ბრძანება N 8957
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 8957
25.04.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
------- (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 15 თებერვლის და 9 მარტის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 აპრილის სხდომაზე (ოქმი №43) განიხილა ------- (ს/ნ -------) №79117/1/2023 და №41077/21-11 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 26 იანვრის №EL198361 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრების ავტორის განმარტებით, ის ფლობდა ინფორმაციას, რომ უნდა დაკავშირებოდა გადამზიდავ კომპანიას ამანათების დეკლარირებისთვის, რის გამოც გადაიხადა კიდეც მომსახურების საფასური. გადამზიდავის მიერ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში დეკლარირება არ განხორციელდა და დაერიცხა ჯარიმები, ხოლო ამანათი გაგზავნილ იქნა საბაჟო საწყობში. ვადის დარღვევის შემდეგ დაუკავშირდა გადამზიდავი კომპანია და უთხრა, რომ მას თავად უნდა გამოეტანა ამანათები საბაჟო საწყობიდან და განეხორციელებინა მისი დეკლარირება. მომჩივნის მითითებით მისთვის გაურკვეველია და არ ფლობს ინფორმაციას გადამზიდავი კომპანიის მხრიდან ამანათების დეკლარირების ვალდებულებისგან თავის არიდების მიზეზზე და მიაჩნია, რომ ჯარიმა არამართლზომიერია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის 19 დეკემბერს ------- მიერ განხორციელდა №515537536-0 და №515544532-0 საფოსტო გზავნილებით შემოსული საქონლის (ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები - საბაჟო ღირებულებით 588.42 ლარი) ზოგადი დეკლარირება. ხოლო 2023 წლის 26 იანვარს ------- მიმართა გეზ „-------“ მომსახურების სამმართველოს აღნიშნული საფოსტო გზავნილებით შემოსული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით. რის შემდეგაც დარეგისტრირდა №------- საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც ------- კუთვნილი საქონელი დაიბეგრა და დაერიცხა იმპორტის გადასახდელი 71 ლარის ოდენობით და დღგ - 118.70 ლარის ოდენობით.
ვინაიდან, ------- მიერ ადგილი ჰქონდა საქონლის დეკლარირების ვადის დარღვევას, სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტზე, გეზ „-------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 26 იანვარს შედგენილ იქნა №EL198361 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ------- დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 350 ლარის ოდენობით.
საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 13 აპრილის №8340 ბრძანებით, ფიზიკური პირი ------- (-------, ს/ნ -------) მიმართ 2023 წლის 26 იანვარს შედგენილ №EL198361 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში გასწორდა შეცდომები და მე-4 გრაფაში საქონლის (საფოსტო გზავნილები №------- და №-------) დეკლარირების ვადის დარღვევის დღეების საერთო რაოდენობად მითითებულ იქნა 8 დღე, ხოლო ------- შეფარდებული ჯარიმის თანხა (350 ლარი) ამავე და მე-6 გრაფაში შეიცვალა 400 ლარით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის (ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის გარდა) დეკლარირება ხორციელდება ზოგადი დეკლარირებიდან (საფოსტო გზავნილების ნუსხის წარდგენის თარიღიდან) არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა, ხოლო ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილ საქონელზე ან/და აქციზურ ალკოჰოლურ სასმელებზე ან/და თამბაქოს ნაწარმზე – არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
დადგენილია, რომ მომჩივანმა საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განახორციელა საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის დეკლარირება, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ------- (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საჩივრების ავტორის განმარტებით, გადამზიდავი კომპანიის მიერ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განხორციელდა დეკლარირება და დაერიცხა ჯარიმა. მომჩივნს მიაჩნია, რომ ჯარიმა არამართლზომიერია.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ მოქალაქის მიერ განხორციელდა საფოსტო გზავნილებით შემოსული საქონლის ზოგადი დეკლარირება და დაერიცხა საბაჟო გადასახდელები. ვინაიდან, მოქალაქის მიერ ადგილი ჰქონდა საქონლის დეკლარირების ვადის დარღვევას. უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 165