ბრძანება N 6514
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 6514
26 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------”-ის (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ----------;
იურ. მის.: ----------)
2024 წლის 12 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 29 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №21) განიხილა შპს „----------”-ის (ს/ნ ----------) 2024 წლის 12 თებერვლის №87634/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 დეკემბრის №064-23 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
პირი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ:
1. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების მოგების გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ ყველა ხარჯი გაწეულია ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, თუმცა, მათი დამადასტურებელი დოკუმენტების არარსებობა გამოწვეულია იმით, რომ მომწოდებლების ნაწილი არიან ფიზიკური პირები, ნაწილისგან მიღებული აქვს მხოლოდ სალაროს ჩეკი, ზოგ შემთხვევაში კი მიწოდება განხორციელდა შემდგომი გადახდის პირობით და მიწოდების, საბუთის გამოწერის და გადახდის თარიღები არ ემთხვევა ერთმანეთს. ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული მოგების გადასახადის შემცირებას.
2.აცხადებს, რომ შემოწმების აქტის თანახმად, ტენდერების ფარგლებში პირს მიღებული აქვს 255 541 ლარის შემოსავალი დღგ-ს გარეშე, ხოლო დაბეგრილი აქვს 165 983 ლარი, სხვაობით გაიზარდა პირის დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელის განმარტებით, მიღებული შემოსავლიდან 24 330 ლარი თავად შეიტანა საწარმოს ანგარიშზე გარკვეული ოპერაციის განსახორციელებლად. ითხოვს ამ ფაქტის გათვალისწინებით დარიცხული დღგ-ის კორექტირებას.
3. საწარმოს უფიქსირდება ტენდერის ფარგლებში სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროზე მეტი ხემასალის შეძენა, შემოწმებით აღნიშნული მასალა ჩაითვალა თვითღირებულებით რეალიზებულად. პირი არ ეთანხმება აღნიშნულს და განმარტავს, რომ ---------- მასალების რეალიზაციით მიიღო მხოლოდ 10%-იანი მოგება (2 729.4 ლარი), რაც წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრს, ხოლო დანარჩენი ხე-მასალა სრულად გაიხარჯა სატენდერო სამუშაოების ფარგლებში.
4.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ შემოწმებით განსაზღვრული ფულის ნაშთიდან 35 640 ლარი გაცემულია მუშა-მოსამსახურეებზე, ხოლო დარჩენილი თანხით (102 748 ლარი) დაფარულია საოპერაციო ხარჯები.
5.პირი არ ეთანხმება საწვავის შესაძენად გადახდილი თანხის საწარმოს დირექტორზე განხორციელებულ განაცემად განხილვას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. განმარტავს, საწარმოს საჭიროებებზე გამოყენებული იყო დირექტორის პირად საკუთრებაში არსებული ავტომობილი, რაც უფრო მომგებიანია საწარმოსთვის.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ივნისის №14249 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------”-ის (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 27 ოქტომბრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 7 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 18 დეკემბრის №31750 ბრძანება და ამავე თარიღის №064-23 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 85 218 ლარი, მათ შორის, გადასახადი 53 047 ლარი, ჯარიმა 26 395 ლარი და საურავი 5 776 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. საწარმო დაფუძნებულია 2022 წლის 27 ოქტომბერს. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2023 წლის 23 იანვარს. საწარმოს საქმიანობის საგანია ტენდერების ფარგლებში სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების შესრულება დასავლეთ საქართველოს (----------) ტერიტორიაზე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის (მ.შ საბანკო ამონაწერები, მიღება-ჩაბარებები და სხვა) დამუშავების შედეგად ვლინდება, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება საბანკო გადარიცხვები სხვადასხვა ტიპის სამშენებლო მასალების ღირებულების საფუძვლით, რომელთა დოკუმენტური დადასტურება შემოწმების პროცესში ვერ მოხდა. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები დაიბეგრა მოგების გადასახადით, ასევე, პირს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
2. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა (საბანკო ამონაწერები) და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციის დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ ტენდერებიდან მიღებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა 255 541 ლარი, ხოლო დეკლარირებულმა ბრუნვამ 165 983 ლარი. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და 1601 მუხლის შესაბამისად, შემოწმებამ მოახდინა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. ასევე, პირს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
3.შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, ტენდერების დოკუმენტაციისა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დამუშავებით გამოვლინდა, რომ: 1) საწარმოს უფიქსირდება ---------- ტერიტორიაზე ცალკეული სამშენებლო მასალების მიტანა. გადამხდელის განმარტებით, საწარმოს მიერ განხორციელდა მასალების მიწოდება, თუმცა აღნიშნული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში არ ასახულა. თითოეულ რეალიზებულ მასალასთან მიმართებაში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა სარეალიზაციო ფასები; 2) ამასთანავე, ტენდერებზე თანდართული ფორმა 2-ებით განსაზღვრული ხე-მასალის მოცულობა 10.261 მ3-ით ნაკლებია სატენდერო სამუშაოების შესრულების ადგილას სასაქონლო ზედნადებით მიტანილ ხე-მასალის მოცულობაზე. ასევე, აღსანიშნავია, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება 4 308 ლარის ჩარიცხვა ფიზიკური პირისგან ხის მასალის ღირებულების საფუძვლით. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად: 1) ---------- ტერიტორიაზე სარეალიზაციოდ მიტანილი მასალების ღირებულებით (გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სარეალიზაციო ფასების გათვალისწინებით) გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. 2) ტენდერით განსაზღვრულზე მეტი მოცულობით შეძენილი ხე-მასალა ჩაითვალა თვითღირებულებით რეალიზებულად და გაიზარდა შეძენის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. პირს, ასევე, დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
4.გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის საწარმოში სალაროს ნაშთი შეადგენს 3500 ლარს, ხოლო, დებიტორული და კრედიტორული დავალიანების ნაშთები ნულის ტოლია. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციის დამუშავებით, 01.06.2023 წლის მდგომარეობით, საწარმოში დებიტორული დავალიანების ნაშთმა შეადგინა 6 527 ლარი, ხოლო მესამე მხარიდან გამოთხოვილი ინფორმაციით კრედიტორული დავალიანების ნაშთმა შეადგინა 56 017 ლარი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით და გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაანგარიშდა ფულის ნაშთი 2023 წლის 31 მაისის მდგომარეობით, კერძოდ, დაანგარიშდა სხვაობა შესამოწმებელ პერიოდში მიღებულ შემოსავლებს, გაწეულ ხარჯებსა და საბიუჯეტო გადახდებს შორის. აღნიშნული სხვაობა (სალაროს ნაშთი), საწარმოში ფულის ნაშთისა და სალაროს გონივრული ნაშთის გათვალისწინებით, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
5.შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება ბიზნეს ბარათით საწვავის შეძენა. აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით საწარმოს საკუთრებაში არ უფიქსირდება ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ასევე, არ ფიქსირდება სატრანსპორტო საშუალებების იჯარით ფლობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწვავის შესაძენად გადახდილი თანხები განხილული იქნა დირექტორზე განხორციელებულ განაცემად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.
ამავე კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება საბანკო გადარიცხვები სხვადასხვა ტიპის სამშენებლო მასალების ღირებულების საფუძვლით, რომელთა დოკუმენტური დადასტურება შემოწმების პროცესში ვერ მოხდა. შემოწმებით დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები დაიბეგრა მოგების გადასახადით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ მოგების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ მოგების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციის დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ ტენდერებიდან მიღებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა 255 541 ლარი, გადამხდელის მიერ კი დეკლარირებულია 165 983 ლარი. შემოწმებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში.
იმის გათვალისწინებით, რომ პირის მიერ ტენდერებიდან მიღებულმა შემოსავალმა შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა 255 541 ლარი, ხოლო, დეკლარირებულმა კი 165 983 ლარი, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა მიღებულ და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის სხვაობით, განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ ტენდერებზე თანდართული ფორმა 2-ებით განსაზღვრული ხე-მასალის მოცულობა 10.261 მ3-ით ნაკლებია სატენდერო სამუშაოების შესრულების ადგილას სასაქონლო ზედნადებით მიტანილ ხე-მასალის მოცულობაზე. ასევე, საწარმოს უფიქსირდება ----------ტერიტორიაზე ცალკეული სამშენებლო მასალების მიტანა, რომელიც გადამხდელის განმარტებით რეალიზებულია, თუმცა არ არის ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. აგრეთვე, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება 4 308 ლარის ჩარიცხვა ფიზიკური პირისგან ხის მასალის ღირებულების საფუძვლით. შემოწმებით, ---------- ტერიტორიაზე სარეალიზაციოდ მიტანილი მასალების ღირებულებით (გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სარეალიზაციო ფასების გათვალისწინებით) გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ასევე ტენდერით განსაზღვრულზე მეტი მოცულობით შეძენილი ხე-მასალა ჩაითვალა თვითღირებულებით რეალიზებულად და გაიზარდა შეძენის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
იმის გათვალისწინებით, რომ პირს შეძენილი ჰქონდა ტენდერის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოებისათვის საჭიროზე 10.261 მ3-ით მეტი ხე-მასალა, ასევე დგინდება ---------- ტერიტორიაზე სარეალიზაციოდ მიტანილი მასალების მიწოდება, ამასთან საწარმოს ანგარიშზე შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება 4 308 ლარის ჩარიცხვა ფიზიკური პირისგან ხე-მასალის შეძენის მიზნით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ ოპერაციებთან დაკავშირებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-4 და მე-5 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის საფუძველზე, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის საწარმოში სალაროს ნაშთი შეადგენს 3500 ლარს, ხოლო დებიტორული და კრედიტორული დავალიანების ნაშთები ნულის ტოლია. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციის დამუშავებით, 01.06.2023 წლის მდგომარეობით, საწარმოში დებიტორული დავალიანების ნაშთმა შეადგინა 6 527 ლარი, ხოლო მესამე მხარიდან გამოთხოვილი ინფორმაციით-კრედიტორული დავალიანების ნაშთმა შეადგინა 56 017 ლარი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით და გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დაანგარიშდა ფულის ნაშთი 2023 წლის 31 მაისის მდგომარეობით, კერძოდ, დაანგარიშდა სხვაობა შესამოწმებელ პერიოდში მიღებულ შემოსავლებს, გაწეულ ხარჯებსა და საბიუჯეტო გადახდებს შორის. აღნიშნული სხვაობა (სალაროს ნაშთი), საწარმოში ფულის ნაშთისა და სალაროს გონივრული ნაშთის გათვალისწინებით, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებსა და გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციაზე დაყრდნობით გაანგარიშებული ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება ბიზნეს ბარათით საწვავის შეძენა. შემოწმებისთვის მიწოდებული ინფორმაციით საწარმოს საკუთრებაში არ უფიქსირდება ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ასევე, არ ფიქსირდება სატრანსპორტო საშუალებების იჯარით ფლობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწვავის შესაძენად გადახდილი თანხები განხილული იქნა დირექტორზე განხორციელებულ განაცემად.
იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს არ უფიქსირდება ავტოსატრანსპორტო საშუალების არც საკუთრების და არც იჯარით ფლობის ფაქტი, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საწვავის შესაძენად გადახდილი თანხების დირექტორზე განხორციელებულ განაცემად განხილვა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------”-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
პირი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ:
1. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების მოგების გადასახადით დაბეგვრას.
2. გადამხდელი ითხოვს დარიცხული დღგ-ის კორექტირებას
3. საწარმოს უფიქსირდება ტენდერის ფარგლებში სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროზე მეტი ხემასალის შეძენა, შემოწმებით აღნიშნული მასალა ჩაითვალა თვითღირებულებით რეალიზებულად.
4.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
5.პირი არ ეთანხმება საწვავის შესაძენად გადახდილი თანხის საწარმოს დირექტორზე განხორციელებულ განაცემად განხილვას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება საბანკო გადარიცხვები სხვადასხვა ტიპის სამშენებლო მასალების ღირებულების საფუძვლით, რომელთა დოკუმენტური დადასტურება შემოწმების პროცესში ვერ მოხდა. შემოწმებით დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები დაიბეგრა მოგების გადასახადით.
2. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციის დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ ტენდერებიდან მიღებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა 255 541 ლარი, გადამხდელის მიერ კი დეკლარირებულია 165 983 ლარი. შემოწმებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. იმის გათვალისწინებით, რომ პირის მიერ ტენდერებიდან მიღებულმა შემოსავალმა შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა 255 541 ლარი, ხოლო, დეკლარირებულმა კი 165 983 ლარი, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა მიღებულ და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის სხვაობით, განხორციელდა მართლზომიერად.
3. ტენდერებზე თანდართული ფორმა 2-ებით განსაზღვრული ხე-მასალის მოცულობა 10.261 მ3-ით ნაკლებია სატენდერო სამუშაოების შესრულების ადგილას სასაქონლო ზედნადებით მიტანილ ხე-მასალის მოცულობაზე. ასევე, საწარმოს უფიქსირდება ცალკეული სამშენებლო მასალების მიტანა, რომელიც გადამხდელის განმარტებით რეალიზებულია, თუმცა არ არის ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. აგრეთვე, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება 4 308 ლარის ჩარიცხვა ფიზიკური პირისგან ხის მასალის ღირებულების საფუძვლით. შემოწმებით, სარეალიზაციოდ მიტანილი მასალების ღირებულებით (გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სარეალიზაციო ფასების გათვალისწინებით) გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ასევე ტენდერით განსაზღვრულზე მეტი მოცულობით შეძენილი ხე-მასალა ჩაითვალა თვითღირებულებით რეალიზებულად და გაიზარდა შეძენის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. იმის გათვალისწინებით, რომ პირს შეძენილი ჰქონდა ტენდერის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოებისათვის საჭიროზე 10.261 მ3-ით მეტი ხე-მასალა, ასევე დგინდება სარეალიზაციოდ მიტანილი მასალების მიწოდება, ამასთან საწარმოს ანგარიშზე შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება 4 308 ლარის ჩარიცხვა ფიზიკური პირისგან ხე-მასალის შეძენის მიზნით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ ოპერაციებთან დაკავშირებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად.
4. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის საწარმოში სალაროს ნაშთი შეადგენს 3500 ლარს, ხოლო დებიტორული და კრედიტორული დავალიანების ნაშთები ნულის ტოლია. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციის დამუშავებით, 01.06.2023 წლის მდგომარეობით, საწარმოში დებიტორული დავალიანების ნაშთმა შეადგინა 6 527 ლარი, ხოლო მესამე მხარიდან გამოთხოვილი ინფორმაციით-კრედიტორული დავალიანების ნაშთმა შეადგინა 56 017 ლარი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით და გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დაანგარიშდა ფულის ნაშთი 2023 წლის 31 მაისის მდგომარეობით, კერძოდ, დაანგარიშდა სხვაობა შესამოწმებელ პერიოდში მიღებულ შემოსავლებს, გაწეულ ხარჯებსა და საბიუჯეტო გადახდებს შორის. აღნიშნული სხვაობა (სალაროს ნაშთი), საწარმოში ფულის ნაშთისა და სალაროს გონივრული ნაშთის გათვალისწინებით, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
5. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება ბიზნეს ბარათით საწვავის შეძენა. შემოწმებისთვის მიწოდებული ინფორმაციით საწარმოს საკუთრებაში არ უფიქსირდება ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ასევე, არ ფიქსირდება სატრანსპორტო საშუალებების იჯარით ფლობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწვავის შესაძენად გადახდილი თანხები განხილული იქნა დირექტორზე განხორციელებულ განაცემად. იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს არ უფიქსირდება ავტოსატრანსპორტო საშუალების არც საკუთრების და არც იჯარით ფლობის ფაქტი, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საწვავის შესაძენად გადახდილი თანხების დირექტორზე განხორციელებულ განაცემად განხილვა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ყველა ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(1„ა“); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა,ბ“); 160; 1601; 275.