს ისეთ ქმედებას, რამაც საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა გამოიწვია. აღნიშნული კი არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად პასუხისმგებლობის დაკისრება მართზომიერია.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ არ განხორციელებულა ისეთი ქმედება, რამაც მისი უკანონო განკარგვა გამოიწვია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
1. "------"-ის (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტავს, მისი მხრიდან არ არსებობს სამართალდარღვევის ფაქტი. კეთილსინდისიერად შეასრულა ვალდებულება და გადიხადა დღგ ბიუჯეტში.
მომჩივანი ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
ვინაიდან მომჩივანი წარმოადგენს ინდივიდუალურ მეწარმეს, მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილ ლეპტოპზე ვრცელდება „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №326 დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულება და მას საბაჟო დეპარატამენტისთვის უნდა წარედგინა მგვ-ის შესაბამისობის სქემაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც მისი მხრიდან არ შესრულებულა. აღნიშნულთან ერთად, საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით დეკლარირებული საქონლის გაშვება არ იყო ნებადართული საბაჟო ორგანოს მიერ, შესაბამისად, არ უნდა განხორციელებულიყო საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანა და განკარგვა.
მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
163,172.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი.